Control yourself, take only what you need from me, ანუ ადამიანი რომელმაც საკუთარი თავი ვერ გააკონტროლა

2005 ჩეხეთს ვეწვიე. პრაღის და ჩეხეთის მონახულება, მართლაც, რომ ჩემი ოცნება იყო. თუმცა იმას ვერ ვიტყვი, რომ პრაღაზე ან ჩეხეთზე ოცნება ფრანც კაფკას, მილან კუნდერას ან ზოგადად ჩეხეთის ისტორიის სიყვარულით იყო განპირობებული, არავითარ შემთხვევაში, ოცნება უფრო მარტივად და ბანალურად ჩაისახა. რეკლამით. გახსვოთ ვილკო პოპოვეცკი კოზელის რეკლამა? ვისაც არა, ლუდი იყო ასეთი, სავარაუდოთ დღესაც არსებობს, თუმცა ეს რგოლი ქართულ ტელე სივრცეში აღარ გადის, ადრე კი რუსულ არხებზე გადიოდა. ძალიან კარგად გაკეთებული რეკლამა იყო, აი ისეთი ლუდს, რომ მოგანდომებს, ჩეხ ქალებს შეგაყვარებს და გარკვეული დროის შემდგომ ჩეხეთზე ოცნებას დაგაწყებინებს. მეც ოცნება რამდენიმე წელიწადში ამიხდა.

ჩეხეთში ვერაფერი დავწერე, რამდენიმე ფრაზას წერად ვერ ჩავთვლი, სამაგიეროდ ბევრი ვიფიქრე და ამ განცდამ ერთი ღამით სიცხე ამიწია და აი რატომ. რა ისტორიული ფაქტები დარჩა კაცობრიობას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რომელიც ადამიანს ამ პერიოდს ახსენებს? ვიდეო ფირები, უამრავი წიგნი, ბევრად უფრო მეტი სტატია, ესსე და ა.შ. ამ ყველაფრის გარდა მსოფლიოს დარჩა წარუშლელლი იარა საკონცეტრაციო ბანაკების სახით. მეც როგორც იმ ჯგუფის წევრი, რომელიც საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა დავთანხმდი შემოთავაზებას მომენახულა სრულიად არა საზაფხულო ბანაკი სახელად ტერეზინი. ჩემი ახლადგაცნობილი მეგობრები ამ ვიზიტს ძალიან განიცდიდნენ, მე კი ვცდილობდი მათ გახალისებას და შეძლებისდაგვარად ვხუმრობდი, ზოგიერთ შემთხვევაში უადგილოდაც კი.

როდესაც ტერეზინში მოვხვდით, გავჩუმდი. ბანაკში რამდენიმე საათი გავატარეთ, ვნახეთ საკნები, რომლებიც ნაცისტებისთვის არა სასურველი ხალხისათვის იყო განკუთვნილი, გავიარეთ სიკვდილის კორიდორები, რომლებშიც სიკვდილ მისჯილები გაჰყავდათ და ბოლო პუნქტი სადაც სიკვდილ მისჯილები გვამებად იქცეოდნენ. აქ საერთო ჯამში დაახლოებით 83,000 ადამიანი ამოხოცეს, ამ ყველაფერთან ერთად კი ვითომც და არაფერი ბანაკს საცურაო აუზი “ამშვენებდა,” სადაც მოწყენილი ნაცისტი ოფიცრები ერთობოდნენ და საკუთარი სხეულის გაჯანსაღებაზე ზრუნავდნენ. იქვე, ახლო მახლო მდებარეობს ებრაელთა სასაფლაო, სადაც მიცვალებულებზე რთულია, თქვა “განისვენებენო.” ღამით ცუდად დავიძინე, სიცხემ ამიწია, ჩემი ხუმრობების კი შემრცხვა.

რამდენიმე დღეში პრაღას ვეწვიე. ლუდი გემრიელი იყო, ქალები ლამაზები, მაგრამ “ტერეზინთან შეხვედრა” ისევ მომიწია, კერძოდ კი პრაღის სასახლეში, იქ საიდანაც პრაღა ყველაზე კარგად ჩანს, ვნახე იმ ადამიანის სურათი, რომელმაც საკუთარი თავი ვერ გააკონტროლა. ის როგორც უკვე ალბათ მიხვდით, მსოფლიოსთვის ადოლფ ჰიტლერის სახელით იყო ცნობილი. სურათს იმის ისტორია, მოჰყვა თუ როგორ დაიპყრო ფაშისტურმა გერმანიამ ფიურერის თამადობით ჩეხეთი, როგორ იდგა ეს მონსტრი პრაღის სასახლის თავზე და გადაჰყურებდა მის უკონტროლო ოცნებას…

შენიშვნა: წერილის სათაური MGMT – ის კომპოციზიციის “Kids-ის” ტექსტიდანაა აღებული.

გლაზგო, 30 მაისი, 2009 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s