არავის გაუკვირდა

“შეიძლება თუ არა დალევის გარეშე გართობა, შეიძლება თუ არა უალკოჰოლოდ კონცერტზე ყოფნა და კარგი დროის გატარება, შეიძლება თუ არა კომპანიაში მოხვედრა და გოგოს შებმა, შეიძლება თუ არა უალკოჰოლო მდგომარეობაში ღამით აქამდე უცნობ პარნტიორთან დროის გატარება?” – ეს აზრები უტრიალებდა. გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდა, სავარძელში ჩაფლულიყო, მობილურზე ფეხბურთს თამაშობდა, შიგადაშიგ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გადახედავდა, ახალგაზრდა თუ შუა ხნის ქალს შეუმჩნეველ მზერას მიაქცევდა და ჩუმად დაუბრუნდებოდა ხოლმე თავის მობილურს. მერე ისევ აავლებდა ვინმეს თვალს, მოკლე ქვედა ბოლო გამოწყობილი ქალები და მათი იდეალურად გაპარსული ფეხები განსაკუთრებულ ყურადღებას იპრყობდნენ… “შეიძლება თუ არა?..” ეს კითხვა არ ასვენებდა.

რამეს დალევ? – მიაძახა ანდრომ?
დაფიქრდა, ქერა თმიან, ნორდიკული გარეგნობის ქალს ჩაფიქრებულმა გახედა და მზერა გაქვაბეულმა მიაძახა.
– არა?
– კარგი, მაშინ მე დავლევ, მიაძახა ანდრომ და თან ბარისკენ წავიდა.
– ბევრს ნუ დალევ, შენი მოვლის თავი არ მაქვს.
ანდრომ ჩუმად გააგრძელა ბარისკენ მსვლელობა. აქ ცოტატი ნაკლებად ისმოდა დარბაზიდან გამომავალი შოტლანდიური აქცენტით ნამღერი ქანთრი. ერთი ვისკი შეუკვეთა. ვისკი მისი საყვარელი სასმელი არ ყოფილა, თუმცა შოტლანდიაში ათასში ერთხელ დალევდა ხოლმე, მთელი საღამო შეეძლო ერთი წიქა გაეწელა და გემო შეეგრძნო.

ზურა იჯდა, არც მობილურს ანებებდა თავს და არც ქალებს, ხანდახან არც იმ კაცებს ერიდებოდა ქალებს მხარს რომ უმშვენებდნენ, ხანდახან რომელიმე ქალი მის მზერას ამჩნევდა და იგივეთი პასუხობდა. ეს ის წამებია როდესაც კაცი ქალს თითქოს ელაპარაკება, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა ინტიმურ გარემოს ქმნიან, დანარჩენი სამყარო კი არ ამჩნევს ან არ იმჩნევს. ილუზიებში ყოფნა რომ მობეზრდა სცენას ახედა, ახლა მუსიკას ნაკლებად ზედაპირულად უსმენდა და ცდილობდა გაეგო, მოსწონს თუ არა ქანთრი.
-მოგწონს ეს მუსიკა? – ჰკითხა მობრუნებულ ანდრომ.
-არ ვიცი, ზოგადად ალბათ არა, თუმცა მუსიკას ხშირად უფრო სიტუაციურად აღვიქვამ. თუ მუსიკა სიტუაციას უხდება და სწორად არჩეულია მაშინ ალბათ მომწონს, ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ მომწონს.
ანდრო დაფიქრდა, თითქოს რაღაცა უნდა ეპასუხა, თუმცა მერე გაჩუმდა.
დღეს უფრო მკვდარი პონტია, გუშინ მაგარი იყო, ნეტა დღეს არ იქნება დისკოტეკის პონტი გუშინდელივით? – ალაპარაკდა ანდრო.
არ ვიცი, შეიძლება… წავალ კოლას დავლევ ისევ.

დაბრუნებულმა, ანდრო ისევ სავარძელში აღმოაჩინა, ის ჩუმად უყურებდა სცენას, ვისკის წრუპავდა და არ ლაპარაკობდა. ასეთ სიჩუმეში გაატარეს ნახევარი საათი.
– მე წავედი – დაარღვია სიჩუმე ზურამ.
– ჯერ ადრეა, არა?
– ხო, მაგრამ რაღაც დავიღალე და მინდა დავიძინო.
– რამეზე ხომ არ დაიგრუზე?
– რა? არა, არანაირად. უბრალოდ მართლა დაღლილი ვარ.
– კარგი, მე ცოტა ხანი ვიქნები და მერე წამოვალ, ხომ არ გაგიტყდება მარტო რომ გიშვებ?
– რა, ხომ არ გაგიჟდი?..

ზურამ დაღმართი გაიარა, უკვე ბნელოდა, 11 ხდებოდა, არც ისე გვიანი იყო… ერთი ორი კვარტალი გაიარა და მალევე საერთო საცხოვრებლის შენობაშიც შევიდა. მისი ოთახი მეორე სართულზე იყო, კარები რომ გააღო, გაიხადა, ეძინებოდა, თუმცა სანამ საწოლში ჩაწვებოდა, ცოტა ხნითკომპიუტერტან დაჯდომა გადაწყვიტა. თითქოს ეზარებოდა და დროს კლავდა, თან თავს იფხანდა და იზმორებოდა.

ანდრომ მეორე ჭიქაც დალია, ფხიზელი იყო, ორი ჭიქა არასდროს ათრობდა. კონცერტი გრძელდებოდა, ქანთრი რითმის შეცვლას არავინ აპირებდა და ესეც უსმენდა უცვლელ მელოდიას. ბოლოს, ხალხს მოწყენილობა მობეზრდა და ცეკვით ცოტატი მხიარულების შემოტანა გადაწყვიტა. ანდროც ადგა, ერთი ორ მასზე გაცილებით უფროს ქალსაც წაეცეკვა, ესენიც ეხუტებოდნენ და კარგ დროს ატარებდნენ. დაშლა რომ დააპირეს, ამათმა გართობის გაგრძელება შესთავაზეს, ანდროც დაფიქრდა, თუმცა მათ კომპანიაში მყოფ კაცებმა უფრო უარის თქმა მოანდომეს, ასეც მოიქცა და სახლში წასვლა გადაწყვიტა. ამათმაც აკოცეს, ერთი ორი კომპლიმენტი უთხრეს და საკუთარი გზა გააგრძელეს. შოტლანდიელები რომ დათვრებიან სქესის განურჩევლად ერთნაირები არიან, მხიარულ შუა საუკუნის მეკობრეებს ემსგავსებიან და ვიკინგებივით ღრეობენ, ხანდახან ცხოველებს ემსგავსებიან და იმ ღამით ინტელექტისგან ბოლომდე თავისუფლდებიან. იმ ღამესაც ალბათ ეგრე გააგრძელეს.

ანდრომ ზურასავით მოკლე მანძილი გავლო, სახლთან უკვე ახლოს იყო… რამდენიმე თვეა გლაზგოში იმყოფებოდა, ხშირად თბილისი ენატრებოდა, ერთი ორჯერ ძლიერი ნოსტალგიური შემოტევაც ჰქონდა, მაშინ ოთახში ჩაიკეტა, ქართულ მუსიკას უსმენდა და სიგარეტს აბოლებდა. გაღიზიანებული ზურა კარებზე უკაკუნებდა და ხმის ჩაწევას სთხოვდა, თან ოთახში შემოპატიჟებულზე არ შედიოდა, მასაც ენატრებოდა და შესვლის ეშინოდა, რომ შესულიყო უარესად გახდებოდა, უნდა გაეძლო, სხვა გზა არ იყო.
ანდროც ოდნავ ვისკით შეზორხეშებული და თან ნოსტალგიური ფიკრებით საერთო საცხოვრებლებისკენ გზას აგრძელებდა, თან აქაურობასაც თითქოს შეეჩვია, უკვე ნაცნობი უბანი და ნაცნობი ქუჩები, ნაცნობი სახეები და ნაცნობი შენობები… ესეც მოენატრებოდა, თუმცა ბევრად გვიან, იმ ღამეს კი სულ სხვა განსაცდელი ელოდა, კერძოდ კი მისი სახლის კუთხეში.

ორნი იყვნენ, ჩაცუცქულები ისხდნენ, გლაზგოში ქუჩაში დალევა აკრძალული იყო, თუმცა ამათ რკინის ლუდის ქილები მაინც ეჭირათ და ლაპარაკზე სიმთვრალე ძლიერ შეეტყობოდათ, ფეხბურთის ფანებს ჰგავდნენ, იმ დღეს გლაზგოს რეინჯერს შოტლანდიის თასი მოეგო. ანდრომ გახედა, მზერა შეაჩერა, როგორც ჩანს ცოტატი ზედმეტი მოუვიდა რადგანაც ამათმა რაღაც მიაძახეს, ამანაც მიაძახა რაღაც. “Do you want to fuck with us” – უყვირეს იმათმა. ვისკი რომ არ დაელია და სამშობლო არ მონატრებოდა შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, თუმცა ამ შემთხვევაში ვერ მოითმინა და ამანაც პასუხი არ შეარჩინა. “No do you want to fuck with us?” ისინი მოუახლოვდნენ, ესეც მიუახლოვდა. ორი თავით მაღლები იყვნენ. “Do you have a problem?” “No do you have a problem?” – კითხვაზე კითხვით უპასუხა ანდრომ. “Fuck off” – ფანებს რომ ჰგავდნენ იმათმა მიაძახეს. “No you fuck off” – უთხრა ანდრომ, გამობრუნდა და სახლისკენ გზა დაიწყო. თან იმას ფიქრობდა რომ ყველაფერი მორჩა და მალე ის სახლში იქნებოდა. ზურგში ტკვილი იგრძნო, მობრუნება ნახევრად მოასწრო სახლისკენ მომავალი მუშტში დაჭერილი რკინის ქილა რომ დაინახა, მერე დავარდა და ფეხების ძლიერ დარტყმებს გრძნობდა მთელ სხეულში. ესენი არ ჩერდებოდნენ, ურტყამდნენ ფეხებით და თან საშინლად იღრიჯებოდნენ, ვერაფერი მოასწრო, ფეხზე ვერ დგებოდა, ესენიც არ ჩერდებოდნენ, ცდილობდა შეეგინებინა, თითქოს გამოსდიოდა კიდევაც, თუმცა ადგომა იყო საჭირო, სასწრაფოდ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეშველებოდა, თუმცა ვერ დგებოდა, ესენი არ ჩერდებოდნენ და ასე მოქცევას არც აპირებდნენ, საქმის მიყვანას ბოლომდე აპირებდნენ, ვინ იპოვიდა? საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ, ისე ბრიტანელ ხულიგნებს რომ შეშვენის, მერე აფექტის მდგომარეობაში გაიქცეოდნენ, კიდევ ერთი ორს დალევდნენ, ხმაურიანად აღნიშნავდნენ საღამოს, შეიძლება ერთი ორი გათხლეშილი კარგი გოგო დაეკერათ რომელიმე ღამის ავტობუში და საღამოს ჟინს ბოლომდე მოიკლავდნენ. როგორც იქნა ადგომა მოახერხა. “It is enough” – ყვიროდა. “კარები, კარები, კარები” – ერთადერთი რაზეც ანდრო ფიქრობდა, სწორედ რომ კარები იყო, სულ 5 მეტრი თუ აშორებდა, ბოლო ძალები მოიკრიბა, ელექტრო კარებს გასაღები გაუსვა და როგორც იქნა თავი შინ იგრძნო. ისინი გარეთ დარჩნენ. გადარჩა.
იმ ღამეს გლაზგოს ფანებმა 4 კაცი მოკლეს. არავის გაუკვირდა.

13.10.09

4 thoughts on “არავის გაუკვირდა

  1. latatia

    ადამიანთან (ადამიანებთან) ერთად ყოველთვის რაღაც კვდება, ალბათ მცირეოდენი გაკვირვებაც…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s