მილენიუმი და ახალი გამოწვევები

მახსოვს, ის ემოცია, რომელიც 1999 წლის წინა საახალწლო დღეებში დამეუფლა, თითქოს ახალ სამყაროში შევდიოდით, რომელსაც ჩვენთვის, უამრავი სიახლე უნდა მოეტანა. თითქოს მომავალში შევდიოდით, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა მაშინ არსებული რეალობისგან, ბევრი მაშინ იმასაც აცხადებდა, რომ კომპიუტერები შეწყვეტდნენ არსებობას, რატომ უნდა მომხდარიყო ეს სიმართლე გითხრათ ბოლომდე დღემდე არ მესმის, თუმცა ფაქტია, რომ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა… როგორც პრინციპში ბევრი სხვა მიმართულებითაც.

2010 წელია და რაიმე კარდინალურ განსხვავებას 10 წლის წინანდელ სამყაროსთან მე პირადად ვერ ვხედავ, არადა გაიხსენეთ რას გვიწინასწამეტყველებდნენ გასული საუკუნის ფანტასტები, მე მაგალითად ზემეკისის „უკან მომავლისაკენ“ მახსენდება, რომელშიც 2015 წლის დედამიწა ულტრა ფანტასტიურია, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ დიდი რეჟისორი ცდებოდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 5 წლის შემდეგ ჩვენს ქუჩებში მფრინავი მანქანები გაჩნდებიან, ნაკლებ სავარაუდოა ასევე ბევრი სხვა რამ.

მაშ, რა მოგვიტანა ახალი საუკუნის 10 წელიწადმა?  ისტორიას თვალს თუ გადავევლებთ, მივხვდებით, რომ კაცობრიობის ისტორიაში, არცერთი საუკუნე არ იყო იმდენი ტექნოლოგიური განვითარების მომტანი როგორიც მე-19 და მე-20. ამ პერიოდში შეიქმნა ელექტროენერგია, ტელეფონი, რადიო, ავტომობილი, ტელევიზია და ა.შ. ასევე აღსანიშნავია მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეული, მობილური ქსელების და ინტერნეტის განვითარებამ მოახდინა არნახული ცვლილება ინფორმაციის გაცვლა – გამოცვლის მიმართულებით, რომ არა ეს გამოგონებები სამყარო ალბათ დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა და საქმეც ალბათ 10-ჯერ უფრო ნაკლები სისწრაფით გაკეთდებოდა…

მე პირადად არაფერი განსაკუთრებული არ მომდის თავში ბოლო ათწლეულის მიღწევებთან დაკავშირებით, შეიძლება ვცდებოდე, თუმცა 21-ე საუკუნეს არცერთი რევოლუციური გამოგონება ჯერჯერობით არ შემოუთავაზებია… არადა გამოწვევები უხვადაა… ყველაზე აქტუალური კი მათ შორის როგორც ჩანს გლობალური დათბობაა, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ ჩვენი პლანეტა შეიძლება ახლო მომავალში კატასტროფის წინაშე დადგეს. ამ თემაზე უამრავი კონფერენციაც ეწყობა, ყველაზე მაშტაბური კი ცოტა ხნის წინ კოპენჰაგენში მოწყობილი სამიტი იყო, თუმცა მიუხედავად მაშსტაბურობისა არანაირი პრაქტიკული გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ყველაფერი უცვლელი დარჩა. ა.შ.შ. რომელიც ახლო წარსულში ყველაზე მეტად აბინძურებდა გარემოს უარს ამბობს პოტენციურად საშიში პროდუქტების გამოყენებაზე და ალტერნატიული გზების ძიებაშია,  რამდენიმე თვის კი მან ინდოეთს მოუწოდა მსგავსი ქმედებიბესკენ… კოპენჰაგენში დიდი და პატარა სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ ძირითად საკითხებზე, პატარა სახელმწიფოებს უფრო მეტი ფინანსური რესურსი სჭირდებათ ახალი პროექტების დასაწყებად, რომელიც მათ არ გააჩნიათ, დიდებს კი ქონების გასხვისება დიდად არ სურთ.

მეორე გამოწვევა, რომელიც დღესდღეობით კაცობრიობის წინაშე დგას არის გლობალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ კი ცალკეული ერების თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნება არსებულ პირობებში. თუ ზოგიერთი ქვეყანა ახერხებს დარჩეს საკუთარ პოზიციაზე და არ იცვლის საკუთარ სახეს, ბევრი ამას ვერ ახერხებს და პრაქტიკულად ხდება გლობალური სამყაროს პროდუქტი. ამ გარდაუვალ პროცესში რთულია იწინასწარმეტყველო შეძლებენ თუ არა სხვადასხვა ერები საკუთარი სახის ბოლომდე შენარჩუნებას.

ზოგიერთი დაავადება ჯერ კიდევ სასიკვდილო სენებად რჩება, რომლებსაც ახალი, მუტირებული ვირუსები ემატება, შიდსი და კიბო ჯერ კიდევ ფატალური დაავადებებია, რომლის წამალიც არ ჩანს, ამ მხრივ მედიცინა უძლურია 21-ე საუკუნეშიც.

მაშ, რა ინოვაციებს შემოგვთავაზებს ჩვენი საუკუნე ამ და რიგ სხვა გამოწვევასთან საბრძოლველად, რა კუთხით წავა ტექნოლოგიური განვითარება? ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

5 thoughts on “მილენიუმი და ახალი გამოწვევები

  1. tekla

    თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ თემებს შეეხე მისასალმებელია, მაგრამ ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა უფრო მეტი ანალიზი და მეტი ფაქტები. მე შენს ადგილას უფრო მეტად დავაკავშირებდი მე 20 და 21ე საუკუნის ტექნიკურ მიღწევებს და ამით ვეცდებოდი 21 ე საუკუნის პრიორიტეტების გამოკვეთას. ის რაც მე 20 საუკუნის ტექნიკურ მიღწევებად ითვლება, მაგ: კომპიუტერი , ტელეფონი , ტელევიზორი და ა.შ. ადამიანის ცხოვრების და ზოგადად კომუნიკაციის პირობების ელემენტარულ და აუცილებელ გამჯობესებას ემსახურებოდა. ხოლო ის რაც დღეს ხდება , კონკრეტულად კი ამ ტექნიკის დაუსრულებელი მოდერნიზება , იმ დროს როდესაც მილიონობით ადამიანი შიმშილით იღუპება და დედამიწა კი განადგურების საფრთხის წინაშე დგას , სრულად უსარგებლო და ზედმეტი ფუფუნებაა. ამ გზით ვეცდებოდი ხაზი გამესვა 21ე საუკუნის ადამიანის არაადამიანურობაზე . მოკლედ მეტი ჩაღრმავება არ გაწყენდა ))

    Reply
    1. lobzhanidze Post author

      თეკლა, მადლობა დამატებისთვის და აზრის გამოხატვისთვსის, მომავალში შევეცდები უფრო ღრმა ანალიზი გავაკეთო ამა თუ იმ საკითხზე🙂

      Reply
  2. salome kobalava

    დათო, ვფიქრობ გამოგრჩა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, აღმოჩენა–ექსპერიმენტი, რომელიც ამ ბოლო წლებში გაკეთდა და ჯერაც მიმდინარეობს– დიდი კოლაიდერი, რაც გადატრიალებას მოახდენს სამყაროს აღქმაში და ბევრ დღემდე უცნობ ფიზიკურ მოვლენებს ახდის ფარდას(ასე ვარაუდობენ). ამ პროექტ–ექსპერიმენტში როგორც იცი გია დვალიც მუშაობს. :)))

    Reply
  3. lobzhanidze Post author

    სალომე, მეა კულპა🙂
    თუმცა კოლაიდერის შემთხვევაში ან “ყველაფერი” ან “არაფერი” პრინციპი უფრო მოქმედებს. როგორც ამბობენ “პოჟივიომ” უვიდემ.🙂

    Reply
  4. Pingback: ინტერნეტი, როგორც ალტერნატიული მედიის წყარო : European.Ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s