რას ვგულისხმობთ მედია თავისუფლებაზე საუბრისას


ამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობრებთან საუბრისას ირანის თემას შევეხეთ. მაშინ აღვნიშნე, რომ დღეს ჩემი აზრით ირანი საქართველოზე ზოგიერთ სფეროში უფრო განვითარებულია, პირველ რიგში ეკონომიკურ და მეცნიერულ განვითარებას ვგულისხმობდი, თან დავაყოლე, რომ ისეთ სფეროში როგორიც მედიაა, ჩვენ გაცილებით თავისუფლები ვართ, რაზეც ერთ-ერთი მათგანი არ დამეთანხმა და დასძინა, რომ საქართველოში მცნება, “მედია თავისუფლება” არ არსებობს. ყველაფერი შედარებითია და ამ კონტექსტში საქართველოს ირანთან შედარება არაკორექტულად მიმაჩნია, მოდით თუნდაც ის ფაქტი გავითვალისწინოთ, რომ ერთი შეხედვით უწყინარი Facebook – ი სპარსების ქვეყანაში აკრძალულია, ისევე როგორც რიგი სხვა სოციალური ქსელი, მაშინ როდესაც საქართველოში ბლოგინგის ბუმია. მართალია, ბლოგინგი და სოციალური ქსელები მედიის მხოლოდ მცირედი ნაწილია და ნაკლები გავლენა აქვს ფართო მასების ცნობიერებაზე, თუმცა მათი აკრძალვა ამა თუ იმ ქვეყნის მედიის თავისუფლების ხარისხზე მეტ ნაკლებად მაინც მეტყველებს.

საინტერესო კაზუსად მიმაჩნია ცოტა ხნის წინ, თეა თუთბერიძის მიერ გაკეთებული პოსტი და ამის შედეგად მოყოლილი კომენტარები, მოგეხსენებათ მაშინ ამ ქალბატონმა პატრიარქის შარჟი გაავრცეელა. მე პირადად ასეთი პოსტი უგემოვნებად მიმაჩნია, რომელიც ავტორის დაბალ კულტურაზე მიუთითებს, თუმცა სანამ უშუალოდ ვიდეო რგოლს ვნახავდი მომიწია იმ კომენტარებთან გაცნობა, რომელიც თეა თუთბერიძის კედელზე დაიდო. სიმართლე გითხრათ მაშინ შემეშინდა, იმდენად აგრესიული იყო მუქარა თუთბერიძის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ რელიგიის კრიტიკა არა მარტო ასეთ არამედ ბევრად უფრო კორექტულ შემთხვევებშიც კი არაპოპულარულია. აღნიშნული შემთხვევა კი იმაზე მიუთითებს, რომ ერთხელაც თითქოს ხელშეუხებელი Facebook-ი შეტევების ობიექტი გახდეს და მედია თავისუფლების ხარისხმა აქაც იკლოს.

სხვათაშორის ამ თემის გავრცობაში რამდენიმე თვის წინ გამართულ კინო ფესტივალზე “მე – ადამიანი” გოგი გვახარიას მიერ გამოთქმული აზრი დამეხმარება. მაშინ კინოთმცოდნემ აღნიშნა, რომ საქართველოში მედია შედარებით თავისუფალია და არ არსებობს დაბრკოლება იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ ინდივიდს ან ჯგუფს საკუთარი აზრის დაფიქსირება სურს. როგორც ჩანს ბატონი გოგი ბლოგებს და სოციალურ ქსელებს გულისხმობდა და ამ მხრივ რთულია არ დაეთანხმო, რადგანაც ჩემი პირადი გამოცდილებით სოციალურ ქსელებში ან ბლოგებზე გამოთქმული აზრი ძალზედ მრავალფეროვანია და ადამიანიც ამ მხრივ თავისუფალია. თუმცა, აქვე ჩნდება მეორე კითხვა, რამდენად შეიძლება გამოგვადგეს თუნდაც Facebook – ი მედია თავისუფლების საზომად? რა პროცენტს მიუწვდება დღესდღეობით საქართველოში ხელი ინტერნეტზე? დამეთანხმებით, რომ ასეთების რიცხვი მცირეა და ალბათ რამდენიმე ასეული ათასით შემოიფარგლება, ამიტომაც ჩდნება სხვა მედია საშუალებების განხილვის აუცილებლობა, ამ კუთხით კი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. იმ შემთხვევაში თუ სოციალური ქსელის მეპატრონე უმეტეს შემთხვევაში ქართველი არ არის და სულაც არ აინტერესებს ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები ის სრულ თავისუფლებას გვაძლევს, აი, ქართული მედია პატრონები კი დაინტერესებულ პირებს წარმოადგენენ, ეს განსაკუთრებით ტელევიზიის შემთხვევაში იჩენს თავს და გასაგებიცაა, რადგან სწორედ, რომ ტელევიზიას აქვს ჩვენში ყველაზე დიდი ძალა, აქ კი ყველაფერი მარტივადაა, ტელევიზია გაყოფილია ორ, “პროხელისუფლებურ” და “პროოპოზიციურ” ნაწილად და არ არსებობს არანაირი შუალედი, მიდის ბრძოლა შედარებით მსხვილ და პატარა ტელეკომპანიებს შორის. ქართული პრესა დღესდღეობით სავალალო მდომარეობაშია, ის თვითდისკრიმინაციას ეწევა და ისედაც არაპოპულარული დღითიდღე სულ უფრო კარგავს მკითხველს.

საერთოდ მედია თავისუფლებაზე საუბრისას ისმის კითხვა, რამდენად შეიძლება იყოს ზოგადად მედია თავისუფალი, თუნდაც სხვა, ბევრად უფრო დემოკრატიულ ქვეყნებში, ჩემი აზრით ბოლომდე ფრთებგაშლილი მედია არსად არ არის, ყველა მეტ ნაკლებად მიკერძოებულია, გინდ ა.შ.შ. -ი და გინდ დიდ ბრიტანეთში, საქმე ისაა, რომ ამ ქვეყნებში მედია თავისუფლების ილუზიას მედია მრავალფეროვნება ქმნის, ანუ სხვა სიტყვებით ნებისმიერ ჯგუფს ჰყავს საკუთარი მედია წარმომადგენელი და ლობისტი, როგორც პოლიტიკური, ისე სექსუალური უმცირესობების, ან ქალთა უფლებების დამცველი საზოგადოების ჯგუფს. ანუ, გამოდის, რომ ცალკეული მედია წარმომადგენელი დამოუკიდებლად აღებული სულაც არ არის მიუკერძოებელი და თავისუფალი, უბრალოდ არსებობს მრავალფეროვნება, რომელიც ამ წარმოდგენას ქმნის და ყველას ამშვიდებს. საქართველოში კი, როგორც უკვე ავღნიშნეთ მედია პლურალიზმზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, არსებულ პირობებში როგორც ჩანს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირსპირებული ბანაკების მიერ წარმოდგენილი სიმართლით უნდა შემოვიფარგლოთ, ვისაუბროთ საქართველოში არსებულ მედია თავისუფლების ხარისხზე… და იმედი ვიქონიოთ, რომ ერთხელაც იმის მაგივრად, რომ “მაესტროზე” ან “რეალ ტვ-ზე” გადართვისას არა რომელიმე პოლიტიკოსის, არამედ თუნდაც მამლების ჭიდილის მნახველები გავხდებით.

One thought on “რას ვგულისხმობთ მედია თავისუფლებაზე საუბრისას

  1. kate

    მეტწილად გეთანხმები ყველაფერში, ყოველთვის ვაღიარებდი,რომ ძალიან ძალიან ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხარ, და მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ აქაც შეიქმნება ერთ მშვენიერ დღეს ის ილუზია, რომელზეც შენ საუბრობ და რომელიც საერთო ჯამში აბალანსებს სიტუაციას.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s