საშინაო დავალება, ანუ ტარანტინოს, ტრიერის და ალენის შედარებითი დახასიათება


“არსებობენ ორი ტიპის ადამიანები, ბიტლზის ადამიანები და ელვისის ადამიანები. ბიტლზის ადამიანებს შეიძლება მოსწონდეთ ელვისი და ელვისის ხალხს ბიტლზი, თუმცა არცერთს უყვარს ორივე თანაბრად. არჩევანი ბიტლზს და ელვის შორის შენს პიროვნებაზე მეტყველებს.“„მაკულატურა,“ ქვენთით ტარანტინო

ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება მოვლენა, რომელიც არასდროს გავიწყდება, ხანდახან ესა თუ ის შემთხვევა ნაკლებად მნიშვნელოვანი გგონია, მაგრამ რატომღაც გაგონილი ფრაზა შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე შეგრჩეს მეხსიერებაში და არასდროს დაგავყწდეს.

ესე მაგალითად ალბათ ყოველთვის მემახსოვრება ერთი შემთხვევა გლაზგოში.მოგეხსენებათ ევროპის ქალაქებში ხშირად ეწყობა ქუჩის პერფომანსები, არც გლაზგოა ამ მხრივ გამონაკლისი და ერთ კვირა დღეს სასეირნოდ გასული ასეთი შემთხვევის მომსწრე გავხდი. 13-15 წლის ბიჭი იქნებოდა, ქუჩაში იდგა და სხვადასხვა ტრიუკებს ასრულებდა, მათ შორის სახიფათოებსაც. ერთი მხრიდან მაღაზიის კედელს იყო აყუდებული, დანარჩენი სამი მხრიდან კი ხალხი შეკრებილიყო პერფომანსის მოლოდინში, ესეც ხმამაღალი შეძახილებით სულ უფრო მეტ და მეტ ადამიანს იზიდავდა. ერთ-ერთი ტრიუკის შესრულებისას ამ ბიჭს დანები დასჭირდა, რომლებსაც ის ჰაერში ისროდა და შემდეგ კვლავ იჭერდა. როგორც ჩანს ბევრს შეეშინდა და ამიტომაც ერთ-ერთი მხარე ნელ-ნელა იცლებოდა, ეს რომ შენიშნა მოგვაძახა: „როგორც ჩანს ჩემგან მარცხნივ კომედიაა, ხოლო მარჯვნივ ტრაგედია“. სხვათაშორის მე ზუსტად შუაში ვიდექი და გამეღიმა კიდეც. მართლაც, თითქოს ზღვარი კომიკურს და ტრაგიკულს შორის ხშირად შეუმჩნეველია და ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევებში კომიკურობის კვალის შენიშვნაა შესაძლებელი. ამ წერილში სამი რეჟისორის მეშვეობით შევეცდები ვისაუბრო კომიკურზე კინოში.

ლარს ფონ ტრიერის ნამუშევრები ჩემში შერეულ გრნძობას აღძრავენ, ერთი მხრივ თითქოს მომწონს კიდევაც, თუმცა ამასთან ერთად სიყალბის სუნი მცემს და ეს სიყალბე სწორედ, რომ კომიკურობასთანაა კავშირში. საქმე ისაა, რომ რეალურ ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევებშიც კი არსებობს კომიკურობის მარცვალი, არ არსებობს სიტუაცია სადაც იუმორი ბოლომდე ქრება, თითქოს ეს სიცოცხლის აუცილებელი ატრიბუტია, თავდაცვითი რეაქცია, რომლის გარეშედაც არაფერი ცოცხლობს, ტრიერის ფილმებს კი ზუსტად ეს აკლია. სიმართლე გითხრათ ამ რეჟისორის ყველა ნამუშევარი არ მაქვს ნანახი და ამ დასკვნას ძირითადად „წყვდიადი მოცეკვავის“ და „დოგვილის“ საფუძველზე ვაკეთებ, ამიტომაც შეიძლება ვცდებოდე, თუმცა ამ ორის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი ფილმი ყალბია იუმორის გრძნობის უქონლობის გამო. ტრიერი უტრირებას უკეთებს ისეთ მოვლენას როგორიც მიზანტროპიაა, კლავს ყველაფერ ცოცხალს და დადებითს ცხოვრებაში და იგნორირებას უკეთებეს კომიკურს. არცერთი სასაცილო ეპიზოდი არ მახსენდება ამ ორ ფილმში, რომელაც შეიძლება ეს რეჟისორი დაიცვას.

ტრიერისგან საპირისპიროდ იქცევა ვუდი ალენი, ეს ნიუ იორკელი რეჟისორი თავის ფილმებში უტრირებას იუმორს უკეთებს, აბსურდამდე დაჰყავს სხვადასხვა მოვლენების კომიკურობა და მაყურებელს შეიძლება ზედმეტად ხოცავს სიცილით, ის ტრიერის ანტიპოდია და ყველაფერს იუმორის პრიზმიდან აკვირდება, გარკვეულწილად ესეც შეიძლება გადამატებული იყოს და ერთგვარ სიყალბეს ქმნიდეს… აი ერთ-ერთი დიალოგი: „რეი: რას მოიმოქმედებ ყვავილების მაღაზიასთან დაკავშირებით? ბენი: უნდა დავწვა. რეი: კვლავ წვავ რაღაცეებს დაზღვევის მისაღებად? ბენი: აბა შენი აზრით ჩემი ორი შვილი კოლეჯში როგორ სწავლობს?.. „

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველაზე ახლოს რეალობასთან ქვენთინ ტარანტინოა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მემგონი ტარკოვსკი და გოდარი თვლიდნენ, რომ ფილმის გადასაღებად წინასწარ დაწერილი სცენარი საერთოდ არ არის საჭირო, საკმარისია გქონოდეს ზოგადი წარმოდგენა გადასაღებ კადრებზე და დანარჩენს ადგილზე მოიფიქრებ. ძალიან მეეჭვება ტარანტინოც იგივე პრინციპით ხელმძღვანელობდეს, თუმცა მის ფილმებში ადვილად შესამჩნევია ისეთი ეპიზოდები, რომლებიც თითქოს სპონტანურად გაჩნდნენ, ეს ანსხვავებს მის ფილმებს სხვა ჰოლივუდური ნაწარმოებებისგან, რომლებიც მკაცრად მიყვებიან სიუჟეტურ ხაზს, მოდით გავიხსენოთ ეპიზოდი ამ რეჟისორის ყველაზე გახმაურებული ფილმიდან. გახსოვთ მარსელესი ბრიუს ვილისის პერსონაჟს რომ მისდევს? რომელ სხვა ფილმში განვითარდებოდა მოვლენები ისე როგორც ეს აქ მოხდა? სრულიად შემთხვევით მოხვდებიან ორივე ვინმე ზედთან და ზედთან რაც მოხდება ვისაც ფილმი აქვს ნანახი ყველას ახსოვს. ძალიან სასაცილო ეპიზოდია და ამავდროულად რეალობასთან მიახლოებული… განა არ შეიძლება ასეთი შემთხვევითობა რეალურ სიცოცხლეში მოხდეს? ეს რაღაც მოულოდნელი ცხოვრებისეული შემთხვევაა, (მაინცდამაინც ზედს და მის მეგობრებს არ ვგულისხმობ) რომელსაც ძალზედ იშვიათად შეხვდები თანამედროვე კინოში…

3 thoughts on “საშინაო დავალება, ანუ ტარანტინოს, ტრიერის და ალენის შედარებითი დახასიათება

  1. tekla

    ‘მართლაც, თითქოს ზღვარი კომიკურს და ტრაგიკულს შორის ხშირად შეუმჩნეველია და ყველაზე ტრაგიკულ შემთხვევებში კომიკურობის კვალის შენიშვნაა შესაძლებელი.’ გეთანხმები და დავამატებ,… და პირიქით, ყველაზე კომიკურ შემთხვევებში ტრაგიკულის კვალის შენიშვნა.
    და მაინც ბევრ რამეში არ გეთანხმები.პირველ რიგში იმაში,რომ რეჟისორს შეუძლია სიტუაციების , როგორც კომიკურობის ისე ტრაგიკულობის უტრირება მოახდინოს, ეს მისი გადასაწყვეტია და თუკი გადაწყვეტს , რომ ტრაგიკულობის ჩვენება სურს მაქსიმალური სიმძაფრით, იქ იუმორისათვის ადგილი ნაკლებად რჩება, თუმცა ტრიერის ფილმებში და თუნდაც ფილმ’ დოგვილში’ უხვად გვხვდება ბოროტი ირონია, როდესაც ქალი , რომელიც მზადაა მაღალი იდეალებისათვის თავი გასწიროს ბოლოს ბრძანებს ქალს მოუკლან შვილი და თუკი იტირებს მოკლან ყოველი შემდეგი, როგორც ეს ამ ქალმა გააკეთა მის ფაიფურის სათამაშოებთან დაკავშირებით. მართალია ცინიზმი, ირონია და იუმორი განსხვავებული მცნებებია, მაგრამ ჩემი აზრით ტრიერის ტრაგიკულობას, სწორედ რომ ცინიზმი ამსუბუქებს.
    პირადად ჩემთვის ვუდი ალენის გაუთავებელი ერთფეროვანი იუმორი უფრო დამღლელია, მიუხედავად იმისა, რომ არის რამდენიმე ფილმი, რომელიც მართლა მომწონს. ისიც უტრირებას ახდენს ადამიანური ცხოვრების, უბრალოდ იუმორის კუთხით და თუ რომლის ყურება უფრო გვსიამოვნებს ეს ალბათ მხოლოდ გემოვნების ამბავია.
    ტარანტინოს კარგად არ ვიცნობ, რაც ნანახი მაქვს კარგია და რაც კარგია კარგია )))
    p.s. მე შენი რჩევა გავითვალისწნე და ვუდის იმ ფილმებს ვუყურე , რომლის მიხედვითად წარმოდგენა გამომისწორდებოდა , ხოდა მე შენს ადგილას სანამ ამას დავწერდი ტრიერის იმ ფილმებს ვუყურებდი, რომელიც მე გირჩია, იმიტომ , რომ ცოტა უპასუხისმგებლობაა 2 ფილმის საფუძველზე განაჩნი გამოუტანო რეჯისორს. ასე რომ აუცილებლად ნახე იდიოტები , 5 ინსტრუქცია, ანტიქრისტე და მერე კიდევ დაწერე იგივე ტექსტი.

    Reply
  2. kate

    დავით, ბევრ რამეში გეთანხმები, ბევრ რამეში არა. მხატვრული კინო ხომ უხეშად რომ ვთქვათ – საერთოდაც სიყალბეა, თუმცა სწორედ ამაშია ხშირ შემთხვევაში კინოს ხიბლი. ვუდი ალენს რაც შეეხება, მეჩ პოინტი რომ არ გადაეღო საერთოდ სრულიად ერთფეროვანი დარჩებოდა, ტარანტინოს კი უბრალოდ მომენტი სცენარის არ ქონის გამო და იმის გამო, რომ მუდამ აქვს საკუთარი სპონტანურობის იმედი და ამიტომ ის მომენტი, რომელზეც შენ საუბრობ – უბრალოდ სიტუაციურად გენიალური გამოუვიდა. იმედი მაქვს მიხვდი, რომელი ქეთიც ვარ და შენთან ამ თემაზე დისკუსია საკმაოდ საინტერესო იქნება. :))))P.S ველოდები პასუხს

    Reply
  3. kate

    ავტორს ვთხოვ, მალე დადოს რამე საინტერესო – თებერვლის მერე რამდენი ხანი გავიდააა?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s