Can’t change now, ანუ რა მითხრა გოგი გვახარიამ


სიზმარი ყველას ესიზმრება და რა გასაკვირია, რომ მეც ბავშვობიდან მოყოლებული ხშირად ვხედავ სიზმრებს და დღეს ალბათ ვერც გავიხსენებ პირველ სიზმარს რომელიც წლების წინ დამესიზმრა, თუმცა იყო პერიოდი როდესაც არც არაფერი მესიზმრებოდა და ღამე უშედეგოდ მთავრდებოდა ხოლმე. ბოლო დროს კი სიზმრებმა ახალი აქტუალობა შეიძინეს. საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ძალიან საინტერესო და სიუჟეტურად მდიდარ სიზმრებს ვხედავ, ამ ყველაფერმა გადამაწვყვეტინა მოთხრობების კრებულის დაწერა. ამ წერილში ვისაუბრებ ჩემს უკანასკნელ სიზმარზე , რომელიც მათ რიცხვში არ შედის, თუმცა მაინც საინტერესოა.
დამესიზმრა ვითომ სამუშაო გარემოში ვიმყოფებოდი, ოღონდ რატომღაც ქუჩაში, მაგიდასთან ვიჯექი რომელზეც ძველებური სახლის ტელეფონი იდგა, ამ დროს გოგი გვახარიამ დამირეკა:
-შეგიძლია დამეხმარო? – გაისმა მეორე ბოლოდან გვახარიას ხმა, მაშინვე ვიცანი და ვიზუალურად წარმოვიდგინე.
– კი რა თქმა უნდა – უყოყმანოდ დავთანხმდი მე.
-ტექსტი მაქვს ასაკრეფი, სულ ექვსი გვერდია, წაგიკითხავ და თუ შეგიძლია ამიკრიფე და გამომიგზავნე, კარგი?
ოდნავადაც არ გამკვირვებია ისე დავიწყე ტექსტის აკრეფვა.
არადა, თითქოს რა შუაშია გვახარია, სვანეთიდან ვბრუნდებოდი ზუგდიდი – თბილისის მატარებლით და სულ სხვა შტაბეჭდილებებით ვიყავი დამუხტული, თუმცა რა მექნა, ბატონი გოგი ტექსტის აკრეფვას მთხოვდა. ოთხი გვერდი, რომ ავკრიფე ტელეფონი გაითიშა, მერე რაღაც საქმე გამომიჩნდა და ბატონ გოგის ვეღარაფრით დავეხმარე. საქმე რომ დავამთავრე, ძალიან განვიცდიდი, ხომ შევპირდი დაგეხმარები თქო, ახლა კი ასე ულამაზოდ გამოვიდა, რა უნდა მექნა? ადამიანის ასე მოტყუება განა შეიძლებოდა? არანაირი საკონტაქტო ინფორმაცია არ მქონდა, რომელზეც შევძლებდი ბატონ გოგისთან დაკავშირებას. შემდეგ გამახსენდა, ის ხომ “მაესტროში” მუშაობს! გაგიკვირდათ არა? მეც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ჩემს სიზმარში ბატონი გოგი სწორედ რომ “მაესტროს” ეთერში საავტორო გადაცემის წამყვანი იყო. სასწრაფოდ გადავრეკე 09-ში, გავიგე ტელეკომპანია “მაესტროს” ნომერი და რამდენიმე წუთში ბატონ გოგის პირადად ვესაუბრებოდი.
-ბატონო გოგი, მე ის ბიჭი ვარ, ტექსტის აკრეფვა რომ მთხოვეთ ცოტა ხნის წინ.
-აა, ხოო, დიდი მადლობა, ყველაფერი რიგზეა, პირველი ოთხი გვერდი განსაკუთრებით კარგადაა აკრეფილი,. აი დანარჩენი ორი, ჟურნალიდან , რომ ამიკრიფე ცოტათი ზერელედაა გაკეთებული, თითქოს გეძინა, მაგრამ არაუშავს, წავა. – გამიკვირდა, მაგრამ ამავდროულად გამიხარდა. ეს სიტყვები, კომპლიმენტივით ჟღერდა.
-კავშირი, რომ გაითიშა, ვიფიქრე გადმოვრეკავ მეთქი, მაგრამ დამასწარი, ასე რომ ძალიან გამახარე – გააგრძელა ბატონმა გოგიმ.
-ბატონო გოგი, არადა დანარჩენი ორი გვერდი მე არ დამიწერია, გასული ვიყავი.
-აბა, ვინ დაწერა?
-მე ნამდვილად არა, ასეთი რამეები იშვიათად მავიწყდება, ზუსტად მახსოვს რას ვაკეთებ ხოლმე.
-კარგი, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რომ ყველაფერი რიგზეა. შენს გვერდზე ვიყავი, წერ? – რა პატივია, ვიფიქრე მე, ბატონი გოგი ჩემს ინტერნეტ გვერდს კითხულობს.
– კი, ცოტ-ცოტას –მორიდებით ვუპასუხე.
– ეს ტექსტი… Can’t change now – შენი დაწერილია? თუ სიმღერის თარგმანია.
ცოტათი დავფიქრდი, როგორც ჩანს ამ დროს ზღვარი სიზმარს და ცხადს შორის ამერია, ჩემი ქვეცნობიერი პასუხებს ცნობიერსა და რეალურში ეძებდა, რა ამოქექა რთული სათქმელია, მაგრამ მახსოვს, რომ ვუპასუხე: “კი, ჩემი დაწერილია”.
– ადრე იძინებ?
– არა, ძალიან გვიან – ვუპასუხე მე და რატომღაც მოვატყუე, მე ხომ ჩემი სამსახურის გადამკიდე მკაცრი გრაფიკი მაქვს და 12 საათზე ყველაზე გვიან საწოლში ვარ უკვე.
– ძალიან კარგი, დღეს სახლში გვიან წახვალ, დაახლოებით 3 საათის მერე. გადაცემის ჩაწერაზე მჭირდები.
– როდის მოვიდე?
– გადაცემის და კლიპის დაწყებიდან მე-8 წუთზე, ანუ თორმეტის რვის წუთზე აქ უნდა იყო, გაწყობს?
– კი, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა – ვუთხარი მე და ყურმილიც დავკიდე, დავკიდე და გამეღვიძა.
ახალგაღვიძებული ცოტა ხნით დავფიქრდი, მქონდა თუ არა რამე ამდაგვარი დაწერილი, რის შემდგომაც დავასკვენი, რომ არა. სიზმარში ხშირად რაღაცეებს ვურევ ხოლმე აბა, ეს რომ არა გვახარია მაესტროში როგორ იმუშავებდა. მერე კიდევ ის მახსენდება, რომ სიზმარში ერეკლე დეისაძის სიტყვები დამესიზმრა, რომლებიც სხვათაშორის ჟურნალ “თბილისელებში” იყო დაბეჭდილი. სტატიაში, რომელიც ამ გახმაურებულ მწერალს ეძღვნებოდა მოყვანილი იყო ციტატები მისი წიგნიდან, ისეთი შტაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ცოცხალი კლასიკოსია. გაღვიძებულს ისიც გამახსენდა, რომ ვიღაცამ დეისაძე მიშელ უელბეკს შეადარა და ქართველ უელბეკად შერაცხა. ამ დროს ვხვდები თუ რატომ ერქვა ჩემს ნაწარმოებს “Can’t change now”. საქმე ისაა, რომ დეისაძეს ვიცნობ, უელბეკს არა, თუმცა ამ ფრანგი მწერლის წიგნი მაქვს წაკითხული და რამდენიმე ინტერვიუ ნანახი, სიმართლე გითხრათ არ მექმნება შტაბეჭდილება რომ ამ ორ მწერალს შორის რამე საერთოა, მეტიც ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

დეისაძეს არ შეუძლია იყოს უელბეკი, ისევე როგორც მე არ შემიძლია ვიყო ვონეგუტი და გვახარიას არ შეუძლია ლარი კინგობა (არც უნდა ალბათ). სამაგიეროდ დეისაძეს შეუძლია იყოს დეისაძე, მე შემიძლია ვიყო ლობჟანიძე, გვახარია კი არის და არის გვახარია და თავისი სათქმელი არაერთხელ უთქვამს (სავარაუდოთ მისმა სახელმა წერილის სათაურში ბევრ თქვენგანში გამოიწვია ინტერესი). ვის რაში სჭირდება შსს ჰგავდეს პენტაგონს ან მმკ რამე სხვა სექტას? ანალოგიურად არც დეისაძე საჭიროებს უელბეკობას, იმიტომ რომ “Can’t change now”!!!

2 thoughts on “Can’t change now, ანუ რა მითხრა გოგი გვახარიამ

  1. Agasfer

    ნამდვილად მისმა სახელმა დამაინტერესა და შემომიტყუა, ვადასტურებ :))
    ძალიან კარგი სიზმარი ყოფილა😀

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ახლა გადავხედე, სიტყვა “სიზმარს” ორმოცი ათაჯერ ვხმარობ მგონი🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s