დაცვას მიხედე ხვედელიძე, დაცვას!


ორი დღის წინ ჩემმა მეგობარმა ძალიან ლოგიკური და ამავდროულად აბსურდული კითხვა დასვა: “კი, მაგრამ სერბეთმა გერმანიას თუ მოუგო ავსტრალიასთან როგორ წააგო?”. ფეხბურთი ასეთი ლოგიკური, რომ იყოს ამ ჩემპიონატზე არც საფრანგეთი და არც იტალია გამოვარდებოდა და საერთოდ ერთი ჩემპიონატის მოწყობა იქნებოდა საკმარისი და ყველაფერი თავის რიგზე დადგებოდა, ამდენი შეჯიბრის მოწყობა და ტრუსიკებ გამოწყობილი ზრსდასრული მამაკაცების ყურება არ იქნებოდა საჭირო.
ახლა, როდესაც ჯგუფური ეტაპი თითქმის დასრულებულია ამ ჩემპიონატის ფავორიტებზე შეიძლება საუბარი, ჩემპიონატის დადებით და უარყოფით მხარეებზე. რაც მთავარია, ახლა უკვე ყველა დავრწმუნდით, რომ ბურთი მრგვალია და 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ახლა ისიც ვიცით, რომ ტოტალიზატორებმა ბევრი ფული იშოვეს და ბევრი გააბრიყვეს კიდევაც. მინდა გითხრათ, რომ ამ მუნდიალეზე მე განსაკუთრებით დავზარალდი, 12 ლარი დავკარგე, ისევ და ისევ საფრანგეთის და მისთანების გამო, თქვენ ხომ არ იცით თუ როგორ განვიცდიდი მე ამ ზარალს, თუმცა არაუშავს, ჩემზე ცოტატი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ზოგიერთები, აი მაგალითად ჭორს თუ დავუჯერებთ ერთმა ადამიანმა აჯარა ბეთში 25 ათასი დოლარი დადო ინგლისის მოგებაზე ა.შ.შ.-თან. ვიღაცამ თქვა, რომ ამდენი თუ დადოო ესეიგი ბევრად მეტი ექნებაო და არაუშავსო, მე კიდევ არ დავეთანხმე და ვფიქრობ, რომ ასეთ ფულს ძირითადად ჩემნაირი სასოწარკვეთილი ადამიანები დებენ. არადა იგებენ კიდევაც ზოგიერთები, ასე მაგალითად ჩემმა თანამშრომელმა 300 ლარი მოიგო ხუთი ლარიდან, სამხრეთ აფრიკაზე დადო, რომელიღაც თამაშზე ყვითელზე და წითელზე… თქვენ კიდევ იტყვით, რომ არავის უმართლებს, როგორ არ უმართლებს, მაგრამ ერთი ვიცი – ის ვისაც ძალიან არ გაუმართლა საფრანგეთის ნაკრების მწრთნელია და ზოგადად მთელი ნაკრები და ერი. კიდევ ერთ ჭორს თუ დავუჯერებთ ამათ თავკაცს მსოფლიო თასზე ფეხბურთელები არა მიღწევების, არამედ ზოდიაქოს მიხედვით შეურჩევია. დამჯდარა ეს გამოცდილი მწრთნელი, ზოდიაქო მოიმარჯვა და დაიწყო არჩევა, როგორც ჩანს ცუდი მრჩეველი და ასტროლოგი შეხვდა.

იტალიის თავკაც მარჩელო ლიპის ზოდიქოთი ფეხბურთელები ნამდვილად არ შეურჩევია, მაგრამ იქნებ მეტად გამართლოდა, ბოლოს და ბოლოს მეოთხე ადგილზე დაბლა ჯგუფში აღარაფერია.
დღეს ესპანეთი თამაშობს და თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა შემდეგ ეტაპზე ვერც ესენი გავლენ. არადა, სამივე გუნდი ფავორიტებად დაასახელეს, ამდენი ტიტული აქვთ მოგებული და ჩემი მეგობრის არ იყოს თუ ამდენ თამაშს იგებენ, ახლა რაღა დაემართათ?
მოკლედ, ფავორიტ აუტსაიდერებს თავი დავანებოთ და დამაჯერებელი თამაშის მაჩვენებელ გუნდებს გადავხედოთ თვალი – მე პირადად ასეთად ორადორი გუნდი მესახება – არგენტინა და ჰოლანდია, სამივე თამაში მოიგეს ჯგუფში და ჩემნაირებს სალაპარაკო არ დაუტოვეს.  ასე არ ხდებოდა 70-იანებში? მაშინ, ხომ ყველა ლიდერი იგებდა თამაშს, თუმცა ახლა ამბობენ, რომ სუსტმა გუნდებმა თამაში ისწავლეს, ძლიერებმა კიდევ უკეთ თამაში ვერ დაამუღამეს, ამიტომაცაა, რომ იაპონია დანიის მსგავს გუნდებს 3-0-ს ანადგურებს.
მოკლედ, დაველოდოთ 1/8 ფინალებს და დავრწმუნდებით იმაში მართლა არიან თუ არა არგენტინა ან ჰოლანდია ჩემპიონობის ღირსები. ჯერჯერობით კი მსოფლიო თასი ყველაზე საინტერესო ფაზაში შედის, ვუვუზელა გუგუნებს, დარჩენილი ლიდერები აგრძელებენ ასპარეზობას, აფრიკელებს კი მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ ობლად დარჩენილ განას უგულშემატკივრონ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s