ზოგადად ბლოგებზე და მათი განახლების პრინციპზე

“წერე, წერე ჩემო კარგო, თუ ბლოგერი ვერ გამოხვალ, წერას მაინც ისწავლი “ – არა ხალხური, არა სიბრძნე –


ცოტა ხნის წინ, როდესაც ჩემი ნაცნობის ბლოგს ვეწვიე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში – არ განვანახლო ბლოგი ყოველ საათში ან თუნდაც ყოველ დღე, არა იმიტომ, რომ ასეთი პრინციპი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ყოველ დღე არ მებადება ღირებული აზრი წერილის დასაწერად. ზემოთხსენებულ ბლოგის ავტორი რამდენიმე პოსტში სულ რაღაც ორ ხაზიან პოსტებს დებდა, ერთ-ერთი ასეთის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო: “ინტერნეტი ახალ სახლში არ მაქვს და რამდენიმე დღე ასე ვიქნები, ასე რომ დროებით გემშვიდობებით”. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს მაგრამ ჩემი აზრით ასეთი პოსტები არავის დააინტერესებს გარდა ძალიან ახლო ადამიანებისა. წერო იმაზე რას გრძნობ და იმაზე, რომ თითი გაგეჭრა სტაფილოს ჭრისას არა მართებულად მიმაჩნია.
რა თქმა უნდა, თავს უფლება, რომ მივცე ასეთი პოსტები გამოვაქვეყნო ჩემი ბლოგი საქართველოში ალბათ ყველაზე განახლებადი იქნება. პატარა, რომ ვიყავი და წერამ რომ გამიტაცა ხშირად თავს უფლებას ვაძლევდი ჩემს პირად გრძნობებზე მეწერა, რას განვიცდიდი, რა მიხაროდა, რა მაყენებდა ცუდ ხასიათზე და ა.შ. ცოტა, რომ გავიზარდე და ოდნავ მეტი წიგნი წავიკითხე მივხვდი, რომ არავის არ აღელვებს ამ წერილების შინაარსი, სხვებს არ სურთ თქვენი პრობლემების მოსმენაში დრო დაკარგონ (ამისთვის ფსიქოტერაპევთები და მოძღვრები არსებობენ) მათ უბრალოდ რამე ისეთის წაკითხვა სურთ რაც მათვის სარგებლიანი აღმოჩნდება, სწორია კიდევაც, რატომ უნდა დავკარგო დრო იმაზე, რომ ვიღაც ადამიანი, რომელიც გრაფომანიით არის გადატეცებული განიცდის იმას, რომ კურდღელი გარდაეცვალა – ბოდიში და სულ ცალ ფეხზე მკიდია და არ მაღელვებს.
ერთი ორი თვის წინ ერთ ჩემ მეგობართან ბლოგებზე მქონდა საუბარი – ის საქართველოში წარმატებულ ბლოგერად ითვლება და სხვადასხვა სემინარებზე გარკვეული დამსახურებების გამო რეგულარულად პატიჟებენ. მოკლედ, მან ასეთი რამე მითხრა: “შენ ბლოგებზე სურათებს არ დებ და ხალხს სურათები უყვარს”. გამიკვირდა, არა იმის, რომ ხალხს სურათები უყვარს, ეს გასაგებიცაა (ერთი მულტფილმი მახსენდება სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი წიგნს იმის მერე გადააგდებს, როდესაც ვერცერთ ნახატს იპოვის), არამედ ადამიანების მიდგომამ საკუთარი ბლოგების მიმართ გამაკვირვა – ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზოგიერთი ბლოგს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის ანახლებს, რომ ასეა საჭირო – ამ შემთხვევაში კი ცხადია ამა თუ იმ გვერდის ხარისხი პირდაპროპორციულად ეცემა. სურათის ნახვა რომ მინდოდეს Flickr.com – ზე შევალ, ან თუნდაც უბრალოდ დავგუგლავ, რაში მჭირდება ამის გამო რომელიმე ბლოგერის გვერდზე შესვლა? ალბათ, ყველა ბლოგერს პოპულარობა სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოგი თავის დანიშნულებას დაკარგავდა, გულახდილად გეტყვით – არ მჯერა მწერლების, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ საერთოდ არ სურთ პოპულარობა, რას ჰქვია პოპულარობა არ სურთ? წერენ ხომ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანმა წაიკითხოს და შეისმინოს ესა თუ ეს აზრი. უბრალოდ, საქმე ისაა რამდენად ხარისხიანი იქნება შენი ბლოგი და რას წაიკითხავს მანდ ადამიანი – იმას თუ როგორ გაიჭერი ხელი, ან მოგიკვდა კურდღელი თუ მისთვის სარგებელ ინფორმაციას მოიპოვებს და მნიშვნელობა არ აქვს როგორს – თუნდაც ყავას ეხებოდეს.

7 thoughts on “ზოგადად ბლოგებზე და მათი განახლების პრინციპზე

  1. Monkey

    შენს მეგობარს ისიც რომ ეთქვა, რომ ეს ტუტორიალები უკვე მოსაბეზრებელი გახდა კარგი იქნებოდა😉

    Reply
  2. latatie

    მართალი ხარ, ბლოგების უმრავლესობა, არც კარგია და არც ცუდი და საერთოდაც, კაპეკად არ ღირს.😦

    Reply
  3. siyvarulovna

    მე მაგალითად მიყვარს სურათებიანი პოსტები. გაცილებით ადვილად წასაკითხი და ადვილად აღქმადია ტექსტი. ვიდეოების ყურება მეზარება ხოლმე.
    ხო, რაც შეეხება იმას რომ არ უნდა წერონ თითი როდის გაეჭრებათ და კურდღელი როდის მოუკვდებათ…
    ბლოგი ძალიან ბევრისთვის წარმოადგენს პირად დღიურს, მათ შორის ჩემთვისაც, შესაბამისად ვწერ და ვაქვეყნებ იმას რასაც დავწერდი ფურცელზე.
    მე არ ვწერ ხალხისთვის, მე ვწერ ჩემთვის, მე ვწერ ჩემს ცხოვრებას და შესაბამისად რასაც მინდა და როგორც მინდა ისე დავწერ.
    დღეში შეიძლება 2 პოსტიც დავდო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე უინტერესოა. შეილება შენ არ დაგაინტერესოს მაგრამ სხვას დააინტერესებს.
    რაც შეეხება პოპულარობას… აქ ცოტა რთულად არის საქმე. როდესაც ბლოგერობას ვიწყებდი ნამდილად არ მიფიქრია რომ უნდა გავმხდარიყავი ბლოგერი. მე არ დამიწყია ეს ყველაფერი იმისთვის რომ ხალხისთვის გასართობი გამეკეთებინა და მერე ქუცაში ხელი გამოეშვირათ ნახეთ სიყვარულოვნა მოოდისო.პოპულარობა ყველას სურს, მაგრამ ბლოგერების 90% ბლოგერობა მაგისთვის არ დაუწყია. ეს ყველაფერი ტავისთავად მოვიდა

    Reply
  4. siyvarulovna

    “რომ უნდა გავმხდარიყავი ბლოგერი” – პოპულარული უნდა მანდ. შემეშალა მომივიდა =)))

    Reply
  5. lobzhanidze Post author

    სიყვარულოვნა შეიძლება მე ვერ ვხვდები, მაგრამ ერთი ფაქტორია, როდესაც ადამიანი დღიურის წერას იწყებს ის ამას როგორც წესი საკუთარ ბლოკნოტში აკეთებს და ძალიან იშვიათად თუ აჩვენებს ხოლმე, რაც შეეხება ბლოგს – ის ხომ ღია ინტერნეტ სივრცეშია? ანუ იმას, ნიშნავს რომ ავტორი ამ შემთხვევაში კარგავს კონტროლს საკუთარ საკუთრებაზე და მას მთელ სამყაროს აჩვენებს. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ექსგიბიცინიზმთან გვაქვს საქმე ან ჩვეულებრივ გრაფომანიასთნ.

    Reply
    1. siyvarulovna

      არავის ანახებ იმიტომ რომ არ გინდა ნაცნობებმა წაიკიტხონ. როცა ბლოგზე წერ კითხულობს სრულიად უცხო ხალხი, ისეთები რომლებიც არ იქნებიან მიკერძოებულები და ისე მოგცემენ რცევას, ისე გაგაკრიტიკებენ ან შეგაქებენ.
      ბლოკნოტშიც და ბლოგზეც წერ იმიტიომ რომ გჭირდება ვინმეს გაუზიარო, ოღონდ არა ახლობელს, შესაბამისად ინტერნეტის ღია სივრცე უფრო დამაკმაყოფილებელია ვიდრე ფურცელზე დაწერილი და ლოგინის ქვეშ შენახული

      Reply
      1. lobzhanidze Post author

        ხოდა, მაგას არ ვამბობ? ბლოგზე რომ წერ გინდა რომ სხვამ წაიკითხოს თქო და არა მხოლოდ იმისთვის, რომ შენთვის გაერთო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s