კიდევ ერთხელ ქალიშვილების და ბოზების შესახებ

“კაი ბიჭის დას, უკნიდან შეხედავ?”

– არა ხალხური, არა სიბრძნე –

ორიოდე თვის წინ ერთ ვიდეო გამოკითხვას ვუყურე. ყველაზე საინტერესო რესპოდენტი ამ გამოკითხვაში ერთი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. პირველ კითხვაზე, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა “უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი?” მან შემდეგნაირად უპასუხა: “არა!” მოკლედ, ეს ახალგაზრდა ბიჭი მაჩო აღმოჩნდა, ოღონდ ისიც გამოჩნდა, რომ მაჩო ელემენტარული ლოგიკისაგან საკმაოდ შორს იყო, რადგანაც შემდეგ შეკითხვაზე, რომელიც დაახლოებით შემდეგი შინაარსის იყო: “მოიყვანდი თუ არა არაქალიშვილს ცოლად?” მან შოკის მომგვრელი და საოცარი (წინა პასუხის გათვალისწინებით) პასუხი გასცა: “არა!”. როგორც ერთი ბუმბერაზი კლასიკოსი იტყოდა: “სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს”.

მოკლედ, ჩვენ ქალიშვილობაზე ჩვენებური წარმოდგენა გვაქვს, არ გვინდა ქალიშვილები, მაგრამ თან გვინდა, გვინდა (მამაკაცებს), რომ ბევრი სექსი გვქონდეს, მაგრამ არა ჩვენ ცოლებთან (ბავშვის გულისა, თორემ ისე როგორ ვაკადროთ). მოკლედ, ალბათ გვინდა, რომ მოსკოვში ბილეთი ისევ 20 რუბლი ღირდეს, სახლში კი ფქვილ ამოვლებული ხელებით ქართველი დიასახლისი გვხვდებოდეს. საერთოდ, ამ თემაზე საუბრისას ხშირად დამისვია შეკითხვა: “ვისი ბრალია მაინც უფრო, კაცების თუ ქალების?”. ვფიქრობ ორივე სქესის წვლილი ამ შემთხვევაში თანაბარმნიშვნელოვანია. მარტო ქალების ნება, რომ იყოს დარწმუნებუი ვარ გათხოვებამდე ვერცერთი გაქაჩავდა, ამ მხრივ ქალებს ეშინიათ, რომ ქართველი მამაკაცი (მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც) მათ არასდროს მოიყვანს ცოლად თუ მას მანამდე სხვა პარტნიორი ჰყავდა, ამიტომაც ბევრი თავს იკავებს – ამ შემთხვევაში კაცის ბრალეულობა სახეზეა. მეორეს მხრივ ქართველი ქალები უფრო თამამები, რომ იყვნენ იმავე ქართველ მამაკაცს სხვა ალტერნატივა არ ექნებოდა და შესაბამისად ცოლიც ზოგიერთ შემთხვევაში არა ქალიშვილი აღმოჩნდებოდა.

ქალიშვილობის ინსტიტუტის თემა საქართველოში წლების განმავლობაშია აქტუალური და თითქოს რაღაც ავტონომიითაც კი სარგებლობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ცალკე აღებულად არ არსებობს და მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან. მაგალითისათვის, ქალიშვილობის ინსტიტუტი იწვევს იმას, რომ ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი ე.წ. ბორდელებს სტუმრობს. ჩემი ნაცნობი ახალგაზრდების უმრავლესობამ ვაჟიშვილობა, სწორედ რომ ასეთ დაწესებულებაში დაკარგა. მონაყოლიდან ვიცი, რომ პირველად ძალიან ეშინოდათ და ბორდელს უფრო სტომატოლოგირ კაბინეტს ამგავსებდნენ ვიდრე სიყვარულის ტაძარს. რომანტიულია, არა? არადა საზღვარგარეთ ე.წ. ბოზებში სასოწარკვეთილი, ასაკში შესული მამაკაცები დადიან, რომლებსაც ფულის გარდა არავითარი შნო არ გააჩნიათ ქალის შესაბმელად. მათაც ეხმარებიან. საქართველოში კი ძირითადი კონტიგენტს ახალგაზრდა ჯანმრთელი კაცები წარმოადგენენ.

ამ წერილის ბოლოს მივხვდი, რომ ის მაჩო სავარაუდოთ ბოზებს გულისხმობდა, ანუ იმის თქმა უნდოდა, რომ ბოზებში, ანუ იმ ქალებში რომლებსაც ფულს იხდის ქალიშვილობის ინსტიტუტი დაუშვებელია და არავითარ შემთხვევაში ჩვენი მაჩო არ გულისხმობდა თავის მომავალ ცოლს, აბა როგორ შეიძლება ცოლთან იმით დაკავდე რისთვისაც სხვა შემთხვევებში ფულს იხდი?!

16 thoughts on “კიდევ ერთხელ ქალიშვილების და ბოზების შესახებ

  1. mr. just

    ver arian qartveli mamakacebi… jer xo yoveli me2 seqsualurad daukmayofilebeli da itanjeba amis gaom😆 bodishit qartvelo mamakacebo, magram ver gavige kacebi xart tu mtxleebi😀 me var kaci, qartveli kaci, myavs girlfriendi da tu yvelaferi kargad wavida aucileblad moviyvan colad… es seqsualuri ltolva araa, me miyvars chemi kusiiii!!! kusa, miyvarxar patara! :*

    Reply
  2. Daud

    ზოგადად ესეა, ყველა მამაკაცი თავს იწონებს, რომ ბევრ ქალთან, მათ შორის გათხოვილებთანაც ჰქონია სექსი, ამავე დროს, ყველა მამაკაცი დაშვების დონეზეც არ ფიქრობს, რომ მისი ცოლი სხვასთან იჟიმავებს.
    ესეთი საინტერესოა ჩვენი ლოგიკა :)))

    Reply
  3. latatie

    არის ქართველი მამაკაცების მენტალიტეტში რაღაც ალოგიკური და მისტიური…. :))

    Reply
  4. vera

    რა საინტერესოდ და ორიგინალურად არის ჩამოყალიბებული, თან კარგად იკითხება,მგონი არის ამაში ჭეშმარიტების მარცვალი მარა კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდე და კარგად გავაანალიზო, ისეთი ღრმა და ყოვლისმომცველი იყო. მადლობა რომ თვალები ამიხილე, ახლა ცხოვრებას სხვა თვალით შევხედავ და არა მარტო მე, მილიონობით და მილიონობით ქართველი, რომელიც ამ პოსტს წაიკითხავს და მერე თავის სულში ჩაიხედავს და მიხვდება რომ ცვლილებების დროა, სწორედ ახლა, ამ წუთიდან და რომ ეს ცვლილებები სწორედ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, თითოეულმა ჩვენგანმა.
    შენ თანამედროვეობის მარტინ ლუთერ კინგი ხარ
    არა სპაიდერმენი ხარ
    არა, დალაი ლამა ხარ
    არა, სიგურნი უივერი ხარ
    არა, დედა ტერეზა ხარ
    არა, მამა ტერეზა ხარ

    Reply
    1. etusik

      რა მახვილი იუმორით წერია ეს პოსტი! თქვენი ბლოგი მიმასწავლეთ, უნდა გამოვიწერო!

      Reply
      1. lobzhanidze Post author

        ხო, კაი ხნის ამბავი ეგ უკვე, დაახლოებით იგივე ენით რომ ვცადე გასაუბრება პიროვნებასთან: რას მერჩიო ან ჩემს პოსტს რას ერჩიო? როგორც ჩანს რაღაცა ვაწყენინე წარსულში და ვერ გამიგია.

  5. lobzhanidze Post author

    ერთი ასეთი – ”ირონიით” სავსე კომენტიც ხომ უნდა იყოს🙂

    Reply
  6. siyvarulovna

    მე კიდევ უფრო მამაკაცის ბრალეულობა ვხედავ ამ საკითხში. ამისათვის ტექსტში ნახსენები მაჩოც საკმარისია. როდესაც ხედავ რომ შენთვის მოსაწონი კაცი ოცნებობს ქალიშვილ ცოლზე, შესაბამისად გეკარგება ყველანაირი სურვილო გქონდეს მასთან რაიმე ახლო ფიზიკური ურთიერთობა. ამ დროს აღარც სითამამე გჭირდება.
    თუ გოგო ცოტა სითამამეს გამოიჩენს. თუ სიყვარულის ახსნიდან მეორე დღესვე გაკოცებს შეიძება ბიჭმა ის ძმაკაცებში ნაშად “მონათლოს”. შენია აზრით ამ ფაქტების მერე რომელ გოგოს მოუნდება ჰქონდეს თავისუფალი ურთიერთობა?
    იარლიყი “ბოზი” მამაკაცების გამოგონილია. სწორედ ისინი აწებებებნ ქალს ამ “იარლიყს” და მერე პახოდუ ტრაბახობენ ეს ჩემო მ…ია ამა და იმ ნახვრეტიდანო.
    რა თქმა უნდა ეს ყველა მამრობით სქესზე არ ვრცელდება და არსებობენ ნორმალური ჭკუა დამჯდარი კაცებიც, რომსლისთვისაც სექსი გათოვებამდე ბოზობასთან არ ასოცირდება.

    Reply
    1. etusik

      მე კიდევ გეტყვი რომ ქალების ბრალეულობა მეტია. და იცი რატომ? იმიტომ რომ სწორედაც თავის დროზე დაჩაგრული (იმიტომ რომ არჩევანის უფლება არ ჰქონდათ) ქალები ზრდიან ახალ–ახალ თაობებს, და იმავე სისულელებით უტენიან თავს.
      უბრალოდ, თემა იმდენად გადაღეჭილია, რომ ვწერ მერიდებასავით, თითქოს სხვის აზრებს ვიპარავ🙂

      რატომ ეშინიათ და არ მოსწონთ ჩვენში ჭკვიანი ქალები?? სტერეოტიპი როა რარაცა სულელური. იმიტომ, რომ ჭკვიან ქალს არც სითამაე აკლია, და არც სხვის ჭკუაზე დადის.

      Reply
  7. lobzhanidze Post author

    სიყვარულოვნა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა მაგალითებიც. თავისუფალი სექსი არცერთ ქვეყანაში არ არსებობდა თავდაპირველად და პატრიარქატის შემთხვევაში ქალის უფლებებიც დაბალ დონეზე იდგა, შესაბამისად სიტუაცია პრაქტიკულად ანალოგიური იყო დღევანდელი საქართველოსი, ამის მიუხედავად ქალმა იბრძოლა და დღევანდელი შედეგი არა კაცის არამედ ქალის დამსახურებაა ამ ქვეყნებში.

    Reply
    1. etusik

      არავისთვის მიურთმევიათ ლანგარზე დადებული ეგ თავისუფლება😉 როდესაც ქალი მაინც ინტერესდები ეგეთი გონებაშეზღუდული მამკაცით, დიახაც რომ იმსახურებ მერე მტელი დარცენილი ცხოვრება სამზარეულო იქით ცხვირს რო არ გაგაყოფინებენ.

      Reply
  8. Lord Vader

    ვინც არ უნდა ეგულისხმა, მაინც ლოგიკური პასუხია.
    კამიუ წერდა ჯერ კიდევ (რაღაც ამგვარს) – თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების ფილოსოფიაა – წარმართობა საკუთარი თავისთვის, ქრისტიანობა კი – ყველა დანარჩენისთვისო.

    Reply
  9. stellar

    heeh, ar shemedzlo rom komentari ar gameketebina… :))) da getanxmebit rom es problema qlis bralia, imitom rom mshisharaa da gatxovebis da dedobis iqit sxva qalis danishnulebas da cxovrebis mizans ver xedavs. ertxel cxovrob am qveynad da isic vinmem gikanaxos rogor unda icxvro da protest ar gamoxato, vfiqrob mciri ganatlebis da sulieri sibnelis bralia… da radgan qali (zogadad, chemi azrit) ufro inovatoria da siaxleebis miart furo gaxsnili vidre konservatismis da tradiciebis moyvaruli mamakaci, da + qali ufro dachagrulia am tavisuflebis shezgudvebit, qalma unda gamoascoros es problema, magram qartveli qali dzlian uambicioa, da saertod ar cdilobs genderul tanascorobas miagcios…
    da roca evropashi vinme mekitxeba rames saqartveloze, ert-erti kitxva aris holme – da martalia rom tqven sexi ar gaqvt? saqartvelodan gamosuli 24-25 clis qartveli mandilosani daagebs pirs da titqos siamayit idzaxis rom saqartveloshi sexi migebuli araa da shokshi agdebs evropelebs (Da ukve faqtirad mel msoflios) romlebmac es 50 clis cin gamoares, an 100 clis cin ravici…!😛

    Reply
  10. მარი

    ქალების გარკვეულ ნაწილს (არა უმცირესობას) მოსწონს ამგვარი მდგომარეობა.
    კიდევ უფრო მეტს კი მაგალითად მინეტის გაკეთება შეურაცყოფად მიაჩნია.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s