Monthly Archives: აგვისტო 2010

ძეგლების დემონტაჟის და ქუჩების გადარქმევის შესახებ

Пойми, такой странный,
Мы все одной саванны,
Только ты верил
Другим шаманам.

– Мумий Троль –

ამ თემაზე დაწერას დიდი ხნის წინ ვაპირებდი, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში
ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა როგორიც ქალაქ გორში სტალინის ძეგლის დემონტაჟია. დიდი ხანია არ მინახავს იმ დღეებში ამ მოვლენით გამოწვეული ასეთი აჟიტიოტაჟი. თუმცა, მაშინ ამ თემაზე ჩემს გარეშეც ბევრი ილაპარაკეს, მეც უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გამომიჩნდა (მაგალითად მეგობრებთან გართობა) და მეც შევეშვი. თუმცა, გავიდა თვეები და ჩვენი საზოგადოება კვლავ ანალოგიურ თემას შეეხო, საუბარი რა თქმა უნდა ერთი ორი კვირის წინ ჯორჯ ბუშის ქუჩასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე მაქვს.

საერთოდ, როგორც ჩანს ქართველებს ქუჩების ამბავი ძალიან გვაღელვებს, რამდენიმე წლის წინ მახსოვს რამდენიმე გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი იმაზე საუბრობდა რომ აუცილებელია რუსული გადმონაშთების მოსპობა და მაგალითად პუშკინის ქუჩის გადარქმევა – ალტერნატივად ერთ-ერთ ასეთს სერვანტესის სახელი ესახებოდა. არ ვიცი რამდენად კარგად იცნობს სერვანტესის შემოქმედებას ეს ადამიანი, მაგრამ მეეჭვება რომ ლიტერატურის მოყვარულს პუშკინი მაინცდამაინც პუტინის მემკვიდრედ ან დესპოტად ესახებოდეს.

სანამ ჯორჯ ბუშის თემას დავუბრუნდებოდეთ მოდით სტალინიც ვახსენოთ. რამდენიმე დღის წინ ერთ ერთ ბლოგზე ნანახმა სურათმა ახალი გორი დამანახა, უფრო სწორედ გორის ცენტრალური მოედანი, პოსტის ავტორი იმაზე საუბრობდა რომ ადრე ამ მოედანს სტალინის სახელი ერქვა, ახლა კი სახელი სულ არ გააჩნია, მას უბრალოდ მოედანს ეძახიან. ისე საინტერესოა, როგორ შეიცვალა ხალხის ცხოვრება ამ მოვლენის შემდგომ, წარმომიდგენია, რომ ეს ძეგლი მხოლოდ დესპოტი სტალინის ძეგლი კი არა, არამედ მაგალითისათვის პაემნის, ე.წ “სტრელის” ან “საბირჟაო” ადგილი იყო, სხვანაირად რომ ვთქვათ ძეგლი ქალაქის ნაწილს წარმოადგენდა. დარწმუნებული ვარ, მანდ მცხოვრებთაგან ცოტა თუ განიხილავდა ამ ძეგლს როგორც სიმბოლოს, ვფიქრობ რომ ეს უფრო ორიენტირი იყო მანდ მცხოვრებთათვის. მაგალითისათვის, თბილისში რომ ბეჭდავენ განცხადებას “გაზეთის გამოსვლის მესამე დღეს შევხვდეთ მეტრო რუსთაველთან.” ანალოგიურად გორში პაემანს სტალინის ძეგლთან დაუნიშნავდნენ. ახლა კი ეს ორიენტირი აღარაა, ხალხსაც პაემნებისთვის სხვა ადგილების პოვნა სჭირდებათ.


ახლა კი ბუშზე გავაგრძელოთ, პირდაპირ ვიტყვი რომ ასეთი ქუჩის მოწინაამდეგე ვარ, მაგრამ არც იმ საპროტესტო ფორმას ვემხრობი რომელსაც ორიოდე კვირის წინ ჰქონდა ადგილი, უფრო სწორედ ასეთი ქმედების ეფექტურობის არ მჯერა და მისი მონაწილეების მიკვირს, არამგონია მათ არ სცოდნოდათ რომ ასეთ ქმედებას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა, შესაბამისად ისმის კითხვა “რისთვის გააკეთეს ეს?” ან შეიძლებოდა თუ არა აქცენტის არა ბუშის უიტმენით სახელის შეცვლაზე არამედ იმაზე გაკეთებულიყო, რომ ბუში იგივე სტალინია, თანამედროვე სტალინი და მამრავლთა გადანაცვლებით ჯამი (ან რამე მაგდაგვარი) არ იცვლება?

მართლა საინტერესოა, ჩვენი ქართველების არაგულგრილი დამოკიდებულება ამ სიმბოლიკის მიმართ და არ აქვს მნიშვნელობა ეს ძეგლი იქნება თუ ქუჩა, ჩვენი ისტორიის განმავლობაში იმის და მიხედვით თუ ვის ვემხრობოდით ქუჩებს ხან კიროვის, ხან ლენინის, ხან ბუშის, ხან კი კაჩინსკის სახელებს ვარქმევდით, არადა ხომ ნათქვამია “დრონი მეფობენ და არა მეფენიო.” არ ვიცი ჭორი იყო თუ მართლა არსებობდა ასეთი ინიციატივა – თითქოს მოსკოვის გამზირი კიევის გამზირად უნდა გადაერქმიათ, მაგრამ მაშინ გამეღიმა. მე მაინც მგონია რომ ამგვარი ტენდენცია ჩვენს პროვინციალურ აზროვნებაზე და “ვინმეზე” დამოკიდებულებაზე მიუნიშნებს, ამიტომაც ძეგლების დემონტაჟით ან ქუჩების სახელების შეცვლით (მაგალითად კიროვის ბუშზე, ან კაჩინსკიზე და არა ბუშის უიტმენზე) შინაარსი არ იცვლება და არ შეიცვლება იმ მომენტამდე სანამ ჩვენი აზროვნება უცვლელი და არაფლექსიბილურია.

არადა, ხომ არსებობს ქუჩების ნორმალური და ყოვლად არა გამაღიზიანებელი სახელები, “საქანელას,” “ზიგზაგის” და ა.შ. მემგონი არც ისე ცუდი იდეაა ასეთების მომრავლება, თან დღევანდელი სამყარო ისე სწრაფად ვითარდება რომ ქუჩების სახელების პერნამენტული ცვლა ჯერ ერთი დამატებითი ხარჯია და მეორე ხალხს სხვა თუ არაფერი უბრალოდ აბნევს.

Advertisements

Десять фильмов которые стоит посмотреть (Часть первая)

Несколько месяцев назад я представил список 10 книг, которые стоит прочитать, поэтому решил сделать аналогичный список но на этот раз в сфере кинематографии. Так как я не имею большого опыта в таких случаях я решил представить те десять фильмов, которые пришли мне на ум в данный момент, поэтому позже взглянув на этот список у меня появиться желание внести изменения, но конечно поступать так я не стану. Тут же скажу что в список я также не внес легендарный фильм “Бегущий по лезвию,” по той причине что я уже говорил о нем в одном из других постов. Стоит отметить что представленные тут фильмы не в коем случае не представленный по принципу рейтинга. Итак, десятка.

Midnight Cowboy/Полуночный Ковбой

Страна: США

Режиссер: Джон Шезлингер

В ролях: Дастин Хофман, Джон Воит.


Наверно, большинство из вас сходится во мнении что Дастин Хофман является актером высшего класса, это без сомнении, но что насчет Джона Воита? Для того чтобы запомнить Воита не только как исполнителя одних из главных ролей в “Анаконде” необходимо посмотреть “Полуночного Ковбоя”. По моему мнению эта роль лучшая в карьере американского актера. Воит и Хофман гениально исполняют роли своих персонажей и заставляют зрителя волноваться за жизнь этих бедолаг, которые ради маленькой суммы идут на аферу, к сожалению для них неудачную. Смешной, умный и трагичный – так можно охарактеризовать эту картину, конец фильма же вряд ли оставит равнодушным даже самых стойких зрителей, тут немудрено и заплакать.

Oldboy/Олдбои

Страна: Южная Корея

Режиссер: Чан Ву Парк

В ролях: Мин Сик Чой, Юи Тай Ю, Ху Юнг Канг

Азиатское кино давно стало явлением, традиция японского или корейского кино
известна всему миру, но этот фильм который я посмотрел недавно превзошел все мои ожидания. Картину с легкостью можно назвать шедевром. Тут, все прекрасно, музыка, работа оператора, игра актеров, но самое главное – сюжет, он оригинален, печален, поэтичен и до последнего момента оставляет зрителя заинтригованным. Фильм этакая сказка с моралью, злая и кровавая сказка, которую смотришь на одном дыхании, а когда фильм заканчивается хочешь чтобы он продолжился, а так как это невозможно появляется желание посмотреть его заново.

Fight Club/Бойцовский Клуб

Страна: США

Режиссер: Дэвид Финчер

В ролях: Эдвард Нортон, Брэд Питт, Элена Бонэм Картер


“Первое правило бойцовского клуба – не говорить о клубе, второе правило боицовского клуба – не говорить о нем. ” Стоит ли говорить что этот фильм создал культ, популярный во всем мире, фильм который совершил революцию. Говорят что когда режиссер картины Дэвид Финчер прочитал книгу Чака Палланика он побежал в студию и заявил “Дайте мне 60 миллион долларов, Брэда Питта и я сниму шедевр.” Что он и сделал. По всему миру стали создавать бойцовские клубы, подражая фильму. Все хотели быть крутыми, такими же как Таилер, Таилер Дарден, после чего Паланику стало необходимо объясняться перед фанатами, писатель официально заявил что книга а позднее фильм представляет фикцию и создание аналогичных клубов в реальном мире недопустимо.

Subway/Подземка

Страна: Франция

Режиссер: Люк Бессон

В ролях: Кристофер Ламбер, Изабелб Аджани, Жан Рено

Одно из ранних работ Люка Бессона, но в то же самое время пожалуй один из лучших
его фильмов. Несмотря на это он также менее всего известен среди работ французского режиссера. Если подумать, сюжет простой и банальный: молодая, красивая женщина замужем за богатого человека, которого не любит, она встречает молодого романтика, который живет в подземке. Ясное дело – они влюбляются. Вот и все, но несмотря не банальность этот фильм отличается от других сопливых мелодрам тем что фильм снят со вкусом, работа режиссера создает ауру из которой зритель не хочет выходить на протяжении всего фильма. Стоит ли отмечать игру Ламбера и Аджани? Вопрос риторический.

Love and Death/Любовь и смерть

Страна: США

Режиссер: Вуди Аллен

В ролях: Вуди Аллен, даиан Китон


По моему мнению эта картина самая смешная из работ Вуди Аллена. Невозможно удержаться не смеяться с первой о последней фразы фильма. Вуди Аллен просто не дает отдышаться. Фильм пародия, пародия на русскую классическую литературу, философию, отношениями между мужчиной и женщиной, короче на очень много тем. Сатира всегда была козырной картой Аллена, но в этом случае он превзошел самого себя. Если вы никогда не смотрели этого режиссера, то начинать стоит именно с этого фильма, все остальное потом.

მოგზაურის დღიური, ანუ რჩევები ტურისტებს

ამ პოსტის დაწერა სხვა ბლოგზე მსგავსი თემის არსებობამ გადამაწყვეტინა, აღნიშნული პოსტით მისი ავტორი ურჩევდა ხალხს თუ როგორ უნდა იმოქმედონ ადამიანებმა უცხო ქვეყანაში მოხვედრისას. ვერ ვიტყვი, რომ მოგზაურობით თავს ვიკლავ, მაგრამ მინიმალური გამოცდილება მეც მაქვს მიღებული, ამიტომაც ჩემს თავს მივცემ უფლებას ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით.  ამიტომაც, დავიწყოთ.

შეეცადეთ ერიდოთ მშობლიურს – ერთმა ჩემმა ნაცნობმა ბაქოში
ჩასვლისას პირველ დღესვე  ქართულ რესტორანში წასვლა მოითხოვა, მემგონი არ არის საჭირო იმის თქმა თუ რამდენად გაუმართლებელი იყო მისი თხოვნა. ქართულ სამზარეულოში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ ”კარგი რა.” საზღვარგარეთ იმისთვის არ ჩადიხართ, რომ ჩვეულს დაუბრუნდეთ, შეეცადეთ მაქსიმუმი აიღოთ და რაც შეიძლება მეტი გაიგოთ უცხო გარემოს შესახებ.

ეწვიეთ ზე (ან არა ზე) პოპულარულ ტურისტულ ადგილებს – მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი მოგზაურები და ასევე ჩემს მიერ ნახსენები ბლოგი არ გირჩევთ ტურისტებს შორის პოპულარული ადგილების მონახულებას მე მაინც გირჩევთ ეწვიოთ ასეთებს. არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ ტურისტულ მასას გაერიოთ, ამ მხრივ შეიძლება ლოკალური ღირშესანიშნაობები იმდენად საინტერესო არ იყოს რამდენადაც ის ხალხი, რომელსაც თქვენ ტურისტებს შორის შენიშნავთ, თითქოს სადღაც საგალაკტიკოშორისო სადგურზე ხვდებით და ყველანაირი რჯულის ადამიანს ეცნობით, მოკლედ მრავალფეროვნებაა, მრავალფეროვნება კი მოგახსენებათ საინტერესო და დადებითი მოვლენაა. ასევე გადაიღეთ სურათი მაგალითისათვის ეიფელის კოშკთან და წლების მერე იხალისეთ იმაზე, რომ თქვენაირად თქვენამდე და თქვენს შემდეგ მილიონობით ადამიანი იყო, რომელმაც მსგავსი საქციელი ჩაიდინა. ბოლოს და ბოლოს ასე რომ არ მოიქცეთ ძალიან გეწყინებათ წლების მერე, რომ ლონდონში იყავით და ბიგ ბენი ვერ ნახეთ.

ეწვიეთ კინოთეატრს – არ ვიცი, რამდენად კარგი რჩევაა, მაგრამ მე როგორც კინო მოყვარული  უცხო ქალაქში ჩასვლისას ამას ყოველთვის ვაკეთებ.  ყველაზე დადებითი კი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ძალიან კარგად მამახსოვრდება მანდ ნანახი ფილმი და პრაქტიკულად არ მავიწყდება, ასე მაგალითად მახსოვს, რომ პრაღაში – “ცოდვების ქალაქი” სტამბულში – ”გლადიატორი, ” ხოლო ტოტნესში – ”ველოსიპედების გამტაცებლები” ვნახე.  არ არის აუცილებელი მოგზაურობისას თქვენი ჰობი დაგავიწყდეთ, ამიტომაც კინოს მსგავსად თუ მელომანი ბრძანდებით ასევე შეგიძლიათ კონცერტებს ეწვიოთ.


გაეცანით ადგილობრივ სამზარეულოს – ეს მემგონი ჩემი რჩევის გარეშეც გასაგებია, სამზარეულო ძალიან ბევრს ამბობს ამა თუ იმ ერზე და ეთნიკურ ჯგუფზე, ხშირ შემთხვევაში კი ზოგიერთ ენციკლოპედიაზე უკეთ ხსნის ამა თუ იმ ტრადიციას.  კარგი სამზარეულო იმის გარანტია, რომ თქვენს მიერ არჩეულ ქვეყანას უფრო მეტი სიმპათიით მოეპყრობით. კაცის (ამ შემთხვევაში არა მარტო კაცის) გულისკენ მიმავალი გზა ხომ კუჭის გავლითაა?

განიცადეთ ინტეგრაცია ადგილობრივ აბორიგენებთან – ამის გაკეთება ბარებში, კლუბებში ან მსგავს ადგილებში წასვლით შეიძლება. თან ასეთი ადგილები ადგილობრივებზე უფრო მეტს გეტყვიან ვიდრე საინფორმაციო საშუალებები, ხომ გსმენიათ ”ათასჯერ გაგონილს ათასჯერ ნანახი სჯობიაო,” ამიტომაც მიდით და ნახეთ რითი ცოცხლობს თანამედროვე ესპანეთი, შვედეთი, პორტუგალია ან რომელიმე სხვა ქვეყანა.

ერთხელ მაინც იმოგზაურეთ ტაქსით – მოგეხსენებათ რა ეროვნების არ უნდა იყოს ტაქსისტი მას უყვარს გაუთავებლად ლაპარაკი, თემებს რა გამოლევს, გინდა ბრიტანელი, გინდა ქართველი და გინდ თურქი ტაქსისტი… ყველანი საოცრად გვანან ერთმანეთს, თუმცა ამის მიუხედავად ყველა მათგანს უნიკალური ისტორია აქვს მოსაყოლი, ამიტომაც საინტერესო და დაუჯერებელი ისტორიების მოყვარულებს დაჟინებით ვურჩევ იმოგზაუროს უცხო ქალაქში ჩასვლისას ტაქსით.

…და ბოლოს, იყავით თავისუფალი – თუ თქვენ სადმე ხანმოკლე ვიზიტით ჩადიხართ, იცოდეთ, რომ თქვენ თავისუფალი ხართ, არავინ გბოჭავთ და არავინ გიჭერთ, ერთი კვირის მერე ძალიან საეჭვოა ვინმე ადგილობრივი ნახოთ ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვან ეტაპზე, ამიტომაც  თავგადასავალისკენ აიღეთ გეზი, ჩაიდინეთ სისულელე, ხმამაღლა იყვირეთ, რომ მარლენ დიტრიხი (ან ვანესა პარადი) მოგწონთ, გაესაუბრეთ გამვლელეს და ა.შ. მერწმუნეთ მსგავსი საქციელი დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ და ტკბილად გაგახსენდებათ.

ფრედი მერკური, ანდრეი ტარკოვსკი და მაიკლ ჯექსონი ანუ The show must go on

Only people for me are the mad ones, the ones who are mad to live, mad to talk, mad to be saved, desirous of everything at the same time, the ones who never yawn or say a commonplace thing, but burn, burn, burn like fabulous yellow roman candles exploding like spiders across the stars and in the middle you see the blue centerlight pop and everybody goes “Awww!”

– Jack Kerouac-


თითქოს რა აქვს საერთო ამ სამ ადამიანს პირველი შეხედვით? პირველ რიგში თვალშისაცემი ასაკია, რომელშიც ეს ადამიანები გარდაიცვალნენ, სამივე მათაგანი ახალგაზრდა იყო როდესაც მოკვდა, მაგრამ ამის მიუხედავად თითო მათგანმა ამ სამყაროს უფრო მეტი დაუტოვა ვიდრე უმეტესობა სხვა ადამიანმა. ასეთ ნაირებზე ხშირად იტყვიან ხოლმე, იწვიან და საკუთარ თავს არ უფრთხილდებიან. მართალია კიდევაც, ასეთი ტიპის ადამიანებისთვის ყოველდღიური, რუტინული ცხოვრება შეუძლებელია, მათ ურჩევნიათ ერთი წელი იცოცხლონ, მაგრამ ცხოვრების მშვენიერება შეიგრძნონ ვიდრე მთელი ცხოვრება რუტინულ პირობებში მუშაობდნენ.
თითქოს სიცოცხლე მათვის მნიშვნელოვანია მაგრამ ამავდროულად მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და დასაწყისი რაღაც ახლის. ფრედი მერკური 1991 წლის ბოლოს გარდაიცვალა, ამის მიუხედავად ის, ადამიანი რომელმაც იცის რომ განუკურნებელი სენი სჭირს საკუთარ თავზე მაღლა დგება და წერს გენიალურ კომპოზიციას “The show must go on”, დარწმუნებული ვარ ადამიანების უმეტესობა ამ შემთხვევაში უკვე ცოცხალ მკვდარი იქნებოდა და სიკვდილსაც ნაადრევად დანებდებოდა, ასეთ სიმღერის დაწერაზე კი საუბარი ზედმეტია.
ანალოგიურად იქცეოდა სიცოცხლის ბოლო დღეებში ანდრეი ტარკოვსკი, მას შემდეგ რაც
დასრულდა “მსხვერპლთშეწირვის” გადაღებები ტარკოვსკი საწოლში ჩაწვა და იქედან ხემლძღვანელობდა მონტაჟის პროცედურებს. ვიდეო ფირზეცაა ეს კადრები აღწერილი, საოცრად ემოციურია როდესაც უყურებ პერანგში გამოწყობილ გენიას, რომელიც განიცდის და ნერვიულობს თავის ბოლო ფილმზე და მიუხედავად კიბოსი არ ზღუდავს საკუთარ თავს და ემოციურად გამოხატავს საკუთარ სათქმელს. კინო იყო მისი ცხოვრება, თუ მეტი არა, წარუმატებლობა კინოში სიკვდილზე უარესი იყო მისთვის, ამიტომაცაა რომ სიკვდილის იმდენად პრაქტიკულად არ ეშინოდა.

სულ ბოლოს, ერთ წელიწადზე ცოტა ხნის წინ ყველას მაიკლ ჯექსონის სიკვდილმა შეგვძრა. მიუხედავად სკანდალებისა, გაუთავებელი ოპერაციებისა და ა.შ. მთელი მსოფლიო ჯექსონს მაინც აღიარებდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, ამ ადამიანმა ხომ რევოლუცია მოახდინა თავის დროზე და რამდენსაც არ უნდა ეცადონ სხვებმა მისი წარმატების გამეორება ისინი უბრალოდ კარგ მოცეკვავეებად ან მუსიკოსებად თუ ჩაითვლებიან. ჯექსონი კი თვითნაბადი გენია იყო, რომელსაც ტარკოვსკის მსგავსად ყველაზე მეტად საკუთარი საქმე აინტერესებდა და მხოლოდ მერე ყველაფერი დანარჩენი.
თუ დედამიწაზე ადამიანთა ცხოვრების სტილს გადავხედავთ და იმ მოთხოვნებს რომელსაც ყოველდღიურად ყოველი ჩვენთაგანი ემორჩილება, მაშინ გამოვიტანთ დასვკნას, რომ გინდ მერკური, გინდ ჯექსონი და გინდ ტარკოვსკი არანორმალურია, ფანატიკოსია, რომელსაც ყოველდღიური პრობლემები არ აინტერესებს,  დიახ ღმერთებივით არიან, რომლებიც პერიოდულად სტუმრობენ ჩვენს პლანეტას და გვახსენებენ, რომ სიცოცხლე ბევრად მეტია ვიდრე გართობა და სამსახური, რომ ყოველთვის შეიძლება შექმნა რაღაც ახალი და დაუვიწყარი, ასეთები იშვიათად იბადებიან. ჩვენ კი ის დაგვრჩენია ვუყუროთ მათ და ხმამაღლა ვთქვათ “გენიოსია.”

როგორ და რაზე უნდა წეროს მწერალმა?

ერთ-ერთ წინა ჩემმა პოსტმა ერთ ჩემს მეგობარს საბაბი მისცა 
დავედანაშაულებინე მორალისტობაში და ჭკუის სწავლების სიყვარულში, სიმართლე გითხრათ ამ  მომენტშიც კი მგონია, რომ ცდებოდა და უბრალოდ გაუგებრობასთან გვქონდა საქმე, მაგრამ სწორედ რომ ასეთი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვაცხადებ რომ ამ პოსტს არანაირ შემთხვევაში არ ვწერ იმისთვის, რომ ვინმეს მივუთითო ან ჭკუა დავარიგო იმის თაობაზე თუ როგორ და რა უნდა წეროს ადამიანმა რომელსაც მწერლობაზე პრეტენზია აქვს, ასეთი რამ უტოპიად მიმაჩნია და ამ პოსტს მხოლოდ საკუთარ ჭიის გასახარებლად და სხვების აზრის მოსასმენათ თუ ვწერ.

პატარა, რომ ვიყავი ძალიან არ მიყვარდა ჰემინგუეი, ძალიან მოსაწყენად მეჩვენებოდა, მისი სიუჟეტები კი არა საკმარისად დამაინტრიგებელ და ბანალურად მეჩვენებოდა, ამიტომაც ეს მწერალი ყველაზე ნაკლებად საყვარელი მწერლების სიაში შედიოდა, თუმცა გავიდა წლები და მეც ლიტერატურა უკვე მეტად დავაფასე და წიგნის კითხვას მხოლოდ სიუჟეტის გამო არ ვიწყებდი, ამიტომაც სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ჰემინგუეი დიდი მწერალია და მისი საყოველთაო აღიარება მართლაც რომ მისი დამსახურებების მიხედვითაა გამოწვეული. ძალიან მარტივია გქონდეს საინტერესო, დამაინტრიგებელი და მრავალფეროვანი სიუჟეტი, რომელიც მკითხველს თავიდანვე იზიდავს, ეს თითქოს თევზის ჭერას ჰგავს,  მწერალი მეთევეზეს ემსავსება, რომელიც ცდილობს ანკესზე აგაგოთ. ჰემინგუესთვის საკმარისი იყო უბრალო სიუჟეტი ჰქონოდა, იმისათვის რომ მოთხრობა დაეწერა. მხოლოდ ასეთის წაკითხვის შემდეგ ხვდები რა არის მწერლური ოსტატობა,  მარტივია მკითხველი ფანტასტიურ სიუჟეტს მიაჯაჭვო, აი დაწერო კი უბრალოდ ადამიანზე, რომელიც სოფელში კაფეში მაგიდასთან ზის და საკუთარ ფიქრებთანაა დარჩენილი ბევრად რთულია, რა თქმა უნდა თუ ჰემინგუეი არ ხარ.

დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ლიტერატურის პირობებში ყველაზე აქტუალურ თემებში სავარაუდოთ ასეთებს უნდა ველოდოთ: სექსი, პოლიტიკა და რელიგია. დიახ, სამი ყველაზე გავრცელებული თემა, სამი თემა რომელზეც ადამიანს საუბარი ყოველთვის უხარია. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, რამდენად უნდა იყენებდეს მწერალი ამ სიტუაციას და რამდენად უნდა იყოს განმეორაბადი, მართლაც რომ ამაშია მისი დანიშნულება თუ უფრო რთული გზები ძიებაა საჭირო?

საერთოდ ამ თემას პირდაპირ თუ ირიბად როგორც ბლოგზე ასევე კერძო საუბრებში შევხებივარ, ერთხელ ლიტერატურაზე საუბრისას ერთმა ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა მშვენიერი ფრაზა მითხრა: “მწერლები ხალხთან უნდა ურთიერთობდნენ, ხალნხთან”. თან დააყოლა, რომ ზოგიერთი თანამედროვე ფრანგი მწერლის არ ესმის, რომლებიც საკუთარ თავში იკეტებიან და ურთიერთობებს თავს არიდებენ, ის მათ ყალბ მწერლებად მიიჩნევდა. და მაინც როგორ გვესმის ეს ფრაზა? მე პირადად მგონია, რომ ის პირდაპირ უნდა გავიგოთ, მართლაც აუცილებელია მწერალი იცნობდეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, სხვადასხვა ბუნების ხალხს და ეცადოს საკუთარი თავი მრავალფეროვან  სიტუაციაში ჩააგდოს.

და მაინც, წერილის ბოლოს, არის თუ არა რეკომენდირებული წერის სტილი ან რეკომენდირებული თემების ჩამონთვალი რომელსაც წარმატებული მწერალი უნდა ასახავდეს. ალბათ არა, ტაბუ დადებული თემა არ უნდა არსებობდეს, უბრალოდ რას აირჩევს მწერალი საწერ მასალად მასზე და მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ყველა ჰემინგუეი ვერ იქნება.

შორს რეალობისგან, ანუ რეალური აბსტრაგირება

– სამყარო ჭადრაკის დაფაა, რომლითაც თოთო ბავშვი ერთობა –

– ფილიპ დიკი –

ღმრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, მოდუნდით, ცოტა ხნით თვალები დახუჭეთ,  რომ გაახელთ ამის წასაკითხად მოემზადეთ. ხელს არაფერი უნდა გიშლიდეთ, განთავისუფლდით დაძაბულობისგან და კუნთები ბოლომდე მოადუნეთ.

ახლა კი წარმოიდგინეთ: გადატვირთულ ქუჩაში დგახართ, უამრავი ხალხია, ყველა სადღაც
ჩქარობს, გზაზე უამრავი მანქანაა, ერთმანეთს მოძრაობაში უსწრებენ, უსიგნალებენ, ყველას ეჩქარება, მანქანებსაც და ადამიანებსაც, ქუჩაში იმდენი მანქანაა და ადამიანი, რომ ერთი წამით თქვენ ფიქრობთ რომ სუნთქვა გიჭირთ. ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ ფიზიკურად მანდ ხართ, მაგრამ სულიერად, გონებით სადღაც შორს, თქვენ იმ სამყაროს არ ეკუთვნით, მარტო ხართ და მას დამკვირვებლის სტატუსით აკვირდებით. შორს ხართ…

დარწმუნებული ვარ ასეთი შეგრძნება ბევრ თუ არა ზოგიერთ თქვენთაგანს მაინც ექნებოდა, აბსურდის და იმ აუტანელი კომიკურობის შეგრძნება, რომელიც ჩვენს სამყაროს თან სდევს, რა თქმა უნდა ადამიანების სამყაროს ვგულისხმობ.

დავუბრუნდეთ ქუჩას, განზე დგახართ და თქვენ სახეზე ღიმილია აღბეჭდილი, გეღიმებათ, ღიმილი ცოტა ხანში სიცილში, სიცილი კი ხარხარში გადაგდით. თქვენ ფიქრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც სადღაც ჩქარობენ, ყველას თავისი გასჭირვებია, თითოეულს საფიქრალი აქვს, გადაუდებელი საქმეები. წამით, თქვენს წარმოსახვაში ცხოვრებას აჩერებთ, ყველა მანქანა, ადამიანი და ბუნებრივი მოვლენა გაჩერებული და გაყინულია.  ფიქრებში უფრო ღრმად მიდიხართ, წარმოიდგენთ სამყაროს უსასრულობას, იმ კომბინაციების ულევ რაოდენობას რომელიც შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს. შემდეგ გეცინებათ ადამიანთა მოგონილ სამყაროზე და მის აბსურდულობაზე; ადამიანებმა წესრიგი, კანონი, სახელმწიფოები, რელიგიები, იდეები და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ მოიგონეს. შედარებით უწყინარ გამოგონებიდან უფრო რთულ და ტრაგიკულ მოვლენებისკენ მიდიხართ: ომებისკენ, რომლებსაც კვლავ ადამიანები იგონებდნენ, სამყაროს სიდიდის გათვალისწინებით წარმოიდგენთ ომების აბსურდულობას და ადამიანის უკიდეგანო იდიოტიზმს.

ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ქუჩას უნდა დაუბრუნდეთ.

გახსენდებათ ქვეყნის მართველები, რომლებიც საკუთარ თავზე ადამიანების ბედით მართვას იღებენ, გახსენდებათ ასევე ის უპასუხისმგებლობა რომლითაც ისინი ამ საქმეს მიუძღვიან. ”თამაშია” – ფიქრობთ – ”კარგად მოფიქრებული თამაში”. მოგვიანებით კვლავ სამყაროს უსასრულო სივრცე გახსენდებათ და მას ადამიანის ძალაუფლებასთან ადარებთ. გეცინებათ, ხარხარებთ. მანქანები კვლავ აგრძელებენ მოძრაობას, ადამიანებს კვლავ ეჩქარებათ, სახეზე ძალიან სერიოზული გამომეტყველება აქვთ, თითქოს რამეს წყვეტდნენ. თამაშია, თამაშის წესი მოითხოვს თქვენც სერიოზული სახე მიიღოთ და მასში მონაწილეობა მიიღოთ, ყოველგვარი აბსტრაქცია და აბსურდის ახსნის მცდელობა ისჯება საზოგადოებიდან მოკვეთით.

ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ… არ დაიგვიანოთ.

მუსიკა განწყობისთვის

თბილისის 5 ყველაზე ცუდი არქიტექტურული ნაგებობა

მას შემდეგ რაც საჭოთა კავშირი დაიშალა თითქმის 20 წელი გავიდა, ამის , მიუხედავად თბილისს ან თუნდაც საქართველოს არქიტექტურის მხრივ ძალიან ცოტა რამ თუ შეემატა. მართალია ქალაქის არქიტექტორები იშვიათად გვახარებენ სიახლეებიც, მაგრამ მაინც ახერხებენ გამორჩეული ”ხიბლი” შემატონ ჩვენს სამშობლოს, ნაგებობის უმეტესობა ამ შემთხვევაში სიმახინჯის უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ამ პოსტში მე მინდა 5 ყველაზე წარუმატებელი არქიტექტურული ან თუნდაც უბრალოდ ძეგლის შესახებ ვისაუბრო. მოკლედ, ხუთეული შემდეგნაირად გამოუყურება:

5. დავით აღმაშენებლის ძეგლი

გახსოვთ ”დარდუბალა?” მოკლედ, სანამ ”დარდუბალას” ერთ სერიას ვიხილავდი,
რომელშიც ამ ძეგლზე იყო საუბარი დავით აღმაშენებელს სულ სხვა ადამიანს ვამსგავსებდი. აღმოჩნდა, რომ სერიის შემქნელები ანალოგიურად ფიქრობდნენ, რადგანაც ერთ-ერთ ეპიზოდში როდესაც ბატონი ედუარდი, ბატონი გუბაზი და ბატონი ზაზა წარსულში ბრუნდებიან დავით აღმაშენებლი (ნამდვილი და არა ძეგლზე გამოსახული) ეუბნება: ”ეს თქვენ ხართ? წიკლაურის ძეგლი რომ დადგით და თითქოს მე ვიყო?” მოკლედ, ზედმეტად მიმაჩნია იმაზე საუბარი თუ როგორ განრისხდა ბატონი მეფე და ჩვენს თანამედროვეებსაც გამოეკიდა. საერთოდ ამ ძეგლს საკმაოდ ბოშური ისტორია გააჩნია, იმის მერე რაც საწყალი წიკლაური თუ აღმაშენებელი რესპუბლიკის (მაშინ ჯერ კიდევ რესპუბლიკის) მოედანზე იდგა, ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს ადგილი საშინლად არ უხდება და ამიტომაც აღნიშნულ ძეგლს ადგილი დიღმის ტრასაზე მიუჩინა. ამის მერე, მთავარი პერსონაჟი არა აღმაშენებელი ან წიკლაური აღმოჩნდა, არამედ ცხენი, უფრო სწორედ ამ ცხენის ბოდიში ტერმინოლოგიისთვის და ”ყვერები” გახდა, რომლებიც ასე კარგად ამშვენებენ თბილის ქალაქის შემოსასვლელს.

4. პრეზიდენტის რეზიდენცია


ამ შენობას რაიხსტაგს ამსგავსებენ. სიმართლე გითხრათ ბერლინში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სურათებით თუ ვიმსჯელებთ ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილადაა. თან მგონია, რომ რაიხსტაგი უფრო ავტენტურია და თან ისტორიულ თუ ლანდშაფტურ გარემოს უფრო უხდება, მიუხედავად რომ რაიხსტაგს ჩვენის მსგავსად გალავანი კვერცხისებური ფორმის აქვს. მოკლედ, ეს უზარმაზარი შენობა ზევიდან გადმოჰყურებს ძველ თბილისს და ახსენებს რომ მანდ პრეზიდენტი ცხოვრობს,  მანც მცხოვრები ხალხი ან გამვლელები კი ამაზე ხშირად თავს აქნევენ და ყველაზე კარგ შემთხვევაში შემდეგ ფრაზას იძახიან: ”რაში იხარჯება ფული, ნწ ნწ ნწ.”

3. წმინდა გიორგის ძეგლი

ამაზე თავდაპირველად მორწმუნე მართმადიდებლმა აიმაღლეს ხმა: ”სად ყოფილა არს აქამომდე ჩვენ სკულპტურის სახით გამოგვესახოსო წმინდანიო.” პირადად მე ამ საქმის
არაფერი გამეგება, მაგრამ მხოლოდ სუბიექტურად და შეიარაღებული თვალით რომ შევხედოთ მას მივხვდებით, რომ ის სახელოვანი წერეთლის კიდევ ერთი უგემოვნო ნამუშევარია. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ ეს ძეგლი მოედნის არცერთი კუთხიდან არ ჩანს ნორმალურად, ეს განსაკუთრებით მაშინ არის შესამჩნევი როდესაც ავტომანქანაში ან თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი ხართ. განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ძეგლის ფერია, რომელიც პირადად მე ”პაძელკა” (”პაძელკა” და არა ყალბი) ოქროს მაგონებს.

2. მშვიდობის ხიდი

ქართველი ხალხი მართლა ბრძენი ყოფილა, ამის საბაბს პრაქტიკულად ხიდის გახსნის თანავე შერქმეული ზედმესახელია. ”ოლვეის ულტრა” – სწორედ ასე მოიხსენიებენ ხალხში აღნიშნულ არქიტექტურულს ნიმუშს. არადა, თითქოს თანამედროვეა, ფუტურისტული და ა.შ. საქმე ისაა, რომ ასეთი ხიდი სადმე სხვა
ადგილას რომ დაედგათ შეიძლება ასეთი რეაქცია არ მოჰყოლოდა, მაგრამ ძველი თბილისი და ეს ხიდი ისევე უხდებიან ერთმანეთს როგორც ესკიმოსი და ნაომი კემპბელი.  სხვა საკითხი სუფთა პრაქტიკული დანიშნულებაა, რომელიც ამ ხიდს პრაქტიკულად არ გააჩნია. სულ რამდენიმე ასეულ მეტრში (ორივე მხრიდან) ხიდია განლაგებული, რომლითაც ქალაქ თბილისის მცხოვრები აქტიურად სარგებლობენ და ”ოლვეის ულტრას” ძალიან იშვიათად თუ სტუმრობენ.

1. მემორიალი (ობელისკი) გმირთა მოედანზე

ეს იშვიათი არქიტექტურული ნიმუში ალბათ სხვა ქალაქის ანალოგიურ სიაშიც დაიკავებდა ლიდერის პოზიციას.  ჯერ არ მინახავს ადამიანი რომელსაც ეს ნაგებობა მოსწონდეს, ძალიან
რთულია რამეს შეადარო. თავიდან, ღამით რომ ვნახე და სასწაულ ფერებში ანათებდა ვიფიქრე, რომ მანდ ბეტმენი ცხოვრობს და თბილისი თბილისი კი არადა, გოტამ სითია, მაგრამ დღისით ეჭვი შემეპარა, იმიტომ რომ დღისით მაინც განსაკუთრებულია და ანალოგიის მოძებნა რთულია. თითქოს ჟანგიანი, თითქოს დაუსრულებელი, თითქოს… არ ვიცი. მოკლედ ამ ნაგებობგას ვერანაირი სიტყვები ვერ აღწერენ, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ.