აღიარება გვსურს, ანუ რატომ ვამბობთ უარს ჯილდოებზე?


1964 წელს ჟან პოლ სარტრს ნობელის პრემია ერგო წილად, თუმცა ფრანგმა მწერალმა მის მიღებაზე უარი განაცხადა. სარტრი პირველი არ იყო, რომელმაც ლიტერატურაში ამ, ყველაზე პრესტიჟული პრემია იუარა, 6 წლით ადრე რუსმა მწერალმა და პოეტმა ბორის პასტერნაკმა იგივე საქციელი ჩაიდინა. თუმცა რუსის შემთხვევაში ფრანგისგან განსხვავებით მიზეზი სულ სხვა იყო. მოგეხსენებათ პასტერნაკი საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო, ქვეყნის, რომელიც უარს ამბობდა ყველაფერ დასავლურზე და კაპიტალისტურზე. იმის მერე რაც პასტერნაკმა ნობელის აკადემიას პრემიისთვის მადლობა გადაუხადა, ორი დღით გვიან მან კომიტეტს მეორე წერილი გაუგზავნა და ბოდიშს იხდიდა იმის გამო, რომ პრემიაზე უარი უნდა ეთქვა.

თუ პასტერნაკის შემთხვევაში ნობელის პრემიაზე უარის თქმა აბსოლიტურად გასაგებია სარტრის პრეცედენტი არც თუ ისე ნათელია და კითხვებს ბადებს. ამ თემაზე ბევრჯერ მილაპარაკია და სხვების მიერ გამოთქმული აზრი როგორც წესი არაერთგვარი იყო. ჩემი პირადი პოზიცია ამ საკითხის მიმართ, უფრო სწორედ ეჭვი სარტრის საქციელზე იმაში მდგომარეობდა, რომ ყველაზე პრესტიჟულ პრემიაზე (რომელსაც სარტრი პარნასზე აჰყავდა) უარის თქმით სარტრმა საკუთარი თავი უფრო მაღალ პედესტალზე აიყვანა და თავისებური პატივმოყვარეობა გამოხატა. რა თქმა უნდა, ვინმე დამწყები ან თუნდაც საშუალო დონის მწერალი ასეთ პატივზე უარს არ იტყოდა და თავს უბედნიერეს პიროვნებად იგრძნობდა, თუმცა სარტრი ამ პერიოდში უკვე იმდენად ცნობილი და სახელმოხვეჭრილი იყო, რომ მისი ასეთი საქციელი საპატიებელი იყო, რადგანაც მას უკვე ყველაფერი ჰქონდა დამტკიცებული და როგორც მწერალს დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა.

ნობელის პრემიაზე უარის თქმით ჟან პოლ სარტრმა საკუთარი თავი გარკვეულწილად უფრო მაღლა დააყენა იმ მწერლებზე რომლებიც ამ პრემიას დიდი სიხარულით ეგებებოდნენ. ბევრ ჩემმა მეგობარმა თუ ნაცნობმა სარტრის საქციელის ასეთი ინტერპრეტაციის კატეგორიული მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. “სარტრი საკუთარ თავსაც კი დასცინოდა, ასეთი რამეები არ აინტერესებდა და ნაკლებად იყო პატივმოყვარე” – მითხრა ერთ-ერთ მათგანმა. არ ვიცი, საკუთარი თავზე დაცინვის უარი თუ გამორიცხავს ისეთ თვისებებს როგორიც ამპარტავნობა და პატივმოყვარეობაა, მაგრამ სარტრი რომ არაორდინალურად მოიქცა ფაქტია.

რამდენიმე კვირის წინ ერთი ძალიან კარგი და საინტერესო სტატია წავიკითხე (თუ არ ვცდები ლაშა გაბუნიას ავტორობით). ამ სტატიაში საუბარი ძირითადად იმ ცნობად სახეებს შეეხო, რომლებსაც საქართველოში მწერლებს უწოდებენ. სტატიის ავტორის თანახმად ამ მწერლების უმრავლესობა საკუთარ თავს სერიოზულ მწერლებად არ მიიჩნევს და საკუთარი თავის დასაცავად აცხადებს, რომ პრეტენზია არ გააჩნიათ, შემდეგ ავტორი საუბრობს იმაზე თუ როგორ შეიძლება არ გააჩნდეს პრეტენზია იმ ადამიანს რომელიც წერს და საკუთარ თავს მწერალს უწოდებს. აბსოლიტურად ვეთანხმები წერილის ავტორს, იყო მწერალი ნიშნავს გაგაჩნდეს ამბიცია და არა უბრალოდ სურვილი გამოჩნდე ხშირად ტელე ეკრანზე ან რამე მაგდაგვარი. იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ესენი ნობელის პრემიაზე და არც რომელიმე სხვა ჯილდოზე არასდროს იტყოდნენ უარს, იმიტომ რომ სარტრისგან განსხვავებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ.

მაშ, უნდა ამბობდეს უარს თუ არა მწერალი  პრემიებზე თუ წერა წერისთვის და არანაირი პრეტენზიაა ამომავალი წერტილია ხელოვანების ამ ტიპისთვის? ჩემი მოკრძალებული აზრით იყო მწერალი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ აღიარება საჭიროა. არ შეიძლება მწერალი მხოლოდ გასართობად და საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად წერდეს. კი ბატონო, არ გქონდეს პრეტენზია მაგრამ ამ შემთხვევაში მწერლის ტიტულსაც ნუ ირგებ, მწერალი კი უნდა წერდეს, ემსახუროს მკითხველს, საზოგადოებას და მუშაობდეს საკუთარ თავზე. აი ყოველივე ამის შემდგომ, როდესაც ამ მწერლის აღიარების დრო მოვა იტყვის თუ არა ის რომელიმე პრესტიჟულ ან ნაკლებად პრესტიჟულ ჯილდოზე უარს უკვე მისი გადასაწყვეტია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s