წერო ყველაფერზე ნიშნავს წერო არაფერზე


სიტყვა “ფოკუსი” ლათინური წარმოშობისაა და მისი პირვანდელი მნიშვნელობა “ბუხარია”. ამ სიტყვას ხშირად ოპტიკაშიც გამოიყენებენ და ამით ერთ მონაკვეთში კონცეტრირებულ სინათლეს აღნიშავენ, რომელიც ფოტო სურათს მკვეთრ გამოსახულებას აძლევს. თუ მიხვდით რას ვგულისხმობ მაშინ იმასაც მიხვდებით თუ რატომ აქვს სიტყვა “ფოკუსს” ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ლიტერატურაშიც.

15-17 წლის, რომ ვიყავი და წერა ახალი დაწყებული მქონდა ძალიან მინდოდა ბევრ რამეზე მეწერა, მინდოდა ისეთი წიგნი დამეწერა, რომელიც ყველაფერს შეეხებოდა და კაცობრიობის ისტორიას ერთი წიგნში მოგვითხრობდა, რა გამოვიდა აქედან ალბათ ადვილი მისახვედრია, არაფერი. მე ალბათ ერთადერთი არ ვიყავი, რომელსაც ასეთი სურვილი გაუჩნდა, ალბათ ჩემს ასაკში ასეთი წიგნის დაწერა ბევრს სურდა. ამის თაობაზე შემდეგი ვერსია მაქვს: ადამიანი რომელიც წერითაა გატაცებული და საკუთარი “კარიერის” დასაწყისში სურს რამე განსაკუთრებული შექმნას სავსეა ენერგიით და სურვილით საკუთარი სათქმელი რაც შეიძლება მალე და დიდი დოზით მიაწოდოს მკითხველს. ეს ადამიანი ცდილობს წეროს რაც შეიძლება მეტი, იწყებს წიგნის წერას იმისთვის, რომ საკუთარი სურვილი განახორციელოს, მაგრამ ძალიან მალე ამას თავს ანებებს, იმიტომ რომ ძალა არ ყოფნის. გარკვეული პერიოდის შემდგომ ის ისევ იწყებს თავის ჩანაფიქრზე მუშაობას, რომელიც კვლავ ფიასკოთი მთავრდება, როგორც წესი რამდენიმე ასეთი მცდელობა საკმარისია იმისთვის რომ ასეთი ტიპის ადამიანმა საკუთარი მიდგომა შეცვალოს და დაიწყოს ფიქრი იმაზე თუ რაზე წეროს იმ შემთხვევაში თუ “ყველაფერზე წერა” არ გამოსდის.

რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმში “The Waking” ქართულად “გაღვიძება” (იმედია სწორად ვთარგმნე) ერთ ერთი პერსონაჟი ცდილობს დაწეროს წიგნი, მის სახეზე საკუთარი საქმის მიმართ ვნება და სიყვარულია აღმეჭდილი. სხვა პერსონაჟი ეკითხება მას თუ რითია ის ასე გატაცებული, მწერალი პასუხობს, რომ მას წიგნის დაწერა სურს. პატარა პაუზის შემდეგ პერსონაჟი ნომერი ორი შემდეგი კითხვით მიმართავს მას: “რაზეა ეს წიგნი?” პერსონაჟი ნომერი ერთი ცოტა ხანი დაფიქრდება და შემდეგ კვლავ ძალიან ვნებიანად უპასუხებს, რომ ეს წიგნი ყველაფერზეა, ადამიანებზე, მათ ურთიერთობებზე, ოღონდ ყველანაირ ურთიერთობაზე და საკუთარ ფურცლებზე ყველაფერს შეიცავს. პერსონაჟი ნომერი ორი სხვა კითხვას აღარ სვამს და მწერალს ტოვებს. ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ლინკლეიტერის ჩანაფიქრი ამ ეპიზოდით ემთხვევა ამ წერილის თემას, თუმცა ჩემს თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ იმ მწერალს არაფერი გამოუვიდოდა.

მამაჩემი ძალიან ხშირად მიმეორებს ხოლმე ერთ ფრაზას: “სამყაროში იმდენი რამეა და კიდევ კარგი მე არ მომეთხოვება და არ მჭირდება ყველაფრის ცოდნა”. ამ ფრაზას და წერილის მთავარ თემას შორის პარალელის გავლება შეიძლება, განა შეიძლება ყველაფერი იცოდე და ერთი საქმის პროფესიონალი იყო? განა შეიძლება წერდე ყველაფერზე და მკითხველს რამე კონკრეტული დაუტოვო? ალბათ არა, როდესაც წერ საჭიროა ფოკუსირება, ფოკუსირება ერთ კონკრეტულ თემაზე და გარკვეული ჩარჩოების შექმნა, რომელიც არც მკითხველის და არც მწერლის ყურადღებას გაფანტავს.

One thought on “წერო ყველაფერზე ნიშნავს წერო არაფერზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s