Big Brother is watching you! მოგწონს?

“დარწმუნებული ვარ, რომ ზემოდან ვიღაც გვიყურებს, სამწუხაროდ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მთავრობაა.” – ვუდი ალენი –


1948 წელს (დაიბეჭდა 1949 წელს) ჯორჯ ორუელმა საკულტო წიგნი “1984” დაწერა. სხვადასხვა მკლევარებმა და კრიტიკოსებმა ამ წიგნს არაეთგვარი ინტერპრეტაცია მისცა (იმის და მიხედვით თუ რა პოლიტიკურ ან იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგა), ზოგიერთი წიგნში აღწერილ უტოპიურ და ტოტალიტარულ გლობალურ სახელმწიფოს საბჭოთა კავშირის პროტოტიპად მიიჩნევდა, ზოგიერთიც ამ წინგში მომავალ ბრიტანეთს (ანუ თანამედროვეს) ხედავდა. დღესდღეობით გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში კამერების რაოდენობით ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას, ქუჩაში დამონტაჟებული კამერები ადამიანს შეიძლება ყოველ ნაბიჯზე შეხვდეს და პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი ადგილის პოვნა სადაც თქვენი ქმედება შეუმჩნეველი დარჩება.

კამერებს რა თქმა უნდა საკუთარი დანიშნულება გააჩნიათ, ისინი გვიცავენ დანაშაულისგან და ხშირად შეიძლება სიკვდილს გადაგვარჩინონ. თუმცა, ასეთ პრევენციულ ზომებსაც უარყოფითი მხარე გააჩნიათ, უფრო კონკრეტულად კი ინდივიდების პირადი ცხოვრება მინიმუმამდეა დაყვანილი, თუ ზოგიერთს ეს არ აღელვებს სხვა პირად ცხოვრებაში ასეთ შემოჭრას გულახდილად განციდის.

დავუბრუნდეთ ორუელის რომანს, “1984” წარმოადგენს იმ საზარელ და ყოვლად დაუშვებელ სამყაროს, რომელიც არ აღიარებს ინდივიდს და ფეხ ქვეშ თელავს ყველას ვინც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის, ეს კი პირველ რიგში პირად ცხოვრებაში შეჭრაში გამოიხატება, რომანში აღწერილ სახელმწიფოში ადამიანის ყოველი ნაბიჯი კონტროლის ქვეშაა, რაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საშუალებას არავის აძლევს. თუმცა, რამდენად რეალურია და არა უტრირებული ორუელის მიერ აღწერილი სამყარო?

“1984” გამოსვლის შემდეგ 60 მეტზე წელი გავიდა, შეგვიძლია თუ არა დღეს ვისაუბროთ რამე მსგავსებასთან ორუელისებურ სამყაროსთან? მოდით სოციალურ ქსელების მაგალითი განვიხილოთ. მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობა ამა თუ იმ სოციალურ ქსელშია გაერთიანებული. სოციალურ ქსელებში ჩვენ ვათავსებთ ჩვენს პირად სურათებს, ვიდეოებს, ვუთითებთ ჩვენს პირად მონაცემებს და პრაქტიკულად ვცხოვრობთ ამ ქსელში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ჩვენი პროფილების შემოწმება და მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოპოვება. რა გამოდის? ჩვენი პირადი ცხოვრება მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ ვის დაჰყავს ის მინიმუმამდე თუ არა ჩვენ? ჩვენ, საკუთარი ნებით ვაძლევთ საზოგადოებას უფლებას ჩაერიოს ჩვენს პირად ცხოვრებაში და ეს გარკვეულწილად მოგვწონს კიდევაც.


ჩვენ ექსგიბიციონიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, ეპოქაში სადაც უმრავლესობას საკუთარი თავის წარმოჩენა და პოპულარობის იმ 15 წუთის მოპოვება სურს, რომელზეც ადრე ენდი უორჰოლი საუბრობდა. არავინ გვაძალებს მოვუყვეთ სხვებს საკუთარ თავზე, თუმცა ჩვენ ამას საკუთარი ნებით ვაკეთებთ, იმიტომ რომ დამტკიცება გვურს, რომ ჩვენი ცხოვრება საინტერესო და არა მოსაწყენია.

ექსგიბიციონიზმის მეორე მაგალითი ის “რეალითი შოუებია” რომლებიც ტელე სივრცეში გვხდება და რომლებიც ძალიან მაღალი რეიტინგებით გამოირჩევიან. არც ამ გადაცემებში ტენიან ხალხს ძალით, მისი მონაწილეები საკუთარი ნებით მოსული ადამიანები არიან, რომლებიც მზად არიან ყველაფერი დაანახონ მაყურებელს სექსის, ძილის და ტუალეტში შესვლის ჩათვლით.
ჩვენ გვინდა, რომ გვიყურონ და გვინდა რომ ვუყუროთ. ჩვენ ერთდროულად Big Brother და უინსტონ სმიტებიც (“1984-ის” პერსონაჟი) ვართ, ექსგიბიციონისტები და ვუარისტები.

თუ ყველაფერი ასე მარტივადაა, მაშინ რატომ გვაშინებდა ორუელი? რატომ გვაშინებდა საკუთარი რომანით? რატომ უნდა გვეშინოდეს იმის რასაც ჩვენ საკუთარი ნებით ვაკეთებთ? ყველაფერი აღქმაზეა დამოკიდებული, ის რაც შეიძლება ერთი მხრივ საშინელი იყოს მეორეს მხრივ სარგებელს გვაძლევდეს, ან სულაც სასაცილო იყოს. ამ წერილსაც რუსი ემიგრანტის და ახალი მედიის სპეციალისტის ლევ მანოვიჩის სიტყვებით დავამთავრებ:
“ დასავლელი ხელოვანი ინტერნეტს მშვენიერ საშუალებად მიიჩნევს იმისთვის, რომ დაანგრიოს ყველა იერარქია და ხელოვნება ფართო მასებამდე მიიყვანოს. საპირისპიროდ, მე როგორც საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქე ინტერნეტში მხოლოდ და მხოლოდ სტალინის პერიოდის კომუნალურ ბინას ვხედავ; არავითარი პირადი ცხოვრება, ყველა ჯაშუშობს ერთმანეთზე, სახეზე ყოველთვისაა ისეთი ადგილები როგორც ტუალეტი ან სამზარეულო.”

4 thoughts on “Big Brother is watching you! მოგწონს?

  1. etusik

    ჩამონათვალს დავამატებ: ამ ეგზიბიციონიზმით და სოციალურ ქსელებში მოპოვებული რაღაც ,,პოპუპულარობით” თითქოს თვითრეალიზაციას ვახდენთ და გვსიამოვნებს :))

    ძალიან სასაცილოა, სხვებსითვის მოპარული ლინკებით და ფოტოებით შექმნილი ,,საინტერესო” პროფილები, დაკოპიებული ,,ბრძნული გამონათქვამები”. ძალიან ხშირად გამცინებია ვირტუალურ იმიჯზე, რომელიც აბსოლუტურად არ ემთხვევა რეალურ პიროვნებას, თუმცა ალბათ არის ის, რაც მას უნდა რომ იყოს :))) ალბათ კარგია სადღაც ეგ?

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ეთუსიკ, როგორიც მამარდაშვილი იტყოდა ადამიანის ყველაზე დიდი სურვილი არის სიცოცხლე, არა უბრალოდ სიცოცხლე არსებობა, არამედ იმის შეგრძნება რომ ის ცოცხალია. შესაბამისად გახდე პოპულარული, გაღიარონ არის ერთ–ერთი გზა ამისკენ. ჩვენ გვინდა სიამოვნება მივიღოთ ჩვენი არსებობით.
    მეორე აბზაცს რაც შეეხება მგონია რომ ცოტა სხვა თემაა, მაგრამ შევეცდები მეც გავაკეთო კომენტარი: ასეთი კითხვა მექნებოდა? ალბათ უფრო რიტორიკული: რა ქმნის პიროვნებას და რა არის პიროვნება? ჩემი მოკრძალებული აზრით ის მაინც ისაა ნაწილობრივ ვინც თავი ჰგონია, ნაწილობრივ ის თუ როგორ ხედავს მას სხვა ხალხი და ნაწილობრივ ის რაც უნდა რომ იყოს.
    ზუსტ მეცნიერებებში არსებობს დაახლოებით შემდეგნაირი აზრი “მეცნიერება არ შეიძლება იყოს ინდივიდუალური, არ შეიძლება ესა თუ ის გამოგონება/თეორია კონკრეტულად რომელიმე ინდივიდს ან მეცნიერს ეკუთვნოდეს, მეცნიერება კოლექტიური გამოცდილებაა სამყაროს შესახებ.” მე მაინც მგონია რომ ხელოვნებაში დაახლოებით იგივესთან გვაქვს საქმე, როდესაც ადამიანი ამა თუ იმ სტატუსს იყენებს ეს არ ნიშნავს რომ ის რამეს იპარავს, უბრალოდ ის იზიარებს რაღაც პრინციპს და ეს პრინციპი მისი ცოდნის ნაწილი ხდება. ასე რომ არაფერი დასაზრახი არაფერი იმაში თუ ვინმეს როლ მოდელი ჰყავს აჩემებული და მის ბრძნულ აზრებს და ა.შ. შემდეგ იყენებს.

    Reply
    1. Etusik

      ჩეეეეემი პაააატარა ფილოსოფოსი ბიიიჭი ვიიიიინ არიიიის? :))

      მაინც ძალიან სასაცილოა :)) როდესაც მოდის თუ რაღაცის გამო იქმნი ნაზი, ღრმა და შინაარისანი ადამიანის იმიჯს, და რელურ ცხოვრებაში ერთი გაწიწმატებული ჭორიკანა ხარ :))

      Reply
  3. TeTnuldi

    ცოტა ხნით შეჩერდეს სოციალური ქსელების ფუნქციონირება და მერე ვნახოთ მასობრივი ფსიქოზის აღზევება,მე შედარებით გადავიტან:) (რიგითი მომხმარებელი +ფოტოებიანი)არ ვეწევი შემოქმედებით ღვაწლს და თქვენ ავტორებს, ბლოგერებს და შ. ძალიან მაინტერესებს რა იქნება თქვენეული ჩანაცვლების მეთოდები:) აბა ჰე:)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s