გართობა ქართულად, ანუ ვაჯაზებთ ბოლომდე (ნაწილი I)

ქართველებს გართობა რომ გვიყვარს ეს ყველამ იცის, მაგრამ ის თუ რამდენად შეგვიძლია გასართობი გარემოს შექმნა ეჭვ ქვეშ დგას, თბილისში ხომ გართობა როგორც წესი დალევასთან და გათხლეშვასთან ასოცირდება, სხვა ალტერნატივის პოვნა კი ხშირად რთულია. ამ პოსტში მინდა თბილისში და არა მარტო თბილისში არსებულ გართობის სახეობებზე ვისაუბრო.

დცნკ დცკ კლუბები ანუ ვიძიგძიგოთ დილამდე

აქ ძირითადად დამწყები ტუსოვშიკები იკრიბებიან ხოლმე, ასაკი 18-დან 25 – მდე, თუმცა უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც აქ ხშირად შეხვდებით ხოლმე. მუსიკა ძალიან ხმამაღლაა ჩართული, ერთმანეთის არავის ესმის, როგორც წესი აქ ჟესტებით ურთიერთობენ ან კიდევ მოსაუბრეს თავს აჩვენებენ რომ მისი ნათქვამიდან რამე ესმით. მაგალითისათვის კლუბერმა ა-მ შეიძლება კლუბერ ბ-ს უთხრას: “მაგარი იდიოტი ხარ და მაგარი მახინჯი, საერთოდ რას ვაკეთებ აქ შენთან ერთად?” კლუბერი ბ, რომელმაც რა თქმა უნდა ვერაფერი გაიგო პასუხობს: “კი, კი მეც მომწონს აქაურობა.” კლუბერების აუცილებელია ატრიბუტია ექსტაზი ან რამე სხვა დრაგი, თუმცა ბოლო დროს ასეთის შოვნა კლუბში რთულია და ამიტომაც თუ ვინმემ ტრუხა დრაგი მაინც გაჩითა ეგაც საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ადამიანები საცეკვაოდ დადიან, საქართველოში “ტანცპოლზე” ერთი და იგივე ხალხს თუ შეხვდებით, იქედან ნახევარი ცეკვის მაგივრად რაღაც გამახნევებელი ვარჯიშის მაგვარს აკეთებს. თუ კლუბი 12 საათზე იხსნება სადღაც 3 საათისთვის დინამიკთან შეგიძლიათ ვინმე დაკუნთული ტიპი შენიშნოთ, რომელსაც შავი მაისური აცვია, თვალები დახუჭული აქვს და ხელებს განზე იქნევს, ხშირ შემთხვევაში მოოქროვილი ან ვერცხლისფერი საათი უკეთია. ოღონდ ეს მოცეკვავე “კუნთავიკი” სხვა ტიპის დინამიკის მოყვარულთან არ შეგეშალოთ, მეორე ტიპის წარმომადგენელი როგორც წესი ამ დროისთვის უკვე ძალიან მთვრალია და ზედ დინამიკზე სძინავს. საინტერესოა რა ესიზმრება? ხოდა, ამ დრომდე კლუბში თუ შერჩით ესეიგი კარგად გაერთეთ. მე კი, ბოლო დროს სულ რამდენიმე წუთი მყოფნის.

ვინმესთან სახლში ვიწრო წრეში გართობა ანუ საუბრები ბოდლერზე

ხალხის მაქსიმალური რაოდენობა ამ შემთხვევაში 8 უნდა იყოს, სასურველია წყვილები იკრიბებოდნენ. შეკრების შემდეგ შეიძლება სასიამოვნო საფონო მუსიკის ჩართვა და პარარერულად რამე სასიამოვნო კერძის მომზადება, ეს საჭიროა იმისთვის რომ მშიერ კუჭზე არ მოგიწიოთ დალევა. მას შემდეგ რაც საჭმელი მზადაა მაგიდის გაშლა შეიძლება. დასალევად (და არა დასათრობად) წითელი ღვინო გამოდგება ან რამე კოქტეილის მომზადებაა საჭიროა, ამისთვის რეცეპტის ცოდნა აუცილებლობას წარმოადგენს, მაგალითისათვის სისხლიანი მერი ან კაპირინია ადვილი მოსამზადებელია და ბევრ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ მთელი საღამო შეგიძლიათ წრუპოთ. მაგიდასთან დასხდომის შემდგომ არ არის აუცილებელი თავი შეიზღუდოთ მხოლოდ ჭამით და სმით, პარარერულად შეიძლება საინტერესო თემების ინიცირება და დისკუსია. თუ ერთ თემაზე დიდხანს ლაპარაკობთ და მსჯელობთ ეს კარგია, საღამო კარგი გამოსულა. საინტერესო თემებში ვინმეს ძუძუების განხილვას ან ქაუნთერ სთრაიკზე ლაპარაკს არ ვგულისხმობ (თუმცა ხანდახან არც ძუძუები უინტერესო). განსაკუთრებით კარგ შემთხვევებში საუბრის მონაწილეები ცხარდებიან და ვნებიანად იცავენ საკუთარ პოზიციას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს პოზიცია შეიძლება ბოლომდე უცვლელი დარჩეს. ცოტა მოგვიანებით, როდესაც დაღამდება სასიამოვნოდ ნასვამი (და არა მთვრალი) შეგიძლიათ საწოლისკენ მიემართოთ, ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ”სასურველია ასეთი ტიპის შეკრებაზე წყვილები იყოთ”.

“სვეცკი” გამოფენები ანუ ტრაკში პერო

ასეთები ჩვენთან ხშირად იმართება ხოლმე. აქ როგორც წესი გამოფენა და ნამუშევრები არავის აინტერესებს ხოლმე, ძირითადად ერთამენთის სანახავად და საჩვენებლად მოდიან ხოლმე. ქალების უმრავლესობა გამართული სიარულით, გასწორებული ხერხემლით და ცივი თვალებით გამოირჩევიან. გამოფენის ავტორები შეკავებულები არიან და შიგადაშიგ გონებამახვილურად ხუმრობენ ხოლმე, ხუმრობას რომ დაამთავრებენ ყველა იცინის. ექსპონატები განსაკუთრებულია ხოლმე, აქ შეიძლება საბურავსაც შეხვდეთ, რომელიც შუა დარბაზში შეიძლება შეგხვდეს. ოღონდ ეს უბრალო საბურავი არ გეგონოთ, მას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ბევრი ასეთი ტიპის გამოფენაზე დასალევად მოდის ხოლმე, ამიტომაც ფურშეტი დამატებით მაყურებელს იზიდავს. თუ ასეთ გამოფენაზე ჟურნალისტად ხართ მოსული განსაკუთრებული სიამოვნება გელით რესპოდენტებთან ურთიერთობისას, იმიტომ რომ თუ დაუსვით კითხვა: “როგორ მოგეწონათ გამოფენა? რამდენად დროულია? ან რას გამოარჩევდით?” პასუხად მიიღებთ შემდეგს: “ძალიან მომეწონა. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მომეწონა… და რავიცი, ძალიან მომეწონა.”

ლაშქრობა ანუ პახოდი

კომფორტში მყოფ ადამიანს ხანხადახან ძალიან უცნაური აზრები აწუხებს, მაგალითისათვის იმის მაგივრად რომ სახლში დარჩეს, ცხელი აბაზანა მიიღოს, ინტერნეტში იძრომიალოს და ა.შ. ის გასართობად უფრო რთულ გზას ირჩევს. რამდენიმე დღით ადრე ის ურეკავს მეგობრებს და გეგმავს სადმე ქალაქ გარეთ გასვლას, თუ საჭირო რაოდენობის საძილე ტომარა არ გააჩნია, ის იხსენებს რომ ლაშქრობაში სამი წლის უნახავი მეგობრის დაპატიჟებაც შეუძლია, რომელსაც სრულიად შემთხვევით სახლში 5 კაციანი კარავი და რამდენიმე საძილე ტომარა უგდია. მოკლედ იკრიბებიან, მიდიან სადმე 15 კილომეტრში ქალაქ თბილისიდან და დანიშნულების ადგილამდე ფეხით სიარულს აგრძელებენ. ლაშქრობა ლაშქრობად რომ ჩაითვალოს 5 საათი მაინც უნდა იაროთ და კარგად დაიღალოთ, წინააღმდეგ შემთხვევეში ვინმე, უფრო გამოცდილი მოლაშქრე მოგვიანებით აუცილებლად დაგცინებთ. მას შემდეგ რაც ადგილი ნაპოვნია იშლება კარვები, ინთება კოცონი და ნელ ნელა ყველა საღამოს სასიამოვნოდ გატარებისთვის მზადაა. ყველა ჭამს, მერე თვრება, მერე ისევ ჭამს, მერე ისევ თვრება, მერე ისევ თვრება და ა.შ. მანამ სანამ ვინმე ჭკვიანს არ გაახსენდება, რომ ხვალ სასიარულო აქვთ.

To be continued?

5 thoughts on “გართობა ქართულად, ანუ ვაჯაზებთ ბოლომდე (ნაწილი I)

  1. Etusik

    “ძალიან მომეწონა. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მომეწონა… და რავიცი, ძალიან მომეწონა.”

    loool, da saertod jurnalisti ratom svams am shekitxvas?

    Reply
  2. Etusik

    ბიჭოს, რა კრიტიკული ხარ :))
    აბზაც-აბზაც ვერ ჩამოვყვები, მთლიან შთაბეჭდილებას გეტყვი ორივე ნაწილზე: რომ არ გიცნობდე და რაღაც შთაბეჭდილება უკვე არ მქონდეს შენზე, მეგონებოდი როგორი ტიპი იცი, ირგვლივ არაფერი რომ არ მოწონს, სხვებს ,,მასას” უწოდებს და თავისი თავი ,,განსხვავებული” ჰგონია :))

    მუსიკა კლუბებში ალბათ უცხოეთშიც ხმამაღლაა ჩართული, არა? აი კაფეებში რომ ყვირილი მიხდება – ეგ ნამდვილად მიკვირს (ნუ და უგემოვნო მუსიკა როა ჩართული, ეგ კიდევ სხვა საკითხია). ლირიული გადახვევა: ამას წინათ მეგობართან ერთად დავსხედით შარდენზე ერთ კაფეში, მოდის ოფიციანტი და არც თუ მორიდებით გვიცხადებს: ეს 150 ლარიანი ადგილიაო :)) გამეცინა, უფრო იაფიანი ადგილები არ გაქვთ თქო?? კი, გარეთ 50 ლარიანი მაგიდააო. ლოლ.

    ანუ შენ ამბობ რომ საინტერესო ივენთები არ იმართება ხომ? ხოდა სცადე, შენ გაუწიე ორგანიზება (წუწაობა ფართი შენი არ იყო? :)) ორიოდ სიტყვით შეაფასე, აბა).

    კიდევ რაზე ღადაობდი. ვიწრო შეკრებები. წყვილები და რამე. სწორად თუა შერჩეული ხალხი, ვიწრო შეკრებებზე მართლა საინტერესო და სასიამოვნო დროს გატარება შეიძლება. უბრალოდ ძალიან იშვიათია რამოდენიმე სხვადასხვა წრიდან ნაცნობი დაპატიჟო და ჯამში მართლა ,,შედგეს” საღამო. ძირითადად, ძალიან ძალიან ვიწრო ფართი ამართლებს.

    გამოგრჩა კიდევ ჩემი საყვარელი გასართობი: კარაოკე :)) სადაც მივდივართ, ვმღერით, ვცეკვავთ და მშვენივრად ვერთობით.

    პ.ს. კლუბს მე მირჩევნია პატარა და კოხტა კაფე, სადაც ძაან გადაპრანჭული სიტუაციაა არაა. სადაც მუსიკისგან თავი არ აგტკივდება, სადაც თუ გინდა ისაუბრებ, თუ გიდნა დალევ და თუ გიდნა იცეკვებ კიდეც. მაგალითად, ასეთია ”15” პეროვზე.

    პ.პ.ს. პოსტზე თვალის გადავლება მეზარება. მექანიკური შეცდომების და ზედაპირული აზრების გამო წინასწარ მომითხოვია პარდონი🙂

    Reply
  3. lobzhanidze Post author

    ეთუსიკ, პირველ რიგში დიდი მადლობა მომცველი კომენტარისთვის, მართლა მოხარული ვარ რომ არ დაგეზარა. როგორც წესი არ მიყვარს, მოკლე მოკლე კომენტარები თუნდაც ადამიანს მოსწონდეს პოსტი, არ მიყვარს როცა მხოლოდ ”მომეწონა” ან ”არ მომეწონა” – თი შემოიფარგლებიან. ვიცი, რომ ამ პოსტებიდან გამომდინარე ასეთი ტიპის შთაბეჭდილებას ვტოვებ და არ მწყინს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ხშირად მშვენივრად ვერთობი ნებისმიერ სახის ფართიზე, უბრალოდ მიყვარს იუმორის პრიზმიდან დაკვირვება უმეტეს მოვლენაზე, იქნება ეს ფართი ან თუნდაც რამე ისეთი რაც პირადად მე მეხება. რაც შეეხება ვიწრო ფართებს, განა არ დაგრცა წაკითხულიდან შთაბეჭდილება, რომ ყველაზე მეტად ასეთ შემთხვევებში ვერთობი უფრო?🙂 მაგაზე სანდრომ ბრალი დამდო – ტენდეციური ხარო. ამიტომაც ასე სერიოზულადაც ნუ შეხედავთ ამ პოსტს. 150 ლარიანი ადგილები ცალკე ისტორიაა, ხოდა ახლა კიდევ ის გამახსენდა, რომ იმის დაწერა დამავიწყდა, რომ ჩვენთან კლუბებში ევროპაზე უფრო მაღალი ფასებია… მოკლედ ასეთი ამბებია. თუ რამე გამომრჩა შემახსენე.
    პ.ს. მემგონი დღეს სანდროსთან ვაპირებთ რაღაცას და ხომ არ გამოხივიდოდი?🙂

    Reply
  4. nastasia

    სიტყვა ”გაჯაზებაზე” ისტერიკა მემართება.
    საშინელი სიტყვაა :ს

    Reply
  5. lobzhanidze Post author

    ნასტასია, არც მე მიყვარს ეგ სიტყვა, მაგიტომაც გამოვიყენე🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s