2011 წლის იანვრიდან საქართველოში პროსტიტუცია ლეგალური გახდება


თავიდანვე გეტყვით, რომ წერილის სათაური არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს მკითხველის მოზიდვას, მეტიც ამ წერილში ამ თემაზე, ანუ პროსტიტუციაზე საერთოდ არ იქნება  საუბარი,  ეს პოსტი წარმოადგენს ერთვარ ექსპერიმენტს და მიზნად დამაინტრიგებელ სათაურზე გამოხმაურებების რაოდენობის დათვლას ისახავს.

მკითხველის ”შეტყუება” ჩემს მიერ მოგონილ მეთოდს ნამდვილად არ წარმოადგენს, ასეთ ტექნიკას ბევრი ავტორი იყენებს და არ აქვს მნიშვნელობა ეს რეკლამა, ფილმი, წიგნი თუ რამე სხვა იქნება. ძალიან ხშირად შემთხვედრია ”მატყუარა” სათაურები გაზეთებში, ასე მაგალითად თქვენ შეიძლება სტატიის სათაურში წაიკითხოთ: ”ჯექსონი ცოცხალია”, მაგრამ სტატიას რომ წაიკითხავთ აღმოაჩენთ რომ ჯექსონი კატას ჰვია. ან კიდევ, რეალური მაგალითი, რამდენიმე წლის წინ ”კომსომოლსკაია პრავდას” პირველ გვერდზე სტატიის სათაური დავინახე:  ”ჩუბაისი დაიხრჩო”. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემნაირად მოიქცეოდა და გაზეთს პირველ რიგში მითითებულ გვერდზე გადაშლიდა, თუმცა იქვე აღმოაჩენდა, რომ ჩუბაისი ძაღლი იყო და მართლაც დაიხრჩო.

ჩემი ვარაუდით ამ პოსტს ჩვეულებრივზე მეტი მნახველი ეყოლება, საბაბს ამ შემთხვევაში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული წერილი მაძლევს, კერძოდ კი ”კიდევ ერთხელ ქალიშვილებზე და ბოზებზე”, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა საკმაოდ ბანალურია და მასზე ბევრი რამე ითქვა და დაიწერა საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც სათაურზე რეაგირებს და ამიტომაც ამ პოსტს უფრო პოპულარულს ხდის ვიდრე სხვა უფრო საინტერესო წერილებს.

არსებობს უამრავი სახელმძღვანელო და რჩევა იმის თაობაზე თუ როგორ შეურჩიოთ თქვენს ნაწარმოებს სათანადო სათაური, ტერი მარის სტატია ერთ-ერთ ასეთ ინსტრუქციას წარმოადგენს. ის საუბრობს იმ 6 აუცილებელ კომპონენტზე რომელსაც თქვენი წიგნის სათაური უნდა შეიცავდეს. პირველ რიგში ის სთავაზობს ავტორს ჩამოწეროს ყველა იდეა რომელიც კი მას აზრად მოდის, შემდეგ ის ურჩევს ავტორს გადმოსცეს საკუთარი განწყობა მის სათაურში, ის ასევე ამბობს რომ სათაური უნდა იყოს დამაინტრიგებელი და ამავდროულად გასაგები. ამ და სხვა რჩევების ნახვა დაწვრილვებით თქვენ  ამ ლინკზე შეგიძლიათ:

http://searchwarp.com/swa79286.htm

ასეთი რჩევების სხვა ავტორი საუბრობს იმაზე, რომ გამომცემლები ყურადღებას აქცევენ მხოლოდ და მხოლოდ კარგი სათაურის მქონე წიგნებს, ამიტომაც რამდენადაც კარგი არ უნდა იყოს წიგნი შინაარსობრივად თუ სათაური არასწორადაა შერჩეული მაშინ ავტორს გამომცემელთან კამათი მოუწევს.  რამდენად ინტელექტუალი არ უნდა იყოს ადამიანი პირველი რეაქცია და შთაბეჭდილება მაინც სათაურის წაკითხვისას გამომდინარეობს, აქ გარკვეულწილად მოქმედებს პრინციპი ”По одежке встречают.”

“Choosing Titles to Attract Readers”- აი რა ჰქვია კიდევ ერთ რჩევას, ქართულად ეს წინადადება შემდეგნაირად ჟღერს:  ”მკითხველის მოზიდვის მიზნით შერჩეული სათაურები.” რჩევის ავტორი ამ შემთხვევაში ხაზს უსვამს იმას, რომ სათაურს უნდა გააჩნდეს იმის უნარი რომ დააინტერესოს მკითხველი და მისი ცნობისმოყვარეობა გააღვიძოს.  კარგად მოფიქრებული სათაური აიძულებს მკითხველს აიღოს წიგნი ხელში და დააწყებინოს კითხვა.

რა თქმა უნდა, ამ წერილში გამოყენებული სათაური არ წარმოადგენს სიმართლეს და არ შეესაბამება აღწერილ რჩევებს, თუმცა წარმოიდგინეთ, რომ წერილის სახელად ”სწორი სათაურის შერჩევის მეთოდი” ერქვას. დარწმუნებულები ხართ, რომ ამ ბმულზე ბევრი ადამიანი შემოვიდოდა? თუ კი ეს წერილი ბოლომდე ჩაიკითხეთ ეს იმას ნიშნავს, რომ შერჩეულმა სათაურმა გაამართლა.

4 thoughts on “2011 წლის იანვრიდან საქართველოში პროსტიტუცია ლეგალური გახდება

  1. lobzhanidze Post author

    სად?🙂
    თან ეს ხომ ისეთი პროდუქტის რეკლამა არაა, რომელიც კომერციულ სარგებელს გულისხმობს?🙂 თან პირველივე წინადადებაში ახსნილია, რომ სათაური სიმართლეს არ შეესაბამება🙂

    Reply
  2. Lord Vader

    ზოგი ჯერ პოსტს წერს და მერე სათაურს არგებს, მე კი
    ჯერ სათაურს ვიგონებს და მერე ვწერ პოსტს.
    ერთი 10-15 სათაური მაინც მექნება ახლა წინასწარ გამზადებული და ელოდებიან პოსტებს საწყლები.🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s