გართობა ქართულად, ანუ ვაჯაზებთ ბოლომდე (ნაწილი II)

ვაგრძელებ გუშინ დაწყებულ თემას, რომელიც თბილისში და არა მარტო თბილისში გართობის და დროს ტარების საშუალებებს ეხება. წინა პოსტში ჩვენ განვიხილეთ კლუბური ცხოვრება, ლაშქრობები, გამოფენები და ვიწრო წრეში შეკრებები, ამჯერად საუბარი მსგავს მაგრამ არა იდენტურ თემებზე გვექნება.

ხმაურიანი ფართები, ანუ პიანკები

ასეთი ტიპის ფართისთვის აუცილებელია ვინმეს კეთილი ნება ერთი
საღამოთი დათმოს საკუთარი სახლი, როგორც წესი ასეთებს ისეთი ტიპის ადამიანები თმობენ, რომლებსაც საკუთარი საცხოვრებელი არ ენანებათ და მზად არიან ბინა კეთილშობილური მიზნებისთვის დათმონ. მიუხედავად კეთილშობილობისა როგორც წესი ერთ კვირაში ეს კეთილი ჟესტი არავის ახსოვს და სახლი დაულაგებლად და ხშირ შემთხვევაში დაშავებულ მდგომარეობაში ბარდება მის პატრონს.
ასეთი ტიპის ფართებზე როგორც წესი გამოცდილი ტუსოვშიკები იკრიბებიან, რომლებისთვისაც ეს შეკრება ყოველდღიურ თუ არა ყოველკვირეულ მოვლენას მაინც წარმოადგენს. საერთოდ იმის გათვალისწინებით, რომ აქ ძალიან ხმამაღლაა მუსიკა ჩართული, ხალხი ჭაჭანებს და ყვირის გასაკვირია თუ როგორ უძლებს ადამიანების ნერვიული სისტემა ასეთ დატვირთვას. როგორც უკვე ითქვა აქ ჭაჭყანი და ყვირილი ჩვეული ამბავია, სასაუბრო თემა როგორც წესი აქ არ არსებობს, ქაუნთერზე და ძუძუებზე საუბარი მართლაც რომ გამოკლისი და გასაკვირი ამბავია. მუსიკა ისე ხმამაღლაა ჩართული, რომ ერთმანეთის არავის ესმის, ყველას ისღა დარჩენია ერთმანეთის სმას უყუროს. უმრავლესობას კოკა კოლიანი ჭიქა აქვს მომარჯვებული, რომელშიც პერიოდულად არაყს ამატებენ. ერთმანეთის შებმა აქ არ მოსულა, იმ მარტივი მიზეზით რომ უმრავლესობა ერთმანეთს წლობით იცნობს და ერთმანეთი მობეზრებული ჰყავს. გალეშვის შემდეგ ზოგიერთი სახლისკენ მიემართება და ღამის 4 საათზე ტაქსის ეძებს, ვისაც ამის ძალა არ შესწევს სადმე ადგილს პოულობს და იქვე თავსდება დასაძინებლად, თუ გაუმართა 4-5 კაცის მიერ დაკავებულ საწოლში მოთავსდება და ხვრინვასაც ამოუშვებს.

კიკეთი 2009, კიკეთი 2010… კიკეთი 2045

კიკეთი ამ შემთხვევაში პირობითადაა არჩეული და წარმოადგენს ისეთი სახის შეკრებებს რომლებსაც 1000 ადამიანზე მეტი ადამიანი ესწრება. 1000 – ზე მეტი ადამიანი ავტომატურად ზოოპარკს ემსავსება, აქ მოსული ადამიანები ინდივიდუალობას მოსვლისთანავე კარგავენ და ერთ დიდ მასას წარმოადენენ. მუსიკა ელექტრონული, კლუბური “დვიჟენიაა”, ამიტომაც დახურულ კლუბს და ამას შორის ბევრი მსავსებაა, როგორც წესი დინამიკთან მოცეკვავე და მძინარ ხალხს აქაც შეხვდებით. განსხვავება ისაა, რომ აქ როგორც წესი ბევრად უფრო მეტი ალკოჰოლს იღებენ და საკუთარ თავს ვერ აკონტროლებენ.
“ძიგ-ძიგი” დილამდე გრძელდება, ვინც ვერ ძლებს იქვე ბალახზე იძინებს, ის კი ვისაც ძალა ჯერ კიდევ შერჩენია, ინტერვიუს აძლევს და იძახის “მაგარია კიკეთი, მაგარი”. აქ ტუსოვშიკების გარდა ზოგჯერ ძველი ბიჭებიც არიან, ისინი აქ “მომცემ და თავისუფალ გოგოებს ეძებენ”, თუმცა ძირითადად არ უმართლებთ ხოლმე და ამიტომაც დილისკენ ვინმეს (განსაკუთრებით “პიდარასტებს” ან მათ მეგობრებს) უბაგუნებენ, მათვის ჩხუბიც საქმეა. ყველაფერი რომ მთავრდება კიკეთის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში იხსენებენ გართობის ამბავს.

არა ხმაურიანი ფართები, ანუ რას ვაკეთებ აქ?

ამ შემთხვევაში სიტუაცია ანალოგიურია ხმაურიანი პიანკებისა იმ გაგებით, რომ აქაც ვინმემ საკუთარი სახლი უნდა დათმოს, თუმცა ამ შემთხვევაში სახლისადმი მიყენებული ზარალი ბევრად ნაკლებია და ამიტომაც ასეთ ფართებზე სახლის პატრონები უფრო ადვილად თანხმდებიან. თუმცა, ასეთ ფართებზე როგორც წესი გამოუცდელი “ტუსოვშიკები” იკრიბებიან. რამდენიმე კაცია ხოლმე ორგანიზატორი, რამდენიმე საათით ადრე ისინი ურეკავენ საკუთარ ნაცნობებს და იწვევენ წვეულებაზე, თუ მამრების მოსვლა პრობლემასთნ არ არის დაკავშირებული ქალი უფრო რთულად თანხმდება ხოლმე, იმიტო რომ აქ სახლის, დროის და რიგი სხვა ფაქტორი მოქმედებს.
შეკრების შემდეგ, ყველანი სხედან და დაბალ ხმაზე მუსიკის ფონზე ერთმანეთს უცქერენ, ხშირად იწყენენ ხოლმე და ამიტომაც ვიღაც ჭკვიანი წამოიძახებს: “აუ რამე ვითამაშოთ” “რა?” – ეკითხება ვინმე სხვა. “არ ვიცი რამე.” მოკლედ ვიღაცა შემოთავაზებით შემოდის “მაფიოზობანა”, ვინმე სხვა იტყვის “მე არასდროს” და ა.შ. ბოლოს ვიღაცა იმასაც იტყვის “აუ ბარემ ბოთლი დავატრიალოთ” (თითქოს არ უნდოდეს) და მოკლედ ყველაფერი ისე მთავრდება, რომ არაფერი გამოდის, წვეულება თამაშის გარეშე მთავრდება.
ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება ასეთ ტიპის ფართიზე მოხდეს თავდავიწყებით ცეკვა ან სტრიპტიზია, ამასაც როგორც წესი კაცები თუ იკისრებენ. გოგოები იძაბებიან, იმიტომ რომ არაფერი დაულევიათ, კაცებს კი სადმე სხვაგან წასვლა სურთ, იმიტომ რომ დალიეს. კაცები აქ გოგოების შებმას ვერ ბედავენ, იმიტომ რომ გოგოები ამის საბაბს არ აძლევენ და საბოლოოდ სადღაც თორმეტისთვის ან მაქსიმუმ პირველისთვის (დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ) სახლისკენ მიემართებიან. გოგოები მიდიან და რჩებიან მხოლოდ მამრები, რომლებიც ოხრავენ იმაზე რომ არაფერი ნორმალური ამ ფართის შედეგად არ გამოვიდა, თუმცა იმედს არ კარგავენ და იმას ამბობენ, რომ მომავალში აუცილებლად მოაწყობენ ღირსეულ წვეულებას.

2 thoughts on “გართობა ქართულად, ანუ ვაჯაზებთ ბოლომდე (ნაწილი II)

  1. Zurriuss

    გართობა ქართულად – “Caaasta..” ბრავოოოოოოო! ბიიიიიიიიიის! ტაში! ტუში!… გაოცებული და ტუჩზე ბგერაშეყინული სოპრანო… “Diiiva”🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s