ამბავი ბევრი ამბისა

“If every leaf on every tree could tell a story that would be a miracle”

– Queen-


მუზეუმს, რომ ვწვეულობთ ბევრ სხვადასხვა სახის საგანს ვხვდებით ხოლმე, ეთნოგრაფიული მუზეუმის შემთხვევაში ნივთებს გარკვეული ისტორია მოჰყვება, ის თუ რისთვის გამოიყენებოდა ესა თუ ის საგანი და რა მიზნებისთვის იყენებდა მას ესა თუ ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. თუ საგანს ისტორია არ გააჩნია, მას არც ის საინტერესოა ამბავი აქვს, რომელიც ჩვენს ინტერესს იწვევს. რა ფასი აქვს რამე ნივთს თუ მას არაფერი აქვს ჩვენთვის მოსაყოლი? პრაქტიკულად არანაირი.   ფერწერული შედევრების შემთხვევაში განა არ გააჩნია კონკრეტულ ქმნილებას სხვა დატვირთვა გარდა შესანიშნავი ტექნიკისა და ოსტატობისა? ეს ასე რომ ყოფილიყო კოპიოებსაც არავინ დაიწუნებდა.

ამბის მოყოლა ყველას უყვარს, ყველას გააჩნია საკუთარი ისტორია და ყველაზე ნაკლები ერთი ამბავი მაინც რომელიც სურს სხვას გადასცეს და მოუყვეს. აი, რამდენად მზადაა ყველამ მოუსმინოს სხვების ამბავს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.  ფილმში ”მებრძოლთა კლუბი” ერთ-ერთი პერსონაჟი იმაზე საუბრობს, რომ როდესაც კვდები ყველა გისმენს, წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ ვთქვათ სრულიად ჯანმრთელი ხარ) სხვები იმას ელოდებიან, რომ საუბარი დაასრულოთ, რომ სხვას ჰქონდეს საკუთარი ამბის მოყოლის საშუალება.

ადამიანი, რომელსაც მოსმენის კულტურა ნამდვილად გააჩნდა სულთანი შახრიარი იყო, რომელსაც ყოველ ღამე ზღაპრებს, ანუ გარკვეულწილად ისტორიებს და ამბებს შახერეზადა უყვებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ამბები იმდენად საინტერესო იყო, რომ სიცოცხლე გაუხანგრძლივა, აქედან გამომდინარეობს რომ ამბების მოსმენა ყველას სურს. ეს ის
არა მატერიალური კვებაა, რომლელსაც ყოველი ჩვენთაგანი იღებს, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. არავის დააინტერესებდა ადამიანი, რომელსაც არაფერი აქვს მოსაყოლი, ის იმ ნივთს დაემსგავსებოდა, რომელსაც არანაირი ფასეულობა და ისტორია არ გააჩნია.

პაოლო კოელიო საკუთარ ბლოგში მოგზაურებს რჩევებს აძლევს. ერთ-ერთი ასეთი იმაში მდგომარეობს, რომ მოგზაურმა რომელიც უცხო ქალაქში იმის მაგივრად რომ მუზეუმს ეწვიოს უნდა მოინახულოს ტურისტებისთვის უცნობი ქალაქი. ჩემი აზრით მოგზაური ამ შემთხვევაში ბევრ ადამიანს, ქუჩას ან ნივთს წააწყდებდა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და რომელსაც ამბის მოყოლა შეუძლია, მუზეუმში კი თქვენ შევხვდებით იმას რაც დიდი ხანია მოკვდა და ახალს ვერაფერს გეტყვით. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ისტორია არ გააჩნია, გააჩნია, მაგრამ იგივე ისტორია და ბევრად მეტი თქვენ ცოცხალ გარემოში შეგიძლიათ იხილოთ, იმ ნივთების საშუალებით, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობენ და ყოველ დღე ახალ ამბავს უკავშირდებიან.

ერთხელ ელენე ახვლედიანის სახლმუზეუმზე რადიო სიუჟეტს ვაკეთებდი. სახლმუზეუმში ყოფნისას ერთ საინტერესო დეტალს წავაწყდი, კერძოდ კი სათვალეებს, რომელსაც ელენე ახვლედიანი იკეთებდა, საქმე ისაა, რომ ეს სათვალე დამტვრეული იყო, მაგრამ ცნობილი
მხატვარი მაინც განაგრძობდა მათ ხმარებას. როდესაც მე და ჩემმა კოლეგამ რეპორტაჟის სცენარი დავწერეთ, ჩემს ამერიკელ რედაქტორს გაუკვირდა: ”თუ სათვალე დამტვრეული იყო, ესეიგი ვერ იყენებდა? ესეიგი სხვა იყიდა, არა?”. ბოლოს და ბოლოს ტექსტიდან ეს მონაკვეთი ამოგვაღებინა.  ის ვერ მიხვდა, რომ შეიძლებოდა დამტვრეული  სათვალის ხმარება და ვერც იმას მიხვდა, რომ ეს დეტალი სიუჟეტს აცოცხლებდა და უფრო საინტერესოს ხდიდა მსმენელისთვის.

გავაგრძელოთ  ნივთებზე საუბარი. ლონდონში ყოფნისას, ტეიტის მუზეუმს ვეწვიე, რამდენიმე საათიანი დათვარიელების შემდეგ მე და ჩემი ახლადგაცნობილ კანადელ მეგობარმა მუზეუმიდან გამოსვლა და წმინდა პეტრეს ტაძრის დათვარიელება გადავწყვიტეთ, ამისათვის მეორე ქუჩაზე გადასვლა გვიწევდა. ეს ქუჩა ტეიტს ხიდით უერთდებოდა. ხიდზე გადასვლისას ჩემს ფოტოაპარატს ლინზების თავსახური მოძვრა და ქარმა წაიღო . მიუხედავად იმისა, რომ მე თავსახურის გადარჩენას ვცდილობდი ვერაფერს გავხდი და ისიც ტემზაში გადაეშვა. ჩემმა მეგობარმა მწუხარე სახით გამომხედა და სინანული გამოთქვა მომხდარის გამო. თავიდან მეც მეწყინა, თუმცა მოგვიანებით გამეღიმა და ვუთხარი: ”არაუშავს, ახლა ჩემს ფოტოაპარატს ისტორია გააჩნია, მას ამბის მოყოლა შეუძლია.” ამიტომაც, ყოველთვის როდესაც ვინმე ჩემს ფოტოაპარატს ხედავს და მასზე თავსახურს ვერ აღმოაჩენს მე ამ ისტორიას ვუყვები, რომელიც ჩემს მეხსიერებაში იმ დღეს უფრო  მეტად აცოცხლებს ვიდრე იგივე ტეიტი. თქვენ რას მომიყვებით?

2 thoughts on “ამბავი ბევრი ამბისა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s