გართობა ქართულად, ანუ ვაჯაზებთ ბოლომდე (ნაწილი III)

ამ თემაზე მესამე ნაწილის დაწერას თავდაპირველად არ ვაპირებდი, მაგრამ მკითხველის მოთხოვნილებამ და კიდევ რამდენიმე იდეამ გადამეწყვეტინა სიკველი დამესრულებინა. ამ შემთხვევაში ჩვენ გართობის კიდევ რამდენიმე საინტერესო სახეობაზე გვექნება, ასე რომ შევუდგეთ საქმეს.

ხინკლის წვენს ამოფარებული ქართველი მამაკაცის ვნება

სახინკლეში წასვლა ქართულ რეალობაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მოვლენას წარმოადგნეს, როდესაც ადამიანთა ჯგუფს რამე სხვა იდეა არ გააჩნია და სხვაგან არსად წაესვლება ყველაზე მარტივი გამოსავალი დროის გასატარებლად და მუცლების ამოსავსებად სწორედ რომ სახინკლეა. სახინკლეების რაოდენობაც ჩვენს ქალაქში დიდია და მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილება ასეთ ადგილებზე მაღალია დღის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენ მაინც მოახერხებთ იპოვოთ რამე.

ერთ ჩემ მეგობარს ძალიან საინტერესო თეორია გააჩნდა სახინკლეებზე და სექსზე, დიახ, დიახ, თითქოს რა კავშირში არის ეს ორი ცნება, მაგრამ თურმე არის. მოკლედ ეს ჩემი მეგობარი თვლიდა, რომ საქართველოში სექსი არ არსებობს და ამ ყველაფრის მიზეზი სახინკლეა. ის ამტკიცებდა, რომ სექსის მაგივრობას ქართველ მამაკაცებს ხინკალი უწევს, იმიტომ რომ როდესაც ხინკალს ჭამ ნება უნებლიედ გიწევს მასთან “ზასაობა,” წვენის ამოწოვა და ვნებიანად ჭამა.

თუმცა, სანამ სექს შეუდგებოდეთ ოფიციანტთან გასაუბრება მოგიწევთ. არსებობს გამონაკლისები, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში თქვენთან მოსული ოფიციანტი დაღლილი და ინდიფირენტული სახით გიყურებთ, თან კალამი და ბლოკნოტი აქვს მომარჯვებული, თქვენ ცდილობთ გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ ამასობაში მიმტანს მოთმინება ეკარგება და გეუბნებათ: “მალე შეუკვეთავთ?”, თქვენც ამშვიდებთ, მაგრამ ვერაფერს გადიხართ, ის მაინც ნერვიულობს და იმის მერეც კი არ წყნარდება რაც შეკვეთას მისცემთ. თქვენ გაკვირვებას იძლევით, თუ რატომაა ეს ოფიციანტი ასეთი უკმაყოფილო, მაგრამ წყენა მას შემდეგ გავიწყდებათ რაც ცხელ-ცხელი და ფაშფაშა ხინკალი მოაქვთ. ყველა კმაყოფილია – “საზასაოდ” ყველაფერი მზადაა.

შარდენი, ერეკლე II, ანუ ყველა პოდიუმზეც გავიარე

სანამ თქვენ და თქვენი მეგობრები დასასხდომ ადგილს იპოვიდეთ ამ ქუჩებზე განლაგებულ კაფეებს შორის გრძელი გზა გაქვთ გასავლელი, თქვენს ირგვლივ მსხდომი ხალხი აუცილებლად აგათვარიელებ – ჩაგათვარიელებთ, შეიძლება იმდენად ინტერესის გამო კი არა, არამედ იმიტომ რომ ასე ზიან და მზერას სხვა ადგილს ფიზიკურად ვერ მიაპყრობენ. თქვენც თავი მოდელად მიგაჩნიათ და ცდილობთ რაც შეიძლება სწორად და უშეცდომოდ გაიაროთ, თან იმას იხსენებთ რამდენად შეესაბამება დღეს ჩაცმული ტანსაცმელი არსებულ გარემოს.
ბოლოს და ბოლოს დასასხდომ ადგილს იპოვით, მენიუს უყურებთ და იმის მერე რაც აღმოაჩენთ რომ კოქტეილი სამი ტრილიონი ლარი ღირს არჩევანს ჩაიზე აჩერებთ ან რამე ქართულ ლუდზე (თუ რა თქმა უნდა ასეთს მენიუში აღმოაჩენთ).

ერთ ჩემს მეგობარს რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ ერთ_ერთ ასეთ ადგილას, გოგოს დაპატიჟება გადაუწყვეტია  თუმცა ჯიბეში გამოუცდელობის გამო მხოლოდ 10 ლარი ედო. ამის მიუხედავად მან ორი ჩაის გარდა გალუაზი შეუკვეთა, შედეგად ანგარიში ბევრად აღემატებოდა მის ბიუჯეტს. უხერხული მდგომარეობიდან მისმა მეგობარ გოგომ გამოიყვანა.

იმის მიუხედავად რომ ბარის მფლობელებმა კოქტეილს ფასად სამი ტრილიონი ლარი დაადეს, ოფიციანტების გაწვრთნაში როგორც ჩანს 20 თეთრიც არ დაუხარჯავთ. იმ შემთხვევეში თუ თქვენ ლუდი შეუკვეთეთ მისთვის ბრძოლა მოგიწევთ, არავითარ შემთხვევაში არ აუშვათ ბოთლს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუწვრთნელი ოფიციანტი ვაჟას არწივივით მოგვარდებათ და თქვენ კუთვნილ ბოთლსაც წაიღებს.

ჯაზში მხოლოდ ვაჟიშვილები არიან, ანუ ე.წ. “მალჩიშნიკი”

როგორც წესი ასეთი ტიპის შეკრებები თბილისში შეგნებულად არ იმართება, ყველაფერი სპონტანურად ხდება,  თქვენ და სხვებიც თითქოს ჩვეულებრივ ფართიზე მიდიხართ სადაც გოგოების რაოდენობა ყველაზე ნაკლები მამრების რაოდენობის ანალოგიური უნდა იყოს, თუმცა აი, თქვენ ადგილზე ხართ და მამაკაცების გარდა ვერავის ხედავთ. ვერც სხვა მამაკაცები ხედავენ სხვა ვინმეს თქვენს და სხვა მამაკაცების გარდა, არადა რა კარგი იქნებოდა ქალი. მოკლედ ყველაფერი იმაზე მიუთითებს რომ თქვენ “მალჩიშნიკზე” მოხვდით, სვამთ, უხამსად ხუმრობთ და იმაზე ოხრავთ თუ რაოდენ კარგი იქნებოდა ერთი ქალი მაინც.

“არა, სულ რომ არაფერი უბრალოდ ქალს, რომ შეხედო სხვა შეგრძნებაა” – იძახის ვიღაც ჭკვიანი. “ხო, მართალია” – პასუხობს და აგრძელებს მეორე. “მაგრამ “მალჩიშნიკსაც” თავისი მუღამი აქვს”. რა თქმა უნდა, მაგრამ რატომღაც ოდნავ მოგვიანებით ყველა ისტერიულად ცდილობს მობილურის წიგნაკში გოგოს ნომერი აღმოაჩინოს. “არა, ეს არ წამოვა” – იძახის ერთი. “რატომ?” – ეკითხება მეორე. “შენ მაინც სცადე, რას კარგავ?” – აგუალიანებს მესამე. ბოლოს და ბოლოს ისიც რეკავს, არაფერს კარგავს, მაგრამ სამწუხაროდ ის გოგო არ მოდის, იმიტომ რომ გვიანია უკვე. ასეთი  ტიპის ოპერაციას სხვებიც ახორციელებენ, მაგრამ უშედეგოდ. ირგვლივ მხოლოდ კაცები არიან და თქვენ ისღა დაგრჩენიათ სიტუაციას შეეგუოდ და მაქსიმალურად გაერთოთ, ყველა სვამს და უხამსი ისტორიების მოყოლას აგრძელებს.

5 thoughts on “გართობა ქართულად, ანუ ვაჯაზებთ ბოლომდე (ნაწილი III)

  1. ეთუსიკ

    ეგ შენი მეგობარი ორიგინალურობით ვერ დაიკვეხნის, რადგან ხინკლის ზასაობასთან შედარება უკვე ერთგვარი კლიშეა :)) ჩემი ერთი მეგობარი კი ამბობდა: გოგო ხინკლის ჭამას ,,მშრალად” თუ ახერხებს, ესე იგი კარგად ზასაობსო😀

    ,,იმის მიუხედავად რომ ბარის მფლობელებმა კოქტეილს ფასად სამი ტრილიონი ლარი დაადეს, ოფიციანტების გაწვრთნაში როგორც ჩანს 20 თეთრიც არ დაუხარჯავთ. იმ შემთხვევეში თუ თქვენ ლუდი შეუკვეთეთ მისთვის ბრძოლა მოგიწევთ, არავითარ შემთხვევაში არ აუშვათ ბოთლს ხელი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუწვრთნელი ოფიციანტი ვაჟას არწივივით მოგვარდებათ და თქვენ კუთვნილ ბოთლსაც წაიღებს.” – ამ ნაწილზე მაგრად ვიცინე. აი მეც სანამ გამოუცდელი პროვინციელი გოგო ვიყავი, მომდიოდა ეგეთი შეცდომები. მაგრამ მერე ვისწავლე ჭკუა😉

    ისტორია თემაზე: ერეკლე მეორეზე კაფე ,,19″ ახალი გახსნილი იყო, მე და ჩემი მეგობარი შევდივართ. ნუ კატასტროფული ფასებია, მე უკვე ხმამაღლა ვაპროტესტებ. ჩემმა მეგობარმა რარაც ეგზოტიკური სახელი შეარჩია მენიუში, რომლიც დაახლოებით 20 ლარი ღირდა, და აღმოჩნდა ანანასის ქერქში ჩაგდებული ორიოდ სხვა სახეობის ხილი.

    მე ნალექიანი ყავა ვარჩიე, მაინც ბათუმელობამ სძლია ეგზოტიკურობას. ერთი ფინჯანი სადღაც 6 ლარი ღირდა, ხოდა კი შევუკვეთე მაგრამ თან ვწუწუნებ რა ძვირია, ნეტავ ვარგოდეს მაინც და რას ხედავს ჩემი თვალები: ზედ ჩემს ცხვირწინ, ბართან, ,,მინუტკა”–ში (ბათუმში ასე ვეძახით და თბილისური შესატყვისი ქე არ ვიცი, ელექტრო–მადუღარა როა ყავისთვის, აი იმენნა დენის გემო რო აქვს მერე ყავას) არ დუღდება ყავა???? მეთქი, უკაცრავად და ეგ ჩემი ყავაა??? კიო, არ შედრკა ბარმენი.

    ნუ ეგებ თქვენ ვერ ხვდებით ჩემი აღშფოთების არსს, მაგრამ ნებისმიერი ყავის მოყვარული ბათუმელი გამიგებდა ამდენი წერის გარეშეც :))

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ეთუსიკ, კი მინუტკაა, მინუტკა, ყოველშემთხვევაში მე ასე ვეძახდი მთელი ცხოვრება, თუმცა ბარებში და რესტორნებში რას ეძახიან არ ვიცი. შეიძლება რაღაც ორინალური სახელი ერქვას🙂

    Reply
  3. nikusha_marx

    რაც ყველაზე მეტად მიყვარს შენს პოსტებში და რაც სხვასთანა რ არის ხოლმე ეს როგორც რუსები იტვყიან ზდაროვაია დოლია სამოკრიტიკია🙂

    Reply
  4. lobzhanidze Post author

    საკუთარი თავისადმი მიმართული ირონია ყველაზე სახალისოა ხოლმე🙂 კარგია თუ ჩემს პოსტებში თვიკრიტიკას ხედავ, იმედია სხვებიც დაინახავენ🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s