რატომ არ მიყვარს გლამური

“Вечер без любви, утро без обиды”

– Тату-

მე-19 საუკუნეში სიტყვა გლამური შელოცვას, აღნიშნავდა, რომლის შედეგადაც ადამიანს არწმუნებდნენ რომ ესა თუ ის ინდივიდი ან ნივთი ლამაზად გამოიყურება. დღესდღეობით ეს სიტყვა გულისხმობს არარეალურ და არაბუნებრივ სილამაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჰაიდი ლამარი გლამურის თვალსაჩინო წარმომადგენლად და ვარსკვლავად ითვლებოდა მან შემდეგნაირი ფრაზა წარმოთქვა: “ყველა გოგოს შეუძლია გლამურულად გამოიყურებოდეს, ერთადერთი რაც მას მოეთხოვება – იდგეს გაუნძრევლად და სახის შტერული გამომეტყველება მიიღოს.”

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ჩემი ფეისბუქ მეგობრის გვერდზე ფოტო ალბომს ვათვარიელებდი, რომელიც საქართველოში გამართულ ერთ გლამურულ წვეულებას ეძღვნებოდა. ალბომი 100-ზე მეტ სურათს მოიცავდა, ამის მიუხედავად სადღაც მე-20 სურათის დათვარიელების შემდეგ მომწყინდა და მეც სხვა საქმით დავკავდი. მართალია დათვარიელება შევწყვიტე, მაგრამ გონებაში ნამდვილად ჩამრჩა და ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა. საქმე ისაა, რომ ასეთი ტიპის წვეულებები საქართველოში და არა მარტო საქართველოში ხშირად ეწყობა ხოლმე, რამდენიმე ასეთზე ნამყოფიც კი ვარ, მაგრამ სიყალბის და არარეალურის შეგრძნების გარდა ასეთ შემთხვევებში ვერაფერს განვიცდი.

რატომღაც გლამური და თუნდაც ეგეთი ტიპის სურათები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენს წინაპრების მიერ გადაღებულ სურათებს მაგონებს. ყველას გექნებათ ნანახი ასეთი სურათები – მთელი ოჯახოი სამეზობლო ან თუნდაც სანათესაო საგანგებოდ ემზადებოდა ამ მოვლენისთვის, ყველა სადმე სხდებოდა და სურათის გადაღებას ელოდებოდა. ცხადია ასეთი სურათები გარდა იმისა რომ ეს ადამიანები არსებობდნენ არაფერს გვეუბოდნენ მათ ხასიათზე, ემოციურ მდგომარეობაზე და ა.შ. ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას გლამური ასეთი ტიპის სურათებს შევადარო.

როგორც ჩანს სიტყვა გლამურმა პირვანდელი მნიშვნელობა ბოლომდე არ დაკარგა და დღესაც აგრძელებს თვალებში ნაცრის შეყრას. გლამური “ფშიკია”, რომელიც ადამიანებს აბრმავებს და სილამაზეზე ყალბ წარმოდგენას უქმნის. წარმოუდგენელია ყოველ დღიურ ცხოვრებაში ხვდებოდე გლამურს, ეს ხომ წინასწარ დადგმული სპექტაკლია, სადაც ქალები უნაკლოები არიან, კაცები განსაკუთრებით ელეგანტურები, გარემო კი წარმოუდგენლად მდიდრული და ლამაზი. სწორედ ამიტომ არის გლამური ყალბი, არარეალური და მიუხედავად იმისა რომ მას ნაკლი არ მოეძებნება ის მაინც საშინლად არაბუნერივია.

არსებობს კაცების დიდი რაოდენობა რომელიც ოცნებობს ქალზე ჟურნალის გარეკანიდან, რომლის პროპორციებიც 90-60-90 – ის შესაბამისია. ქალი – ოცნება, მშვენიერება პირდაპირი გაგებით. თუმცა, განა ასეთი უნდა იყოს ლამაზი ქალი? თუ ის ქალი რომელსაც არ აქვს იდეალური პროპორციები და მოდის კარნახით არ არის “შექმნილი” უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს? გლამური და მასს მოდა აყალიბებს ჩვენს წარმოდგენას სილამაზეზე, ყოველდღიურად გვახსენებს რა არის ლამაზი და როგორი უნდა იყოს გარემო ჩვენს ირგვლივ. თუმცა გლამურის შემქნელებს ავიწყდებათ რომ სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ იდეალური არ არის, რომ მარწყვი რომელსაც იდეალური ფორმები აქვს და ხელოვნურად არის შექმნილი ხშირ შემთხვევაში უფრო უგემურია ვიდრე უფორმო ხილი, რომელსაც უბრალო გლეხები კრეფენ.

მიუხედავად სიყალბისა გლამური არსებობს, უამრავ ადამიანს იზიდავს, უქმნის არარელურ წარმოდგენას სილამაზეზე, ის ხომ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა, მიუხედავად არაპრაქტიკულობისა უამრავ ადამიანს სურს მოხვდეს გლამურის წვეულებაზე და ისე გამოიყურებოდეს როგორც მას ტელევიზორში აჩვენებენ. თუმცა ვინ იცის, იქნებ გავიდეს 100 – 200 წელი და გლამურულ როგორც რუდიმენტი დავიწყებას მიეცეს და ჩვენი წინაპრების ფოტოსურათების მსგავსად მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტად იქცეს, რომელიც კაცობრიობის შთმომავლობას მასში მონაწილეებზე არაფრის მომცემ წარმოდგენას შეუქმნის.

6 thoughts on “რატომ არ მიყვარს გლამური

  1. nastasia

    გლამური რომ დავიწყებას მიეცეს, ჯერ სნობიზმი უნდა მოკვდეს, მერე ოდრი ჰეპბერნი ადგეს და თქვას, ყველაფერი ეგრე არ არის, თქვენ რო გგონიათო :დ

    კი არადა, გლამური ჩვეულებრივი სუროგატია, რომელსაც საკვებად იყენებენ და შენი პოსტები სიამოვნებით მეკითხვინება🙂

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ნასტასია, მადლობა დადებითი შეფასებისთვის. ალბათ მართალი ხარ. უბრალოდ, იმას დავამატებდი, რომ იმ ხალხის მიკვირს ვისაც გლამური უყვარს და სურს მისი ნაწილი იყოს.🙂

    Reply
  3. pasumonok

    moda–es aris industria, iseve rogorc holywood-i. mas tavisi kanonebi akvs da garkveul produkts kmnis. sinamdvileshi, kvelaferi ikidebam, mag silamazis standartebi ki produktis standartebia. ai rogorc ISO-s akvs standartebi, xo ici? xoda, chven gvatenian amis kidvas, meti araferi. aramgonia glamurshi amaze grma rame idos.

    Reply
  4. etusik

    დათო, შენს პოსტს რაც შეეხება :)) ერთხელ ამ თემაზე ვლაპარაკობდით, და ეხლა გამახსენდა რომ ბლოგზე მიწერია მაგ თემაზე,ა აღნიშნე შენ. ის 100ფოტოანია ალბომიც ვიცანი რავა ვთქვა და😀😀😀

    ისტორიულ დოკუმენტად დარჩებაო ისე ამბობ, თითქოს ეს გლამურული წვეულებები ამ საუკუნეში მოიგონეს :)) თუკი ეგ ისტორიას ჩაბარდება, რაღაცა ახალი ჩაანაცვლებს და ეს სრულიად ლოგიკურია. ადრე იყო ბალები, ეხლა არის კლუბური ფართები :)) ეგ სულ იყო და სულ იქნება, და ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, შენს შეხედულებას ვიზიარებ: იგივე მემართება იმ 100 ფოტოიანი ალბომებს რო მოვკრავ თვალს, ამდენ ლამაზ და გადაპრანჭულ ადამიანში მაინც რომ არ მიგიზიდავს არცერთი. ვიღაცეებს ეგ არ გვიზიდავს, ვიღაცეებისთვის კი ეგ მთელი ცხოვრებაა😉😉😉

    იდეალური ფორმების მარწყვთან შედარება მომეწონა!!! ისე, იცი რა მაღიზიანებს განსაკუთრებულად? ირგვლივ მმაკაცები როცა ამტკიცებენ, რომ მაკიაჟს ბუნებრიობა სჯობია და ეს ტყუილია თუ რაღაც ეგეთი :)) იგვლივ გოგონებში ძალიან ბევრ ნაკს რომ ხედავენ და ამ ჟურნალების ქალებს შეტრფიან😉 თითქოს იქედან თვით ბუნბებრიობა იმზირებოდეს. მონიკა ბელუჩის smokey eyes სექსუალურია, მაგრამ გვერდით მყოფ გოგონას ,,შპაკლი ადევს”🙂

    ხოდა იმას ვამბობდი, რომ იდეალურისკენ სწრაფვა მაინც არაა დიდი ნაკლი. მაკიაჟით შეასწორებ რაიმეს თუ ტანსაცმლით საუკეთესოს უფრო წარმოაჩენ – საბოლოო ჯამში ყველანი ვცდილობთ რაღაც დოზით, რომ უკეთესად გამოვიყურებოდეთ. და მე ვთვლი, რომ ეს კულტურაა. ანუ, ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის მოვლის კულტურა, მე ეს მომწონს და ყველას მოსწონს. კაცებსაც მოსწონთ, უბრალოდ ვერ ხვდებიან რა მოსწონთ😀 ამიტომ სინამდვილეში მაკიაჟირებულ გოგოს უფრო მეტ ყურადღებას აცევენ, ვიდრე უმაკიაჟოს.

    ძაან გადავუარე თემებს და დამავიწყდა რის თქმა მინდოდა. დასკვნის სახით კი დავძენ, რომ ჟურნალის გარეკანზე არაბუნებრიობა დასაშვებია მაინც, ნუ ეგეთ ფოტოებს მივეჩვიეთ და იმიტომ. აბა წარმოიდგინე ჟურნალის გარეკანიდან თვალებამოღამებული და ულვაშებიანი, გატყლარწულ მაიაკაში გამოწყობილი და წელში რკალივით მოხრილი მონიკა ბელუჩი რომ გიმზერდეს?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s