თბილისის 5 ყველაზე ცუდი არქიტექტურული ნაგებობა

მას შემდეგ რაც საჭოთა კავშირი დაიშალა თითქმის 20 წელი გავიდა, ამის , მიუხედავად თბილისს ან თუნდაც საქართველოს არქიტექტურის მხრივ ძალიან ცოტა რამ თუ შეემატა. მართალია ქალაქის არქიტექტორები იშვიათად გვახარებენ სიახლეებიც, მაგრამ მაინც ახერხებენ გამორჩეული ”ხიბლი” შემატონ ჩვენს სამშობლოს, ნაგებობის უმეტესობა ამ შემთხვევაში სიმახინჯის უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ამ პოსტში მე მინდა 5 ყველაზე წარუმატებელი არქიტექტურული ან თუნდაც უბრალოდ ძეგლის შესახებ ვისაუბრო. მოკლედ, ხუთეული შემდეგნაირად გამოუყურება:

5. დავით აღმაშენებლის ძეგლი

გახსოვთ ”დარდუბალა?” მოკლედ, სანამ ”დარდუბალას” ერთ სერიას ვიხილავდი,
რომელშიც ამ ძეგლზე იყო საუბარი დავით აღმაშენებელს სულ სხვა ადამიანს ვამსგავსებდი. აღმოჩნდა, რომ სერიის შემქნელები ანალოგიურად ფიქრობდნენ, რადგანაც ერთ-ერთ ეპიზოდში როდესაც ბატონი ედუარდი, ბატონი გუბაზი და ბატონი ზაზა წარსულში ბრუნდებიან დავით აღმაშენებლი (ნამდვილი და არა ძეგლზე გამოსახული) ეუბნება: ”ეს თქვენ ხართ? წიკლაურის ძეგლი რომ დადგით და თითქოს მე ვიყო?” მოკლედ, ზედმეტად მიმაჩნია იმაზე საუბარი თუ როგორ განრისხდა ბატონი მეფე და ჩვენს თანამედროვეებსაც გამოეკიდა. საერთოდ ამ ძეგლს საკმაოდ ბოშური ისტორია გააჩნია, იმის მერე რაც საწყალი წიკლაური თუ აღმაშენებელი რესპუბლიკის (მაშინ ჯერ კიდევ რესპუბლიკის) მოედანზე იდგა, ვიღაცამ გადაწყვიტა რომ ეს ადგილი საშინლად არ უხდება და ამიტომაც აღნიშნულ ძეგლს ადგილი დიღმის ტრასაზე მიუჩინა. ამის მერე, მთავარი პერსონაჟი არა აღმაშენებელი ან წიკლაური აღმოჩნდა, არამედ ცხენი, უფრო სწორედ ამ ცხენის ბოდიში ტერმინოლოგიისთვის და ”ყვერები” გახდა, რომლებიც ასე კარგად ამშვენებენ თბილის ქალაქის შემოსასვლელს.

4. პრეზიდენტის რეზიდენცია


ამ შენობას რაიხსტაგს ამსგავსებენ. სიმართლე გითხრათ ბერლინში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სურათებით თუ ვიმსჯელებთ ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილადაა. თან მგონია, რომ რაიხსტაგი უფრო ავტენტურია და თან ისტორიულ თუ ლანდშაფტურ გარემოს უფრო უხდება, მიუხედავად რომ რაიხსტაგს ჩვენის მსგავსად გალავანი კვერცხისებური ფორმის აქვს. მოკლედ, ეს უზარმაზარი შენობა ზევიდან გადმოჰყურებს ძველ თბილისს და ახსენებს რომ მანდ პრეზიდენტი ცხოვრობს,  მანც მცხოვრები ხალხი ან გამვლელები კი ამაზე ხშირად თავს აქნევენ და ყველაზე კარგ შემთხვევაში შემდეგ ფრაზას იძახიან: ”რაში იხარჯება ფული, ნწ ნწ ნწ.”

3. წმინდა გიორგის ძეგლი

ამაზე თავდაპირველად მორწმუნე მართმადიდებლმა აიმაღლეს ხმა: ”სად ყოფილა არს აქამომდე ჩვენ სკულპტურის სახით გამოგვესახოსო წმინდანიო.” პირადად მე ამ საქმის
არაფერი გამეგება, მაგრამ მხოლოდ სუბიექტურად და შეიარაღებული თვალით რომ შევხედოთ მას მივხვდებით, რომ ის სახელოვანი წერეთლის კიდევ ერთი უგემოვნო ნამუშევარია. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ ეს ძეგლი მოედნის არცერთი კუთხიდან არ ჩანს ნორმალურად, ეს განსაკუთრებით მაშინ არის შესამჩნევი როდესაც ავტომანქანაში ან თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი ხართ. განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ძეგლის ფერია, რომელიც პირადად მე ”პაძელკა” (”პაძელკა” და არა ყალბი) ოქროს მაგონებს.

2. მშვიდობის ხიდი

ქართველი ხალხი მართლა ბრძენი ყოფილა, ამის საბაბს პრაქტიკულად ხიდის გახსნის თანავე შერქმეული ზედმესახელია. ”ოლვეის ულტრა” – სწორედ ასე მოიხსენიებენ ხალხში აღნიშნულ არქიტექტურულს ნიმუშს. არადა, თითქოს თანამედროვეა, ფუტურისტული და ა.შ. საქმე ისაა, რომ ასეთი ხიდი სადმე სხვა
ადგილას რომ დაედგათ შეიძლება ასეთი რეაქცია არ მოჰყოლოდა, მაგრამ ძველი თბილისი და ეს ხიდი ისევე უხდებიან ერთმანეთს როგორც ესკიმოსი და ნაომი კემპბელი.  სხვა საკითხი სუფთა პრაქტიკული დანიშნულებაა, რომელიც ამ ხიდს პრაქტიკულად არ გააჩნია. სულ რამდენიმე ასეულ მეტრში (ორივე მხრიდან) ხიდია განლაგებული, რომლითაც ქალაქ თბილისის მცხოვრები აქტიურად სარგებლობენ და ”ოლვეის ულტრას” ძალიან იშვიათად თუ სტუმრობენ.

1. მემორიალი (ობელისკი) გმირთა მოედანზე

ეს იშვიათი არქიტექტურული ნიმუში ალბათ სხვა ქალაქის ანალოგიურ სიაშიც დაიკავებდა ლიდერის პოზიციას.  ჯერ არ მინახავს ადამიანი რომელსაც ეს ნაგებობა მოსწონდეს, ძალიან
რთულია რამეს შეადარო. თავიდან, ღამით რომ ვნახე და სასწაულ ფერებში ანათებდა ვიფიქრე, რომ მანდ ბეტმენი ცხოვრობს და თბილისი თბილისი კი არადა, გოტამ სითია, მაგრამ დღისით ეჭვი შემეპარა, იმიტომ რომ დღისით მაინც განსაკუთრებულია და ანალოგიის მოძებნა რთულია. თითქოს ჟანგიანი, თითქოს დაუსრულებელი, თითქოს… არ ვიცი. მოკლედ ამ ნაგებობგას ვერანაირი სიტყვები ვერ აღწერენ, ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ.

11 thoughts on “თბილისის 5 ყველაზე ცუდი არქიტექტურული ნაგებობა

  1. ninuca

    აბსოლიტურად გეთანხმები ხუთივეს შემთხვევაში და მეექვსედ ივანიშვილის კოსმოსკურ ხომალდსაც დავამატებდი

    Reply
  2. nestan

    მიხარია, რომ ბოლო ხანებში ხშირად ხდება ჩვენი გარემოსა და არქიტექტურის შეფასება. ყოჩაღ!

    Reply
  3. Etusik

    თანმიმდევრობა არასწორია :)) მე მეხუთეს მივანიჭებდი პირველ ადგილს :))
    დაუსრულებელი უფრო რბილად ჟღესრ, აი ,,ნიდაძელანი” ვიდი აქვს🙂

    Reply
  4. Etusik

    უი რაა დებილი ვარ :)) ნუმერაცია ბოლოდან ყოფილა :))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s