რას ფიქრობდა ძველი ბიჭი ჯონი კეიჯის ”4:33” -ს რომ უსმენდა

შეგახსენებთ რომ ”4:33” ჯონი კეიჯის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კომპოზოციაა.
საქმე ისაა, რომ ამ კომპოზიციაში მონაწილე მუსიკოსები საერთოდ არ უკრავენ და ჩუმად სხედან ოთხნახევარ წუთზე მეტ ხანს. კომპოზიციის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კომპოზიციის ”დაკვრის” დროს ხალხი სხვადასხვანაირად რეაგირებს აღნიშნულ მოვლენაზე და სხვადასხვა ხმებსაც გამოსცემს, შესაბამისად კომპოზიცია ყოველთვის განსხვავდება ხოლმე. თავიდანვე გეტყვით, რომ მოცემულ წერილში აღწერილი მოვლენები სრულიად შემთხვევითია და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

00:20 – ძველი ბიჭი დარბაზში ახლახანს შემოვიდა და ბილეთზე მითითებულ ადგილს იკავებს. ”კარგია, როგორც ჩანს არ დაწყებულა ჯერ კიდევ, დროზე მოვედი.” – ფიქრობს ძველი ბიჭი.

00: 30 – ძველი ბიჭი აგრძელებს ფიქრს: ”დაიწყონ ახლა, ამათი დედა მო…ან”

00:40 – ”ამათ შ.. ხომ არ აქვთ? გვეკაიფებიან?” ძველი ბიჭი ხმამაღლა: ”აეეეე”

00: 45 – ხალხი ძველი ბიჭის შეძახილის გაგებაზე იცინის და ხმამაღლა გამოხატავს საკუთარ ემოციებს.

00:50 – ძველი ბიჭი იძაბება, რაღაც ხდება, რატომ იცინის ეს ხალხი? და საერთოდ რა ხდება? კვლავ იძაბება.

1:10 – ”კიდევ არ იწყებენ? აბა რატომ დგანან თითქოს დაეწყოთ უკვე? ეს ხალხი ასე უაზროდ რატომ ყაყანებს ჩემი დედას შ…ცი”

1:25 – ძველი ბიჭი აგრესიულად უყურებს გვერდზე მსხდომ ხანში შესულ წყვილს, რომელიც იღიმის.

1:30 – კვლავ დაძაბული ძველ ბიჭი ჯიბიდან მზესუმზირას იღებს და ჭამას იწყებს. თან იფურთხება.

1:35 – გვერდზე მჯდომი ქალი, ძველ ბიჭს ცუდი თვალით უყურებს და თან ბურტყუნებს: ”ფუფ”.

1:40 – ძველი ბიჭი აგრესიულად უყურებს ”ფიფ” ქალბატონს.

1:45 – კომპოზიციის პირველი ნაწილი დასრულებულია, მაგრამ ძველმა ბიჭმა ეს არ იცის. მუსიკოსები დუნდებიან, თავს უფლებას აძლევენ ნოტები გადაატრიალონ და სხეულის ნაწილები დაასვენონ.

2:00 – ძველი ბიჭი სრულ დაბნეულობაშია. ის კარგავს რეალობის აღქმას და სერიოზული ეჭვი აქვს, რომ არანორმალურებში მოხვდა.

2:15 – ქალბატონი კვლავ აგრესიულად უყურებს ძველ ბიჭს. ძველი ბიჭი ამას ამჩნევს, ქალბატონს სახით უტრიელდება და ეუბნება: ”შე ჩემის ტრულალა რა ჩემი ყ.. გინდა, ჰა სემიჩკა სჭამე” – ამ სიტყვებზე ძველი ბიჭი მზესუმზირას აწოდებს. ქალბატონი კვლავ მის საფირმო ფრაზას იძახის: ”ფიფ”

3:00 – ძველ ბიჭს ლოდინი მობეზრდა, ქვევით ახალგაზრდა გოგოს შენიშნავს, თვალით დაუმიზნებს და მზესუმზირას ესვრის. გოგო ვერ ხვდება რაშია საქმე და გაკვირვებული მაისურიდან მზესუმზირას იშორებს.

3:30 – ძველ ბიჭს ახალი გასართობი ბეზრდება, თვალებით სხვა გოგოებს ეძებს. რამდენიმეს შენიშნავს, მაგრამ მისი შეფასებით არცერთი ვარგა. ”მომცემებს” არ გვანან, თან ძუძუები არ აქვთ რატომღაც.

3:50 – მთავრდება მეორე მოქმედება, ხალხი ახველებს, დუნდება და უფრო მაღალ ხმებს გამოსცემს ვიდრე სხვა ჯერზე.

4:10 – ძველი ბიჭი რაღაცას ხვდება, ხვდება რომ მოტყუებული დარჩა და დრო ტყუილად დახარჯა. ”ეეე, მოიცა, მოიცა, ვერ გავიგე, ეს რა კაიფია? ვააა ტო, მემგონი მივხვდი, ვითომ უკრავენ ტოოო, აუ ამათი პირში შ…ი. ეს ყ…ბი პროსტო რა! აზრზე ხარ!” ქალბატონი აგრესიულად უყურებს.

4:20 – ძველი ბიჭი სასწრაფოდ ფეხზე დგება, მთელ ხმაზე ყვირის: ”თქვენი დედას შ…ცი” და სწრაფი ნაბიჯით გასასვლელი კარებისკენ მიემართება, თან რაღაცას თავისთვის ბურტყუნებს.

4:33 – ძველი ბიჭი კარებს იხურავს და დარბაზიდან გადის. კომპოზიცია დასრულებულია. ისმის აპლოდისმენტები.

5 thoughts on “რას ფიქრობდა ძველი ბიჭი ჯონი კეიჯის ”4:33” -ს რომ უსმენდა

  1. geoaria

    “4:33 – ძველი ბიჭი კარებს იხურავს და დარბაზიდან გადის. კომპოზიცია დასრულებულია. ისმის აპლოდისმენტები.” – კარს იქიდან ძველ ბიჭს აბლოდისმენტები ესმის და გონია რომ ხალხს მისი საქციელი მოეწონა და ამაყად ტოვებს ტერიტორიას : )

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ძველი ბიჭი პირობითია, ბევრი სხვა “სტატუსის” მოფიქრებაც შეიძლებოდა, პოსტი კიდევ უბრალოდ იმისთვისაა გაკეთებული რომ სასაცილო იყოს.

    Reply
  3. Nikoloz

    xo xedav sadamde misula texnika dzveli daje wordpressze bichebi postaven :]

    pijonze moyevi eg istoria cages ”4:33” musika egonao eg ufro sasaciloa😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s