როგორ და რაზე უნდა წეროს მწერალმა?

ერთ-ერთ წინა ჩემმა პოსტმა ერთ ჩემს მეგობარს საბაბი მისცა 
დავედანაშაულებინე მორალისტობაში და ჭკუის სწავლების სიყვარულში, სიმართლე გითხრათ ამ  მომენტშიც კი მგონია, რომ ცდებოდა და უბრალოდ გაუგებრობასთან გვქონდა საქმე, მაგრამ სწორედ რომ ასეთი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვაცხადებ რომ ამ პოსტს არანაირ შემთხვევაში არ ვწერ იმისთვის, რომ ვინმეს მივუთითო ან ჭკუა დავარიგო იმის თაობაზე თუ როგორ და რა უნდა წეროს ადამიანმა რომელსაც მწერლობაზე პრეტენზია აქვს, ასეთი რამ უტოპიად მიმაჩნია და ამ პოსტს მხოლოდ საკუთარ ჭიის გასახარებლად და სხვების აზრის მოსასმენათ თუ ვწერ.

პატარა, რომ ვიყავი ძალიან არ მიყვარდა ჰემინგუეი, ძალიან მოსაწყენად მეჩვენებოდა, მისი სიუჟეტები კი არა საკმარისად დამაინტრიგებელ და ბანალურად მეჩვენებოდა, ამიტომაც ეს მწერალი ყველაზე ნაკლებად საყვარელი მწერლების სიაში შედიოდა, თუმცა გავიდა წლები და მეც ლიტერატურა უკვე მეტად დავაფასე და წიგნის კითხვას მხოლოდ სიუჟეტის გამო არ ვიწყებდი, ამიტომაც სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ჰემინგუეი დიდი მწერალია და მისი საყოველთაო აღიარება მართლაც რომ მისი დამსახურებების მიხედვითაა გამოწვეული. ძალიან მარტივია გქონდეს საინტერესო, დამაინტრიგებელი და მრავალფეროვანი სიუჟეტი, რომელიც მკითხველს თავიდანვე იზიდავს, ეს თითქოს თევზის ჭერას ჰგავს,  მწერალი მეთევეზეს ემსავსება, რომელიც ცდილობს ანკესზე აგაგოთ. ჰემინგუესთვის საკმარისი იყო უბრალო სიუჟეტი ჰქონოდა, იმისათვის რომ მოთხრობა დაეწერა. მხოლოდ ასეთის წაკითხვის შემდეგ ხვდები რა არის მწერლური ოსტატობა,  მარტივია მკითხველი ფანტასტიურ სიუჟეტს მიაჯაჭვო, აი დაწერო კი უბრალოდ ადამიანზე, რომელიც სოფელში კაფეში მაგიდასთან ზის და საკუთარ ფიქრებთანაა დარჩენილი ბევრად რთულია, რა თქმა უნდა თუ ჰემინგუეი არ ხარ.

დღევანდელ სამყაროში თანამედროვე ლიტერატურის პირობებში ყველაზე აქტუალურ თემებში სავარაუდოთ ასეთებს უნდა ველოდოთ: სექსი, პოლიტიკა და რელიგია. დიახ, სამი ყველაზე გავრცელებული თემა, სამი თემა რომელზეც ადამიანს საუბარი ყოველთვის უხარია. აქედან გამომდინარე ისმის კითხვა, რამდენად უნდა იყენებდეს მწერალი ამ სიტუაციას და რამდენად უნდა იყოს განმეორაბადი, მართლაც რომ ამაშია მისი დანიშნულება თუ უფრო რთული გზები ძიებაა საჭირო?

საერთოდ ამ თემას პირდაპირ თუ ირიბად როგორც ბლოგზე ასევე კერძო საუბრებში შევხებივარ, ერთხელ ლიტერატურაზე საუბრისას ერთმა ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა მშვენიერი ფრაზა მითხრა: “მწერლები ხალხთან უნდა ურთიერთობდნენ, ხალნხთან”. თან დააყოლა, რომ ზოგიერთი თანამედროვე ფრანგი მწერლის არ ესმის, რომლებიც საკუთარ თავში იკეტებიან და ურთიერთობებს თავს არიდებენ, ის მათ ყალბ მწერლებად მიიჩნევდა. და მაინც როგორ გვესმის ეს ფრაზა? მე პირადად მგონია, რომ ის პირდაპირ უნდა გავიგოთ, მართლაც აუცილებელია მწერალი იცნობდეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, სხვადასხვა ბუნების ხალხს და ეცადოს საკუთარი თავი მრავალფეროვან  სიტუაციაში ჩააგდოს.

და მაინც, წერილის ბოლოს, არის თუ არა რეკომენდირებული წერის სტილი ან რეკომენდირებული თემების ჩამონთვალი რომელსაც წარმატებული მწერალი უნდა ასახავდეს. ალბათ არა, ტაბუ დადებული თემა არ უნდა არსებობდეს, უბრალოდ რას აირჩევს მწერალი საწერ მასალად მასზე და მის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ყველა ჰემინგუეი ვერ იქნება.

2 thoughts on “როგორ და რაზე უნდა წეროს მწერალმა?

  1. Etusik

    ,,პატარა, რომ ვიყავი ძალიან არ მიყვარდა ჰემინგუეი, ძალიან მოსაწყენად მეჩვენებოდა, მისი სიუჟეტები კი არა საკმარისად დამაინტრიგებელ და ბანალურად მეჩვენებოდა”
    -ასოციაცია თემაზე: მე საგრენის ტყავი რომ წავიკითხე, საკამოდ პატარა ვიყავი და ყველაზე მეტად გამაოცა იმ ფაქტმა, რომ მოთხრობა ისე დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან გამიკვირდა რომ ეს მოთხრობა საკმაოდ საპატივცემულო ადამიანმა შეაქო, ვიფიქრე, რა იყო აქ ასეთი გადასარევი, ეგ ხომ მოთხობის დასაწყისშივე ცხადი იყო, არავითარი ინტრიგა, მოულოდნელობა თქო :)წლების მერე კიდევ წავიკითხე ეს მოთხრობა, და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

    წერის სტილს რაც შეეხება: უნდა იყოს გამორჩეული😀 აბა, როგორი ორიგინალური რჩევაა? ისე კი, წერის წტილი თუკი ბუნებრივად გამორჩეულია, კარგია. ხშირად დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ,,ძალად ნაწერია”. აი, ეს ტეხავს.

    Reply
  2. babisa

    me miyvars xolme is gardamavali periodi, tavis gamochera da is shegrzneba- roca rame ar miyvarda da d tandatan momwons, azrs vicvli da kargi iqneboda igive hemingueizec, me sxvebze dammartnia ase da aramarto mwerlebze, qalaqebze, adamianebze, filmebze da a,sh🙂

    mwerali mainc tavis tavs da samyaros asaxavs, “shesrutuls” amushavebs da gardaqmnis, ase vfiqrob, amitom bevri tavgadasavlebi da shtagonebebi da shtabechdilebebi schirddeba adamianebisgan iqneba es tu qalaqebisgan, an sxva elementebisgan🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s