მოგზაურის დღიური, ანუ რჩევები ტურისტებს

ამ პოსტის დაწერა სხვა ბლოგზე მსგავსი თემის არსებობამ გადამაწყვეტინა, აღნიშნული პოსტით მისი ავტორი ურჩევდა ხალხს თუ როგორ უნდა იმოქმედონ ადამიანებმა უცხო ქვეყანაში მოხვედრისას. ვერ ვიტყვი, რომ მოგზაურობით თავს ვიკლავ, მაგრამ მინიმალური გამოცდილება მეც მაქვს მიღებული, ამიტომაც ჩემს თავს მივცემ უფლებას ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ ამ საკითხთან დაკავშირებით.  ამიტომაც, დავიწყოთ.

შეეცადეთ ერიდოთ მშობლიურს – ერთმა ჩემმა ნაცნობმა ბაქოში
ჩასვლისას პირველ დღესვე  ქართულ რესტორანში წასვლა მოითხოვა, მემგონი არ არის საჭირო იმის თქმა თუ რამდენად გაუმართლებელი იყო მისი თხოვნა. ქართულ სამზარეულოში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ ”კარგი რა.” საზღვარგარეთ იმისთვის არ ჩადიხართ, რომ ჩვეულს დაუბრუნდეთ, შეეცადეთ მაქსიმუმი აიღოთ და რაც შეიძლება მეტი გაიგოთ უცხო გარემოს შესახებ.

ეწვიეთ ზე (ან არა ზე) პოპულარულ ტურისტულ ადგილებს – მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი მოგზაურები და ასევე ჩემს მიერ ნახსენები ბლოგი არ გირჩევთ ტურისტებს შორის პოპულარული ადგილების მონახულებას მე მაინც გირჩევთ ეწვიოთ ასეთებს. არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ ტურისტულ მასას გაერიოთ, ამ მხრივ შეიძლება ლოკალური ღირშესანიშნაობები იმდენად საინტერესო არ იყოს რამდენადაც ის ხალხი, რომელსაც თქვენ ტურისტებს შორის შენიშნავთ, თითქოს სადღაც საგალაკტიკოშორისო სადგურზე ხვდებით და ყველანაირი რჯულის ადამიანს ეცნობით, მოკლედ მრავალფეროვნებაა, მრავალფეროვნება კი მოგახსენებათ საინტერესო და დადებითი მოვლენაა. ასევე გადაიღეთ სურათი მაგალითისათვის ეიფელის კოშკთან და წლების მერე იხალისეთ იმაზე, რომ თქვენაირად თქვენამდე და თქვენს შემდეგ მილიონობით ადამიანი იყო, რომელმაც მსგავსი საქციელი ჩაიდინა. ბოლოს და ბოლოს ასე რომ არ მოიქცეთ ძალიან გეწყინებათ წლების მერე, რომ ლონდონში იყავით და ბიგ ბენი ვერ ნახეთ.

ეწვიეთ კინოთეატრს – არ ვიცი, რამდენად კარგი რჩევაა, მაგრამ მე როგორც კინო მოყვარული  უცხო ქალაქში ჩასვლისას ამას ყოველთვის ვაკეთებ.  ყველაზე დადებითი კი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ძალიან კარგად მამახსოვრდება მანდ ნანახი ფილმი და პრაქტიკულად არ მავიწყდება, ასე მაგალითად მახსოვს, რომ პრაღაში – “ცოდვების ქალაქი” სტამბულში – ”გლადიატორი, ” ხოლო ტოტნესში – ”ველოსიპედების გამტაცებლები” ვნახე.  არ არის აუცილებელი მოგზაურობისას თქვენი ჰობი დაგავიწყდეთ, ამიტომაც კინოს მსგავსად თუ მელომანი ბრძანდებით ასევე შეგიძლიათ კონცერტებს ეწვიოთ.


გაეცანით ადგილობრივ სამზარეულოს – ეს მემგონი ჩემი რჩევის გარეშეც გასაგებია, სამზარეულო ძალიან ბევრს ამბობს ამა თუ იმ ერზე და ეთნიკურ ჯგუფზე, ხშირ შემთხვევაში კი ზოგიერთ ენციკლოპედიაზე უკეთ ხსნის ამა თუ იმ ტრადიციას.  კარგი სამზარეულო იმის გარანტია, რომ თქვენს მიერ არჩეულ ქვეყანას უფრო მეტი სიმპათიით მოეპყრობით. კაცის (ამ შემთხვევაში არა მარტო კაცის) გულისკენ მიმავალი გზა ხომ კუჭის გავლითაა?

განიცადეთ ინტეგრაცია ადგილობრივ აბორიგენებთან – ამის გაკეთება ბარებში, კლუბებში ან მსგავს ადგილებში წასვლით შეიძლება. თან ასეთი ადგილები ადგილობრივებზე უფრო მეტს გეტყვიან ვიდრე საინფორმაციო საშუალებები, ხომ გსმენიათ ”ათასჯერ გაგონილს ათასჯერ ნანახი სჯობიაო,” ამიტომაც მიდით და ნახეთ რითი ცოცხლობს თანამედროვე ესპანეთი, შვედეთი, პორტუგალია ან რომელიმე სხვა ქვეყანა.

ერთხელ მაინც იმოგზაურეთ ტაქსით – მოგეხსენებათ რა ეროვნების არ უნდა იყოს ტაქსისტი მას უყვარს გაუთავებლად ლაპარაკი, თემებს რა გამოლევს, გინდა ბრიტანელი, გინდა ქართველი და გინდ თურქი ტაქსისტი… ყველანი საოცრად გვანან ერთმანეთს, თუმცა ამის მიუხედავად ყველა მათგანს უნიკალური ისტორია აქვს მოსაყოლი, ამიტომაც საინტერესო და დაუჯერებელი ისტორიების მოყვარულებს დაჟინებით ვურჩევ იმოგზაუროს უცხო ქალაქში ჩასვლისას ტაქსით.

…და ბოლოს, იყავით თავისუფალი – თუ თქვენ სადმე ხანმოკლე ვიზიტით ჩადიხართ, იცოდეთ, რომ თქვენ თავისუფალი ხართ, არავინ გბოჭავთ და არავინ გიჭერთ, ერთი კვირის მერე ძალიან საეჭვოა ვინმე ადგილობრივი ნახოთ ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვან ეტაპზე, ამიტომაც  თავგადასავალისკენ აიღეთ გეზი, ჩაიდინეთ სისულელე, ხმამაღლა იყვირეთ, რომ მარლენ დიტრიხი (ან ვანესა პარადი) მოგწონთ, გაესაუბრეთ გამვლელეს და ა.შ. მერწმუნეთ მსგავსი საქციელი დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ და ტკბილად გაგახსენდებათ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s