ფრედი მერკური, ანდრეი ტარკოვსკი და მაიკლ ჯექსონი ანუ The show must go on

Only people for me are the mad ones, the ones who are mad to live, mad to talk, mad to be saved, desirous of everything at the same time, the ones who never yawn or say a commonplace thing, but burn, burn, burn like fabulous yellow roman candles exploding like spiders across the stars and in the middle you see the blue centerlight pop and everybody goes “Awww!”

– Jack Kerouac-


თითქოს რა აქვს საერთო ამ სამ ადამიანს პირველი შეხედვით? პირველ რიგში თვალშისაცემი ასაკია, რომელშიც ეს ადამიანები გარდაიცვალნენ, სამივე მათაგანი ახალგაზრდა იყო როდესაც მოკვდა, მაგრამ ამის მიუხედავად თითო მათგანმა ამ სამყაროს უფრო მეტი დაუტოვა ვიდრე უმეტესობა სხვა ადამიანმა. ასეთ ნაირებზე ხშირად იტყვიან ხოლმე, იწვიან და საკუთარ თავს არ უფრთხილდებიან. მართალია კიდევაც, ასეთი ტიპის ადამიანებისთვის ყოველდღიური, რუტინული ცხოვრება შეუძლებელია, მათ ურჩევნიათ ერთი წელი იცოცხლონ, მაგრამ ცხოვრების მშვენიერება შეიგრძნონ ვიდრე მთელი ცხოვრება რუტინულ პირობებში მუშაობდნენ.
თითქოს სიცოცხლე მათვის მნიშვნელოვანია მაგრამ ამავდროულად მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი და დასაწყისი რაღაც ახლის. ფრედი მერკური 1991 წლის ბოლოს გარდაიცვალა, ამის მიუხედავად ის, ადამიანი რომელმაც იცის რომ განუკურნებელი სენი სჭირს საკუთარ თავზე მაღლა დგება და წერს გენიალურ კომპოზიციას “The show must go on”, დარწმუნებული ვარ ადამიანების უმეტესობა ამ შემთხვევაში უკვე ცოცხალ მკვდარი იქნებოდა და სიკვდილსაც ნაადრევად დანებდებოდა, ასეთ სიმღერის დაწერაზე კი საუბარი ზედმეტია.
ანალოგიურად იქცეოდა სიცოცხლის ბოლო დღეებში ანდრეი ტარკოვსკი, მას შემდეგ რაც
დასრულდა “მსხვერპლთშეწირვის” გადაღებები ტარკოვსკი საწოლში ჩაწვა და იქედან ხემლძღვანელობდა მონტაჟის პროცედურებს. ვიდეო ფირზეცაა ეს კადრები აღწერილი, საოცრად ემოციურია როდესაც უყურებ პერანგში გამოწყობილ გენიას, რომელიც განიცდის და ნერვიულობს თავის ბოლო ფილმზე და მიუხედავად კიბოსი არ ზღუდავს საკუთარ თავს და ემოციურად გამოხატავს საკუთარ სათქმელს. კინო იყო მისი ცხოვრება, თუ მეტი არა, წარუმატებლობა კინოში სიკვდილზე უარესი იყო მისთვის, ამიტომაცაა რომ სიკვდილის იმდენად პრაქტიკულად არ ეშინოდა.

სულ ბოლოს, ერთ წელიწადზე ცოტა ხნის წინ ყველას მაიკლ ჯექსონის სიკვდილმა შეგვძრა. მიუხედავად სკანდალებისა, გაუთავებელი ოპერაციებისა და ა.შ. მთელი მსოფლიო ჯექსონს მაინც აღიარებდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, ამ ადამიანმა ხომ რევოლუცია მოახდინა თავის დროზე და რამდენსაც არ უნდა ეცადონ სხვებმა მისი წარმატების გამეორება ისინი უბრალოდ კარგ მოცეკვავეებად ან მუსიკოსებად თუ ჩაითვლებიან. ჯექსონი კი თვითნაბადი გენია იყო, რომელსაც ტარკოვსკის მსგავსად ყველაზე მეტად საკუთარი საქმე აინტერესებდა და მხოლოდ მერე ყველაფერი დანარჩენი.
თუ დედამიწაზე ადამიანთა ცხოვრების სტილს გადავხედავთ და იმ მოთხოვნებს რომელსაც ყოველდღიურად ყოველი ჩვენთაგანი ემორჩილება, მაშინ გამოვიტანთ დასვკნას, რომ გინდ მერკური, გინდ ჯექსონი და გინდ ტარკოვსკი არანორმალურია, ფანატიკოსია, რომელსაც ყოველდღიური პრობლემები არ აინტერესებს,  დიახ ღმერთებივით არიან, რომლებიც პერიოდულად სტუმრობენ ჩვენს პლანეტას და გვახსენებენ, რომ სიცოცხლე ბევრად მეტია ვიდრე გართობა და სამსახური, რომ ყოველთვის შეიძლება შექმნა რაღაც ახალი და დაუვიწყარი, ასეთები იშვიათად იბადებიან. ჩვენ კი ის დაგვრჩენია ვუყუროთ მათ და ხმამაღლა ვთქვათ “გენიოსია.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s