ცოტა რამ მაია ასათიანზე და მაგდაგვარებზე


როგორც უკვე ერთი ჩემი მეგობრის პირწიგნაკის კედელზე აღინიშნა, პროფილის მსგავსი გადაცემები მსოფლიოს ბევრ ქვეყნის ტელევიზიის ეთერში გადის. მართლაც ასეა, რთულია მოძებნო ქვეყანა რომლის ტელესივრცეში მსგავსი ფორმატის გადაცემას ვერ იპოვი. საქმე ისაა, რომ პროფილის მსგავს გადაცემებზე მოთხოვნა ყველგან არის, საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს სენტიმენტალური დეტალები უბრალო ან მეტ ნაკლებად პოპულარული ადამიანების ცხოვრებიდან. ყველას ანალიტიკური გადაცემების სიყვარულს ვერ მოთხოვ და ამაში გასაკვირი არაფერია.
შორს რომ არ წავიდეთ მსგავსი გადაცემები იგივე რუსეთშიც არსებობს, მე პირადად “Жди меня” მახსენდება. ძალიან სასაცილო გადაცემა იყო, აქ ადამიანები ერთმანეთს პოულობდნენ და გადაცემაში ტირილსაც არ ერიდებოდნენ, ერთადერთი რისიც მიკვირდა ის იყო თუ საიდან პოულობდნენ პროდუსერები ამ დაკარგულ ადამიანებს, ამიტომაც ეჭვი მიჩნდებოდა დადგმული ხომ არ არის თქო? “არა, რა დადგმული, ნახე როგორც განიცდის” – იტყოდა მავანი, მეც გაურკვევლობაში ვრჩებოდი და არ ვიცოდი რა მეფიქრა, “Жди меня” თუ არა დანამდვილებით ვიცოდი რომ “Окна – ს” ნაირი გადაცემები ნამდვილად დადგმული იყო, ძალიან დაუჯერებელი ისტორიები იყო ხოლმე. როგორც წესი აქ ცოლ ქმარი ხვდებოდა ერთმანეთს და საკუთარ პრობლემებზე გვიამბობდა, ვერ დავიჯერებდი რომ იმდენად ექსგიბიციონისტები იყვნენ რომ საჯაროდ საკუთარი სექსუალური მოთხოვნების ან ღალატის შესახებ ასე ღიად ესაუბრათ, თუმცა “Окна” ალბათ მაინც სხვა ფორმატის გადაცემა იყო.
ჩვენთან რა ხდება? სიმართლე გითხრათ მაია ასათიანის გადაცემას რეგულარულად არ ვუყურებ, უფრო სწორედ პრაქტიკულად არ ვუყურებ, ერთი ორჯერ შემთხვევით შევავლე თვალი და გადაცემის წამყვანის არა მიწიერი და თითქოს საიქიოდან მომავალი, ვითომ დამამშვიდებელი ხმა ძალიან გამაღიზიანებლად მომეჩვენა, ისეთივე გამაღიზიანებელი როგორიც ბანალურ-სენტიმენტალურ-იაფასიანი ისტორიები რომლებსაც ამ გადაცემაში შეხვდებით ხოლმე.
მოკლედ, გადავწყვიტე არ ვუყურო და დღემდე ამ პრინციპს მივყვები, არც მაღიზიანებს და “პროფილზე” უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში თუ ვფიქრობ (სიტყვა “ვფიქრობ” ამ შემთხვევაში გადამეტებულად მეჩვენება)ხოლმე. მაგრამ თურმე ყველა ასე არაა, ანუ იმათ ვგულისხმობ რომლებსაც ასეთი ტიპის გადაცემები არ იზიდავს, ე.წ. ინტელექტუალები ან ისინი ვინც თავს ინტელექტუალებად თვლიან ძალიან გაღიზიანებული არიან თურმე “პროფილით”, იმავე პირწიგნაკზე კი მოძრაობები და ჯგუფები იქმნება რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს პროტესტი გამოუცხადონ კონკრეტულად ამ გადაცემას (“არ გვინდა მაია ასათიანი” და ა.შ.).
კი, მაგრამ რაში გიშლით ხელს თქვე დალოცვილებო? ამ ქვეყანაზე უამრავი სხვა პრობლემა არსებობს რომელიც გაცილებით მეტი ყურადღების ღირსია ვიდრე მაია ასათიანის ირაციონალური მოვლენა.  ამ ადამიანების აქტიურობა ისედაც ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ გადაცემას კიდევ უფრო პოპულარუს ხდის.
ისე, ამ გადაცემის რეიტინგი ცალკე საკითხია, უფრო სწორედ მისი რეიტინგულობა ბევრ რამეზე მეტყველებს, სოციოლოგიური დაკვირვების ღირსია ნამდვილად. ჩემი მოკრძალებული აზრით ასეთი რეიტინგი ჩვენი საზოგადოების დეგრადირების ხარისხზე მეტყველებს, არ არის საჭირო სხვა კვლევების ჩატარება იმისთვის რომ მივხვდეთ თუ რა სტადიაზეა ჩვენი ინტელექტუალური განვითარების ხარისხი – “პროფილი” საკმარისია.
დღევანდელ სამყაროში რომლის პრაქტიკულად ყველა სფეროს ბიზნესი და ეკონომიკური ფაქტორი არეგულირებს, პროდუსერებს და მედია საშუალებების პატრონებს ვერ მოთხოვ არ მოამზადონ “პროფილის” მაგვარი პროდუქტი, კარგად იყიდება და შემოსავალზე უარი რატომ უნდა თქვან? ოღონდ, არ დაიწყოთ ახლა მედიის მთავარი როლი ეს ხომ არ არის და ა.შ. საქართველოში კი არადა, ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებში მედია საშუალებები მოგებაზე არიან ორიენტირებული და პრაქტიკულად არასდროს არ გაუშვებენ ეთერში ისეთ გადაცემას რომელიც ფინანსურად წამგებიანი იქნება.
ამიტომაც, ჩვენთან “პროფილის” მსგავსი გადაცემები სიის სათავეში იმ მომენტამდე იქნებიან სანამ ჩვენგან, საზოგადოებისგან არ წამოვა უფრო ხარისხიან გადაცემებზე მოთხოვნა. როდის დადგება ასეთი მომენტი კაცმა არ იცის, ამიტომაც დავჯერდეთ მაია ასათიანს და მის სტუმრებს და უკეთესი მომავლის იმედით ვიყოთ, როგორც ნათქვამია იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა.

12 thoughts on “ცოტა რამ მაია ასათიანზე და მაგდაგვარებზე

  1. monkey

    და აი შენც ჩაები იმ მარათონში რომელიც პროფილის რეიტინგს სულ მაღლა და მაღლა უწევს ^^

    Reply
  2. latatie

    მორჩა მაი ასათიანზე მეტ პოსტს აღარ ვკითხულობ…. ამოვიდა უკვე ყელში… რამდენი ხანია ტელევიზორს პრინციპურა არ ვუყურება, მაგრამ ბლოგერების წყალობით პროფილის ყველა გადაცემა ზეპირად ვიცი…
    პ.ს. თავად პოსტი კარგია, სუპერ გადამღერეული თემა რომ არ იყოს… 😉

    Reply
  3. pasumonok

    au, shen ar ici ,axla profili gavida da es kali sul knaoda, provokacia, provokaciao, da ici rashi iko provokacia? kartuli popis momgerlebi gamoikvnaes da ardaidardos repertuari amgeres. finalshi ketatom imgera aprebi da nu iseti provokacia iko, nu iseti, tv-s istoriashi ra provokacia sheedreba!
    nutu amaze shokuri veraferi movigonet, rom vigaca tipebs tavisi debili simgerebis nacvlad sxva debili simgerebi vamgerot?

    Reply
  4. Shalva

    ბიჯო, თუ ყველა ქვეყანაში არის მსგავსი ტიპის გადაცემა, რასაც შენ თავად ამბობ – > ე.ი. ყველა ქვეყანასი არის მოთხოვნა მდარე ტელეპროდუქციაზე, რატომ არის მაინც და მაინც საქართველოსთვის ეს “ზნეობრივი დეგრადაციის” მაჩვენებელი?

    პ.ს. “პროფილი” მაგარი გადაცემაა!

    პ.პ.ს. მე და ლიკა დაგვამატე ბლოგროლში!

    Reply
  5. lobzhanidze Post author

    ბჯო სხვა ქვეყნებშიც კი არის მოთხოვნა, მაგრამ სხვა ქვეყნებში ასევე სხვა ტიპის გადაცემებზეა მოთხოვნა, ანუ აუდიტორიის 80 პროცენტი საქართველოს მსგავსად არ უჭირავს მსგავს გადაცემებს, მაგაშია პრობლემა, ეს ძველი პოსტია და სპეციალურად დავლინკი იმისთვის რომ შემდეგი თემა ზუსტად რომ მოთხოვნა/მოწოდებას მივუძღვნა.
    დაგამატებთ, ოღონდ კატეგორიულად მოვითხოვ ლიკამაც გაიკეთოს ბლოგროლი და დამამატოს🙂

    Reply
  6. sofia

    xmerto chemo gaunatlebeli xar am sisuleleebis damzeri shen izi?ras ezaxi sazxalo mdare produkzias?shen ra migachnia gaunatlebelo maxaldoneze gaketebul gadazemad?da tu adamianebi pirdapir etershi emoziebs amjxavneben da tirian,rodis aket gaxda es sasazilo?propili xvelaze maxal reitingiani gadazemaa da shen tu ar uxureb,daegde ra shentvis da sheni komentarebi sheni chuchxiani otaxis kedelze dazere….debilooooooooooo

    Reply
  7. lobzhanidze Post author

    სოფია, მადლობა ძალიან განათლებული და მაღალ ზნეობრივი კომენტარისთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ🙂
    სასაცილოს რაც შეეხება – ერთი მსახიობი მეორე მსახიობის გამო რომ ტირის მართლა რომ სასაცილოა. ყველაფერს ნუ დაუჯერებთ. მერე რა რომ დებილს მეძახით.🙂

    Reply
  8. LizardPLay

    გაიგე შე დებილოოოოოო ? :დღეს საღამოს მარჯვენა ხელის შუა და საჩვენებელი თითები არ მეყო და ცოტა აქაც დავიხარჯე სმაილი:

    Reply
  9. lobzhanidze Post author

    ისაა მაგარი რომ იმ შემთხვევაში თუ პოსტის ავტორმა სწორი მეილი მიუთითა, მაშინ გამოდის რომ გერმანიაში უნდა იყოს, აი ასეთი ადამიანები წარმოგვადგენენ ქართველებს ევროპაში🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s