შოტლანდიური გესმით?


გლაზგოში მეორედ ვიმყოფები, პირველად აქ ექვსი თვე გავატარე, როდესაც უცხო ქვეყანაში დიდი ხნით ხარ ჩასული გინდა არ გინდა გიწევს მკვიდრ მოსახლეობასთან ურთიერთობა. ინგლისურს 5 წლის ასაკიდან მასწავლიდნენ და კაცმა რომ თქვას ბრიტანეთში მომზადებული ჩამოვედი, მართლაც ეს რომ ლონდონი ან ბირმინგემი ყოფილიყო ალბათ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ გლაზგოში ჩამოსული პირველი რამდენიმე კვირა ვერაფერს ვგებულობდი. რა თქმა უნდა არსებობდა გამონაკლისები, მაგალითად სასწავლო დაწესებულებებში “წესიერ” ინგლისურს გელაპარაკებიან, მაგრამ თუ გლაზგოში ქუჩაში იმყოფებით არ სცადოთ ვინმე გამვლელთან თქვენი ინგლისურის შემოწმება, თქვენი თვითშეფასება მკვეთრად დაეცემა.

ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ, სიტყვა “აი”, როგორ გგონიათ რის აღსანიშნავად გამოიყენებენ შოტლანდიელები მას? “მეს” აღსანიშნავად? არავითარ შემთხვევაში, “აი” არის “იესის” ანუ “კი-ს” ადგილობრივი ექვივალენტი, ამიტომაც ამ “აი-აის” თავიდან რომ მეუბნებოდნენ ვერაფრით ვხვდებოდი რას გულისხმობნდნე.

ნუ გეშინიათ, თქვენ კი არა, შოტლანდიელებს ინგლისელები და ამერიკელებიც ვერ გებულობენ, ინდოელებს და პაკისტანელებს კი ბატონო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში შოტლანდიელებს. სხვათაშორის, გლაზგოურ აქცენტს კიდევ არაუშავს, ცოტათი ჩრდილოეთით რომ წახვიდეთ აი მანდ ნამდვილად დაიკარგებით, მაგათი გაგება გლაზგოელებსაც კი უჭირთ.

როგორც უკვე ვთქვი, შოტლანდიაში 6 თვე გავატარე შარშან და უკვე ერთი თვე წელს და “ჰოი, საოცრებავ…” იცით რა ხდება? გლაზგოელების გაგება საერთოდ არ მიჭიღს, ბუნებრივად მოხდა ისე რომ მათთან საუბრისას ყურადღების დაძაბვა არ მჭირდება, ის რაც შარშან ჩემთვის გაუგებარი და ბურდღუნი იყო ახლა უკვე ჩვეულებრივი ინგლისურია რომელიც მშვენივრად მესმის.

ასეა და ასე, მოკლედ შოტლანდიაში წამოსვლას თუ დააპირებთ საინტერესო დიალოგებისთვის მზად იყავით.

4 thoughts on “შოტლანდიური გესმით?

  1. etusik

    ,,გინდა არ გინდა გიწევს მკვიდრ მოსახლეობასთან ურთიერთობა” – ეს გინდა არ გინდა რაღა იყო???

    ,, ის რაც შარშან ჩემთვის გაუგებარი და ბურდღუნი იყო ახლა უკვე ჩვეულებრივი ინგლისურია რომელიც მშვენივრად მესმის.” – ანუ ის რაც შენთვის ეხლა ჩვეულებრივი ლაპარაკია, მე რომ დამელაპარაკო ბურდღუნად მომეჩვენება, ხო?😀😀😀

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ძალიან დიდ ბურდღუნად მოგეჩვენება დამიჯერე🙂 გინდა არ გინდა – რუსულის კალკია, მემაპატიეთ.

    აი, ეს ნახე აბა, არაა ყველაზე ცუდი ვარიანტი. მე ძალიან ნორმალურად გასაგებად მეჩვენება უკვე🙂

    Reply
  3. lobzhanidze Post author

    ავსტრალიურის გამოცდილებაც მაქვს, ანუ მსმენია არაერთხელ🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s