ცოდნა – ლომების ხვედრია… არა, კატების

გახსოვთ ძველი ქართულ – საბჭოური მულტფილმი – კატა ამზადებდა ლომის
ბოკვერს ფიზკულტურაში. პირველად რომ ვნახე პატარა ვიყავი, სპორტი მიყვარდა ძალიან და ეს კატაც კარგ სპორტსმენად მეჩვენებოდა, ბოკვერიც კარგი მოსწავლე იყო და მოკლედ ერთ ამბავში იყვნენ, ბოლოს შეჯიბრი რომ დაუნიშნეს შემეშინდა რას იზამს თქო ახლა ეს კატა, თავს როგორ დააღწევს ლომის ლაჩრულ და ყოვლად არა ლოგიკურ გადაწყვეტილებისგან?

მოგეხსენებათ, კატამ თავი ეშმაკურად დაიძვრინა და ხეზე აძვრა, აწ ბოკვერი და უკვე ლომი ხახა მშრალი დარჩა – მას ხომ ხეზე აძვრომა არ უსწავლია? ”

აბა, ყველაფერს ხომ არ ვასწავლიდიო?

– რაღაც ამდაგვარი თქვა მულტფილმის ბოლოს კატამ. მეც გამიხარდა.

გავიდა წლები, ეს მულტფილმიც დამავიწყდა და ამასობაში ორი უნივერსიტეტი და ორი სპეციალობაც გამოვიცვალე. დიდი ბიჭი გავხდი მოკლედ და მულტფილმებისთვის სად მეცალა?  “სერიოზულ” ფილმებზე გადავედი და “დავჭკვიანდი.”  ბავშვობაში ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ხსენებული მულტფილმი სულ სხვა გარემოებაში გამახსენდებოდა, უფრო კონკრეტულად კი საქართველოში პედაგოგიკის და მენტორობის უხარისხო დონის გამო. თავისებურად – უხარისხო.

არაერთხელ ქართველ პედაგოგებთან ურთიერთობისას შემიმჩნევია რომ თითქოს რაღაცას ბოლომდე არ გეუბნებიან, რაღაცას გიმალავენ და გბლოკავენ.

და ჰოი საოცრებავ,  ეს კატა მხოლოდ მულტფილმებში როდი არსებობდა, თრმე ის არაერთხელ მევლინებოდა  უკვე ზრდასრულ ასაკში. თურმე ეს კატა ქართული მენტორული კულტურის შემადგენელი ნაწილია და მშვენივრად გადმოსცემს იმ ვითარებას რომელიც დღეს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს. თუმცა არსებობს ერთი განსხვავება – თუ ბავშვობაში კატა მომწონდა ახლა მას მხოლოდ ნეგატიურ მოვლენად აღვიქვამ.

ერთი ჩემი ნაცნობი მშვენიერ ფრაზას იყენებს –

ცოდნა უშრეტი რესურსია

მაგრამ ქართულ პედაგოგიკას და კატის ფენომენს თუ გადავავლებთ თვალს მაშინ მივხვდებით რომ ამ მასწავლებლებს ამის არ სჯერათ და ეშინიათ, ეშინიათ იმის რომ მათი ცოდნა გაზომილია და ზღვარი გააჩნია და თუ კი ისინი მთელ ცოდნას მოწაფეებს გადასცემენ მაშინ გამოვა რომ მოწაფე აჯობებს. აი, აქ კი სერიოზული პრობლემა გვაქვს, კერძოდ კი პროფესიონალიზმთან.

უნივერსიტეტში (“ცოდნის ტაძარს”) ვგულისხმობ სწავლისას არაერთი ლექტორი გვყავდა რომელიც პირდაპირ გვეუბნებოდა:

თქვენ, რა უნდა გასწავლოთ? ტყუილად ვკარგავ დროს.

და ლამისაა პირდაპირი ტექსტით დებილებს გვეძახდა, თუმცა ეს მაინც სხვა თემაა… ჩვენ კი ჩვენსას დავუბრუნდეთ.

ნუთუ ადამიანი რომელიც საკუთარ ცხოვრებას განათლებას და მეცნიერებას (თუნდაც ჰუმანიტარულს) უძღვნის იმდენად ლაჩარია რომ ვერ მიხვდეს რომ ყოველდღიური განვითარება და რესურსის გამდიდრება აუცილებელი მოვლენაა? ნუთუ, მართლა ჰგონია რომ დიდი ინფორმაციის გაცემით ის დაიჩაგრება და დაკარგავს რამეს? სამწუხაროდ, მე მგონია რომ ბევრი მართლაც ასე ფიქრობს. ფიქრობს იმიტომ რომ ზარმაცია, იმიტომ რომ საკუთარი საქმე არ უყვარს და ურჩევნია გარკვეული ცოდნა დააგროვოს და 10 პროცენტი მაინც საკუთარ თავს დაუტოვოს. ეს კი, თანამედროვე საქართველოს ან თუნდაც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს პირობებში დამღუპველია, დამღუპველია იმდენად რამდენადაც რესურსის განახლების გარეშე ჩვენ მხოლოდ სიბნელე გვიწერია ბედათ. აკი ნათქვამია

რასაც გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია

თუმცა შიში იმისა რომ ბოკვერი დაგეწევა და შენც დაიღუპები თანამედროვე საქართველოში სამწუხაროდ მაღალია.

2 thoughts on “ცოდნა – ლომების ხვედრია… არა, კატების

  1. lobzhanidze Post author

    ხო სხედან ცოდნაზე და არ იციან რომ ცუდია🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s