ზოგადად ფოტოგრაფიაზე და ქართულ ნეგატივზე

პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ არც ფოტოგრაფი ვარ და ზოგადად ამ სფეროში დიდ მცოდნეს არ წარმოვადგენ, ამიტომაც თუ ამ სტატიის წაკითხვას იმიტომ აპირებთ რომ  როგორც ფოტოგრაფმა რამე პრაქტიკული ინფორმაცია მიიღოთ სჯობია მისი კითხვა ახლავე შეწყვიტოთ. ჩემი მიზანია ამ წერილში გამოვთქვა ჩემი, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის აზრი და დაკვირვება ზოგადად ამ მოვლენის შესახებ მოვახდინო, აქვე შევეცდები ძალიან მოკლედ შევეხო  ქართული ფოტოგრაფიის ტენდენციებს.

ვფიქრობ რომ ფოტოს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ამბის მოყოლაა, ინფორმაციის მოწოდება, ის ენასავითაა და ხშირად ენაზე უფრო მეტის თქმაც კი შეუძლია, ზოგჯერ ერთმა ფოტო სურათმა სიტყვების გარეშე ჩვენში შეიძლება ემოციების ზღვა გამოწვიოს და ასეთე შემთხვევები ისტორიას მრავლად ახსოვს. მაგალითისთვის ავიღოთ ჰოლოკოსტი – უამრავი ფოტომასალა გვაფრთხილებს, გვახსენებს, გვაშინებს ამ ამბის შესახებ და იმ შემთხვევაში თუ ასეთი ჩვენში მკვეთრად უარყოფით ემოციების იწვევს ეს იმას ნიშნავს რომ ფოტომ საკუთარი მისია შეასრულა.

არსებობს სხვა ტიპის სურათებიც, სიმართლე გითხრათ ამ სტატიის დაწერა

სულ სხვა ხასიათის სურათმა შთამაგონა. ამ სურათზე მუჰამედ ალის მუშტია გამოსახული – პირველად რომ ვნახე, ვიფიქრე – “მერე რა?” ანოტაციის წაკითხვის მერე მივხვდი “მერე რას პასუხს.” საქმე ისაა, რომ ფოტოგრაფმა მოჰამედ ალის მუშტი გადაიღო და დაბეჭვდისას მისი რეალური ზომა გამოიყენა, ანუ ფოტოსურათზე ნაჩვენები ზომა ალის მუშტის ზუსტი ასლი იყო და თქვენ სურათის ნახვისას შეგეძლოთ შეგედარებინათ საკუთარი მუშტის ზომა გამოსახულთან. ასეთი შედარება ალის მუშტის ზომის სიდიდეს აღქმის საშუალებას გაძლევდათ.

ფოტო როგორც იარაღი

1968 წელს ასოსიეტედ პრესის ფოტო ჟურნალისტმა ედი ადამსმა შოკის მომგვრელი ფოტო გადაიღო რომელმაც მას პულიცერის პრემია მოუტანა. ამ ფოტოზე გამოსახულია გენერალი, რომელიც ადგილზე, დატყვევებულ ვიეტ კონგელს კლავს. მაგრამ პულიცერის პრემიაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის რომ ეს ფოტო გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა რომ ამერიკელებმა ომის კიდევ უფრო ნეგატიურად შეხედეს რამაც მისი დასრულება შეიძლება ითქვას რომ დააჩქარა.  ეს ფოტო თავიდან რომ ვნახე, ვიფიქრე: “ნეტა ფოტოგრაფს რამის გაკეთება თუ შეეძლო? რამენაირად შეწინააღმდეგებოდა?” პასუხი ალბათ ცალსახაა – არა, ომი ეს ის მოვლენა სადაც მორალის წესები არ მოქმედებს.

თუმცა, ადამსისგან განსხვავებით კევინ კარტნერს მოქმედება ნამდვილად შეეძლო. 1994 წელს მის ფოტომ მას პულიცერის  პრემია მოუტანა. ამ ფოტოზე გამოსახულია სუდანელი ბავშვი, რომელიც შიმშილისგან კვდება, იქვე ახლოს სვავი ელოდება იმ მომენტს თუ როდის შეეძლება მკვდარი სხეულის დაუფლება. კარტნერმა მხოლოდ სურათის გადაღება გადაწყვიტა. მოპოვებული ჯილდო სურათის ავტორს ძვირად დაუჯდა. სამი თვის შემდეგ მძიმე დეპრესიის შედეგად მან თავი მოკლა.

დადებითი ემოციური მუხტის მატარებელი ფოტოები

 

როდესაც 1945 წელს იაპონიის კაპუტალცია გამოაცხადეს ნიუ იორკში, თაიმ სქვერზე ზეიმი მოეწყო. იქვე მყოფი ფოტოგრაფი სახელად ალფრედ ეიზენშტატდი დაკვირვებას აწარმოებდა, ერთ მომენტში მეზღვაური შენიშნა რომელიც სიხარულისან პირველ შემხვედრ გოგოს ეტაკა და ტუჩებში აკოცა, ეს აქტი მან ბევრჯერ გაიმეორა. ფოტოგრაფმაც ერთ-ერთი ასეთი მომენტი აირჩია და ლეგენდარული ფოტოს ავტორიც გახდა, რომელიც ა.შ.შ-ს ყველა მოწინავე გაზეთში დაიბეჭდა. ასეთი ტიპის ფოტოებს ალბათ ზედმეტი სტატიით დატვირთვა არც ჭირდებათ.

ანშტეინის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ ფოტოზე ცნობილი

მეცნიერი გამოყოფილი ენითაა გამოსახული. რატომ არის ეს ფოტო მნიშვნელოვანი და ზოგადად კარგი? იმიტომ რომ ამ აქტით ანშტეინმა სამყაროს დაანახა რომ ზე განათლებულ, გენიოს ფიზიკოსებსაც კი აქვთ იუმორის გრძნობა და ისინიც ადამიანები არიან.

ქართული ნეგატივი

მსოფლიო ფოტოგრაფიის კლასიკაზე ლაპარაკი ძალიან დიდხანს შეიძლება, მაგრამ მოდით აქ შევჩერდეთ და ქართველ ფოტოგრაფებს (ყველას არა რა თქმა უნდა) კითხვა დაუსვათ:

როდის დაიწყებენ თქვენი ფოტოები მეტყველებას?

საქმე ისაა რომ საქართველოში ახალგაზრდა ფოტოგრაფებში ძალიან მიჭირს ვინმეს გამოყოფა რომელიც ნამდვილ ფოტოებს იღებს, ნამდვილ ფოტოებს და არა დადგმულ კადრებს. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ თითქოს მოდაშია ერთი და იგივე ტიპის სურათების გაკეთება. ასეთ შემთხვევაში ფოტოგრაფი საკუთარ ნაცნობს მოდელად იწვევს და ყოვლად ცარიელ სურათებს იღებს. გასაგებია რომ მოდელი ხშირ შემთხვევაში ლამაზი და სიმპატიურია, მაგრამ რას მაძლევს ის მე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, რატომ არ მაფიქრებს? რა საჭიროა ყველამ იღოს ფსევდო გლამურული სურათები თითქოს ჩვენი ქვეყნის ყოველი მესამე მოქალაქე მოდელი ან “სელებრითია?” ასეთ სურათებს ოჯახში პოლაროიდით გადაღებული ფოტოებიც  კი მირჩევნია.

უმეტეს ზემო ჩამოთვლილ მაგალითებს თუ დააკვირდებით ისეთი შემთხვევებია აღწერილი სადაც პრობლემა არსებობდა.  საქართველოში კი პრობლემა პრაქტიკულად ყველა სფეროში არსებობს. იმას არ ვამბობ, რომ კარგი ფოტოგრაფები და ფოტო სურათები ჩვენში არ მოიძებნება, როგორ არა, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მწირია(თუნდაც ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის) რომ მაიძულებს ასეთი ტიპის სტატია დავწერო. საქმე ფოტოგრაფებშიც კი არის, საქმე უფრო ფოკუსშია და მიმართულებაში რომელსაც ეს ფოტოგრაფები ირჩევენ. მათ ავიწყდებათ რომ სინამდვილეში კარგი ფოტოს გადაღება არა ფოტოგრაფის მიერ ხდება (რომელიც დგამს კადრს და მოდელებს უხსნის თუ როგორ იმოძრავონ), არამედ უბრალო ადამიანები რომლებიც ყველგან არიან ჩვენს გარშემო.

ამიტომაც არ გვინდა ნეგატივი, გადავიდეთ ციფრულ სამყაროზე (ხომ ვთქვი ფოტოში ვერ ვერკვევი თქო).

11 thoughts on “ზოგადად ფოტოგრაფიაზე და ქართულ ნეგატივზე

  1. pasumonok

    saqartveloshi uamravi kargi fotorgrafia, gasakviradac ki. soc. temebzec bevri suratia. zogadad ki, shen camocie sakitxi: xelovneba xeovnebisatvis tu xelovneba rogorc soc. iaragi?

    Reply
  2. Etusik

    ,,ასეთი შედარება ალის მუშტის ზომის სიდიდეს საშუალებას გაძლევდათ.” –
    რარაცა გამოგრჩა?

    აუჰ, მეორე ფოტო რა დამთრგუნველია. ეს ისტორია ვიცოდი, ალბათ შენსგან. არ მიკვირს რომ თავი მოიკლა. როგორ შეეძლო ამის ყურება მხოლოდ ფოტოს გადასაღებად?????

    ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფებიდან ვისი ფოტოებიც მინახავს, ლევან კაკაბაძეს გამოვარჩევ, http://levankakabadze.com
    უშინაარსო ფოტოების მიზეზი ისიც მგონია, რომ ფოტოგრაფობა პოპულარულ პროფესიად იქცა, ფოტოგრაფი ბიჭი და მაჩო ლამის სინონიმებია. ჰოდა, ვისაც არ ეზარება, ყველა აჩხაკუნებს, ამას დადებითი მხარეც აქვს, ალბათ.

    მე პირადად, ყალბ ფოტოებს ბუნებრივი მირჩევნია. არც ის მიყვარს საკუთარ ფოტოებს რომ ზედმეტად ამუშავებენ და ცვლიან. მოდელებს რაც შეეხება, შეიძლება ლამაზი ბევრია, მაგრამ იშვიათად მინახავს სახე, რომელსაც გამომეტყველება ეცვლება ფოტოებში. ძირითადად ერთი შემუშავებული მზერაა. შეიძლება ეს ისმის ბრალია, რომ ეგეთი რარაცეები მაიცნ ახალია ჩვეთან, ანუ პროფესიონალიზმის პრობლემაა სავარაუდოდ. ჩემი ემგობარი მიყვებოდა ამერიკულ რეალითი შოუზე, სადაც მოდელებს ასწავლიდნენ კამერასთან მუშაობას. ჩვენთან ალბათ ძალიან დაბალ დონეზა ეგ.

    Reply
  3. lobzhanidze Post author

    ლიკა, ბევრიაო? ბევრი რამდენია? შეგიძლია ჩამოთვალო? ისე არ მჯერა.🙂 რამდენიმე კარგ ფოტოგრაფს მეც ვიცნობ, მაგრამ ისინიც კი აღაირებენ რომ ფოტოგრაფია საქართველოში განვითარებული არაა.
    ხოდა რა თემაც წამოვწიე ის თემა მინდოდა წამომეწია, უბრალოდ არსებობს სურათები რომლებიც მეტყველებნ და არსებობს ფოტოგრაფია რომელიც მუნჯია და მკვდარი, სამწუხაროდ საქართველოში უფრო ეს მეორე მგონია დომინანტი.
    ეთუსიკ, ჩასწორებულია🙂
    გადავხედე ლინსკ, ესთეტურად ლამაზია, მაგრამ ხომ არ გეჩვენება რომ ეს ფოტოები კიდევ ერთხელ იმის მაგალითია და იმისა რაც არ მომწონს ფოტოებში? დადგმული ფოტოებია და მაგიტომაც არ მომწონს.

    Reply
  4. Etusik

    მმმმ მემგონი ლევანის ფოტოებში ფანტაზია ჩანს, საიტზე დიდი ხნაია არ ვყოფილვარ და არ ვიცი რეები უდევს. დადგმული ფოტოებიც აქვს ალბათ, მაგრამ არის ბუნებრივი კადრებიც. მისგან რამოდენიემ უცხოურ ჟურნალს შეუძენია ფოტო გარეკანისთვის😉 ეგეც უნდა იდოს საიტზე

    Reply
  5. lobzhanidze Post author

    არ ვიცი, შეიძლება ვერ ვიპოვე, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ასეთ ჟანრში შეიძლება ამ ჟანრში ადამიანს ფანტაზია გააჩნდეს და ვთქვათ რეკლამისთვის მშვენიერი ფოტო გადაიღოს და რა თქმა უნდა ასეთ ფოტოებს თავისი ნიშა აქვს. მე უბრალოდ პირადად უფრო ისეთი ფოტოგრაფები მიზიდავენ რომლებიც პრობლემას აქცევენ ყურადღებას და ფოტო სურათების გადაღებით საზოგადოების ყურადღებას კონკრეტულ და რეალურ რაციონალურ პრობლემაზე მიუთითებენ.

    Reply
  6. lobzhanidze Post author

    გადავხედე ახლა კარგად და ზუსტად ისაა რასაც ვაკრიტიკებ, არა ამ ქვეყნიური ფოტოებია კარგი და ცუდი გაგებითაც.

    Reply
  7. lobzhanidze Post author

    პარკურს არაუშავს, ისტორიას გვიყვება მაინც, თუმცა ის უნდა ვთქვა რომ ამ ფოტოგრაფის სხვა ნამუშევრებს არ ვიცნობ და შეიძლება მხოლოდ ამ საიტის შესახებ მსჯელობჲთ სუბიექტური ვიყო.

    Reply
  8. lobzhanidze Post author

    ბოლო ფოტო, ორი ბიჭი ხელ ჩაკიდებული რომ მიდიან კარგია მართლა, მომეწონა, სხვებზე ნაკლები ეფექტი რომ ყოფილიყო ნახმარი უფრო ბუნებრივი და კარგი იქნებოდა.

    Reply
    1. Etusik

      ბიჭო, ძაან ვიცავ ეხლა, მაგრამ მე როგორც მახსოვს ფირს ამუშავებდა ლევანი, და არ ,,მაიმუნობდა” ფოტოშოპით. არ ვიცი ზსტად, დიდი ხნის წინ ვკონტაქტობდით აქტიურად :))

      Reply
  9. Katiee.Ge

    სწორი შენიშვნები იყო ქართულ ფოტოგრაფიასთან მიმართებაში, უმეტესობა, რა თქმა უნდა, მასეა. თუმცა არა მხოლდო ჩვენთან. ნებისმიერ უცხოურ, დიდ, სახელგანთქმულ, უმაგრეს ფოტოსაიტებზე დადგმული კადრები ჭარბობს. ასეთი შედევრები კი იშვიათია.
    მესამე ფოტოსთან დაკავშირებით ალტერნატიული ისტორია შემთან ალბათ უკვე წაიკითხე.
    მეორე ფოტო ვიეტნამიდან მართლა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტოა. http://www.worldpressphoto.org/-ს აქვს ყოველწლიურად საოცარი ფოტოები, შარშან საქ.ბანკმა ჩამოიტანა საგამოფენოდ კოლექცია (საქართველოში გადაღებულებიც), 2 საათზე მეტხანს ვიდექი ფოტოების წინ მონუსხული…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s