სტუმარი ბლოგერი/Guest blogger/Гость блога

წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას ბლოგზე, დღეიდან ნებისმიერ მსურველ
ბლოგერს და არა მხოლოდ ბლოგერს შეუძლია განათავსოს ამ ბლოგზე საკუთარი ტექსტი, არ აქვს მნიშვნელობა შინაარს და ფორმატს, შეგიძლიათ წეროთ რაზეც გინდათ.

ასევე გაითვალისწინეთ რომ თქვენი პოსტი არ დაექვემდებარება ცენზურას და თავისუფლად ნებისმიერი ტექსტის წარმოდგენა შეგიძლიათ. ამისათვის უბრალოდ დამიკავშირდით ან ფეისბუქზე ან კიდევ მეილზე: dvdlobzhanidze@gmail.com ტექსტის (ქართულად, რუსულად ან ინგლისურად) გამოგზავნის შემდეგ მცირე (ან არანაირი) რედაქტურის შემდეგ პოსტი განთავსდება ამ გვერდზე და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არ არის აუცილებელი იყოთ ბლოგერი იმისთვის რომ თქვენი ტექსტი ჩემს ბლოგზე განთავსდეს. მათთვის ვინც ფიქრობს: “მე რა ხეირი, ჩემი ბლოგიც მაქვს და იქ დავდებ” მინდა გითხრათ, ყოველი პოსტის შემდეგ მითითებული იქნება თქვენი ბლოგ გვერდის მისამართი (რაც გაძლევთ ბლოგის რეიტინგის გაზრდის საშუალებას), ასევე თქვენ შეგიძლიათ იგივე ტექსტი საკუთარ ბლოგზეც განათავსოთ და რაც მთავარია წლის ბოლოს კომენტარების და “ლაიქების” გათვალისწინებით ჩემს მიერ (ამ შემთხვევაში დემოკრატიული მოდელი არ მუშაობს) შეირჩევა გამარჯვებულ(ებ)ი, რომელსაც გადაეცემა საჩუქარი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფალი ბლოგინგის ზონაში! ვაშა, ვაშა, ვაშა!🙂

4 thoughts on “სტუმარი ბლოგერი/Guest blogger/Гость блога

  1. Etusik

    მშვენიერია. მუზა თუ შემომიტევს, ვიცი სადაც მელოდება ასპარეზი ნიჭის გამოსავლენად🙂

    Reply
  2. Tako

    ვაა, საინტერესოა, მე რადგან მაქვს ხოლმე მუზის შემოტევები როგორც ეთუსიკმა აღნიშნა, მაგრამ საკუთარი ბლოგისთვის არ ვარ ჯერ მზად, როგორც კი რამეს დავწერ მედიისთვის შენ მოგმართავ🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s