ტერმინების დევალვაცია და ჩემი პირადი მანიფესტი

შენიშვნა: ეს წერილი პირველად მემარცხენეთა ბლოგზე დაიბეჭდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე თავდაპირველი წყარო მიმეთითებინა, რომელიც განლთავსებულია leftists.wordpress.com – ზე.

ამ პოსტში ჩემი სასაუბრო თემა სავარაუდოთ სიახლეს არავისთვის წარმოადგენს , დარწმუნებული ვარ უმრავლესობამ იცის ის რაზეც ვილაპარაკებ, ამის მიუხედავად თავს ვალდებულად ვგრძნობ გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პოზიცია.

რამდენიმე დღის წინ ამ ბლოგზე «კონტრიბიუტორის» სახით წერა შემომთავაზეს, რაღა დაგიმალოთ გამიხარდა – გამიხარდა იმდენად რამდენადაც ასეთი ტიპის ბლოგზე წერას დამსახურება სჭირდება და მადლიერების გარდა არაფერი მეთქმის. თუმცა, შემოთავაზებაზე მას შემდეგ დავთანხმდი როდესაც კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი იმას, რომ ვცდილობ საკუთარ თავი არცერთ ჯგუფს არ მივაკუთვნო… რატომ? ამას ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით.

აქვე მინდა ვთქვა რომ მჯერა რომ ბლოგის ავტორები და დამფუძნებლები ტოლერანტულად და გაგებით მოექცევიან ამ ჩანაწერს და ცენზურულ ზომებს არ მიიღებენ. ამის რომ არ მჯეროდეს ამ ბლოგზე წერას არ დავთანხმდებოდი.

მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი თქვენ ყველამ შესანიშნავად იცით ტერმინების დევალვაციის შესახებ. რას ვგულისხმობ ასეთი დევალვაციის შესახებ საუბრისას? მოდით ავიღოთ ძალიან მარტივი და გავრცელებული სიტყვა – «დემოკრატია.» თავისთავად ეს სიტყვა კეთილშობილური წარმოშობისაა და მხოლოდ დადებითს აღნიშნავს. აი, ამონარიდი ერთ-ერთი ენციკლოპედიიდან:

ბერძნული სიტყვაა: დემოს ნიშნავს ხალხს, ხოლო კრატოს – ძალაუფლებას. შესაბამისად, დემოკრატიას ხშირად განსაზღვრავენ როგორც „ხალხის ბატონობას“: ეს არის სისტემა, სადაც ხალხი აწესებს წესებს და ემორჩილება მათ.

მშვენიერი განმარტებაა, კაცთმოყვარე და სამართლიანი. თუმცა, მოდით «დემოკრატიას» დღეს გადავავლოთ თვალი, ეს სიტყვა უკვე ხუმრობათ იქცა, სასაცილოა როდესაც პოლიტიკოსები ამ სიტყვით საკუთარ ყოვლად არა დემოკრატიულ მიზნებს «აპრავებენ.» დემოკრატია თეორიულად, ხოლო პრაქტიკულად – ნავთობი გახდა სულ ცოტა ხნის წინ ერაყში ასი ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი, «დემოკრატია» შეიძლება კიდევ ერთ ლაშქრობის მიზეზი გახდეს – ამჯერად ირანში. სამწუხაროა.

ერთმა ჩემმა ნაცნობმა შემდეგი ისტორია მომიყვა.  ეგ და მისი ამერიკელი მეგობარი გეოპოლიტიკაზე საუბრობდნენ, მოკლედ ამ ჩემმა ნაცნობმა ასეთი  კითხვა   დაუსვა:

აი, თქვენ, ამერიკელები, რის ექსპორტს აწარმოებთ?

მისმა ამერიკელმა მეგობარმა ნახევრად სერიოზულად, ნახევრად ხუმრობით შემდეგი წინადადებით უპასუხა.

ჩვენი მთავარი საექსპორტო საგანი დემოკრატიაა.

ჩემი აზრით ეს ამბავი მშვენივრად ასახავს თუ როგორ ტრაგიკულ ვითარებაშია დღეს დემოკრატია. მარტო დემოკრატიაზე არაა, ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ ამ სამყაროს, ძლიერნი ყოველთვის იყენებდნენ რამე ჩანაფიქრში კეთილშობილურ იდეებს და მათ ადამიანების სამართავად სასტიკ და დაუნდობელ იარაღად აქცევდნენ. ალბათ ჯვაროსნული ლაშქრობები ყველაზე კარგი მაგალითია. კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე არსებობდა რაღაც იდეა რომელიც აძლევდა ხელისუფლებს ადამიანების მართვის, მკლელობების და მარადიორობის ჩადენის საფუძვლებს.

ამიტომაც, მე ვაცხადებ უარს შევუერთდე დემოკრატიულ, რელიგიურ თუ რომელიმე სხვა იდეებს იმდენად რამდენად ნებისმიერი მათგანი შეიძლება ოდესღაც უზურპირებულ იქნეს იმ ადამიანების მიერ რომლებიც ცხოვრების აზრს სხვების ჩაგვრაში ხედავენ. ამის და მიუხედავად მე მჯერა რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სამყაროს შეცვლა სურთ, შეცვლა უკეთესობისკენ, რომლებსაც სურთ გაანთავისუფლონ ინდივიდები ტყუილის მარწუხებისკენ და ჭეშმარიტად ადამიანური ფასეულობები ამოძრავებთ.

ამიტომაც, ერთადერთი იდეოლოგია რომლის მჯერა ეს ადამიანობაა, ასე რომ გთხოვთ, იყოთ ადამიანები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s