ხორციელი შიმშილიდან სულიერ კრიზისამდე

-ხალხნო, ათი წელია გეუბნებით ათ წელიწადში დენი გექნებათ –

პაროდია ე. შევარდნაძეზე

შეიძლება საკამათო რამე ვთქვა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება,
აუცილებლად უნდა გამოვთქვა ის რაც რამდენიმე დღის წინ გავიფიქრე, თითქოს რაღაც ახალი დავინახე და მივხვდი რამდენად ილუზორული იყო აქამდე არსებული ჩემი წარმოდგენა ქართულ რეალობაზე და ბედკრულ საქართველოზე.

რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემს მეგობარს სკაიპით ველაპარაკებოდი, ეს ადამიანი საქართველოში არ ცხოვრობს მაგრამ ამის მიუხედავად საკმაოდ დაინტერესებულია საქართველოთი და ზოგადად კავკასიით. საუბარი ომზე ჩამოვარდა, თურმე აქამდე მხოლოდ ის იცოდა რომ საქართველომ 2 წლის წინ გადაიტანა ომი, არაფერი სამოქალაქო თუ აფხაზეთის კონფლიქტზე. სასწრაფოდ დავიწყე ინტერნეტში მასალის მოძიება და მისთვის საქართველოს უახლოესი ისტორიის ახსნა.  ფოტო და ვიდეო მასალა ინტერნერნეთში ბლომად აღმოჩნდა, ლინკების მიწოდების პარალელურად სიტყვიერად ვუხსნიდი თუ რა ხდებოდა იმ პერიოდში.  წამიერად შევჩერდი და გავიფიქრე:

ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი სულ რაღაც 15 წლის წინ ხდებოდა, 15 წლის წინ, ყველაფერი კარგად მახსოვს, უშუქობა, რიგში ბაბუაჩემის და მშობლების დგომები, კარაქის მონატრება, “კეროსინკასთან” გათბობა, მამაჩემის მიერ გაზის უქონლობაში საჭმლის მომზადებაში “კიპიაწილნიკის” აქამდე უცნობი ტექნიკური ხერხის გამოყენება და ა.შ. ყოველივე ამის შემდეგ დღეს მართლაც რომ კარგად ვართ.

დიახ, ეს ყველაფერი 15 წლის წინ იყო, მაშინ უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი იმისთვის რომ 15 წლის შემდეგ მეხსიერებაში ეს ყველაფერი დამრჩენილიყო. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მოსახლეობის უმეტესობა მაშინ შიმშილობდა, ცხოველს ჰგავდა და ერთადერთი ყოველდღიური საფიქრალი საკვების და კეროსინკისთვის “საავიაციო” ნავთის პოვნა იყო. სამოქალაქო  მანქანით ქალაქში გასვლა ბენზინის უქონლობის თუ არა, მოთარეშე ბანდიტების გამო წარმოუდგენელი იყო.

ბედნიერია ის თაობა რომელიც 90-იანებში დაიბადა და ეს ყველაფერი ნაკლებად ახსოვს, ბედნიერია იმიტომაც რომ 2008 წელს ომი მისთვის მხოლოდ 4 დღიანი, ხანმოკლე ომი და არა “ბავშვობის” მოგონებების ამოტივტივების მოვლენა იყო. უბედურია უფროსი თაობა რომელიც 90-იან დასაწყისში ახალგაზრდობის საუკეთესო წლები აბსურდულ, არაადამიანურ ყოფას შესწირა.

მას შემდეგ 15 წელი გავიდა, ზოგმა შეიძლება ითქვას რომ 15 წელი დიდი პერიოდია და ჩვენს სახელმფწიფოს მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა გაეკეთებინა. მაგრამ რა არის 15 წელი ისტორიისთვის? არც არაფერი. 15 წელი ასეთი ტრავმის გადატანის შემდეგ მართლაც არაფერია. ამიტომაც ვაცხადებ, რომ დღეს კიდევ კარგად ვართ და ამას გააზრებულად ვამბობ. მსოფლიო ისტორიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების ანალოგიურ ადამიანებს რომ ამართვინო დღეს საქართველო მაინც ამ ეტაპზე “არაფერი გვეშველება” და ამ რიტორიკულ კითხვას კვლავ რიტორიკულად დატოვებს.

დღეს აღარ ვშიმშილობთ, დღეს შუქი გვაქვს, დღეს პრეზიდენტის საამაყო პოლიცია ერთადერთი არაკომპირებული სამართალდამცავი ორგანოა ყოფილი საბჭოთა კავშირის მაშტაბით (ბალტიის პირეთს თუ არ ჩავთვლით).  სახელმწიფო თითქოს სახელმწიფოს ემსგავსება (???). მაგრამ რა ხდება დღეს? აი, რა ხდება:

დღეს სულიერად, ინტელექტუალურად ვშიმშილობთ, მაგრამ 90-იანებისგან განსხვავებით არც კი ვცდილობ საკვების პოვნას, თითქოს ჩვენი მუცლების გამოვსება საკმარისია, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.


საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს საზოგადოება, საზოგადოება რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია, ოპოზიციას და დივიდენტების საშოვნად გასულ ჯგუფებს არ ვგულისხმობ. არ არსებობს საზოგადოება, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის აუცილებელი ატრიბუტი რომელსაც შეუძლია ქვეყნის ოდნავ მაინც გამოფხიზლება. შეიმჩნევა პატარ პატარა ინტელექტუალური ჯგუფები რომლებიც იმდენად მწირ მოვლენას წარმოადგენენ რომ უფრო მარგინალებს გვანან ვიდრე რეალურ ძალას.

მართალია თავის დროზე შიმშილმა ვერ დაგვხოცა მაგრამ დღევანდელი ინტელექტუალური დეფიციტი ბევრად უფრო დიდი საფრთხეს წარმოადგენს.

სოციოლოგიური გამოკლევების ჩატარება აუცილებელია არაა იმის გასაგებად თუ რითი ინტერესდება დღევანდელი ახალგაზრდობა, ახალგაზრდობას თავი რომ დავანებოთ მეტ ნაკლებად პრესტიჟულ (“საქმიან” თუ გნებავთ) დაწესებულებში შეიარეთ და გადახედეთ რითი არის დაკავებული სამუშაო დროს მომუშავე პერსონალი. ვიქტორიას სეკრეტის საიტებზე მქექავ გოგჩოებს თუ აღმოაჩენთ, ესეიგი გაგიმართლათ, მეტ ნაკლებად ინტელექტუალურ ადამიანთან მოგიწიათ შეხება. თითქოს არაფერი გვაინტერესებს და საკუთარ საქმესაც ხელფასიდან ხელფასამდე (ეს თუ დაგვიანებულად მაინც თუ გვაქვს კარგია) ვაკეთებთ და საერთოდ არ გვიყვარს, თითქოს მთელი ენერგია ახლო წარსულში ხორციელ პრობლემებზე ფიქრს შევალიეთ.

ეს წერილი ასე უაზროდ, ყოველგვარი დასასრულის და შეკვრის გარეშე დამთავრდება, რა ვქნა, როგორც ჩანს მეც მშია!

One thought on “ხორციელი შიმშილიდან სულიერ კრიზისამდე

  1. Katiee.Ge

    “მოსახლეობის უმეტესობა მაშინ შიმშილობდა, ცხოველს ჰგავდა და ერთადერთი ყოველდღიური საფიქრალი საკვების და კეროსინკისთვის “საავიაციო” ნავთის პოვნა იყო. ”

    დღესაც ბევრი შიმშილიობს, ძალიან ბევრი. უბრალოდ, სხვა ბევრი ამას ვერ ხედავს .

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s