საჰელოუინო ზღაპარი

 

მე, შარშან ჰელოუინზე, თბილისი

 

მაშინ როდესაც ამ კელტური თუ გალური (რაც არის მოკლედ) წარმოშობის დღესასწაულის სამშობლოში ვიმყოფები ამ თემაზე საუბარი ორმაგად აქტუალურად მიმაჩნია. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე რომელიღაც მომხარებლის მიერ ჰელოუინისადმი მიძღვნილ წერილს წავაწყდი. გამიკვირდა რამდენად ვრცელი და აკადემიურ სტილში გადაწყვეტილი სტატია იყო. ავტორი მიმოიხილავდა ამ დღესასწაულის ისტორიას და თან ანალიზსაც არ ივიწყებდა.

ჰელოუინის წარმოშობის ისტორია მეტ ნაკლებად მეც ვიცი, აი ანალიზი კი არ მომეწონა. უფრო სწორედ ძალიან უცნაურად მიმაჩნია ავტორის მიდგომა, სერიოზული და შეშინებული. გასაგებია რომ ჰელოუინი წარმართული დღესასწაული იყო. მერე რა? განა დღევანდელ საქართველოში ბევრი ტრადიცია წარმართული ეპოქიდან არ მოგყვება? რატომ არ ვაცხადებთ მაშინ პროტესტს?

ვფიქრობ რომ ამ საკითხის ირგვლივ საქართველოში ერთი დიდი საპნის ბუშტია გაბერილი  და პრინციპში ეს პოსტიც ალბათ ზედმეტია. აქ, შოტლანდიაში ამ დღესასწაულისთვის საგანგებოდ ერთი თვეა ემზადებიან, არავინ ფიქრობს მის რელიგიურ თუ “ბოროტ” ასპექტებზე. ხალხს უბრალოდ გართობა უნდა, მეტი არაფერი, საქართველოში ბევრმა ჩემი მოკრძალებული აზრით უნდა გაიგოს, რომ არავითარი შავბნელი ძალები ამ დღესასწაულს არ მართავენ, უბრალოდ ახალგაზრდობას დალევა, დროს გატარება და გართობა სურს. მეტი არაფერი!

დღეს ნიღაბის და ტკბილეულის საყიდლად მეც მივდივარ, სიმართლე გითხრათ არ ვგიჟდები ამ დღესასწაულზე და არც იმდენი ფული მაქვს რომ ერთი კარგი “კოსტიუმი” ვიყიდო. ნიღაბი კი საკმარისი იქნება იმისთვის რომ თავი მარტოდ არ ვიგრძნო. ტკბილეული კი იმისთვის მინდა რომ ბავშვებს დავურიგო, რომლებიც ამ დღესასწაულზე კარდაკარ დადიან და სანამ რამეს არ აჩუქებ თავს არ დაგანებებენ. ნეტავ მაგათ თუ იციან დღესასწაულის წარმომავლობის შესახებ?

3 thoughts on “საჰელოუინო ზღაპარი

  1. Nina Gorecki

    უბრალოდ საქართველოში ყველაფერს პროტესტის იარაღად იყენებენ. ჰელოუინის დროს მაინცდამაინც ტაძრებთან ორგიების გამართვა ჩემთვის გაუგებარია. ევროპაში ვინმე იქცევა ეგრე?

    Reply
  2. Hoffa

    დათ შენ ერთ – ერთი მართლმადიდებელი დეკანოზის ქადაგება არ მოგისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით (ამას წინათ ნეტში გადავაწყდი). ჰელოუინის კი არადა ბერიკაობის დემონურ საწყისებზე ლაპარაკობდა ტიპი. ჯერ ვცადე მეხალისა, მაგრამ ვერ გავძელი. ნელ ნელა შეშფოთება დამეუფლა, მერე თანდათან აღვშფოთდი. ბოლოს კიდე დავგმე. აი ასე მეგობარო🙂

    Reply
  3. lobzhanidze Post author

    არ მიკვირს, მე ჰელოუინამდე ვიღაცამ ფეისბუქ ჩათში მომწერა და რაღაცის გავრცელება მთხოვა, ნუ შინაარს დაახლოებით ხვდები, თუ არ ვცდები ფანჯარა ეგრევე მოვხურე და მერე მემგონი ეს იუზერიც წავშალე.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s