სექსი, მაია ასათიანი და წიგნები

  - Нас только двое. Разве это достаточно? В качестве публики -
- плачевно.
  -  В качестве ценителей - идеально.

  Том Стоппард. Розенкратц и Гильдестерн мертвы. 



დღეს ექსპერიმენტის სახით თავს უფლება მივეცი ფეისბუქზე კვლავ დამელინკა რამდენიმე კვირის წინ მაია ასათიანის და მის გადაცემის შესახებ გაკეთებული პოსტი.  მაშინდელი პოსტი ძალიან რეიტინგული აღმოჩნდა და ნახვების მხრივ ბლოგზე სულ რაღაც თხუტმეტ წუთში პირველ ადგილზე გავიდა. იმავე დღეს ბლოგი მისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტ ადამიანმა მოინახულა. ამან საფუძველი მომცა მეფიქრა რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ეს პოსტი კვლავ პოპულარული იქნებოდა ბმული თავიდან რომ გამომექვეყნებინა. არ შევმცდარვარ, დღეს ბლოგზე შემოსული ვიზიტორების მხრივ “მაია ასათიანი” კვლავ ლიდერობს.

ექსპერიმენტის მიზანი იყო ლოკალურ დონეზე გამერკვია რა აინტერესებს მაყურებელს თუ მკითხველს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ ექსპერიმენტით რთულია საბოლოო დასვკნების გაკეთება, მაგრამ აღნიშნული შემთხვევა ვარაუდის დონეზე გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ რომ საზოგადოება უფრო ასეთ თემებზე რეაგირებს ვიდრე სიტყვაზე ახლო აღმოსავლეთის პრობლემაზე.

“მაია ასათიანის” მერე, მეორე ადგილს იკავებს “პორნოგრაფიის ყურების ესთეტიკა.” გადავწყვიტე დღეს ეს პოსტი არ დამედო თავიდან მაგრამ პირველმა გამოქვეყნებამ მაჩვენა რომ ეს თემა ძალზედ პოპულარული აღმოჩნდა. შესაბამისად ორივე შემთხვევაში საკვანზო სიტყვები აღმოჩნდა “მაია ასათიანი” და “პორნოგრაფია” და არა სტატიების შინაარსობრივი მხარე.

სხვათაშორის მოწინავე პოზიციებს ასევე იკავებს ჩემი რჩევა 10 წიგნის შესახებ, თუმცა მოდით გულახდილად გეტყვით, ამ შემთხვევაში სხვა ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება. საქმე ისაა რომ ეს პოსტი რუსულადაა გაკეთებული და სტუმრებს (მეტწილად რუსეთიდან) ძირითადად საძიებო სისტემაში ამოგდებული შედეგი იზიდავს და არა ქართული საზოგადოების ინტერესი ლიტერატურის მიმართ.

რა აინტერესებს ქართულ საზოგადოებას? რა და უნდა შესთავაზოს ჟურნალისტმა თუ ბლოგერმა მას? ამ თემაზე არაერთხელ მიკამათია. ზოგიერთის აზრით მკითხველის ან მაყურებლის ინტერესი დამოკიდებულია იმაზე თუ რას მიაწოდებ. ჩემი ბლოგის მაგალითიდან, რომელზეც სხვადასხვა სახის მასალას ვაქვეყნებ შემიძლია ვთქვა რომ ეს მოდელი არ მუშაობს.  თუმცა,  დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვი რომ მაია ასათიანი და სექსი  საზოგადოების ერთადერთ ინტერეს წარმოადგენს. ეს საკითხი უფრო ვრცელი დისკუსიის საგანია.

4 thoughts on “სექსი, მაია ასათიანი და წიგნები

  1. Nina Gorecki

    დედას გეფიცები, მე სექსის და წიგნების გამო გამოვყევი ლინკს😀
    ისე კი, ჩემთან ყველაზე მეტი შემოსვლა (keyword-ს ვგულისხმობ) არის სიტყვიდან sex, sexsi..😀 არადა სულ არ ვწერ ამ თემაზე, სერჩი რას აგდებს ჩემთვის გამოცანაა
    პუბლიკის მოთხოვნილება ცხადია და არ უნდა ამას ვრცელი დისკუსია. ერთი რამეა, გლავნოე კაჩესტვო, ა ნე კალიჩესტვო პუბლიკი😉

    Reply
  2. Kate

    არა აი მგონი მართლა დეგრადირებისკენ მიდის ქვეყანა. აბა ხომ არ შეიძლება ყველა ბლოგერის “search term”-ში სექსი იყოს???

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s