სანდრო თარხან-მოურავი: “კომპიუტერი აკეთებს იმავეს, რასაც კლუბის კარებში მდგომი თამაზა.”

წარმოგიდენთ ახალ რუბრუკას – “სპეცინტერვიუ,”  ამ რუბრიკაში წარმოდგენილ იქნებიან სხვადასხვა პროფესიის მქონე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები. კითხვების ავტორი (ანუ მე) და რესპოდენტი ინტერვიუმდე თანხმდებიან რამდენიმე თემაზე რომელზეც რესპოდენტს საუბარი შეუძლია. რესპოდენტს შეუძლია ნებისმიერი თემის არჩევა რომელშიც ის თავს სპეციალისტად თვლის, გარდა იმ თემისა რომელიც პირდაპირ კავშირშია მის პროფესიასთან. კითხვები შეიძლება სერიოზული იყოს, ნაკლებად სერიოზული და ზოგჯერ აბსურდულიც კი.

რუბრიკის პირველი სტუმარია სანდრო თარხან – მოურავი, მედიის სპეციალისტი, ვებარქიტექტორი და ვებმენეჯერი, თემებად მან ხელოვნება, პროგრამირება და დიზაინი აირჩია. გთავაზობთ ინტერვიუს. 

ვიცი, რომ თინეიჯერობისას პროგრამირების ოლიმპიადებში მონაწილეობდი და საქართველოს ნაკრებშიც იყავი. მე ”ჩაიდანი” ვარამ სფეროში და კარგად არც მესმის, ეს რას ნიშნავს. როგორ აუხსნიდიყველაზე უვიც ადამიანს, რა არის პროგრამირება?

პროგრამირება არის კომპიუტერისთვის (რობოტისთვის,მობილურისთვის) ბრძანებების წერა, მისთვის გასაგებ ენაზე. ყველაფერი,რასაც კომპიუტერი აკეთებს, პროგრამებით იმართება. მაგალითად, საიტზე შეცდომით შეგყავს ”იუზერნეიმი” და იღებ შეტყობინებას, რომ სახელი არასწორია. ესე იგი საიტის კოდში სადღაც წერია ბრძანებები,რომლებიც ადამიანურ ენაზე ასე ითარგმნება — შეამოწმე, არის თუ არა სახელი ჩვენს სიაში და თუ არ არის, არ შეუშვა. ანუ კომპიუტერი აკეთებსიმავეს, რასაც კლუბის კარებში მდგომი თამაზა. თამაზასთვის ბრძანებებს იგონებს კლუბის მენეჯერი ვატო. ბრძანებებიინახება თამაზას ტვინში და იქიდან მართავს მის სამეტყველო აპარატსა და ზედა კიდურებს:) კომპიუტერის შემთხვევაში ბრძანებებს იგონებს პროგრამისტი რომა. წერს მათ პროგრამის სახით და ინახავს ჰარდდისკზე(ანუ კომპიუტერის ტვინში). პროგრამები, შენი მოქმედებების (მაგ.:თაგვით დაჭერა) გათვალისწინებით, მართავს კომპიუტერის მოქმედებებს (მაგ.: ფანჯრის ჩაკეცვა).
ოლიმპიადებზე ცოტა განსხვავებულ ამოცანებს ვხსნიდით. პროგრამებს რაღაც უნდა ეთვალათ. მაგალითად, შეგყავდა მეზობელი ქალაქებისშემაერთებელი გზების სიგრძეები და პროგრამას უნდა ეპოვა უმოკლესი გზა არამეზობელ ქალაქებს შორის.პირველი შეხედვით, საშინელებაა, მაგრამ პროგრამირებისას ცოტათიღმერთად შეიძლება იგრძნო თავი:) რკინას ”აცოცხლებ” და რაღაცეებს აკეთებინებ.

რატომ არ არის პროგამისტების ანეკდოტები სასაცილო? ერთი მაინც იქნებ მოჰყვე.

ანეკდოტებს არ ვყვები და არც ვიმახსოვრებ ხოლმე. რაღა დაგიმალოდა ეხლა რომ მთხოვო, არა პროგრამისტულ ანეკდოტსაც ვერ მოვყვები.უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე წუთი დამჭირდება გასახსენებლად:) სასაცილო ალბათ იმიტომ არ არის, რომ პროგრამისტული ანეკდოტების
გაგებას პროგრამირების ცოდნა სჭირდება. ზოგადად, ანეკდოტი სადღეგრძელოსავითაა.  ადამიანები იზეპირებენ,დადიან სუფრიდან სუფრასთან და ყვებიან. ყვებიან ბევრჯერ, სხვადასხვა ადამიანები ერთსა და იმავე ანეკდოტს და ყოველი მოყოლის შემდეგ ყველამ უნდა გაიცინოს. არაფერი მიყვარს, რაც ამდენ ხელოვნურობასიწვევს. ეკრანზე რომ უყურებ, გინდა გაიცინებ, გინდა არა. ხალხში ანეკდოტების მოყოლა ჩემთვის უინტერესო რიტუალია.

– შედიხარ თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე და ხედავ ფეკალიებს.როგორ უნდა მიხვდე რომელია, უბრალოდ ფეკალია თუ ხელოვნება?

ფეკალიების მზერა არ მიყვარს. მეტიც, მძულს ძაღლის და, ალაგ-ალაგ, ადამიანის განავლით მოსვრილი ქუჩები. მაგრამ თუ ადამიანის, ხისან სკამის გამოსახულება არის ხელოვნება, ფეკალიის გამოსახულებარატომ არ არის? შეიძლება ფეკალია იყოს ნატურალისტური და ამაში იყოს მისი ღირებულება. შეიძლება იყოს არტ-ნუვოს სტილში, ოქროსფერიორნამენტებით გაწყობილი, სტილიზებული ფეკალია. შეიძლება ფეკალიამონა-ლიზას ჰქონდეს მიმაგრებული, მისი ვითომდა მომაჯადოებელიღიმილის ადგილას და ეს იყოს კონცეპტუალური ხელოვნება. ან ფეკალიაიდოს კუპატის გვერდზე და ხაზს უსვამდეს საკვებისა და ექსკრემენტებისნათესაობას:) არის თუ არა ხელოვნება, ამის გასარკვევად ავტორს უნდა მიმართო. თუ თვითონ ვერ აგიხსნის,  რატომ არის მისი ფეკალია ხელოვნება, თუგაუაზრებლად შექმნა, მაშინ ალბათ არ არის.  თუ აგიხსნის, თუნდაციმით, რომ მისი ფეკალია არის თანამედროვე ხელოვნების დაცინვა,სრულუფლებიანი ხელოვნება იქნება. ასეთ კონცეპტუალურ ფეკალიას გადაჭრით შავ კვადრატზე დაბლა ვერ გავამწესებდი:)

– როგორი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს დიზაინი?

ჯერ კიდევ ძველ რომში ამბობდნენ, თუ არ ვცდები, რომ უნდა იყოს პრაქტიკული და ლამაზი. სამყაროში მხოლოდ მინიმალისტურიდიზაინი რომ იყოს, ალბათ მოსაწყენი იქნებოდა. მაგრამ მე თითქმის მჯერა, რომ მინიმალისტური, პრაქტიკული დიზაინი ავტომატურად ლამაზიც გამოდის. ზოგადად, კარგი ტესტი არსებობს — თუ დიზაინში რაღაცის დანიშნულება გაუგებარია, დიზაინი არასწორია. მაგალითად,
გაუგებარია, რისთვის აქვთ თბილისურ მრავალსართულიან სახლებს მრგვალი ამობურცულობები. გასაგებია, რომ ჩვენი უნიჭო არქიტექტორები საკუთარი ნამუშევრების სიმდარის შენიღბვას ცდილობენ, მაგრამ გაუგებარია დანარჩენებმა რა დავაშავეთ. ვინმეს ჰგონია, რომ მრგვალი ელემენტების ხარჯზე ცენტრპოინტის შენობები ნაკლებად უშნო ხდება?ამიტომ თბილისი ოცი წელია იძირება არქიტექტურულ ნაგავში. არც მანამდე იყო კარგ დღეში.

– საქართველოში როგორი დიზაინი იციან?

გაუაზრებელი და, შესაბამისად, ცუდი. უშუალო შეხება მქონია ვებდიზაინთან. ვინც შემხვედრია (სამხატვრო აკადემიის სტუდენტებსშორისაც), თითქმის არავინ იცის დიზაინის თეორია — გეშტალტის პრინციპები, ტიპოგრაფიკის კანონები ან რომელიმე სხვა მიმართულება. ძირითადად მუშაობენ სპონტანურად, ზედაპირული მიბაძვით.ბევრმა ”ტუტუცმა” ამერიკელმა ან ევროპელმა მოყვარულმა მეტი იცის, ვიდრე ჩვენმა ”პროფესიონალებმა”. ყველას ვურჩევ, დროზე და კარგად ისწავლონ უცხო ენები და იკითხონ ინტერნეტში სასწავლო მასალები. ჯობია ინგლისური, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ენაზე ყველაზე მეტი და ყველაზე თანამედროვე მასალაა. ჩვენივე ქვეყანას, ჩვენივე კულტურას წაადგება. საკუთარი ფესვები რომ გაიაზრო და თანამედროვეობაში ფესვებზე დაყრდნობით შექმნა რაღაც ღირებული, ამისთვის გჭირდება მაქსიმალური ცოდნა.
– ხელოვნება ხელობისგან რითი განსხვავდება?

მკვეთრ ზღვარს ვერ ვხედავ. თუ ხელოსანი რაღაცას გააზრებულად ქმნის,თუ მისი შრომა შემოქმედებითია, ისიც ხელოვანია. შეიძლება ვთქვათ,რომ ხელოვნებაა ის, რასაც არ აქვს პრაქტიკული დანიშნულება; ვთქვათ,თუ ქმნი უტილიტარულ საგნებს, ხელოსანი ხარ და არა ხელოვანი. მაგრამ არ მგონია ასეთი დაყოფა სამართლიანი და ცხადი იყოს. დალიმ სუნამოსფლაკონი რომ შექმნა, არ იყო ხელოვნება?
– რატომ არ გაყევი თავიდან ბოლომდე პროგრამირებას?


ალბათ, სადაც არ უნდა მეცხოვრა, მაინც მექნებოდა სხვა ინტერესები,
მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს აქაური გარემო. საზღვარგარეთ წასასვლელად მიზანმიმართულობა არ მეყო, თავის დროზე.საქართველოში ცხოვრება ისედაც იმდენად ”წოვს”, რომ ორმაგად რთულია დილიდან საღამომდე მხოლოდ კოდთან გქონდეს შეხება. პროგრამისტი რომ იყო და მთლად არ გადაირიო, სამსახურის მიღმა მაგარი მოლხენილი ცხოვრება უნდა გქონდეს.ცდილობ თბილისური სიცარიელე შეავსო შედარებით ”ცოცხალი”ინტერესებით. ამ ინტერესებს დამატებით კვებავს დამპალი გარემო, სადაც თითქმის ყველაფერი ცუდ დღეშია და ყველაფერზე გეფიქრება. საკრიტიკო, გასაანალიზებელი და გამოსასწორებელი ყოველ ნაბიჯზეა:)ერთგვარი ჩაკეტილი წრე გამოდის. ჩამყაყებულ თსუ-ში სწავლამ საინტერესო პრაქტიკული გზა ვერ დამანახა, ამიტომ ბაკალავრიატის დამთავრების მომენტისთვის სხვა ინტერესებმა გადაწონა. მაგრამ პროგრამირებისთვის თავი საბოლოოდ არ დამინებებია. მითუმეტეს, არც თუ შორეულ მომავალში პროგრამირებისცოდნა შეიძლება ისეთივე საყოველთაო ინსტრუმენტი გახდეს,როგორც ინგლისური. უკვე უამრავი ბლოგერი და მეცნიერი ერკვევა პროგრამირებაში.

8. რას უსურვებდი შემდეგ რესპოდენტს?
ამ შეკითხვაზე მხოლოდ შაბლონური ან უტაქტო პასუხის გაცემაშეიძლება:) ვუსურვებდი უფრო პოპულარულ თემებზე მოუწიოს ლაპარაკი და საინტერესო გამოუვიდეს.

5 thoughts on “სანდრო თარხან-მოურავი: “კომპიუტერი აკეთებს იმავეს, რასაც კლუბის კარებში მდგომი თამაზა.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s