ვიქტორია თოდრია, პორნო, ალკოჰოლი და კერძები

ვაგრძელებთ რუბრიკას, ვიქტორია თოდრია, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და ამავდროულად ჟურნალისტი საუბრობს პორნოზე, სასმელზე და კერძებზე.

– მოკლედ თუ შეგიძლია შენს “ურთიერთობაზე” პორნოსთან, როდის და როგორ დაიწყო?

ურთიერთობას ვერც დავარქმევ, იმიტომ რომ ურთიერთობა ხანგრძლივი პროცესია. მოდი პორნოსთან შეხება ვუწოდოთ, რაც თინეიჯერობისას მოხდა, 17 წლის ვიყავი. (სულაც არ არის გასაკვირი ასე ხდება). სულ შემთხვევით რამდენიმე კადრს მოვკარი თვალი და იმდენად მოულოდნელი და უცხო იყო, რომ თვალები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან. კარგად მახსოვს მთავარი გმირები შავკანიანები იყვნენ.

– მადა ჭამაში მოდისო, პორნოს ყურებისას იგივე პრინციპი თუ მოქმედებს? რა არის კარგი პორნოს ინგრედიენტი?

ზუსტად არ ვიცი და იმედია მეპატიება, მაგრამ არსებობს კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ მამაკაცები უფრო მეტად რეაგირებენ ვიზუალურ გამაღიზიანებელზე ვიდრე ქალები. რაღა თქმა უნდა არსებობს მეორე კვლევაც, რომელიც სეინტ ლუისის სამედიცინო სასწავლებლის (შეიძლება მეშლება) მკვლევარებმა ჩაატარეს და ზემოთ მოცემული კვლევის შედეგი გააბათილეს და დაამტკიცეს რომ ორივე სქესის წარმომადგენლები თანაბრად რეაგირებენ ვიზულურ გამაღიზიანებელზე. თუმცაღა თუ ინტერნეტში გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, მაშინ აშკარაა რომ პორნოს ძირითადი მომხმარებლები მაინც მამაკაცები რჩებიან. ეს ისე ინფორმაციისთავის. ეხლა კი შენს შეკითხვას რაც შეეხება, მადა რომ ჭამაში მოდის ფაქტია. რატომ? იმიტომ რომ ცნობისმოყვარეობა ერთ-ერთი უძლიერესი მამოძრავებელი ძალაა. პორნოსთან პირველი შეხების შემდეგ ბევრი დრო გავიდა მეორე შეხებამდე. აი მეორედ კი უკვე ცნობიერების ფაქტორმა თავისი როლი შეასრულა. ზოგადად მიყვარს ფილმები და ვცდილობ სხვადასხვა ჟანრს გავეცო და სწორედ მაგ მიზნით ჩავრთე კლასიკური პორნო, (რავი თუ ასე შეიძლება ვუწოდოთ პორნო ფილმს) , რასაც ბოლომდე ვერ ვუყურე, მერე სადო მაზოს რამდენიმე სცენას გადავხედე და ასე შემდეგ. . ეგ იყო და ეგ, არანაირი სურვილი აღარ გამჩენია. ვერ აგიხსნი რატომ, თუმცა შევეცდები. არ მაინტერესებს სხვები რას შვებიან საძინებელში. თუმცაღა მეორე მხარეც არსებობს რაც ბევრისგან მსმენია, პორნო არის სექსუალურ ცხოვრებაში სიახლეების შემოტანის ერთ-ერთი საშუალებაო. აუცილებლად უნდა ვთქვა რომ სასტიკი წინააღმდეგი ვარ საბავშვო პორნოგრაფიის, რასაც სამწუხაროდ უამრავი მყიდველი ყავს ბაზარზე და ეს პროცესი შეუქცევადია. რატომ- ეს უკვე ფსიქოლოგებისა და სოციოლოგებს უნდა კითხოთ. არ ვიცი, თუმცა მაინტერესებს ამის მიზეზი.

პორნოს ინგრედიენტი ეს სუბიექტურია. გააჩნია ვის რა ინტერესები, ფეტიშები და განუხორციელებელი ფანტაზიები აქვს. ზოგისთვის სადო მაზოა, ზოგიშტვის ჰომო და ასე შემდეგ. ასე რომ ეს მომხმრებელზეა დამოკიდებული. მგონი მაინც მთავარია კარგი კამერა იყოს, ნუ მხატვრულს რო დაამსგავსო მაშინ პორნო ის პორნო აღარ იქნება. ჩემის აზრით მსახიობებიც ცოტა უფრო მეტად უნდა შედიოდნენ როლში და რასაც აკეთებენ ხარისხიანად აკეთონ. კიდევ შეიძლება ცოტა იუმორიც. ეს ხუმრობით და ახლა კი სერიოზულად, ჩემის აზრით პორნო უფრო ყურებადია, თუ მაში ახალბედა მსახიობები მონაწილეობენ, განა ეს არ არის მისი მთავარი ამოცანა, რომ მაყურებელს ეგონოს, რომ ის რელაურად სხვას უთვალთვალებს სექსუალური აქტის დროს…

-იმისათვის რომ ადამიანი წვეულებაზე(ფართიზე, ტუსოვკაზე და ა.შ.) გაერთოს ალკოჰოლის რა რაოდენობის მიღებაა საჭირო? ოდესმე გათიშვამდე თუ დაგილევია შენ პირადად?

ფართიზე რო გაერთო დალევა სულაც არ არის საჭირო, მთავარია როგორ ხასიათზე ხარ და განწყობა. ვიცი რო არ მეთანხმები და ვიცი რატომაც. ხალხი სვავს იმიტომ რომ დაღლილია სამსახურიდან ან გაღიზიანებულია და ალკოჰოლური თრობა უადვილებს სტრესისგან განთავისუფლებას. და ალკოჰოლი ყველაზე გავრცელებული, სოციალური ნარკოტიკია. ზოგიერთს უჭირს სხვებთან ურთიერთობა და ალკოჰოლი ამ კომპლექსს უხსნის, ზოგს თავდავიწყება უნდა, ყველას თავისი მიზეზი აქვს და მოდი ყველას მიზეზს გაუმარჯოს! უგონო მდგომარეობამდე დალევა სულაც არ არის სახალისო და ზოგჯერ სავალალო შედეგებს იწვევს. გააჩნია ადამიანის ფსიქიკას. ზოგი სამჭიქაში ითიშება, ზოგი კი არასოდეს. ძირითადად უგონო მდგომარეობამდე დალევა თინეიჯერებს ახასიათებთ, იმტომ, რომ ალკოჰოლი მათთვის ჯერ სიახლეა. მრავალწლიანი სმის შემდეგ კი ადამიანი საკუთარ ლიმიტის მწვერვალსაც ეუფლება (ან ვერა) და იცის რამდენი დალიოს, რომ თავი ზუსტად ისე იგრძნოს როგორც მას გაეხარდება. რაც შეეხება ჩემი დალევის ისტორიებს, მოდი ეს ჩვენს შორის დარჩეს🙂

– რომელია შენი ფავორიტი ალკოჰოლური სასმელები და რატომ?

მიყვარს კალვადოსი, ლუდი, ტეკილა და ჯაკ დენიელსი . რატომ და სიყვარულს რად უნდა დასაბუთება, უბრალოდ მიყვარს.

– საქართველოში სმის კულტურა თუ არსებობს? საზღვარგარეთ ცხოვრობდი დიდი ხანი და როგორ შეადარებდი სმას მანდ და საქართველოში არსებულ სიტუაციას?

სმის კულტურა… ამერიკელი თინეიჯერები (ყველა არა! რა თქმა უნდა ზოგიერთები, სტატია იყო) მაგალითად არაყს თვალში ისხავენ რომ ურო მალე იმოქმედოს ალკოჰოლმა. ეს შეილება ჩაითვალოს როგორც სმის ერთ ერთ კულტურად? არ ვიცი, ევროპაში უფრო ბევრს სვავდნენ , რავი იქნებ მეჩვენება საქართველოსთან შედარებით უფრო დიდი რაოდენობის ალკოჰოლის კონზუმი ხდება. გაცილებით უფრო მეტი თინეიჯერი ეგდო პარასკევ საღამოს ქუჩაში ვიდრე აქ მინახავს, თუმცა სიმართლე რო გითხრა საქართველოში ღამის ტუსოვკაზე კარგა ხანია აღარ ვკოფილვარ და არ ვიცი როგორი სიტუაციააა.. რეალურად. საქართველოში როგორ არ არსებობს სმის სკულტურა  ოღონდაც ტრადიციულ-ქართულია, სუფრასთან და თამადასთან ერთად ბოლომდე! თუმცა მას შემდეგ რაც ევროპისკენ მივილტვით ტრადიცულ ქართულ სუფრებზე დალევის დაძალების ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა. გარდა ამისა მთვრალი საჭესთან დაჯდომა მიუღებელი გახდა, რასაც მე და არა მარტო მე მივესალმები. იქედან გამომდინარე, რომ არსებობს ტუსოვკების სხვადასხვა ტიპები, დალევის ინტენსივობაც შესაბამისად განსხვავდება. გააჩნია რა სიტუაციაში ხარ. „თანამედროვე“ ქართველი ახალგაზრდობა ევროპას შესცქერის თვალებში და შესაბამისად სიტუაციიდან გამომდინარე სვავს ისე, როგორც ამას „ ევროპელი“ იზავდა.

– შენი საყვარელი კერძები? იქნებ ერთი რეცეპტი გაგვიზიარო?

მიყვარს კარგი საჭმელები და რაც მთავარია კარგად დამზადებული. ძალიან მნიშვნელოვანია ვისთან ერთად ვჭამ და სად. მართალია სულ ჩემი სურვილისამებრ არ გამოდის, მაგრამ უმეტესად ვცდილობ შევიქმნა სასიამოვნო და ჯანსაღი გარემო. ჩემთვის სადილი ძალიან მიშვნელოვანი რიტუალია და როცა საშუალება არის მიხარია თუ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვსადილობ. დ ათუ მშია ვიცი კოკრეტულად რა მშია. მაგ: არ შემიძლია ვჭამო ხაჭაპური, როდესაც გონების დაკარგვამდე მომინდა მწვადი. ეს უბრალოდ მაგალითისთვის მოვიყვანე.

რეცეპტი: მოხარშული ორაგულის და ასპარაგუსის სალათა, რემულადეთი და ცერეცოთი (კამა) ძალიან მიყვარს.

– როგორ აღწერდი ქართულ სუფრას, ქართულ კერძებს? რამდენად მოგწონს? ზოგადად როგორი სამზარეულო გიყვარს?

ქართული კერძები ძალიან მიყვარს. სუბიექტური ვარ, ბუნებრივია, იმტომ რომ საქართველოში და ქართულ კერძებზე გავიზარდე. ქართული სუფრა არის მრავალფეროვანი, ჯანსაღი იქნებოდა ცოტა ხოლესტერინი რომ არ ჭარბობდეს. ისე კი ნიგოზი, ხახვი, ნიორი, თხილი და ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა. ცნობისმოყვარე ვარ საკვების მიმართაც. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გამისინჯია ამიტომაც შემილია გითხრა რა არ მიყვარს. არ მიყვარს ინდური კერძები . ძალიან მიყვარს იაპონური, ტაილანდური, ჩინური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ავსტრიული და ებრაული სამზარეულო, ბუნებრივია ქართული.

– რას აირჩევდი, კარგ პორნოს, კარგ კერძს თუ კარგ სასმელს?

კარგი კერძი და კარგი სასმელი🙂

– რამეს ხომ არ დაამატებდი? შენი რჩევა მომავალ რესპოდენტებს.

საერთოდ ბევრი ლაპარაკი მიყვარს და ძალიან ბევრი რამ გამორჩა რისი თქმაც შეიძლებოდა ამ თემებთან დაკავშირებით, ამიტომ ძალიანაც ნუ განმსჯით🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s