ქართული ბლოგოსფეროს რამდენიმე კარგი სავანე

გამოგიტყდებით, ბლოგების დიდი მკითხველი არ ვარ, საკუთარი ბლოგის წერას გაცილებით მეტ დროს ვუთმობ ვიდრე სხვების გაცნობას, ალბათ ეგოისტური გადაწყვეტილებაა და ამიტომაც ქართულ ბლოგოსფეროში ნაკლებად ცნობილი ადამიანი ვარ, შეკრებებზეც ან სემინარებზეც გასაკვირი არაა რომ ნაკლებად მეპატიჟებიან. ამის მიუხედავად მაინც მოვასწარი რამდენიმე ფავორიტი ბლოგის აღმოჩენა, მათ რეგულარულად ვეცნობი და ბევრი პოსტის შეყვარებაც მოვასწარი. ამ თემაში შევეცდები რამდენიმეს გაგაცნოთ და მათზე ვისაუბრო. აქვე გეტყვით, რომ ამ პოსტში აქცენტს ქართულენოვან ბლოგებზეს გავაკეთებ და უცხო ენოვანებს ამჯერად არ შევეხები. ასევე ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჩამოთვლილი ბლოგების თანმიმდევრობას, ისინი შემთხვითობის პრინციპით არიან განლაგებული.

ბაბისასთვის

ხშირად ახალ ბლოგზე მოხვედრისას ყველაზე დიდ როლს პირველი შთაბეჭდილება თამაშობს. შეიძლება ბლოგს ეწვიო და მასზე მეორედ შემოსვლის სურვილი აღარ გაგიჩნდეს, ხანდახან კი ყველაფერი პირიქითაა. ეს ბლოგი პირველად რომ ვნახე მისი ესთეტიკით მოვიხიბლე. აშკარად აქვს განსაკუთრებული და გამორჩეული “დუხი.” მიუხედავად იმისა რომ თითქოს რომანტიული და უფრო გოგოებისთვის საყვარელ საიტს წარმოადგენს ის სხვა ქართული ბლოგების მსგავსად არ ცდილობს მკითხველი იაფასიანი დიზაინით თუ შინაარსით მიიზიდოს. სტილი აშკარად დაცულია.

ხომ შეიძლება, აესე, ადგე, ყველაფერი ერთ ზანდუკში ჩააწყო, მერე რამე პატარა და ლამაზი ბოქლომი მიუსადაგო, გამოკეტო და გასაღები სადმე ხის ძირას ჩამარხო.
მერე ამ ზანდუკს რამე ლამაზი, ჭრელი ფარდაგი გადააფარო და კუთხეში მიდგა.

აი, ასე ხატოვნად გვეუბნება თავის სათქმელს ერთ-ერთ პოსტში ავტორი.  მიუხედავად იმისა რომ ბლოგი ხშირად პირადია და ავტორის განცდებზეა დამოკიდებული ეს ის პირადი არაა რომელიც არავის აინტერესებს.  უფრო “საზიარო” პირადია და მსგავსი გრძნობების ამოკითხვა საკუთარ თავში ბევრ სხვა ადამიანსაც შეუძლია.

გორგილაძის ბლოგი

ამ ბიჭს იუმორის მშვენიერი გრძნობა აქვს. ეს ბლოგი პრაქტიკულად ლიტერატურაა. ავტორიც გვეუბნება, მწერლობა მინდაო და გასმოდის კიდევაც. ენას კარგად ფლობს, თხრობის მანერაც შესანიშნავია და იუმორის გრძნობა ხომ ვთქვი უკვე. მოწყენილი თუ ხარ საღამოს და ცოტა ხასიათის ამაღლება თუ გსურს აუცილებლად გორგილაძის გვერდს უნდა ეწვიო. აქ იაშა ბიძიასაც გაიცნობ, რომელიც თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა, ავტობუსების კონტროლიორებს და კოლოტირულ მზგავრებს იხილავ და იმასაც გაიგებ თუ როგორ არ მიიღო ან მიიღო საჩუქრად კურდღელი და ა.შ.

კარგი ბიჭია მოკლედ გორგილაძე, ოღონდ ერთი ნაკლი აქვს – იშვიათად ანახლებს ხოლმე ბლოგს.

ეგოისტის ბლოგი

მთავარი მიზეზი რატომაც ეს ბლოგი ამ სიაში მოვახვედრე ისაა რომ ეს გვერდი ბავშვს ეკუთვნის. დიახ, ბავშვს, 15 წლის ადამიანს სხვანაირად ვერ მოვიხსენიებ. პოსტებს თუ გადავავლებთ და ასაკსაც გავითვალისწინებთ მივხვდებით რომ ამ ადამიანს დიდი პოტენციალი აქვს,  ასაკის მიუხედავად ავტორი ისეთ თემებს ეხება რომლებიც მის თანატოლებს იშვიათ შემთხვევებში თუ აინტერესებთ. ეტყობა რომ მონდომებულია, მიზანმიმართული და მოაზროვნე, რამაც მომავალში შეიძლება ძალიან კარგი შედეგი გამოიღოს როგორც მისთვის ასევე მკითხველისთვის.

ლიშტოტას ბლოგი

ზომიერად ანალიტიკური, ზომიერად მძიმე და ზომიერად სერიოზული ბლოგი. სამწუხაროდ ასეთ ტიპის ბლოგებს ძალიან ნაკლებად შეხვდებით ქართულ ბლოგ სივრცეში. ავტორის მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს საქმისადმი სერიოზული და არა ზერელე მიდგომა ემჩნევა, რომელიც ცდილობს სწორად დასვას აქცენტები და ქართულ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ფოკუსირება მოახდინოს. როგორც უკვე ითქვა ქართული ბლოგერების უმეტესობა ბლოგოსფეროს უფრო გართობად აღიქვამს ვიდრე ინსტრუმენტად რომელსაც საზოგადოებაში რეალური ცვლილების მოტანა შეუძლია. ლიშტოტას ბლოგზე უმეტესობა პოსტისა ანალიტიკური ხასიათისაა და ამავრდროულად მრავალფეროვანი, ავტორი ერთი თემით არ შემოიფარგლება და ცდილობს მეტ ნაკლებად სხვადასხვა თემას შეეხოს. შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ვებ სივრცეს მეტი “ლიშტოტა” სჭირდება.

Le blog de style seeker

ისე გამოვიდა რომ ეს ბლოგი დესერტად შემოვინახე. არ ვიცი ემთხვევა თუ გამიზნულად ვაკეთებ ამას, მაგრამ ამ ბლოგს როგორც წესი საღამოობით ვუჯდები ხოლმე.  შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მგონია რომ ყველა ჩამოთვლილ ბლოგებს შორის ყველაზე უცნაურია  და ამავდროულად პრაქტიკული. უცნაურობის შეგრძნება შეიძლება იმიტომ გამიჩნდა, რომ ბლოგის ავტორი მშვენივრად ერკვევა ლიტერატურაში, მუსიკაში, ფილოსოფიაში და მოდაში, ეს კიდევ მშვენიერი მიქს “განაპირობებს.” ხშირია ხოლმე როდესაც ბლოგის ავტორები საკუთარ გვერდზე სხვადასხვა თემებზე საუბარს გადაწყვეტენ, მაგრამ იშვიათად თუ გამოსდით მათი ორგანულად ერთმანეთს შერწყმა. ეს ორიგინალურობა კი ბლოგს განსაკუთრებულ ეშხს სძენს.

4 thoughts on “ქართული ბლოგოსფეროს რამდენიმე კარგი სავანე

  1. egoisti

    არ ველოდი შეფასებას, მაგრამ მომეწონა❤
    მადლობ🙂
    იმედია მომავალში უკეთეს პოსტებს წაიკითხავ ჩემთან

    Reply
  2. Kate

    ბაბისას და ნინა გორეცკის ბლოგები მეც ძალიან მიყვარს. შევდივარ და მათთან ერთად ფანტაზიების მორევში ვეშვები.

    დათო გორგილაძის იუმორი მართლა შეუდარებელია. მეც ძალიან მიყვარს.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s