აზიმოვი, ირანი, ჩომსკი, ფაშიზმი და პროპაგანდის მანქანა

გასული საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკული და მსოფლიო ფანტასტიკის
კლასიკოსმა აიზეკ აზიმოვმა “დაფუძნების” (Foundation) წიგნების სერია შექმნა. ამ სერიაში აზიმოვი საუბრობს იმპერიაზე რომელიც გაფართოების მიზნით გალაქტიკაში არსებული სხვა რასების დაუფლებას ცდილობს.  დაახლოებით ორი წლის წინ ციკლიდან ერთ-ერთი რომანის მიმოხილვას წავაწყდი. მიმოხილვის ავტორი აცხადებს რომ აზიმოვს დაფუძნებაში აღწერილ იმპერიის მეშვეობით რომის იმპერია ჰქონდა ნაგულისხმევი, რომის იმპერიაც ხომ დაპყრობით ომებს აწარმოებდა საკუთარი სიმდიდრის და ცხოვრების სტილის შესანარჩუნებლად. თუმცა, მიმოხილვის ავტორი პარალელების გავლებას აგრძელებს და აცხადებს რომ მსგავსების პოვნა თანამედროვე ამერიკასთან შეიძლება, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფოებში (ვიეტნამი, კორეა, ერაყი და ა.შ.) საომარ მოქმედებებში უშუალო მონაწილეობას იღებდა.

რამდენიმე კვირის წინ ერთ ჩემს ბრიტანელ ნაცნობთან საუბარი გავაბი, თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას, ახლო აღმოსავლეთის პრობლემას და რიგ სხვა საკითხებს შევეხეთ. საუბრის ბოლოს მან ძალიან მწუხარე სახით მითხრა: “შემდეგი ირანი იქნება, სამწუხაროდ, დამიჯერე ჩვენ (ა.შ.შ. დიდი ბრიტანეთი) ირანს დავარტყამთ.” შევწუხდი და იმის მტკიცება დავიწყე რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება და ერაყის ტრაგედია საკმარისია იმისთვის რომ ა.შ.შ. და ბრიტანეთი საკუთარ შეცდომას მიმხვდარიყვნენ, ბოლოს და ბოლოს ისიც ვუთხარი რომ ხალხიც წინააღმდეგია. ამაზე პასუხად მან შემდეგი რამე მითხრა “ჩვენთან ხალხი ერაყის ომის წინააღმდეგიც იყო, მაგრამ ვინ დაუჯერა?”

დასავლეთში ჩამოყალიბებულია აზრი რომ ირანი, ირანის მთავრობა და
სისტემა წარმოადგენს ერთგვარ “მორდორს,” ბოროტების იმპერიას, ხოლო მანდ მცხოვრები ხალხი ამ რეჟიმის მონაა. ამ პოსტის დაწერაზეც ფეისბუქზე ნანახი ერთ-ერთ კლიპმა შთამაგონა. კლიპი გვიჩვენებს ფოტო მასალას ირანში არსებული საპროტესტო აქციებიდან და ამავდროულად გარკვეულწილად მოუწოდებს ხალხს აღუდგეს წინ ქვეყანაში არსებულ რეჟიმს და სისტემას. “თუ მოვკვდები, მოვკვდები პარტიზნად”, გვეუბნება ერთ-ერთი მონაკვეთი. ამ სიმღერის ტექსტი რამდენიმე ენაზეა ნათარგმნი და სოციალურ ქსელებში მსოფლიო მასშტაბით პოპულარობით სარგებლობს… რა გასაკვირია რომ დასავლეთი ამ ყველაფრის შემხედვარე ირანში არსებულ ვითარებას გმობს?..

მაგრამ…


რამდენიმე კვირის წინ ფოტო ჟურნალისტიკის ლექციაზე ერთი სლაიდი გვაჩვენეს, ამ სლაიდს “Imagine Iran” ჰქვია. თუ  ლინკზე გადახვალთ ნახავთ რომ ეს კლიპი წინა კლიპისგან შინაარსობრივად მკვეთრად განსხვავდება და სულ სხვა მესიჯს ატარებს. თუ პირველ შემთხვევაში მაყურებელი ფიქრობს “საწყალი ირანელები, მათ შველა ესაჭიროება,” მეორე კლიპის ნახვის შემდეგ ყველაფერი სულ სხვა ფერშია გამოსახული და შეიძლება ირანში წასვლაც მოგანდომოს ადამიანს.

ერთ-ერთ ინტერვიუში გამოჩენილი ამერიკელი ლინგვისტი და მოაზროვნე ნოამ ჩომსკი თანამედროვე დასავლეთის მედიას გასული საუკუნის 20-იანი წლების გერმანიას ადარებს, რომელიც იმ დროისათვის დემოკრატიის, მეცნიერების და ხელოვნების კერა
იყო, მაგრამ სულ რამდენიმე წელიწადში საკუთარი პოლიტიკის გამო ფაშიზმის იმპერიად იქცა. ჩომსკი ამ საშიშროებაზე საუბრობს და ამ საშიშროებას მედია კონტროლში ხედავს.

რამდენად შესაძლებელია ყოველი ჩვენთაგანი მედია პროპაგანდის მსხვერპლი აღმოჩნდეს, რამდენად შესაძლებელია, რომ ყოველი ჩვენთაგანის მხრიდან ირანის რეჟიმის პოლიტიკის დაგმობა მხარდაჭერა აღმოჩნდეს იმ საშიშროებისა რომელზეც ჩემი ბრიტანელი ნაცნობი ლაპარაკობდა. მიუხედავად იმისა რომ ომის გამართლება არ შეიძლება ძალები რომლებიც ასეთებს იწყებენ საზოგადოებაში მხარდაჭერას ეძებენ. მხარდაჭერას ომის გასამართლებლად.  ძალიან არ მინდა ჩომსკის ან ზემო აღნიშნული ავტორის ვარაუდი სიმართლე აღმოჩნდეს, ძალიან არ მინდა.

2 thoughts on “აზიმოვი, ირანი, ჩომსკი, ფაშიზმი და პროპაგანდის მანქანა

  1. nikusha_marx

    აზიმოვმა მართლაც დაწერა აკადემია რომის ისტორიით შთაგონებულმა, მგონი გიბონის რომის ისტორიის მსგავსად უნდოდა გამოეყვანა იმპერიის დაცემა…

    თანამედროვე დასავლური სამყარო კი ყველაზე კარგად ერთმა ჭკვიანმა კაცმა აღწერა დაახლოებით 150 წლის წინ და ამ ყველაფერს ყალბი ცნობიერება უწოდა, რაც ყველაზე კაიფია მის დროზე მეტად დღეს უფრო აქტუალურია..

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    გუშინ ჩომსკის ერთ-ერთ ინტერვიუს წავაწყდი, ხოდა იმას ამბობდა ყველაზე მეტად პრესა მე-19 საუკუნის შუა წლებში იყო თავისუფალი, ანუ ზუსტად იმ პერიოდში როდესაც ეგ კაცი ცხოვრობდა. ნეტა რამდენმა იცის რომ დღესდღეობით მდგომარეობა ამ და ბევრი სხვა კუთხით ბევრად უფრო სავალალოა…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s