გამოვრთოთ თუ არა ტელევიზორი?

ჩაძინებამდე საწოლში წოლისას ათასნარი აზრი გამიელვებს ხოლმე. გუშინაც ასე მომივიდა. ერთ-ერთი ასეთი აზრი შემდეგში მდომარეობდა:
წარმოვიდგინე რომ თბილისში ვარ, მამაჩემთან ერთად საღამოს ტელევიზორს ვუყურებ. პულტი მე მაქვს და მისი გულის მოსაგებად გადავწყვიტე ქართულ ტელე სივრცეში რამე ანალიტიკური (პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე) ჩამერთო.

რუსთავი 2-ზე ვარ.. სერიალი… იმედი… სერიალი… პირველი არხი… უპს, აქ სჯობდა საერთოდ არ გადამერთო… მაესტრო… რაღაცეები… სხვა არხები… ბლა, ბლა, ბლა.

უცბად შემეშინდა, მივხვდი რომ ისეთი გადაცემის ნახვა რომელიც საშუალო დონის სტანდარტებს მაინც დააკმაყოფილებს და ანალიტიკურ-შემეცნებით გადაცემათ შეიძლება ჩაითვალოს, სადაც სხვადასხვა აზრს მოუსმენ და მეტ ნაკლებ ბალანს შეხვდები ქართულ ტელესივრცეში არ არსებობს!

ქართული ტელე სივრცის 99 პროცენტი გაჯერებულია ჭკუა მხიარული გადაცემებით,  აი ისეთი გადაცემებით იდიოკრატიის (ამერიკულ ფილმს ვგულისხმობ) რეჟისორს რომ შთააგონებს. საინფორმაციო გამოშვებები კიდევ კრიმინალურ ქრონიკას ან “ბიგ ბრაზერის” პროპაგანდისტულ არხს უფრო მოგაგონებენ. კატასტროფაა როდესაც მაყურებელი არ ითხოვს გადაცემებს რომლებიც დააფიქრებს, კატასტროფაა მეორე მხრივ მედიის დამოკიდებულება,  მისი უმოქმედობა ამ მხრივ, კატასტროფაა მედია რომელიც არ ცდილობს ხარისხიანი პროდუქტის შექმნას.

მაგრამ, იქნებ ვცდებოდე? მითხარით თუ ასეა, იმიტომ რომ არ მინდა სახლში ისტერიულად ვყვიროდე: “გამორთეთ ტელევიზორი!”

4 thoughts on “გამოვრთოთ თუ არა ტელევიზორი?

  1. ninagorecki

    მე სადღაც 5 წელია ტელევიზორისთვის არ მიყურებია, საჭირო ინფორმაციას ნეტში ვნახულობ
    იდიოკრატია კიდევ კარგი სიტყვაა ამათთვის. ამ ფილმში ზოგადად იყო მსოფლიო დაჩლუნგებული, ახლა კიდევ, ამხელა ინტელექტუალური მემკვიდრეობა გვაქვს, ნორმალური განათლებაც თითქოს და ამ ნაგავს ვქმნით.. და ვუყურებთ
    უსინდისო ვიყო, ძველი ბულვარული რომანები უფრო ინტელექტუალური თუ არ იყოს ამ შტერულ გადაცემებზე :დ

    Reply
  2. Kate

    გეთანხმები.
    ყველა საინფორმაციო გამოშვება “პატრულს” დაემსგავსა.

    მე ტელევიზორს მხოლოდ ღამით ვუყურებ. მაგ დროს კი ძირითადად ფილმები გადის.

    Reply
  3. Etusik

    დათო,
    მახსოვს ერთხელ რომელიღაც პოსტზე ამ თემას შევეხეთ: მაყურებელი არ ითხოვსო. შესთავაზონ ამ მაყურებელს უკეთესი, განუვითარონ გემოვნება, თორე ისედაც დაჩლუნგებულია ხალხი!
    აი ამ პოსტს კი ვეთანხმები. მეც აღარ ვუყურებ ტელევიზორს……

    Reply
  4. lobzhanidze Post author

    არადა, ნახეთ რა საყვარელი ტელევიზორია სურათზე🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s