შინაგანი მოთხოვნილება თუ სოციალური ზრდილობა?

გუშინ მე და ჩემი ჯგუფელი დავალების ფარგლებში გლაზგოს ქუჩებში გამოკითხვას ვატარებდით. გამოკითხვა შემდეგ საკითხს ეხებოდა. დიდი ბრიტანეთი ბიუჯეტში არსებული დეფიციტის მიუხედავად გეგმავს საერთაშორისო დახმარების გაზრდას, ანუ ის დახმარება რომელსაც ეს ქვეყანა მესამე მსოფლიოს სახელმწიფოებს აწვდის უახლოეს მომავალში სავარაუდოთ კიდევ გაიზრდება. ამის ფონზე ბრიტანეთში ასევე მოსალოდნელია შემცირებები, უახლოეს წლებში ასეულ ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

ჩვენი გამოკითხვას პასუხის სამ ვარიანტს სთავაზობდა: ა) ბრიტანეთმა უნდა გაარგძელოს პოლიტიკა ღარიბი ქვეყნის მიმართ და დაეხმაროს მათ ბ) ბრიტანეთმა უნდა გაყინოს დახმარება და დროებით შეწყვიტოს ასეთის გაწევა გ) ბრიტანეთმა უნდა შეამციროს დახმარება და მინიმუმამდე დაიყვანოს ასეთი.

მიუხედავად კრიზისა ქუჩაში გაჩერებული ხალხის უმრავლესობამ პასუხად “ა” ვარიანტი აირჩია. ჩემმა კურსელმა ამის დანახვაზე ასეთი რამე მითხრა: “არ მგონია ეს ადამიანების შინაგანი მოთხოვნილება იყოს, ალბათ უფრო იმიტომ ირჩევენ ასეთ ვარიანტს რომ საზოგადოებაშია მიღებული ასე.”

დავეთანხმე, მეხსიერებაში კი ერთი საინტერესო დაკვირვება ამომიტივდა. საქმე ისაა რომ ამ ბლოგზე რამდენიმე თვეა “Social Vibe” სერვისი მიყენია, მის ფარგლებში ამ ბლოგზე განთავსებულია ბანერი, ქველმოქმედებით ხასიათისაა და იმ შემთხვევაში თუ შემოსული სტუმარი მას ერთხელ დააკლიკებს აფრიკაში გასაჭირში მყოფ ბავშვს განათლებით ერთი დამატებითი საათით უზრუნველყოფენ. როგორც უკვე ვთქვი ეს ბანერი უკვე რამდენიმე თვეა რაც ამ ბლოგზეა განთავსებული, ბლოგის ვიზიტორების საშუალო მაჩვენებელი ყოველდღიურად ყველაზე ნაკლები 150 კაცს უდრის, თითქოს ბევრმა უნდა დააკლიკოს ასეთ შემთხვევაში ბანერს, თუმცა ამის მიუხედავად კლიკების რაოდენობა გასაკვირად დაბალია. კერძოდ კი, ამ პოსტის დაწერი მდომარეობით მხოლოდ და მხოლოდ 9-ს უდრის. ეს კატასტროფა იმ ვარაუდს ამაგრებს რომ შინაგანად ადამიანებს მიუხედავად მათი საჯარო პოზიციისაა რბილად რომ ვთქვათ არ აინტერესებთ პრობლემა აფრიკაში ან ზოგადად რამე პრობლემა რაც მათ უშუალოდ არ ეხებათ.

დასანანია და ყალბია როდესაც მსგავს თემებზე პასუხისას ასეთი ადამიანები დადებით პასუხს მხოლოდ პოლიტ კორექტულობის გამო იძლევიან.

2 thoughts on “შინაგანი მოთხოვნილება თუ სოციალური ზრდილობა?

  1. tekla

    sheni “Social Vibe” pirvelad exla shevamchnie, u.sw. movdzebne, da davaklike mara es rogor mushaobs, ras nishnavs ertxel daklikeba ganatlebis kidev erti saatia? cota sasaciloa.

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ზუსტად არ ვიცი როგორ მუშაობს, მაგრამ თუ არ ვცდები უნიცეფის ფარგლებშია, “ინვისიბლ ჩილდრენ”. რა თქმა უნდა ეგ მონაცამები ზოგად ხასიათს ატარებს, თუმცა მიახლოვებულია სინამდვილესთან, ანუ რომ აკლიკებ ამ პროგრამის სპონსორი აკეთებს გარკვეულ “დონაციას” კლიკების მიხედვით და რიცხავს გარკვეულ თანხას ფონდში.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s