“სოციალური ქსელი,” ანუ პასუხი გიორგი ცხადაიას

როგორც სათაურიდან ჩანს ამ პოსტის დაწერა გიორგი ცხადაიას მიერ ლიბერალის ბლოგზე გამოქვეყნებულმა წერილმა გადამაწყვეტინა. წერილის ბოლოს, უფრო სწორედ კი პოსტ სკრიპტუმში ცხადაია ამბობს რომ “სოციალური ქსელი” “ფაით კლაბთან” ახლოს ნამდვილად ვერ მოვა და ჩვეულებრივ გასართობ, თინეიჯერულ ფილმს წარმოადგენს. ამ ფრაზამ აღმაშფოთა, გამაბრაზა და ამის დაწერაც გადამაწვეტინა.

“სოციალური ქსელი” ნამდვილად არ არის თინეიჯერული ფილმი, ამ ლოგიკით ფილმი “Shuttered Glass” ასევე ამ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. ეს ფილმი მაგალითად იმიტომ მოვიყვანე რომ “სოციალური ქსელის” მსგავსად ის მოგვითხრობს ისტორიას ადამიანზე, ამბიციურ ადამიანზე და მისი ცხოვრების დრამატულ დეტალებს გვამცნობს. ამ მხრივ “სოციალური ქსელი” უაღრესად დრამატულია და მისი “ამერიკულ ნამცხვართან” თუ “ძალიან საშიშ კინოსთან” ერთ ქვაბში მოხარშვა კინო კულინარიის უცოდინრობას გულისხმობს.

რაც შეეხება უშუალოდ დევიდ ფინჩერს და მის სარეჟისორო კარიერას… სანამ ფილმს ვნახავდი კინოში გაქექილ ადამიანს ველაპარაკე ფინჩერის თემაზე. ვახსენე რომ ფაით კლაბი კლასიკაა და შეუდარებელი, რაზეც ჩემდა გასაკვირად მან მითხრა რომ “ფაით კლაბში” რეჟისურის დამსახურება ფილმის წარმატებასთან მიმართებაში ძალიან მწირია. გამიკვირდა, “ფაით კლუბი ფინჩერის საუკეთესო ნამუშევარია” – ვიფიქრე, მაგრამ “სოციალური ქსელის” ნახვის შემდეგ ძალიან კარგად მივხვდი თუ რას გულისხმობდა ჩემი ნაცნობი.

“სოციალური ქსელი” არ არის აგებული ისეთ ამბავზე რომელიც მისგან ადვილად კარგ ფილმს შექმნის, ფინჩერის ოსტატობა კი სწორად იმაში გამოიხატა რომ ამ ამბისგან მან მართლაც რომ კარგი ფილმი დადგა. უშუალოდ ფილმს რომ ვუყურებდი ერთმა 2 წუთიან მონაკვეთმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ვისაც ნანახი აქვს ემახსოვრება ბრიტანეთში შეჯიბრებაზე მეორე ადგილს რომ იკავებენ ტყუპი ძმები. ეს ეპიზოდი თითქოს ფილმის სტილს უხვევდა და თითქოს უადგილოც იყო, იმდენად განსხვავდებოდა სტილისტურად ფილმის ნარატივისგან, მაგრამ ამავდროულად კრავდა მთელ ფილმს და ფინჩერის სარეჟისორო გადაწყვეტილებაზე მიუთითებდა. ასე რომ “სოციალური ქსელი” რეჟისურის მხრივ ახლოს კი არადა, ბევრად წინ წავიდა ვიდრე პალანიუკის წიგნის წყალობით კლასიკად გადაქცეული ადაპტაცია.

ბარემ ცოტათი პერსონაჟებსაც შევეხოთ. სავერინს ცხადაია საყვარელ ტიპად აღწერს, კითხვა რომელიც ისმის აქ ასეთია: “რა შანსი აქვს ასეთი ტიპის ადამიანის ცუკერბერგის ადგილას იყოს?” ალბათ ნოლთან ახლო. ფილმიდან ცხადი ხდება რომ ცუკერბერგი ფეისბუქს არა ფულის გამო, არამედ პირადი ამბიციის გამო ქმნის. ეს ძალიან კარგად ჩანს მაშინ როდესაც ცუკერბერგის თავის ყოფილ შეყვარებულთან ცდილობს ურთიერთობის გარკვევას. მისი “ექსი” ეუბნება რომ არ სცალია და ირონიით წარმატებას უსურვებს მის “ახალ თამაშთან” მიმართებაში. ცუკერბერგი სავერინთან მიდის და გაბრაზებული ეუბნება: “უნდა გავფართოვდეთ.” (კარგი რეჟუსურის კიდევ ერთი მაგალითი) ცუკერბერგის ამბის მსგავსად მსოფლიო ისტორიაში აღმოჩენების და გამოგონების დაბადება სწორედ რომ მსგავს ამბიციებთან, უიღბლო სიყვარულთან და ა.შ. კავშირშია ვიდრე მატერიალურ სარგებელთან.

ცხადაია გვეუბნება რომ ცუკერბერგი ტრაკია. საქმე ისაა რომ ტრაკობის პოტენციალი ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს, გააჩნია რა გარემოებაში მოვხვდებით. აი ფეისბუქის შექმნის ტრაკი კი ძალიან ცოტას თუ გააჩნია.

5 thoughts on ““სოციალური ქსელი,” ანუ პასუხი გიორგი ცხადაიას

  1. anna

    ” საქმე ისაა რომ ტრაკობის პოტენციალი ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს, გააჩნია რა გარემოებაში მოვხვდებით. აი ფეისბუქის შექმნის ტრაკი კი ძალიან ცოტას თუ გააჩნია” .

    აი, ფრაზა რომელსაც ვიზახი და ყველა ეჭვის თვალით მიყურებს- ძალად შეკოწილებული პოზების დანგრევის შიშით. გარემომ ძლიან ბევრი ადმაიანი სხვა პლანში წარმოაჩინა და გავიგე რომ ზოგი მართლა ტრაკად დარჩა..

    Reply
  2. gagarinchik

    1 შესწორება, პალანიუკი არა, პოლანიკი. ჩაკ პოლანიკი. საქართველოში ‘პალანიკადაც’ მოიხსენიებენ. რუსული ფილტრით შემოვიდა ეს ავტორი ჩვენს წრეებში და ალბათ მაგიტომ.

    ფაით ქლაბი არ იყო წარმატებული ფილმი. დანახარჯები ვერ ამოიღო. ანუ ‘წარმატებული’, როგორც მივხვდი, მხატვრული კონტექსტით თქვით
    რაც შეეხება განაცხადს, რომ ფილმი უბრალო ‘ადაპტაციაა’, ზედაპირული შეფასებაა. წაკითხული თუ გაქვთ ეს ნაწარმოები, ადვილად შეამჩნევდით ბევრ აცდენას დედანიდან. ბოლოს და ბოლოს, საკულტო ავტორის ბესტსელერს დასასრულს რომ შეუცვლის რეჟისორი, კევლარის ყვერები უნდა გქონდეს. მოდიფიკაცია, გამოჩნდა, რომ მიმზიდველი გამოდგა

    და ერთიც. პოლანიკის ადაპტაცია ავტომატურად ვერ მისცემს შენს ფილმს მხატვრულ ღირებულებას. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ‘ჩოუქის’ ანუ ‘ხრჩობის’ ეკრანიზაცია. ეს რომანი გაცილებით ჯობია მებრძოლთა კლუბს, მაგრამ უნიჭო რეჟისორის ხელში, უკიდურესად უნიათო ფილმი დადგა.

    Reply
  3. lobzhanidze Post author

    გაგარინჩიკ, http://inogolo.com/pronunciation/d1111/Chuck_Palahniuk
    ეს შემდეგი ლინკი, http://en.wikipedia.org/wiki/Fight_Club_(film) აქ მარჯვენა მხარეს თუ შეხედავთ და “Gross revenues” მიყვებით მიხვდებით რომ “მებრძოლთა კლუბმა” დანახარჯი ამოიღო. ეს ისე, ფაქტების სიყვარულში და პროფესიისადმი ერთგულების ნიშნად🙂
    რაც შეეხება უშუალოდ ფილმი შეფასებას, მემგონი გასაგებია რომ “მებრძოლთა კლუბი” ამ წერილში მეორეხარისხოვანია და არ ვიცი რა საჭიროა მასზე ყურადღების გამახვილება. “მებრძოლთა კლუბი” ჩემი საყვარელი ფილმების 10-ეულში შედის, მე სხვა რამის თქმა მინდა უბრალოდ ვადარებ ამ ორი ნამუშევარს რომლის ავტორიც ერთი ადამიანია. გასაგებია რომ ადაპტაციისთვის კარგი რეჟისორია საჭირო, მაგრამ საქმე ისაა რომ როდესაც ადამიანს უფრო კარგი მასალა აქვს გაცილებით ადვილია შენი დავალება, როდესაც შენი მასალა არაა საუკეთესო, მხოლოდ და მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. თორემ უნიჭო რეჟისიორი ვერაფერს გადაიღებს რაც არ უნდა მისცე.

    Reply
  4. gagarinchik

    პოლანიკი უკრაინული გვარია, მაგრამ ჩაკი მესამე თუ მეოთხე თაობის ამერიკელია და აქვს ესეი მიძღვნილი საკუთარ გვარს. სამწუხაროდ ნეტში ვერ ვნახე, ‘diary’-დან მაქვს წაკითხული. ბებია ყავდა პოლა, ბაბუა ნიკი და მაგაზე ვკაიფობდი ბავშვობაშიო, ჩვენი გვარი ბებიას და ბაბუას სახელებიაო.

    პოლანიკია, ყოველ შემთხვევაში მისი თანდასწრებით სხვანაირად არ მიმართავენ და თბილისიდან პალანიუკი კი არა, თუ გინდა სულ ნაბიჭვარი ეძახე. 🙂

    Phonetic Pronunciation: PALL-uh-nik აუდიოც არის, გარკვევით ამბობს- პოლანიკ.

    რაც შეეხება გროსს რევენიუს, შენ უნდა გაინტერესებდეს net და არა gross

    ნეტ არის სუფთა მოგება, დაქვეთის გარეშე.
    Despite the film’s top placement, its opening gross fell short of the studio’s expectations.
    შენივე ლინკიდან. სინამდვილეში ფილმმა 7 მილიონამდე სუფთა მოგება ნახა, მაგრამ 63 მილიონიან ფილმს რომ იღებ, შვიდი მილიონის მოგება წარუმატებლობაა.

    ჰოლივუდის რეჟისორისთვის დაკარგული დროც წაგებული ფულია. ბლოკბასტერის გადაღებისთვის 1 და 2 თვე არაა საკმარისი, მოგეხსენებათ

    Reply
  5. lobzhanidze Post author

    “The studio held Fight Club’s world premiere at the 56th Venice International Film Festival in September 1999.[48] For the American theatrical release, the studio hired the National Research Group to test screen the film; the group predicted the film would gross between $13 million and $15 million in its opening weekend.[49] Fight Club opened commercially in the United States and Canada on October 15, 1999 and earned $11,035,485 in 1,963 theaters over the opening weekend.[34] The film ranked first at the weekend box office, defeating Double Jeopardy and The Story of Us, a fellow weekend opener.[50] The gender mix of audiences for Fight Club, argued to be “the ultimate anti-date flick”, was 61% male and 39% female; 58% of audiences were below the age of 21. Despite the film’s top placement, its opening gross fell short of the studio’s expectations.[51] Over the second weekend, Fight Club dropped 42.6% in revenue, earning $6,335,870.[52] The film, whose production budget was $63 million, grossed $37,030,102 from its theatrical run in the United States and Canada and earned $100,853,753 in theaters worldwide.”

    წაგებაში ნამდვილად არ დარჩენილა ყველაფრის მიუხედავად, 100 მილიონს რომ 63 გამოვაკლოთ რაღაც მაინც დარჩება.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s