კოსტიუმი ვერსაჩესგან, ანუ სიგარეტი ღერებზე

გადავწყვიტე 5 წლის წინ დაწერილი მოთხრობა (ჩანახატი, თუ რაც არის) დამედო. აი ისიც.

კონფერენციის დასკვნითი, მე-3 დღე დასასრულს უახლოვდებოდა,
დასრულდა სხდომები, მოლაპარაკებები, ოფიციალური სადილები თავის არაოფიციალურ დათვრომებთან ერთად, შესაბამისად სრულდებოდა გიას საორგანიზაციო ფუნქციების შესრულება ოფიციალურ დონეზე, ამიტომაც ნახევრად ჰალსტუხ მოხსნილი თეთრ პერანგ, შავ შარვალ-კოსტიუმ და ფეხსაცმელ გამოწყობილი ის სასტუმროს ფოეში უცხოელ სტუმრებთან და ქართველთან ასრულებდა საუბარს განვლილ დღეზე, საქართველოზე, ევროპაზე და ა.შ. საუბარს თან ახლდა სიგარეტის სუნი, რადგანაც ხუთივე შეკრებილი ადამიანი ტკბილად მიირთმევდა ერთ-ერთი შვეიცარიელის მიერ “დუბლინის” ბარში ნაყიდ “ლაკი სტრაიკს”, აღსანიშნავია, რომ სიგარეტის გემოს ის ფაქტი აუმჯობესებდა, რომ ის ხუთმაგ ფასად იყო ნაყიდი და არ მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ის არაფრით განსხვავდებოდა ნებისმიერ ქართულ მაღაზიაში გაყიდული სიგარეტისაგან.

-There are three more days left for you in Tbilisi, so if you continue buying them in such places your budget won’t be enough for other things – ამ რჩევით მიმართა ალექსიმ(ის ითავსებდა გიას ფუნქციებს იმ ორგანიზატორულ საკითხებში რომელიც ორივეს ევალა).

-Yes, I know, but they are still cheap compared to Swiss prices.

-Anyway… By the way which cigarettes are you smoking in Switzerland?

-I am not smoking world known brands, mostly I do smoke “Parisians”, they are Swiss.

-I know that – მოყვა ალექსის პასუხი.

-Really?

-Yes, it was mentioned in one of Durrenmatt’s novels, he is Swiss, isn’t he?

-Yes, you read him? Amazing, how small the world is.

მოყვანილი დიალოგი გაგრძელდა და ნელ-ნელა სხვა თემებზე გადავიდა, ძირითადად საუბრობდა შვეიცარიელი და ალექსი, თუმცა დრო და დრო მასში დანარჩენი სამიც ერთვებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იყვნენ დანარჩენი ორი, გარდა გიასი, ალექსის და შვეიცარიელის არ იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც მოვიხდი მთხრობლი მოვალეობას და ვიტყვი, რომ შვეიცარიელის გვერდზე სავარძელში მოთავსებულიყო იუგოსლავიელი – პაველი, ფიზიკურად ის წარმოადგენდა მაღალ ადამიანს მამაკაცური ნაქვთებით და მუდმივად მომღიმარი სახით, მისი ვერბალური ლექსიკონი კი იმ საღამოს ძირითადად შემოიფარგლებოდა აღფრთოვანებული ფრაზებით თბილისის, ქართველების მანდვე მსხდომი ორგანიზატორების სტუმართმოყვარეობის შესახებ.  მეხუთე კი, ვინც ასრულებდა საჟურნალო მაგიდის ირგვლივ შექმნილ ჯაჭვს იყო – მიკა, ფიზიკურად ფინელი იგი ეროვნებითაც იგივე ჯგუფს წარმოადგენდა, სტერეოტიპულად ნელი და მშვიდი. რაც შეეხება მის ვერბალურ ლექსიკონს ის არაფრით შემოიფარგლებოდა იმ მომენტში, რადგანაც მას უკვე კაი ხანია დაეუფლა ძველ ბერძნული ღმერთი “ჰიპნოზი”, რომელიც საწოლისაკენ მიმავალი გზის ულამაზეს პეიზაჟებს უხატავდა.
საუბრის ბოლოს გია მომავალ დღეს შეეხო, რაზეც ალექსიმ კმაყოფილება გამოხატა:
– ძლივს არ გავიხდით ამ კოსტიუმებს, ატანა აღარ შემიძლია, გუშინ ჩემი მეგობრები შემხვდნენ ქუჩაში და მაგარი დამცინეს.

ნათქვამს გიაც დაეთანხმა და ასევე კოსტიუმებით გამოწვეული დისკომფორტის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

საქმე ისაა, რომ გიაც და ალექსიც ასაკით თინეიჯერებთან ჯერ კიდევ ახლოს იყვნენ, საქართველოში კი თინეიჯერობა განაკუთრებით “მძიმეა”, ამიტომაც საექსკურსიო პროგრამა კახეთში მაისურის და ჯინსის თანხლებით მათ სამოთხედ მიაჩნდათ.
მაშინ როდესაც ბიჭები აზრობრივად უკვე კახეთში იყვნენ სტუმრებმა დაშლის სურვილი გამოხატეს, რაზეც ყველამ ერთსულოვნება გამოიჩინა და თავ თავის გზას გაუდგა.
სასტუმროდან გამოსულმა გიამ რამდენიმე კვარტალი ფეხით გაიარა რუსთაველის გამზირის მიმართულებით, რამდენიმე ღერი კიდევ მოწია და ბოლოს გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა.

თბილისელი ტაქსისტების უმრავლესობა ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტაქსისტი (ამ მხრივ ჩვენ ნებისმიერი ზესახელმწიფოს დონეს არ ჩამოუვარდებით) რბილად, რომ ვთქვათ ლაპარაკის და საერთოდ ისტორიების მოყოლის ოსტატია. ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი არ მომხდარა, გიას მძღოლმა საუბარი მანქანის დაძვრისთანავე დაიწყო:
-ერთი ორი საათის წინ ვდგავარ “ამბასადორთან” – ამაზე უცბად გაჩუმდა და ერთწუთიანი პაუზა მაინც გააკეთა.

დაბნეულმა გიამ კი თავის მხრივ მოკრძალებულად მაინც ჰკითხა:

-მერე?..

“მერეს” გაგებაზე მძღოლმა საუბარი განაგრძო და ისტორიის დასრულებამდე საკუთარი ნებით აღარ გაჩერებულა.

-გამოდის მთვრალი კლიენტი, ეტყობა ბანკეტი ჰქონდა ან კიდევ რაღაცას აღნიშნავდნენ, ხოდა ჯდება რულზე, იქვე პატრული მდგარა და მისულა… ხოდა ეუბნება თქვენი საბუთებიო, ესაც კაი ხანში შესული კაცი იქნებოდა “გდე-ტო პოდ შესტდესიატ” და აძლევს “პრავას,” შეამოწმა პატრულმა “პრავა” და ეუბნება მთვრალი ხარო და რატომ ჯდებიო რულზეო. ამან რა მოხდაო დავლიეო, მოვილხინეო, ხოდა რა მოხდაო გამიშვიო, ახლა ამხელა კაცი ვარო. პატრულმა ამაზე “პრავა” უნდა ჩამოგართვაო, ამან გააგრძელა დიდ გულზე ლაპარაკი, ბოლოს არაფერმა რომ გაჭრა, კარგი შემოულაწუნა პატრულს…

ამბის მოყოლისას ტაქსისტს ხან ეღიმოდა, ხან კი იცინოდა, ამბის დასრულებისას გიასაც გაეღიმა, რის შემდეგადაც კიდევ ერთხელ მოკრძალებულად იკითხა
– მერე როგორ მორჩა?

– როგორ მორჩებოდა, განყოფილებაში გააქანეს, არა რა ამხელა კაცი ხარ, ასე როგორ უნდა დათვრე, თავში ჭკუა ხომ უნდა გქონდეს. ძმაო ეს პატრულები თავის საქმეს სწორად აკეთებენ, ვერ გაამტყუნებ, ის დრო მორჩა, გათავდა.”

გიას მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ დათანხმებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა თუ როგორ გაიარა მისმა “მატარებელ კაცმა” წითელზე.
გიას გარდა ამ მომენტის მოწმე გახდა პატრულის მანქანა, რომელიც ჩვენს მგზავრებს უკნიდან საგულდაგულოდ მიყვებოდა, ალბათ მიხვდით რომ წესრიგის დამცველებმა დაუყონებლივ გააჩერეს ჩვენი პერსონაჟები.
-წითელზე, რომ გაიარეთ იცით? – იკითხა მუნდირიან სამართალდამცავმა.

-წითელზე?.. ვერც შევამჩნიე, ალბათ მართლა დავარღვიე.

– თუ შეიძლება მანქანიდან გადმოდით და საბუთები წარმოადგინეთ.
ორ პოლიციელს და ტაქსისტს შორის გამართული საუბრის შედეგად გაირკვა, რომ უკანასკნელმა მართლაც დაარღვია წესები, ამასთან ერთად მართვის მოწმობაც სახლში დარჩენია. აქედან გამომდინარე გია, რომელიც ჯერ კიდევ მანქანაში იჯდა და პერიოდულად უკანა ფანჯარაში იხედებოდა სიტუაციის გასაცნობიერებლად ნამდვილად არ მოისურვებდა ბატონი ნუგზარის (ასე ერქვა მძღოლს) ადგილზე ყოფნას. ნუგზარი წამდაუწუმ იქეთ-აქეთ დადიოდა, რაღაც მომენტში კი მანქანის კარებიც შემოაღო და გიას მიმართა:

-რამენაირად ვერ დამეხმარები? სტრუქტურებში არავინ გყავს?

გიას “სტრუქტურებში” ნამდვილად არავინ ჰყავდა, მიუხედავად ამისა 5 წუთის მერე წყნარად ფიქრისა და პერიოდულად კვლავ გარეთ ყურებისა მან საქმეში “ჩარევა” გადაწყვიტა.

-უკაცრავად, ვერ გაგვიშვებთ?

-გაგიშვათ?.. და დარღვევას რა ვუყოთ?

-მართალი ბრძანდებით, დავარღვიეთ, მაგრამ იქნებ მაინც გაგვიშვათ? ცოდოა ეს ადამიანი, ხუთ კაპიკს შოულობს და ახლა მანქანა, რომ საჯარიმო სადგომზე გადაუყვანოთ… ცოდოა.

-და თქვენ ვინ ბრძანდებით?

-მე, მგზავრი.

-არა, საერთოდ ცხოვრებაში რას საქმიანობთ?

ამ კითხვის გაგონებისას გიამ გადაწყვიტა პატარა ტყუილის მოფიქრება.

-მე იურისტი ვარ(სინამდვილეში გია მხოლოდ სტუდენტი იყო), “ნ” პოლიტიკურ პარტიად ვემსახურები (რა თქმა უნდ არანაირ პარტიას არ ემსახურებოდა).

აღნიშნულ განცხადებამ სამართალდამცავებში არანაირი ეჭვი არ დაბადა(კოსტიუმმა მაინც თავისი როლი ითამაშა):

-კარგით, ამჯერად გაგიშვებთ, მაგრამ თქვენ როგორც იურისტმა უნდა იცოდეთ, რომ წესების დარღვევაზე თვალები არ უნდა დაიხუჭოს, მშვიდობით.

-უღრმესი მადლობა, ნახვამდის.

დარჩენილი გზა გიამ იმის მოსმენით გაატარა თუ რამდენათ “ახვრები არიან ეს ძაღლები” და თუ როგორ აწვალებენ მშვიდობიან მძღოლებს.

შემდეგ დილას გიამ თავისთვის უჩვეულო დროს გაიღვიძა, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სასტუმროში ის ყველაზე ადრე მივიდა. ჯინსებ და თეთრ მაისურ გამოწყობილი გია წინა საღამოს გატარებულ ადგილას მოთავსდა, ერთი ორჯერ გაიზმორა, ამოიღო სიგარეტი და მოუკიდა. სხვების მოსვლმადე ჯერ კიდევ რჩებოდა ცოტა დრო, ამიტომაც გია ფიქრებში წავიდა, ალბათ ის ამ მხრივ უფრო შორს “შეტოპავდა”, რომ არა სასტუმროს დაცვის თანამშრომელი:

-უკაცრავად, აქ არ ეწევიან.

-როგორ თუ არ ეწევიან?..

-არ შეიძლება სასტუმროს შიგნით მოწევა.

-გუშინ რომ ვეწეოდი?

-ეს ახალი წესია.

-ახალი? რეებს მელაპარაკებით?

-დიახ, თუ შეიძლება გარეთ გაბრძანდით.

-კი, ბატონო – ამ სიტყვებზე გია კარებისკენ გაეშურა, გასვლისთანავე ის გაჩერდა და სიგარეტის მოწევა სასტუმროს შუშისკენ ზურგით შემოტრიალებულმა განაგრძო. როგორც იქნა მორჩა, კარებისკენ დაიძრა და სასტუმროს შიგნით შემოვიდა, დაცვის მის მიმართ კვლავ არა კეთილგანწყობილ მზერას განაგრძობდა და ალბათ რამეს მოიმექმედებდა, რომ არა ლიფტიდან გამოსული შვეიცარიელის მოქმედება:

-Hey, how are you? – ამ სიტყვებზე შვეიცარიელმა მარჯვენა ხელი ზევით აწია და ამ ჟესტით გიას მიესალმა. გაღიმებული გიას სახის დანახვაზე დაცვის თანამშრომელი მიტრიალდა, რომელიღაც კარებში შევიდა და სტუმრების კახეთში გამგზავრებამდე სასტუმროს ფოეში აღარ გამოჩენილა.

4 thoughts on “კოსტიუმი ვერსაჩესგან, ანუ სიგარეტი ღერებზე

  1. Etusik

    ემმმ….
    ანუ რახან შვეიცარიელი მიესალმა, გაუტყდა რომ მანამდე აუხეშა?

    რა მჭირს, არც ისე დაღლიილ ვარ, არადა 3ჯერ წავიკითხე ბოლო მონაკვეთი :))

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    anu, radganac ukostiumod iko da marto ijda ar iko mnishvnelovani tipi da magitomac euxesha, mere rom dainaxa rom turme im stumrebtan iko romlebic rchebodnen sastumroshi gautkda. anu ubralod imis tkma minda rom xshirad xalxi iset ragaceebze reagirebs rogoric kostiumia statusi da a.sh garkveulwilad ufro mnishvnelovani gxdis forma. xoda, es yvelaferi martla moxda, anu realuri situaciis agweraa da taxistic namdvilia🙂

    Reply
  3. Etusik

    გავიგე გავიგე🙂
    ნუ, დრეს კოდი გავლენას ახდენს.
    ჩემზეც ახდენს გავლენას რა აცვია ადამიანს. არ ვგულისხმობ მაინცადამაინ კოსტიუმს, მაგრამ ჩაცმულობა=გემოვნება :))

    Reply
  4. Etusik

    დრეს კოდი გარკვეულ სიტუაციებშის აჭიროა, ამის დაწერა დავიწყე და რაღაცა სისულელე დავწერე🙂 ანუ ჩაცმულობა ახდენს გავლენას, შთაბეჭდილებას…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s