წაიკითხე ფრთხილად

“The fewer the facts, the stronger the opinion.”

– არნოლდ გლაზგო –

პროფესინალურ ჟურნალისტიკაში არსებობს ოქროს წესი, ეს წესი იმაში
მდგომარეობს რომ სანამ რამეს დაწერდე აუცილებლად უნდა გადაამოწმო ფაქტი ან ციტატა.  ინგლისურ ენაში ეს წესი კიდევ უფრო კარგად ჟღერს: “Double chek” – ანუ, შეამოწმე ორჯერ! მემგონი არ არის საჭირო ჩემგან კიდევ ერთხელ იმის კონსტატირება რომ ქართულ ჟურნალისტიკაში ეს პრობლემა კი არადა, პრაქტიკაში გამჯდარი ჩვეულებაა.

2008 აგვისტოს ომის დროს ერთი კარგად ცნობილი ქართული არხის მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაცია ბევრ ჩემს მეგობარს ნერვების ფასად დაუჯდა. ამ ტელეკომპანიის სახელს არ დავასახელებ იმ მიზეზით რომ მის ისედაც გაფუჭებულ რეპუტაციას დამატებითი დარტყმის მიტანა არ სჭირდება, ისედაც ფორთხავს მიწაზე და ხალხში მის სანდოობა ნოლს უტოლდება. აგვისტოს ომის დროს ჩემი მეგობარი კონფლიქტურ ზონაში იმყოფებოდა და დაიჭრა კიდევაც, ეს ჩემთვის, დედამისთვის და კიდევ რამენიმე ადამიანისთვის ცნობილი იყო. ამის მიუხედავად აღნიშნულმა კომპანიამ რამდენიმეჯერ გადასცა რომ ის დაუღუპა.  ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ რა გასაკვირია რომ ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო ნაცნობებმა ჩემთამ რეკვა ატეხეს. ანერვიულებულად მეკითხებოდნენ: “მართალიაო?” “რა?” – ვეკითხებოდი. “მოკლესო.” პროტესტის ნიშნად არ ვუყურებდი მაგ არხს და ეს ამბავი რომ გავიგე გავბრაზდი, როგორ შეიძლებოდა ასე უპასიხისმგებლოდ ამ არხს ასეთი ინფორმაცია გადაეცა. ერთ ერთმა ჩვენმა მეგობარმა კი პირდაპირ კომპანიაში დარეკა და კარგა გვარიანად გაკიცხა.

მაშინ როდესაც კომპანიამ ნამდვილი ამბავი გაიგო, თავი არ შეიწუხა და მცდარი ინფორმაციის ეთერში გადაცემის გამო ბოდიში არ მოიხადა .

ადამიანს რომელიც საკუთარ თავს პროფესიანალად თვლის (არა მარტო ჟურნალისტიკაში) პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეს, პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და ზერელედ საკუთარ საქმეს კეთებას, მაშასადამე ხალხის გულების გახეთქვას არ უნდა ეწეოდეს. ეს ფაქტია, ფაქტი რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ მუშაობს, იმიტომ რომ მორალური და ეთიკური პასუხისმგებლობისგან ყველა თავისუფალია.

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა სიუჟეტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, როგორც ჩანს მისი პირდაპირი დანიშნულება ობამას და ზოგადად დემოკრატების ხელისუფლების კრიტიკა იყო და ამის ფონზე რესპუბლიკელების რეიტინგის გაზრდა. სიუჟეტის დასაწყისშივე ავტორმა, ერთი ფრაზა თქვა რომელიც დაახლოებით იმას გულისხმობდა რომ დემოკრატების წლევანდელი რეიტინგის დაცემა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ასევე მათი რეიტინგის დავარდნასთან შესადერებელი თუ იყო. სიუჟეტის ყურება გავაგრძელე, მაგრამ ამავდროულად რაღაც მაწუხებდა, რაღაც “ნიტო” იყო ამ ყველაფერში. გავიარ-გამოვიარე და უცბად მივხვდი – რა აბსურდია, ზუსტად რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რუზველტი (დემოკრატი) ამერიკაში უპრეცედენტოდ მესამე ვადაზე აირჩეს, 45 წელს კი რუზველტი ასევე დემოკრატმა ჰარი ტრუმენმა შეცვალა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად 53 წლამდე დარჩა, შესაბამისად 1933 წლიდან 1953 წლამდე, ოცი წლის განმავლობაში ამერიკას რესპუბლიკელი პრეზიდენტი არ ჰყოლია! სიუჟეტში ნახსენები ფრაზა იმას გულისხმობდა რომ ჟურნალისტს არა თუ არ გადაუმოწმებია, არამედ საერთოდ არ უფიქრია ფრაზაზე და ის უბრალოდ ფანტაზიის დონეზე იყო დაწერილი.

ეს ამბავი რამდენიმე ჩემს ახლობელს გავუზიარე, ერთ-ერთმა მითხრა ის რასაც თვითონ ვხვდებოდი, მაგრამ ამ დაკვირვებამ კიდევ უფრო შემაშინა: “საქმე ისაა რომ მაგას შენ ხვდები და გარკვეული ცოდნა გაგაჩნია და შენ შეგიძლია ამის გადამოწმებმა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამას არ გადაამოწმებს, იმიტომ რომ უბრალოდ ფაქტად მიიღებს.” მართალია, მე ჟურნალისტი ვარ და ვცდილობ ჩემს საქმეს პროფესიონალურად მივუდგე, 10-დან 7 შემთხვევაში მაინც ქართული სტატიის, სიუჟეტის თუ სხვა პუბლიკაციის ნახვისას მიწევს მისი გადამოწმება, იმიტომ რომ თუ ასე არ მოვიქცევი და რამე მცდარ “ფაქტს” დამაჯერებენ მაშინ წლების განმავლობაში გამყვება მცდარი ინფორმაცია რომელსაც ჩემს მსოფმხედველობაზე შეუძლია გავლენის მოხდენა. ყველა ჟურნალისტი ვერ იქნება და უმეტესობა ადამიანი წაკითხვისას ფაქტის გადამოწმების გარეშე მიიღებს მოწოდებულ ინფორმაციას.

ადამიანს არსებობისთვის კვება სჭირდება, კვება ხარისხიანი უნდა იყოს, თორემ შეიძლება ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ დასნეულდეს და მის ორგანიზმა წესიერად ფუნქციონირება შეწყვიტოს. ზუსტად ასეა სულიერი, გნებავთ გონებრივი კვება, ამიტომაც არის რომ ჟურნალისტებმა ან თუნდაც სამოქალაქო ჟურნალისტებმა არ უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს უხარისხო პროდუქტი, არ უნდა მოვწამლოთ ხალხი უვარგისი მასალით. გონება ხორციელის ნაწილია და მასსაც ხარისხიანი პროდუქტი სჭირდება.

რამდენიმე თვის წინ ჩემს ბლოგზე ერთი პოსტი გავაკეთე, მასში შეცდომით ავღნიშნე რომ რეიგანმა საბჭოთა კავშირს “მორდორი” უწოდა. სინამდვილეში მან მას “მორდორი” კი არა, არამედ “ბოროტების იმპერია” შეარქვა. დიდი მადლობა ჩემს მეგობარს რომელმაც ამ შეცდომაზე მიმითითა და მეც იძულებული გავხდი ბლოგის ნაწილი შემეცვალა და ფაქტი გამესწორებინა. ჩემს შეცდომას გამართლება არ აქვს იმ მიზეზით რომ წერისას მე ვარაუდით და არა ფაქტებით ვიხელმძღვანელე. იმ ვარაუდით რომელიც მე ადრე ვიღაცამ ფაქტად გამისაღა და მეც ასე გამყვა. სტატიის წერისას გადამოწმება დამეზარა, ამიტომაც ეს შემთხვევა სავარაუდოთ კიდევ დიდი ხანი მემახსოვრება.

ამიტომაც, მეგობრებო, როდესაც რამე კითხვას დაიწყებთ, ფრთხილად იყავით, გადაამოწმეთ, თუნდაც ჟურნალისტი არ იყოთ თქვენ ხომ პიროვნებები  ხართ რომლის მსოფხედველობას გართხილება სჭირდება. Bon appetit.

2 thoughts on “წაიკითხე ფრთხილად

  1. ninagorecki

    თან ტვ-ში ამ სისულელეებს რა პრეტენზიული ტონით აბრეხვებენ ხოლმე :D:D

    ყველაზე ცუდი აქ ისაა, თუ გადაამოწმებ და არასწორ ინფორმაციას მოგაწვდის წყარო:/

    ან ზუსტად რომ იცი, რას წერ და ლაფსუსი გაგეპარება. ერთხელ წიგნის რეცენზია დავწერე, უკვე რედაქციაში მქონდა გაგზავნილი და უცებ დამარტყა თავში, რომ გულსაგლეჯის ნაცვლად გულთამგლეჯი დავწერე. საბედნიეროდ, დროზე გამახსენდა და სანამ დაიბეჭდებოდა, ჩავასწორებინე. რას იზამ, მაინც ადამიანები ვართ და არა მანქანები.. )

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ხო, არა, შეცდომისგან ნამდვილად არ ვართ დაზღვეულები. ის კი არადა, ერთმა ლექტორმა ასეთი რამე გვითხრა ლექციაზე: ძალიან გამიკვირდება რომ რომელიმე სტატიის წერისას ერთ შეცდომას მაინც არ დაუშვებთო, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელიაო.”
    ხოდა, მე უფრო ბოდიში სიტყვისთვის “პოხუისტურ” დამოკიდებულებაზე ვსაუბრობ, თან ეს პოხუიზმი ჩემში აგრესიას მაშინ იწვევს როდესაც ასეთ ჟურნალისტს პრეტენზია აქვს იყოს საქართველოში მოწინავე პროფესიონალების რიგებში.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s