რა მოუვიდა დამოუკიდებლობას?

ფილმი “Everything is illuminated” მოგვითხრობს ერთ ამერიკელ ებრალზე,
რომელიც ბაბუამისის სამშობლოს სანახავად უკრაინას სტუმრობს. ფილმის ერთ-ერთ მონაკვეთში აღნიშნული სტუმარი მანქანიდან დანგრეულ და მიტოვებულ შენობებს დაინახავს. გაოცებული ეკითხება უკრაინელ მასპინძლებს: “რა არის ეს?” ერთ-ერთი უკრაინელი პასუხობს, “საბჭოელები.” კვლავ გაოცებული სტუმარი კითხულობს “და რა მოხდა?” რაზეც პასუხად პატარა პაუზის შემდეგ ასეთ რამეს ისმენს: “დამოუკიდებლობა”.

ამ პოსტში არ ვაპირებ ზოგადად საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარს, ეს გაცილებით ვრცელი განსჯის საგანია და მისი ბლოგ პოსტში ჩატევა ცოტა მეუხერხულება. ამ შემთხვევაში მე უფრო კინოზე მსურს საუბარი, ქართულ კინოზე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

“გრუზია ფილმი” როგორც ასეთი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე იმყოფებოდა და გვარიან კონკურენციას უწევდა რუსულ, უკრაინულ თუ საბჭოეთში არსებულ რომელიმე სხვა სკოლას. ამასთან ერთად მოსკოვში არაერთი  წარმოშობით ქართველი რეჟისიორი თუ მსახიობი მოღვაწეობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ “გრუზია ფილმაც” შეწყვიტა არსებობა და ამასთან ერთად ქართულ კინო ინდუსტრიასაც მძიმე დღე დაუდგა. ოცი ცლის განმავლობაში იშვიათი გამონაკლისების გარდა საქართველოში არცერთ დადგმულ ფილმს წარმატებისთვის პრაქტიკულად არ მიუღწევია.

აქვე გეტყვით რომ არც თანამედროვე ქართული კინოს ზოგად კრიზისზე მინდა საუბარი ამ პოსტით. უბრალოდ ერთი პატარა დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ.  ეს პოსტი თავიდანვე აღნიშნული ფილმით შემთხვევით არ დამიწყია, 1991 წელს საქართველომ ნანატრ დამოუკიდებლობასთან და თავისუფლებასთან კინო პრაქტიკულად მიატოვა და ასევე არა შემთხვევით ნახსენებ “გრუზია ფილმისთვის” და საბჭოეთში მოღვაწე ქართველ რეჟისორებისთვის დამახიასეთებელი ეშხი დაკარგა. ანუ, მივიღეთ პარადოქსი, ფაქტობრივ და იურიდიულ დამოუკიდებლობამ მოგვიტანა მდარე პროდუქციაზე დამოკიდებული ქართული ფილმი.

ფილმებსაც დღესაც იღებენ საქართველოში, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ძალიან დამოკიდებულია, დამოკიდებული პირველ რიგში დასავლეთის მდარე პროდუქციაზე, მდარეზე და სამწუხაროდ არა კარგზე. დღეს ყველაზე მარტივ გამოსავალს ქართველი რეჟისიორები იაფფასიანი ბლოკბასტერების კოპირებაში პოულობენ. იაფფასიან ბლოკბასტერს შეიძლება ვუყურო კიდევაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ის აუცილებლად იქედან უნდა იყოს წამოსული სადაც დაიბადა და არა კავკასიაში არსებულ ერთ ქვეყნიდან, რომელსაც ამ მხრივ დასავლურ პოპ კულტურასთან არაფერი საერთო აქვს, ამიტომაცაა რომ ზოგიერთი ქართული (ჰორორი იქნება ეს თუ კომედია) ფილმი პაროდიულ გადამღერებას ჰგავს, რომელიც დაცინვის გარდა აუდიტორიისგან არაფერ სხვას არ იმსახურებს.

პარადოქსია ასევე ის რომ მაშინ როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სულაც არ იყო მაინც შეიძლებოდა ქართულ ფილმებში უნიკალური, განმასხვავებელი ნიშნების ნახვა, თუნდაც სტერეოტიპული. მიმინო:  “Сдачи не надо,” “и мне не надо.” მიზანდარს ფული არ აქვს, მაგრამ ტაქსით მაინც
უნდა წავიდეს, მიზანდარი შემთხვევით ისრაელში რეკავს, მაგრამ ქართული სიმღერის გაგონებისას მაინც ხარჯავს ბოლო სახსარს. მერე რა, რომ სტერეოტიპულია? ამჟამად არც სტერეოტიპული გვაქვს და არც არა სტერეოტიპული. რა თქმა უნდა ეს ყველა ფილმს არ ეხება, როგორც უკვე ვთქვი არსებობს გამონაკლისები, მაგრამ გამონაკლისების ფონზე გულის ამრევია ამერიკული ჰორორიდან დაკოპირებული ეპიზოდები, პერსონაჟების ქცევები და ა.შ. ეს ყველაფერი კი იმავე გონზე მოსული ამერიკის ცნობიერებაში ხითხითის გარდა არაფერს იწვევს.

ვინმემ იმ ამერიკელი ებრაელი ტურისტისა არ იყოს, ქართულ ფილმის ყურების შემდეგ რომ მკითხოს, “რა სჭირს, რა მოუვიდა?” რა ვქნა? რა ვუპასუხო?

5 thoughts on “რა მოუვიდა დამოუკიდებლობას?

  1. Nina Gorecki

    არა რატო სუფთა ქართულ ფილმებს იღებენ, ორსაათიანი დედის გინებით..🙂

    ეს ის ფილმია ხო? ჯერაც ვერ ვნახე:/

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ხო, როგორც ჩანს ეგ ქართული ეროვნების ახალი იდენტობაა.
    კი ის ფილმია, შედევრი არაა მაგრამ საკმაოდ ნორმალურია და ყურებად ღირს🙂

    Reply
  3. Lela

    “ყველა სახის ფილმი უნდა იყოს, რაც უფრო მეტია მით უკეთესი, ყველას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს”
    რამდენი გენიალობა “რაც მეტი მით უკეთესი”, “მოთხოვნები” “დაკმაყოფილება” :))))

    ეს იქით იყოს და…….
    ერთი ამერიკელი ირწმუნებოდა ამ დღეებში არსად არ მინახავს პოლიცია ისეთი მნიშვნელოვანი იყოს როგორც შტატებშიო. ევროპის მაშტაბით ეგ სიახლე არაა, მაგრამ არ ვიცი რამდენად ვინმემ იცის საქართველომ რო აჯობა ამერიკას.
    we copy and copy (- and btw all from US and not from Europe) policies of inequality, dreams of generous markets, missionary nationalism, so why shouldn’t we copy the movies?
    ვინ ჩივის ისეთივე წარუმატებლად რო ვაკოპირებთ კინოებს და ჟანრებს როგორც სხვა ყველაფერს.
    მაგრამ არ მიკვირს იცი. this constant manipulation with identity and constant deprivation from social and political rights + beautiful educational system has left people without sense what to fight for or against- ხოდა კინოშიც მახინჯი კონფორმიზმი აისახება.
    მაპატიე გრძელი და არარელევანტური კომენტისთვის. მარა გამეხარდა ამ პოსტის წაკითხვა და ცოტა ჩემი მაიმუნობებიც მოგწერე.

    და რაც შეეხება დამოუკიდებლობას, კარგი იქნებოდა დაბრალება რო არსებობდეს დამოუკიდებლობა🙂

    Reply
  4. lobzhanidze Post author

    ლელა, რატომ არის არარელევანტური, პირიქით ძალიან რელევანტურია. რამე კონკრეტულის გასაგებად საჭიროა საკითხის კომპლექსური განხილვა. ცალკე, თავისთავად არაფერი არსებობს. მართალია, გაუგებარია რისთვის ბრძოლობს ან ზოგადად არსებობს საქართველოში არსებული საზოგადოების მეტ წილი, არანაირ იდეას ან მიზანს ვერ ვხედავ სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში კიდევ იკარგება იდენტობაც.

    Reply
  5. Lela

    ჰეჰე🙂 მართალი!
    და შეიძლება პირიქითაც შევხედოთ – იდენტობას რო ვერ არკვევს ხალხი (და გავლენების თავიდან არიდება იდიოტური რელიგიურინაციონალისტური რადიკალიზმით რო ხდება) მაგიტომაც არ იციან რისთვის იბრძოლონ🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s