შეისმინეთ, გაიგეთ, მე ასეთი კინო მიყვარს, ანუ რატომ არის ზოგიერთი მაგარი ტიპი

არსებობს ასეთი პოზა: “მე ჰოლივუდურ მდარე ნაწარმს არ ვუყურებ, მე ევროპული კინო მიყვარს.” არსებობს სხვანაირი პოზაც: “არ მესმის ადამიანების რომლებიც არტ ჰაუსს უყურებენ, კარგ ჰოლივუდურ აქშენს რა სჯობია.”


თითქოს ორი საპირისპირო მოსაზრებაა, მაგრამ ამავდროულად არსობრივად  ერთი და იგივე რეგვენობაა. მსგავს ფრაზას ვინმესგან თუ გაიგებთ, იცოდეთ, ასეთ ადამიანს კინო არ უყვარს. ასეთ ადამიანს შეიძლება გარკვეული სტილი მოსწონდეს, ე.წ. “ლაიფსტაილი”, კონკრეტული კულტურა და ა.შ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში კინომატოგრაფია.

ასეთი ტიპის ადამიანების მიერ ნასროლი ფრაზა: “დაწვით ეიზენშტეინის ფირები” ან “სილვესტრ სტალონე, ფუ რა დონეა” მიმართული მხოლოდ იმისკენ რომ მათი ხმა გაგონილ იქნეს, თითქოს ამ ფრაზით იმის თქმა სურთ, გამიგონეთ, მეც აქ ვარ “oye mi canto,” ანუ “მოისმინეთ ჩემი სიმღერა.” თითქოს საკუთარი მნიშვნელობის გამოხატვას რადიკალური და მტკიცე პოზიციით ცდილობენ.

ერთი ჩემი მეგობარი დიდი ხანია იმას ამტკიცებს რომ მე გოდარის და ბერგმანის გარდა არაფერი მომწონს, ეს უბრალო მტკიცებაა არაა, ამ ფრაზით მას ჩემი “ფოი-ფოი, ტრაკში პერო” ხასიათის ხაზგასმა სურს, ძალიან დიდი იმედი მაქვს ასეთი რელობა მხოლოდ მის წარმოსახვაში არსებობს.

გოდარს კარგად არ ვიცნობ, გამოგიტყდებით, მისი მხოლოდ ორი ფილმი მაქვს ნანახი, მაგრამ ჩემი მეგობრისთვის გოდარი უფრო სიმბოლოა ვიდრე რეჟისორი, ამიტომაც მისთვის შოკისმომგვრელი ფრაზის მოყვანა გადავწყვიტე, “ერთადერთი რაც ფილმისთვის გჭირდება პისტოლეტია და გოგონა.” დიახ, ეს ფრაზა ლიუკ ბესონს არ ეკუთვნის (ამ შემთხვევაში “ნიკიტათი” შთაგონებული), ამ ფრაზის ავტორი ჩემი მეგობრისთვის ავადსახსენებელი გოდარია.

კინო ხელოვნებაა, მაგრამ ამავდროულად განსხვავებული ხელოვნება, ის არც პროზაა და არც ფერწერა, პირადად ჩემთვის ის უფრო ახლოს პოეზიასთანაა იმ მარტივი მიზეზის გამო რომ აქ არ შეიძლება მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურის ჩამოყალიბება გინდა შინაარსობრივად, გინდა ვიზუალურად, რეჟისორი თავისუფალია თავის არჩევანში და მხოლოდ ასეთი არჩევანის ქონის შემთხვევაში შეუძლია შექმნას ისეთი რამე რასაც კინო მაგიას ვუწოდებთ.

4 thoughts on “შეისმინეთ, გაიგეთ, მე ასეთი კინო მიყვარს, ანუ რატომ არის ზოგიერთი მაგარი ტიპი

  1. Shalva

    მე ეგრე არ ვუყურებ. იმხო კინო უბრალოდ ერთ-ერთი საშუალებაა მოჰყვე რაღაც ამბავს/ისტორიას (იგივე ისტორია შეიძლება დახატო, იმღერო, დაწერო და ა.შ.). ამიტომ იმას, თუ რანაირად არის დაჭერილი შუქ-ჩრდილები და როგორ დახტის კამერა, არანაირი დამოუკიდებელი ღირებულება არა აქვს იმ ამბის ან იდეისაგან განცალკევებით, რომლის მოყოლასაც ფილმის ავტორი ცდილობს.

    მე მესმის იმ ხალხის, ვისაც სილვესტერ სტალონეს მიერ მოყოლილი ისტორიები მოსწონს

    და იმ ხალხისაც მესმის, ვინც არტჰაუზურ ისტორიებზე აფანატებს (თუმცა იმხო მანდაური ისტორიები სერიოზულად suckz)

    მაგრამ მე არ მჯერა რომ “კინემატოგრაფს” რაიმე განყენებული და უნივერსალური ღირებულება გააჩნა. That’s just bullshit

    Reply
  2. nikusha_marx

    პირადად მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებ მასკულტურის საინტერესო ფილმებს, და არ დავმლავ და ცოტა უფრო ნაკლებით არტ-ჰაუზის ფილმების უმრავლესობას, მაგრამ ერთიც არის წარმოუდგენელად მაღიზიანებს ხოლმე კოპ-პეისტის სტილში გადაღებული ერთნაირი ფილმები რომლებშიც თავის აუტკივებლად არის მხოლოდ რამდენიმე პასაჟი…

    ნერვები მეშლება როდესაც ვიღაც დებილად მთვლის(ამ შემთხვევაში სცენარისტი) და ცდილობს ათასჯერ გადაღეჭილი მაყურებინოს🙂

    Reply
  3. lobzhanidze Post author

    ვიღაცამ, 1 ხმა მისცა 5-დან, ვიხალისე🙂
    შალვა, შენ მომხმარებლის პოზიციიდან უყურებ და არა კინო მოყვარულის, ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ისეთ შემთხვევაში როდესაც მომხმარებელი ხარ რთულია ილაპარაკო ზოგადად კინოზე და აქსიომები დააწესო რა არის კარგი და ცუდი. კინოს მაგალითად ტარანტინოს უყვარს, რომელიც სანამ რეჟისიორი გამხდარიყო ყველაფერს უყურებდა ტრაშიდან დაწყებულ ეიზენშტეინით დამთავრებულს, ნონ სტოპ რეჟიმში შვრებოდა ამ ყველაფერს. მას კინო უყვარს და ის არა უბრალოდ მომხმარებელია.

    Reply
  4. knuti

    უყურეთ რაც გსიამოვნებთ იმას…

    თუნდ გოდარს, თუნდ ბესონს, თუნდ ჰოლივიდურ ბლოკბასტერებს. არ მესმის, რატომ გაღელვებთ ვინ მიგიჩნევთ “ტრაკშპერო” ხასიათის, ან მდარე გემოვნების მქონედ?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s