ჩემი მოკრძალებული კულინარიული წიგნი

აი, ასე მტკივნეულად ვიწყებდი

პირველად მარტო ცხოვრების პერსპექტივა რომ დამეღრიჯა დედაჩემმა ქართველი დედებისთვის ესეოდენ დამახასიათებელი შიში გამოხატა, რომელიც დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერდა: “შვილო, რა უნდა ჭამო, კვერცხს ვერ იწვავ წესიერად.”  მაშინ კვება არ მაღელვებდა, თავისუფალი ცხოვრების პერპექტივით დაბრმავებული (რომელიც საინტერესო თავგადასავლებს და რა თქმა უნდა ჩემს მაშინდელ წარმოსახვაში უამრავ სასიყვარული ისტორიას მისახავდა) ისეთ მიწიერ პრობლემაზე როგორიც კვებაა რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი.

მარტო საცხოვრებლად გადასავლისთანავე ჩემი რომანტიული და თავგადასავლური ილუზიები დაიმსხვრა, კუჭი კი საჭმელს მთხოვდა. საერთო ჯამში მარტო ცხოვრების დაახლოებით ერთ წლიანი სტაჟის შემდეგ ჩემი კულინარიული უნარები ერთი ორად დაიხვეწა, ამიტომაც დღესდღეობით დედაჩემს აღარ ეშინია რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ შემწვარ კვერცხს შევჭამ და აუდუღებელ ჩაის დავლევ.

მოკლედ, გთავაზობთ  ჩემს მიერ გამოცდილ რამდენიმე რეცეპტს.

პიურე, შემწვარი ღორის ხორცი და მწვანილი

ძალიან მარტივი მოსაზმადებელია და ალბათ ყველა დამწყებ მზარეულს გამოადგება, ყოველ შემთხვევაში მშიერს არ დაგტოვებთ. ერთი პორციის მოსამზადებლად დაგვჭირდება 5-6 კარტოფილი, თქვენი შეხედულებისამებრ. კარტოფილის დაჭრის შემდგომ ვაგდებთ მას წინასწარ ადუღებულ წყალში და ვხარშავთ დაახლოებით  25 – 30 წუთის განმავლობაში. სანამ კარტოფილს მოვამზადებთ ვაბასთურმებთ ხორცს. ვჭრით ღორის ხორცს პატარა ნაჭრებად, ისე რომ თითო დაახლოებით 20-25 გრამი იყოს (ან თქვენი შეხედულებისამებრ), ვაყრით პილპილს, მარილს და წვრილად დაჭრილ ხახვს, ვზილავთ და ვტოვებთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.

კარტოფილის მოხარშვის პარარერულად ვწვავთ ხორცს დაახლოებით 30 – 35 განმავლობაში.

მოხარშულ კარტოფილს ვამატებთ ცოტა ოდენ რძეს (ან კარაქს, შეგიძლიათ ასევე ოდნავ ნახარში წყალი დაამატოთ) და ვჭყლეტ, ამის შემდეგ პიურე მზადაა.

ვინაიდან და რადგანაც ამ კერძის მომზადებისას თქვენ ხორცი გამოიყენეთ სასურველია მას მწვანილი მიაყოლოთ თქვენი შეხედულების და მიხედვით, მე პირადად ასეთ შემთხვევაში ძალიან მიყვარს მწვანე ხახვი.

მოხარშული ბრინჯი კვერცხით და ლიმნის წვენით

პროგრესი სახეზეა (თეფშზეა)

თქვენი შეხედულების მიხედვით ყრით ბრინჯს წინასწარადუღებულ მარილიან წყალში და ხარშავთ 15-20 წუთის განმავლობაში. პარალელურად ხარშავთ კვერცხს 10-15 წუთის განმავლობაში (ერთ ცალს პორციაზე). კვერცხის მოხარშვის შემდეგ ჭრით მას წვრილად.მოხარშულ, მშრალ ბრინჯში წურავთ ლიმნის წვენს (ერთ ცალს პორციაზე), რის შემდეგ მასში ურევთ უკვე დაჭრილ კვერცხს.

შილა ფლავი მარტივად

ამის მოსამზადებლად ბატკნის ხორცი დაგჭირდებათ, რომელსაც ჭრით ძალიან პატარა ნაჭრებად (არა უმეტეს 10 გრამისა). დაჭრილ ხორცს ურევთ დაჭრილ ხახვში და აყრით პილპილს და მარილს. ათავსებთ ხორცს წინასწარ ადუღებულ წყალში (რომელიც ბევრით არ უნდა აღემატებოდეს ხორცის მასას). ხარშავთ ხორცს დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ამატებთ ადუღებულ წყალს და ბრინჯს თქვენი შეხედულების მიხედვით. თქვენი შეხედულებით მიხედვით ასევე შეგიძლიათ დაამატოთ მარილი და პილპილი. 15 წუთში თქვენი კერძი მზადაა.

პასტა იტალიურად ბოსტნეულში

იტალიურ სამზარეულოში უმეტესი კერძის მომზადებისას ხახვი ან ნიორი დაგჭირდებათ.  ტაფაზე ზეთის დასხმის შემდგომ თქვენი შეხედულების მიხედვით ათავსებთ ხახვს ან ნიორს, თუ ხედავთ რომ შრება ამატებთ ადუღებულ წყალს პატარა რაოდენობით. ამის პარალელურად ჭრით ბოსტნეულს, რომლის არჩევა თქვენი შეხედულების მიხედვით შეგიძლიათ. ჩემს შემთხვევაში მე ვიყენებ ყაბაყს, სოკოს და ბულგარულ წიწაკას. ბოსტნეულის დაჭრის შემდეგ ვათავსებთ მას ტაფაზე და ვწვავთ, თუ ვხედავთ რომ ის შრება ისევ ვამატებთ წყალს. ამ ყველაფრის პარალელურად რა თქმა უნდა ვხარშავთ პასტას (მაკარონს, სპაგეტის ან ვერმიშელს). ბოსტნეულის შეწვის ბოლო წუთებში ვამატებთ ტომატის წვენს. ეს იმისთვისაა საჭირო რომ საბოლოო კერძი არ გამოვიდეს მშრალი, ტომატის შეცვალა ასევე კვერცხით შეგიძლიათ. რამდენიმე წუთში როდესაც ყველაფერი შეიწვა ვამატებთ მას პასტას და ვურევთ. კერძი მზადაა.

10 thoughts on “ჩემი მოკრძალებული კულინარიული წიგნი

  1. anna

    ის წითელმაისურიანი ბიჭი ვინაა/:?))) ნუ საჭმელიც მადისაღმძვრელია :))))

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    ჩემი მეგობარი და კოლეგა, თემური კიღურაძე🙂

    Reply
  3. Kate

    ვაიმე. შენ საღოლ.
    თან ჩემი საყვარელი კერძები მოგიმზადებია.
    პლუს, რა ლამაზი ჭურჭელია.

    მართლა ძალიან მაგარია.

    მარტო ცხოვრებას მე ახლაც ეგრე მარტივად ვუყურებ. ამიტომაცაა გადასვლა რომ მინდა. მაგრამ როგორც კი ელემენტარული პრობლემა მიჩნდება, ეგრევე ბედნიერი ვარ, რომ სახლში ვარ მოსიყვარულე ოჯახთან ერთად.

    Reply
  4. Kate

    აუ მე “პეჩენიები” გამოვაცხვე და ბლოგზეც დიდის ამბით გამოვაქვეყნე. მაგრამ შენ მართლა ყოჩაღ. სადილების გაკეთება მეც მინდა, მაგრამ მეზარება/არ მცალია.

    Reply
  5. lobzhanidze Post author

    აი პეჩენიები და ცხობა საერთოდ არ ვიცი ჯერჯერობით, მაგრამ იმედია გამოვასწორებ🙂

    Reply
  6. Nina Gorecki

    ეს რა ბიჭი გვყოლია ჯიპაში, სად მქონდა თვალები😀 :)))

    მწვანე მაკარონები :))

    გაფორმება განსაკუთრებით მომეწონა. ვიზუალს თეფშზე ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს🙂

    Reply
  7. lobzhanidze Post author

    Nin, me piradad tu sxvis mier momzadebuls vcham principshi ufro shinaarsi magelvebas vidre “servirovka,” magram me tu vamzadeb koveltvis vcdilob lamazad gavaformo🙂

    Reply
  8. ბაბისა

    ohmmm momshivda am shuagamisas :)))
    mzadebis procesic magaria da shens momzadebuls rom gemrielad cham-esec sxvanairi grznobaa. sheizleba sulac araa iseti gemrielitqo, xandaxan vfiqrob, magram roca shenit amzadeb-mere ukve sxvanairi gechveneba🙂

    Reply
  9. maryam

    gagaxara gmertma!! ra kai taoba modis! aba chemi idioti kofili qmari nifxavs ver icvlis deda saxlshi tu araa. dedamiss rom kitxo, kacma erti saqmis ketebis meti araferi unda icodes da danarcheni kvelaferi epatieba! aseti qartveli dedikoebi gvkavs chven… samcuxarod… shens cols ra moklavs!!!:):):)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s