არ იფიქროთ თეთრ დათვზე, ანუ ფიქრნი ბალიშის პირას


თეთრ დათვზე არ იფიქროო რომ გითხრას ვინმემ, აუცილებლად თეთრ დათვზე იფიქრებ.

პირად პოსტებს იშვიათად ვწერ ხოლმე. ხანდახან ვულგარობადაც კი მიმაჩნია. პირად თემებზე წერა ერთგვარი ექსგიბიციონიზმია. ვის რაში აინტერესებს ჩემი პირადი აზრები ბლოგზე? რატომ უნდა დახარჯოს ამაში დრო? ამიტომაც არ ვწერ ხოლმე ასეთ პოსტებს.

მაგრამ, დღეს გამონაკლის ვაკეთებ. იმიტომ რომ ჯერ კიდევ გუშინ ღამით ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე.  ექსპერიმენტი იმაში მდგომარეობს რომ ამ პოსტში გუშინ ღამით ჩაძინებამდე გაფიქრებულ აზრებს გაგაცნობთ.

თეთრი დათვი ტყუილად არ მიხსენებია, ჩემი თეთრი დათვი ამ შემთხვევაში მომავალი დღის, ანუ დღევანდელი პოსტი იყო. თუ წინასწარ იცი რომ იმას დაწერ რასაც იფიქრებ ერთგვარ ჩაკეტილ წრეს ქმნი. ფიქრობ იმაზე რასაც ხვალ დაწერ, მაგრამ ხვალ იმას დაწერ რასაც დღეს ფიქრობ. პინგ პონგს ჰგავს. შეგიძლიათ სცადოთ. ბევრს იხალისებთ. მეც, რა თქმა უნდა დიდი ხანი თეთრ დათვზე ვფიქრობდი.

თუმცა თეთრი დათვი სხვა ფერის დათვმა შეცვალა. ანუ ამ პინგ პინგ პონგის თამაშისას ბურთი გადამივარდა და მსგავს, მაგრამ მაინც სხვა თემაზე დავიწყე ფიქრე. ჩემს მეგობარს წერილის მიწერას შევპირდი. გუშინ ვერ მოვასწარი. ამიტომაც ვიფიქრე რომ დილით ადგომისას პირველ რიგში პოსტი კი არა, წერილი უნდა მივწერო თქო. მერე ეთიკის ესსე უნდა დავიწყო და დავასრულო და აი მერე კი შემიძლია ბლოგ პოსტს მივხედო.

ბლოგ პოსტს ახლა ვწერ როგორც ხედავთ, არადა როგორ მეზარებოდა, მაგრამ პირობას ვერ დავარღვევ, მითუმეტეს საკუთარი თავის წინაშე. რას ვფიქრობდი კიდევ გუშინ ბალიშის პირას? აჰ, რა თქმა უნდა იმას რასაც ყოველ დღე ვფიქრობ. უფრო სწორედ ჩემი გონება კვლავ ისე მუშაობდა როგორც სხვა ღამეებს ხდება, ანუ გასულ დღეზე ფიქრით ვერთობოდი. ოღონდ არ იფიქროთ რომ იმას ვფიქრობდი “აბა, დღეს ვის რა ვარგე?” არა, ცოტა განსხვავებული იყო ჩემი აზრების დინება. კერძოდ კი, ყოველ ღამე როდესაც რაღაც გამახსენდება გასული დღიდან ის ნელ-ნელა ეძებს ასოციაციას, ანუ რატომ დავიწყე ამაზე ფიქრი? ასოციაცას რომ ვპოულობ კავშირი დამყარებულია და ახალი კავშირის შემდეგ ახალ ასოციაციას ვეძებ.

ასე დავხტივარ ასოციაციიდან ასოციაციაზე, შეიძლება ერთ-ერთი ასეთი ღამის დროს მოვიფიქრე ჩემთვის ასეთი რამ: “Brain dancing.” ბრეინ დანსინგით ვკავდები ხოლმე და ძალიანაც მომწონს. მოწყენილი თუ ხართ ძალიან წაგადგებათ.

გუშინვე ნანახი აზიმოვი გამახსენდა, აზიმოვის უნიკალური ინტერვიუ 80-იანი წლების დასასარულს სადაც ის მომავალ ინტერნეტზე საუბრობს. გასაოცარია როგორ უსწრებს ეს კაცი დროს. ის ამბობს რომ ინტერნეტს შეუძლია სწავლის პროცესში ძალიან დაგვეხმაროს და სკოლაც კი შეცვალოს. მისი აზრით ინტერნეტის უპირატესობა ისაა რომ აქ არავინ გაძალებს სწავლას, ნებისმიერ დროს შეგიძლია რამე ახალის გაგება და არცერთი მასწავლებელი დაგაძალებს, მაშინ როდესაც სკოლაში მკაცრად განსაზღვრულ დროს შეიძლება ისეთი საგნების სწავლა მოგიწიოს რომელიც საერთოდ არ გაინტერესებს.

“ბრეინ დანსინგს” ჰგავს, იმიტომ რომ აქაც ასოციატურობის პრინციპი მოქმედებს. მაგალითად ვიკიპედიაზე კითხულობ რამეს ფეხბურთზე, მერე გაინტერესებს მსაჯობის კულტურა საიდან წამოვიდა, მერე შესაბამის სტატიაში მსაჯის სასტვენით ინტერესდები და ა.შ. და ა.შ. ინტერნეტი უშრეტია.

აზიმოვის ინტერვიუ ჩემში სკოლის პერიოდის ასოციაციების გახსენებას იწვევს. არ მიყვარდა სკოლა. ვიხსენებ ზოგიერთ საგანს სადაც არ მყავდა კარგი ნიშანი. მაგალითად, შემეძლო საათები გამეტარებინა და უჯრებიან რვეულში ფლომასტერებით მსოფლიო ქვეყნების დროშები მეხატა, მასწავლებელთან ქალაქობანაში გაჯიბრება მეცადა, მაგრამ გეოგრაფიაში 5-იანი მაინც არ მეყოლებოდა. იმიტომ რომ არასდროს მნდომებია ხუთოსნობა, იმას კი არ ვამბობ განათლებულად არ ვითვლებოდი თქო, უბრალოდ ჩემებური წარმოდგენა მქონდა ასეთზე და ხუთოსნობა ამასთან არაფერ კავშირში იყო. აზიმოვის არ იყოს დროშების ხატვას არავინ მაძალებდა, უბრალოდ მომწონდა და ამას ნიშნის გამო არ ვაკეთებდი.

მოგვიანებით, ჰესეს “ბორბლებს ქვეშ” რომ წავიკითხე და აღმოვაჩინე რომ ჰესეც ასე ფიქრობდა ძალიან გამიხარდა, ესეიგი მართლა განათლებული ვარ თქო.

დედაჩემი ხანდახან იმას მეუბნება რომ მოსწონს როგორ ვწერ და ამას იმით ხსნის რომ გულახდილი ხარო. მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ მაინც მგონია რომ ცდება და უფრო დედობით გამოწვეული გრძნობებით ამბობს ამას. თუმცა, იმასაც ამბობს რომ წერისას ბევრს შეცდომას ვუშვებ ენის მხრივ (თუმცა ამაზე სხვა დროს).

სრული გულახდილობა ალბათ ერთეულების ხვედრია და ამ რიცხვში მოხვედრას თანდაყოლილი თვისებები თუ არა, წლობით საკუთარ თავზე მუშაობა მაინც სჭირდება. და ვინ იცის ამ პოსტში რამდენიმე რამე გამოვიგონე ან კიდევ ზედმიწევნით სწორად არ მახსოვს?

ნებისმიერ შემთხვევაში, გუშინ კარგად ჩამეძინა.  როგორ? არ მახსოვს.

3 thoughts on “არ იფიქროთ თეთრ დათვზე, ანუ ფიქრნი ბალიშის პირას

  1. tekla

    რაააა? ვერ გავიგე საბოლოო ჯამში რისი თქმა გინდოდა

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    Хотелось мне во все

    Какой то смысл вложить,
    Чтоб нам нe ведать страха
    И тихо-мирно жить,
    И я придумал ложь –
    Лучше не найдешь! –
    Что этот грустный край –
    Су-щий рай!

    к. Воннегут

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s