“შლემით” გამოწვეული გაუგებრობა

გთავაზობთ ახალ რუბრიკას “ნამდვილი და მცდარი ამბები ჩემი ცხოვრებიდან.” ეს რუბრიკა ზოგადად არავის (მათ შორიც ჩემიც) დასაცინად არ არის მიმართული და ერთადერთ მიზნად თქვენს სახეებზე ღიმილის გამოწვევას ისახავს. თუ ამის გაკეთება ვერ შევძელი, შეგიძლიათ დამცინოთ.

მეტალ კონცერტზე საქართველოში ყოფნა სიამოვნებაა, თუ მეტალს არ უსმენ ორგამი სიამოვნება.

მეტალზე მოსული ადამიანები რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ.

მეტალისტი მუსიკოსები, ესენი ხშირად წარსულში, აწყმოში ან მომავალში კონსერვატორია ან მუსიკალურ სკოლა მაინც გამოვლილი ადამიანები არიან, რომლებმაც კარიერის გარკვეული ეტაპზე აღმოაჩინენ რომ მეტალი ხერხავს და შოპენის ან მოცარტის დაკვრას გიტარის ჟღარუნი სჯობია.

მეორე ჯგუფია მეტალისტი ფანები, საქართველოში ასეთებში პროგრამისტები, ფიზიკოსები ან ქიმიკოსები შედიან, ოღონდ აუცილებლად რუსულ ენოვან ჯგუფს წარმოადგენენ, აქ ძირითადად სომხური და რუსული წარმოშობის ადამიანები ჭარბობენ.

მესამე კატეგორია, პოფიგისტები და ტუსოვშიკები, რომლებიც ასეთი ტიპის კონცერტებზე საქართველოში არსებული გართობის ნაკლებობის გამო მიდიან.

მეოთხე კატეგორია, პირობითად უბნის ბიჭები, რომლებმაც სამი დალიეს, შეერგოთ და პირდაპირ კონცერტს მიაშურეს, იმ იმედით რომ ვინმე “მიმცემ” გოგოს თუ არა ვინმე მეტალისტ საცემ ბიჭს გამონახავენ.

რამდენიმე წლის წინ ჩემმა “რა მინდა საერთო ამ ცხოვრებაში ვერ გავარკვიე” დამოკიდებულებამ მესამე კატეგორიაში მომახვედრა.

კონცერტი შეღებილი მუსიკოსებით (პირველი კატეგორია), თავის მქნეველ მთვრალ სათვალეებიან ბიჭებ და “დეტსკი მირში” ნაყიდ შიპებ ასხმულ გოგოებით (მეორე კატეგორია) აღინიშნა. მესამე კატეგორიის წარმომადგენლებმა კონცერტერდამდე ალკოჰოლი “ამ კონცერტს ფხიზელი თვალით მხოლოდ უბნის ბიჭმა უყუროს” ლოგიკით მივიღეთ და მოკლედ მზად ვიყავით ე.წ. სლემში მისაღებად.

მე და ჩემი კატეგორიის წარმომადგენელი ვუახლოვდებით მოვლენათა ეპიცენტრს, მარჯვნიდან სათვალეებიანი ბიჭი ეტაკება მარცხნიდან მორბენალ მეორე სათვალებიან ბიჭს. დავარდნილები ღრიალებენ, ექსტაზში ვარდაბიან და პროცედურას კვლავ იმეორებენ, ყოველ ჯერზე მათი რიცხვი მატულობს. მე და ჩემი მეგობარი უკვე მზად ვართ შევუერთდეთ ამ “რიტუალს” და ხტუნვა ხტუნვით ვუახლოვდებით დანიშნულების ადგილს. მაგრამ აქ ხდება ინციდენტი, შემთხვევით ჩემმა მეგობარმა მეოთხე კატეგორიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ფეხი კრა. მეოთხე კატეგორიის წარმომადგენელი საბრძოლო სახეს იღებს და მომაკლავ  მზერას ჩემი მეგობრის მისამართით აქვავებს. “ახლა დაიწყება” – ვფიქრობ ჩემთვის და იწყება კიდევაც.

– ეეეეეეე ბიჭო! – ყვირის უბნის ბიჭი, ისე რომ ასო ბგერა “ე” სულ უფრო ხმამაღალი ხდება.

ჩემი მეგობარი უღიმის.

– ეეეეეეეეეე, ბიჭო მეთქი ჩემი დედას ვუჯლუგუნე (ცენზურა მაიძულებს შევცვალო სიტყვა), გაიხედე საით მიდიხარ.

– ბოდიში, მაგრამ აქ ხომ სლემი ხდება – კვლავ გაღიმებული პასუხობს ჩემი მეგობარი.

“რეებს ეუბნება, სულ გაგიჟდა” – ვფიქრობ ჩემთვის.

– შლემი არ ვიცი მე ძმაო, ცოტა აზრზე მოდი, იცი ვის ელაპარაკები?

ვიღებ გადაწყვეტილებას მივუახლოვდე და დავიცვა (იმედის მცირე ნაპერწკალით რომ ამის გაკეთება არ მომიწევს) ჩემი მეგობარი.

– ძმაო შენს ძმაკაცს უთხარი აზრზე მოვიდეს ეეეეეეე – ეს “ე” კვლავ საინტერსოდ ჟღერს, თანაც უფრო “დააფგრეიდებული” ვარიანტია ამჯერად.

– არ მესმის ძმაო კარგად, რას მეუბნები, მუსიკა ხმამაღალია – ვეუბნები მე.

უბნის ბიჭი კვლავ იმეორებს საკუთარ ფრაზას, ოღონდ უფრო ხმამაღლა.

– ოღონდ, კისერზე ძარღვებს ნუ ძაბავ – გავრისკე და ხმადაბლად ვეპასუხე მე.  მას აშკარად არ ესმის, იმიტომ რომ იგივე წინადადებას იმეორებს უკვე მერამდენედ. ბოლოს ვთანმდებით იმაზე რომ “გვერდზე გავიდეთ.”

გვერდზე გასულებს რამოდენიმეჯერ გვესმის რიტორიკული კითხვა იმის შესახებ “ვიცით თუ არა ვინაა ეგ ვაბშე?” მე კი ვიცი, მაგრამ არ გინდა ახლა ამას ეს უთხრა? ბოლოს იმაზე ვთანხდებით რომ “აქაურობის ვაბშემც დედას ვუჯლუგუნეთ” და მშვიდობიანად ვიშლებით.

კარგია მეტალ კონცერტები თბილისში.

One thought on ““შლემით” გამოწვეული გაუგებრობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s