ფავნის ლაბირინთი, ზღაპარი რწმენაზე

ფავნის ლაბირინთი დიდებისთვის განკუთვნილი ზღაპარია და როგორც
უმრავლესობა ზღაპარს ახასიათებს, ეს სურათიც გარკვეული მორალის მატარებელია.

სანამ გილერმო დელ ტოროს ფანტაზიის ნამუშევარს ჩავუჯდებოდი ცხადია გარკვეული მოლოდინი მქონდა,  ეს მოლოდინი ფილმს არ დაემთხვა. განვითარებული სიუჟეტი და დელ ტოროს ფანტაზია იმდენად არაორდინარული აღმოჩნდა რომ ერთის მხრივ იმედგაცრუებული დავრჩი რომ რეჟისორს სურათი შეიძლებოდა კიდევ უფრო ზღაპრული და მითიური გაეხადა, მაგრამ მეორეს მხრივ მომეწონა რეალიზმთან სიახლოვე და ფილმში ჩადებულ სიმბოლიზმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.

და მაინც, რაში მდგომარეობს ფავნის ლაბირინთის მორალური შინაარსი? რისი თქმა სურს რეჟისორს ჩვენთვის? მაშინ როდესაც ფილმის მთავარი პერსონაჟი, პატარა ოფელია მითიური ფავნისგან დავალებას იღებს და წარმატების შედეგად გასაღებს პოულობს ჩვენ ვერთვებით ჩვენი გასაღების ძიების პროცესში და ფილმის მსვლელობისას ვცდილობთ მის აღმოჩენას. ფილმი მდიდარია პერსონაჟებით; ერთის მხრივ ვხვდებით კეთილ და თავდადებულ მერსედესს, რომელსაც რისკის ქვეშ უწევს ცხოვრება და მუშაობა. გვყავს ასევე ოფელიას დედა, ლამაზი, მაგრამ ცხოვრებისგან გატეხილი კარმენი, რომელიც გამოსავალს ნაცისტი კაპიტან ვიდალის მეუღლეობაში ხედავს. იმ ადამიანის მეუღლეობაში რომელიც სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ნაცისტია და არაადამიანი, რომელსაც უდანაშაულო ადამიანის მოკვლისას ნერვი არ შეუტოკდება. ასევე გვყავს ექიმი და სწორედ რომ ამ ექიმის მეშვეობით ვპოულობთ ფილმის გასაღებს.

მაშინ როდესაც კაპიტანი მიხვდება რომ ექიმი მას ღალატობს და კომუნისტებს ეხმარება, ის მის მოკვლას დააპირებს, მაგრამ სანამ ამას იზამდეს, ეკითხება რატომ არ დაემორჩილა ის მას, რაზეც ექიმი დაახლოებით ასეთ რამეს პასუხობს: “დამორჩილება? მხოლოდ დამორჩილების ხათრით?.. ყოველგვარი კითხვის გარეშე?.. ასე მოქცევა მხოლოდ თქვენნაირ ხალხს შეუძლია.”

ეს ეპიზოდი და დიალოგი სავარაუდოდ ჩვენს ყურადღებას არ მიიპყრობდა
რომ არა ფილმის სხვა მონაკვეთი რომელსაც აქამდე ჰქონდა ადგილი. მაშინ როდესაც ოფელია მეორე დავალებაზე მიდის და ფავნისგან მკაცრ დავალებებს იღებს ის მის სიტყვებში ეჭვ შეიტანს და თავისებურად მოიქცევა, რადგანაც ის კითხვებს სვამს და ხშირად დოგმატურ წესებს უხვევს. სწორედ ასეთი საქციელი ფილმის ბოლოს, როდესაც ოფელია უარს იტყვის უდანაშაული ახლადდაბადებული ბავშვის სისხლისღვრაზე და ფავნის განრისხებას იწვევს, საბოლოოდ მოახვედრებს მშობლებთან, ზღაპრულ სამეფოში სადაც ის პრინცესას წარმოადგენს. მან დავალება ისე შეასრულა როგორც მისგან ფავნი და მამამისი, მეფე ითხოვდა, არა პირდაპირი მორჩილებით არამედ სწორი გადაწყვეტილებების მიღებით.

გამოდის რომ ამ ფილმში დელ ტორო რწმენაზე გვესაუბრება? თან ისეთზე რომელიც დოგმატიზმს არ ცნობს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს როდესაც სიკეთეს და ჭეშმარიტებას ჩვენს საკუთარ თავებში და არა სხვების მიერ მოცემულ დირექტივების უსიტყვო მორჩილებაში ვპოულობთ (როგორც ამას კაპიტნის ნაცისტურ ქმედებებში ვხვდებით), ვპოულობთ მაშინ როდესაც ვაზროვნებთ ჩარჩოებს მიღმა და შეგვიძლია წესი დავარღვიოთ თუ ის თავისთავად ამორალურია.

5 thoughts on “ფავნის ლაბირინთი, ზღაპარი რწმენაზე

  1. Nina Gorecki

    ჩემი უსაყვარლესი ფილმია❤ ფილმი ყველაზე მაღალ იდეალებზე. იმდენად ემოციური ფილმია (ჩემთვის), რომ ალბათ ვიტირებდი კიდეც დომ კინოში რომ არ ვმჯდარიყავი როცა პირველად ვნახე)))

    ძალიან მაგარი გადაღებულია, ეტა რაზ. და ყველაზე ჰუმანურ იდეას ატარებს: არ დაღვარო ადამიანის სისხლი, მაშინაც კი, როცა ძალიან დიდი იდეალებისთვის იბრძვი. და ეს იდეა მასობრივი ჟლეტის და ტოტალური ომის ფონზე. დელ ტორო რაღაც გაგებით უპირისპირდება მაკიაველის, რომელსაც ასევე დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბოლომდე ვერ ვეთანხმები იმას, რომ მთავარი მიზანი ამართლებს საშუალებას. სამშობლოს კეთილდღეობაც მიზანია და იდეალებიც უმეტეს შემთხვევაში სუბიექტური, მაგრამ დელ ტორომ გადაწონა ჩემი სიმპათია მაკიაველის მიმართ. The must see film of the decade!

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    მადლობა, ნინ საინტერესო პოსტისთვის. რატომღაც სულ ვერ ვიცლიდი ამ ფილმის სანახავად და მხოლოდ რამდენიმე კადრით ვიცნობდი ამ ფილმს მხოლოდ და აი რამდენიმე დღის წინ რომ ვნახე ძალიან, ძალიან კარგი შთაბეჭდილება (როგორც უკვე მიხვდი ალბათ) დატოვა.
    შენ ძალიან საინტერესო და მოწონების ღირსი ადამიანი ხარ, მაგრამ მაკიაველისადმი სიმპატიას ვერ გაპატიებ🙂 მიუხედავად იმისა რომ პირველად რომ წავიკითხე მაკიაველი რატომღაც მეც მომეწონა :))) მაგრამ, არა მაკიაველის, იმიტომ რომ ჩემი პირადი ფილოსოფია იმას ეფუძნება რომ უდანაშაულო ადამიანის სისხლის ღვრა ვერანაირი იდეალით არ შეიძლება გაამართლო, თუ ასეთი იდეალი ითხოვს შენგან სისხლის ღვრას იმას ნიშნავს რომ ეს იდეალი პატივსაცემი არაა.

    Reply
  3. Nina Gorecki

    მაკიაველის ფილოსოფია ძალიან კომპლექსურია. ერთი პერიოდი ვმუშაობდი ამ ადამიანის რეაბილიტაციაზე, ფილოსოფიის კონფერენციისთვის ნაშრომიც დავწერე, იმდენად დამაჯერებელი, რომ დიპლომიც კი მომცეს )))

    ახლა ასეთი დამაჯერებელი ვერ ვიქნები, დიდი დრო გავიდა და ნიუანსები არ მახსოვს, მაგრამ მთავარი იდეა ასეთია: წარმოიდგინე, რომ რამდენიმე ადამიანის სისხლით აიცილებ სხვა უამრავი ადამიანის სისხლის ღვრას. არითმეტიკა აქ უადგილოა, მაგრამ მაინც რთული საკითხია. რა იქნებოდა, მაგ. გიორგი ბრწყინვალეს რომ არ დაეხოცა რამდენიმე დიდებული, რომლებიც ქვეყნის კეთილდღეობას უშლიდნენ ხელს? არის თუ არა გამართლებული ადამიანის სისხლის ღვრა, როცა ამით საუკუნეების მანძილზე შეგიძლია უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი და ტანჯვა აიცილო? წარმოიდგინე სიუჟეტის ასეთი განვითარება: დელ ტორო უდანაშაულო ბავშვის ნაცვლად ოფელიას თხოვს პირსისხლიანი ფაშისტის მოკვლას. იმის თქმა მინდა, რომ ოფელიას სწორი არჩევანი უდანაშაულო ბავშვის ფაქტორმაც მიაღებინა, არა მხოლოდ ჰუმანურობამ

    არის რაღაც ფასეულობები, რის გამოც სიკვდილი ღირს. მე მაქვს ასეთი. და თუ რაღაც კუთხით ეს თვითმკვლელობაა, ესეც გაუმართლებელია. მოვრჩი, თორემ სოფიზმში გადავალ : ))))

    Reply
  4. lobzhanidze Post author

    მესმის რასაც ამბობ, მაგრამ რთულია საკითხია. რამდენიმე კვირის წინ ფბ-ზე ასეთი კითხვა დავსვი: “მოკლავდით თუ არა ჰიტლერს რომ გქონოდათ საშუალება ომის დაწყებამდე?” ბევრმა კიო უპასუხა, მაგრამ ბევრმა არაო… ანუ უტალიტარიანული დამოკიდებულება ყოველთვის არ არის ადვილი მისაღები, ისეთ თითქოს და ერთი შეხედვით მარტივ მაგალითში როგორიც ჰიტლერია.

    Reply
  5. Pingback: ფავნის ლაბირინთი, ზღაპარი დაუმორჩილებლობაზე | ლობჟანიძის ბლოგი აქცენტით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s