“სათვალეებიანი” და “რესპექტაბელური” სტუმრები ქართულ ტელე სივრცეში

იმ მარტივი მიზეზის გამო რომ რამდენიმე თვეა ტელევიზორის ქონის
ფუფუნება არ გამაჩნია და საქართველოდან მოშორებით ვიმყოფები ქართულ მედიასაც მოვწყდი. ეს განსაკუთრებით ტელე სივრცეს ეხება.

ამის მიუხედავად, ორიოდე კვირის წინ გადავწყვიტე ერთი ორი ქართული ტელე პროდუქტისთვის მაინც მეყურებებინა. თან ბლოგის გადამკიდე ვიფიქრე კრიტიკულ სტატიასაც დავწერ თქო, რა მომეწონა, რა არ მომეწონა და ა.შ.

ეს ორი გადაცემა ქართულ ტელე სივრცეში ღარიბ და დაბალ ხარისხიანად რომ მოიხსენიებენ ხოლმე არ გეგონოთ, არც ის გეგონოთ ჩოხაში გამოწყობილი მაჩოები შეზღუდული შესაძლობების მქონე ადამიანებს, გეიებს და “სხვა ავადმყოფებს” რომ არ რთავენ მასწავლებლობას. არა, მე საყურებლად ორი სხვადასხვა ყოვლადრესპექტაბელური გადაცემა ავირჩიე.

მოკლედ, ამ ორიდან ერთ-ერთით დაიწყოთ. ვცდილობ ყურადღებით მოვისმინო სხვადასხვა სტუმრების მიერ გამოთქმული აზრი, მაგრამ… ერთი პრობლემაა, სტუმრები ძალიან უინტერესო და არაპროფესიონალ ინდივიდებად მეჩვენებიან. კრიტიკული სტატიის დაწერის იდეა რა თქმა უნდა დავივიწყე და ამის მაგივრად მეორე გადაცემის ყურებას შევუდექი. აქაც იგივე სურათი, სტუმრები რაღაც ბანალურ ფრაზებს და  გაცვეთილ მოსაზრებს ისვრიან, თითქოს “რესპექტაბელური” გადაცემა კი არადა, თბილისის ერთი ჩვეულებრივი ბირჟა იყოს.

რა თქმა უნდა, ამ მეორე გადაცემის ყურების შემდგომაც რამენაირი კრიტიკული პოსტის დაწერა გადავიფიქრე. ამ გადაცემებში ზოგიერთი სტუმარი სასწაულებს იძახდა. მაგალითად ერთ-ერთში მოწვეულ სტუმარი ჟურნალისტი (ეკონომიკის განხრით) ყოფილა, კარგად ეცვა და სათვალეებიც კი ეკეთა, მაგრამ წამყვანის კითხვაზე თუ როგორ მდგომარეობაშია ქართული ეკონომიკა, მან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე სრული სერიოზულობით რაღაც ამდაგვარი უპასუხა: “ქართული ეკონომიკა ძალიან ძლიერია, სწრაფი ტემპებით წინ მიდის და ძალიან კარგად უძლებს კრიზისებს.” გაკვირვებულ წამყვანმა ამაზე ის იკითხა “ეს საიდან დაასვკენითო?” რაზეც ეკონომიკურ საკითხებში გარკვეული ჟურნალისტი კვლავ არ დაიბნა და რკინის არგუმენტით “მე ასე მომეჩვენა” უპასუხა. ეკონომიკაში საკუთარ თავს ექსპერტად ნამდვილად არ ვთვლი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ამ ფრაზას მწოლიარე მდგომარეობაში შევხვდი.

ამის ფონზე არც მეორე “რესპექტაბელურ” გადაცემაში კრეფდნენ სტუმრები ციდან ვარსკვლავებს. ერთ-ერთ მათგანმა საკმაოდ მოულოდნელად განაცხადა რაღაც ამდაგვარი: “დასავლეთი, საქართველოში როკენროლით უნდა შემოვიდეს” და თან დასძინა რომ ასეთ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება. ვინმე “არარესპექტაბელურს” რომ ეთქვა: “ამერიკაში ბევრი სექსია და ასწორებს” გავიგებდი და არც არაფერს ვიტყოდი, მაგრამ როდესაც ადამიანს გადაცემაში ერთ-ერთ მთავარ სტუმრად გიწვევენ იქნებ ისიც თქვა რომ დასავლეთი პირველ რიგში პასუხისგებლობის გრძნობა, დაუღალავი შრომა, პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა და მხოლოდ ამის მერე როკ ენ როლი და ა.შ.

ამ ორმა შემთხვევამ რატომღაც ის ქვეყნები გამახსენა გარკვეული ხილი უხვად რომ აქვთ,  მისი მესვეურები კი საკუთარი ეკონომიკის აწყობას ამ მოყვითალო ხილის ექსპორტით გეგმავენ.

საქართველოში განათლებულ, ჭკვიან და პროფესინალ ადამიანებს რომ არ ვიცნობდე ვიტყოდი რომ ჩვენი საქმე წასულია და გადაცემებში თუნდაც ასეთი სტუმრების მოწვევა მიღწევაა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ასე არაა, უბრალოდ, სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში უბრალოდ მარგინალ ელემენტებს წარმოადგენენ.

ასე რომ, ბატონო წამყვანებო იქნებ მარგინალებიც მიიწვიოთ ხოლმე? მერე რა, რომ ისინი როკ ენ როლს ქვეყნის გადამრჩენელად არ მიიჩნევენ, სამაგიეროდ იქნებ ეკონომიკა ესმოდეთ ცოტა მაინც.

One thought on ““სათვალეებიანი” და “რესპექტაბელური” სტუმრები ქართულ ტელე სივრცეში

  1. Social Animal

    ეკონომიკაში საკუთარ თავს ექსპერტად ნამდვილად არ ვთვლი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ამ ფრაზას მწოლიარე მდგომარეობაში შევხვდი.

    გაიხარე, მე პირადად კმაყოფილი ვარ, რომეს აბზაცი მჯდომარე მდგომარეობაში წავიკითხე :)))))))))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s