“ქუჩის დღეები,” სინათლე გვირაბის ბოლოს?

ფრაზა “თითზე ჩამოსათვლელიაო” აბსოლუტურ უმრავლესობას გექნებათ
გაგონილი. დამოუკიდებელი ქართულ კინოს ვარგისიანობაზე საუბრისას ამ ფრაზას შეგვიძლია არ არსებული ფრაზა “ათი თითიც კი არ დაგჭირდებათ” დავუმატოთ.

თამამად შეიძლება ითქვას რომ ლევან კოღუაშვილის დებიუტი მხატვრულ კინოში წარმატებული აღმოჩნდა. კარგ კინოს გადაჩვეული ქართველ მაყურებლის სკეპტიციზმი კი ევროპულ და ამერიკულ პრესაში ფილმის დადებითმა კრიტიკამ გააქარწყლა. დაბალბიუჯეტიან “ქუჩის დღეები” არამარტო მაყურებლის, არამედ კინოკრიტიკოსების და პროფესიონალების ყურადღება მოიპოვა, რაც საბოლოოდ სხვადასხვა ფესტივალებზე მიღებულ ჯილდოებში აისახა.

თუმცა, ქართველი მაყურებლისთვის მრავალრიცხოვან ჯილდოებზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი თვითონ ფილმის ხარისხი უნდა იყოს, იმდენად გადავეჩვიეთ კარგ ფილმებს. მე პირადად ამ ნამუშევარს “უძინართა მზის” გვერდზეც კი დავაყენებდი, ცხადია არა შინაარსის, არამედ ხარისხის გამო.

არაერთმა კრიტიკოსმა ფილმის თემად ნარკომანიის პრობლემა აღიქვა და ზოგიერთმა (სხვათაშორის არაქართველმა) ძალიან თამამად ადგილი “ნემსზე”  და ოცნების რექვიემის გვერდზე მიუჩინა. რაშიც ძალიან შეცდნენ. მიუხედავად იმისა რომ ფილმი ძირითადად ნარკომანების ირგვლივ ტრიალებს, კინოფილმის მთავარი აზრი მაინც სხვაგან უნდა ვეძებოთ.

ნარკოტიკი ერთგვარი ხერხია რომელსაც რეჟისორი ინსტრუმენტად იყენებს სიუჟეტის ასაწყობად. ასეთი ტიპის დრამატურგიაში იგრძნობა სკოლა (ამ შემთხვევაში ნიუ იორკის) და პროფესიონალიზმი, სიუჟეტის მეშვეობით ავტორი გვიყვება ერთი ადამიანის ისტორიას, რომელიც ირგვლივ მყოფების მსგავსად ეტანება ჰეროინს. თუმცა, მათ შორის განსხვავებაა, ფილმის მთავარი გმირი აშკარად მორალურ ადამიანად არის წარმოჩენილი, რომელიც მიუხედავად სენისა წამლის გამო ყველაფერზე წამსვლელი არაა. რეჟისორი მას მორალური დილემის წინაშე აყენებს და მის მეგობართან (პარავოზასთან) ადარებს), რომელიც ჩეკისგან განსხვავებით არჩევანს მეგობრობას და წამალს შორის წამალზე აჩერებს. ჩეკიც და პარავოზაც ნარკომანები არიან, თითქოს ყველა თანაბარი უნდა იყოს ამ მოვლენასთან, თუმცა…

ფილმი მდიდარია ძლიერი ეპიზოდებით, რამდენიმეს რთულია აუღელვებლად  შეხვდეთ, “ბარიგის” მამის თვითვმკვლელობის ან თუნდაც დასკვნითი სცენა ამის კარგი მაგალითია. მაგრამ ემოციურად დამუხტული ეპიზოდების გარდა, ამ ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია პატარ-პატარა დეტალები. ასე მაგალითად კლასის ან სკოლის ტუალეტის სიტუაცია ძალიან კარგადაა აღწერილი, ასევე დაბადების დღეზე თითქოს გაზრდილი ქალების ბავშვური კეკლუცობა, რომელიც მაყურებელს ისევ და ისევ იმავე სკოლაში აბრუნებს. მოკლედ, ფილმს ეტყობა რეჟისორის ხელი, რეჟისორის რომელიც მონდომებით და არაზერელედ უდგება საქმეს.

გამოსარჩევია ასევე მსახიობების თამაში, საინტერესოა რომ 90-იანებზე ქართული ფილმების უმრავლესობაში მსახიობები, მაშინ როდესაც საქმე ქუჩას ეხება ძირითადად კლიშედ ქცეულ ფრაზებს, ბანალურ ტონალობაში ისვრიან.

ამიტომაც, “ქუჩის დღეებში”  მსახიობების (და არა მარტო მთავარი როლის შემსრულებლების) თამაში ბევრად დამაჯერებელია, თან ეს იმის ფონზე რომ გინება ფილმში პრაქტიკულად არ ისმის, მიუხედავად ამისა ფილმი სიყალბის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

ერთი რამე რასაც ასევე ყურადღებას იპყრობს ისაა რომ ჩეკის სკოლიდან ორი ახლო მეგობარი შემორჩენილიყო, ერთი მათგანი მინისტრია, მეორე მღვდელი… ორივე თითქოს მეგობრულად ექცევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დისტანციას ინარჩუნებენ. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ამის ნახვისას მაყურებელში ჩნდება ცდუნება ამ ნარატივში სიმბოლიზმის ქექვა დაიწყოს…

და ბოლოს, “ქუჩის დღეები” იბრძოლებს ოსკარების დაჯილდოვებაზე ხუთ მთავარ ნომინანტს შორის მოსახვედრად, მოდით წარმატება ვუსურვოთ და არა იმიტომ რომ ქართული ფილმია, არამედ იმიტომ რომ კარგი კინოს მაგალითია!

5 thoughts on ““ქუჩის დღეები,” სინათლე გვირაბის ბოლოს?

  1. Mr. Nomad

    ეს ფილმი ჯერ არ მინახავს და იანვრამდე არ ვაპირებ ნახვას, იმ იმედით, რომ 25-ში ნომინანტებს შორის ვიხილავ.

    წარმატებები ფილმსაც და შენც. მომეწონა პოსტი🙂

    Reply
  2. lobzhanidze Post author

    სულ ტყუილად🙂

    ნომად, მადლობა, ასევე. მე ნელ-ნელა შენს ბლოგს ვეცნობი, so far, so good🙂

    Reply
  3. Lasha Urushadze

    ფილმი მომეწონა პირველივე ნახვიდან, მეორედ ყურებისას კიდევ მეტ დეტალზე გავამახვილე ყურადღება… პოსტი მომწონს. წარმატებები შენ და “ქუჩის დღეებს”

    Reply
  4. Katiee.Ge

    “უძინართა მზის”, “კარლიტოს გზის”, “ერთხელ ამერიკაში”-ს და ა.შ. ფილმების გაცუდფილმება ახალი მოდაა, ახალი ხელის შესაწმენდი, რასაც უნდათ, გადააბრალოდ 90იანების თაობების დაღუპვა.

    უძინართა მზეს ერთი დიდი ნაკლი აქვს – გახმოვანება. დანარჩენი კარგი გამგონის პრობლემაა.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s